საფეხბურთო კლუბი სელტიკი

სელტიკი (ინგლ.

„სელტიკი“ ბრიტანეთისა და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და წარმატებული კლუბია, და უამრავ ეროვნულ ტიტულთან ერთად მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონთა თასი 1967 წელს.

Celtic F.C.
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
სრული სახელი Celtic Football Club
მეტსახელი The Bhoys
დაარსდა 6 ნოემბერი, 1887; 136 წლის წინ (1887-11-06)
სტადიონი სელტიკ პარკი
გლაზგო, შოტლანდია
(ტევადობა: 60.837 მაყურებელი)
პრეზიდენტი შოტლანდიის დროშა იან ბანქიერი
მწვრთნელი ავსტრალიის დროშა ანგელოს პოსტეკოგლუ
ლიგა შოტლანდიის პრემიერშიპი
2022–23 ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
ძირითადი ფორმა
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
რეზერვის ფორმა
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
საფეხბურთო კლუბი სელტიკი
მესამე ფორმა

„სელტიკი“ ირლანდიელი იმიგრანტების მიერ დაარსებული კლუბია, და აქედან გამომდინარე დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, არამედ ირლანდიური წარმოშობის ხალხთა შორის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში, სადაც მას ბევრი ორგანიზირებული გულშემატკივართა კლუბი ჰყავს.

„სელტიკისა“ და დასავლეთ გლაზგოს გუნდის „რეინჯერსის“ ერთმანეთთან დაპირისპირება — ე.წ. „ოლდ ფერმი“ (Old Firm) — მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული და დაძაბული დერბი არის.

ისტორია

ადრეული წლები

საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
ძმა უოლფრიდის ძეგლი ბალიმოტში (ირლანდია)

კლუბი დაარსდა 1888 წელს ირლანდიელ იმიგრანტთა ჯქუფის მიერ, რომელსაც სათავეში კათოლიკური სასულიერო პირი, "ძმა უოლფრიდი" (Brother Walfrid) ედგა. მათ სახელად "სელტიკი" შეარჩიეს, რაც კლუბის ორმაგ , შოტლანდიურ და ირლანდიურ იდენტიტეტზე, კონკრეტულად კი ამ ორ ხალხთა საერთო კელტურ წარმოშობაზე მიუთითებს. კლუბს თავდაპირველად საქველმოქმედო ფუნქცია ჰქონდა. თამაშებზე შეგროვილი ფულით სელტიკი აღმოსავლეთ გლაზგოს გაღატაკებულ მოსახლეობას, რომლის უმრავლესობას ირლანდიელი იმიგრანტები წარმოადგენდნენ, ეხმარებოდა.

გუნდს, რომელსაც თავიდანვე ჩინებული ფეხბურთელები გააჩნდა, მალე უფრო სერიოზული სპორტული მიზნები ჰქონდა, და 1893 წელს მან თავისი პირველი ეროვნული ჩემპიონობა მოიპოვა. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი სელტიკს შოტლანდიაში თანატოლი არ ჰყავდა, მან 1905-1919 წლებში კიდევ თერთმეტჯერ გაიმარჯვა შოტლადიის ჩემპიონატში, და აგრეთვე ექვსჯერ მოიპოვა ეროვნული თასი. 1922-1937 წლებში გუნდში თამაშობდა ბრიტანეთის საფეხბურთო ისტორიის ყველაზე გამორჩეული ბომბარდირი, ჯიმი მაკგრორი (Jimmy McGrory). ეროვნული ლიგის 408 თამაშში მას საოცარი 410 გოლი აქვს გატანილი, სულ მთლიანად ოფიციალურ თამაშებში კი - 550. ორივე ეს მონაცემი არა მხოლოდ შოტლანდიის, არამედ მთელი ბრიტანეთის რეკორდს წარმოადგენს. მაკგრორი შემდეგ ოცი წლის განმავლობაში გუნდს წვრთნიდა, მაგრამ ეს პერიოდი (1945-1965) კლუბის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგა, და მან მხოლოდ ერთხელ, 1954 წელს, იმარჯვა ეროვნულ პირველობაზე. ამის მიუხედავად, 1957 წელს მაკგრორის გუნდმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია, როდესაც მან ლიგის თასის ფინალში "რეინჯერსი" 7-1 გაანადგურა, რაც აგრეთვე ბრიტანეთის ეროვნული თასების ფინალების რეკორდს წარმოადგენს.

სელტიკი უეფა-ს ევროთასების დაარსებამდეც ხშირად გამოდიოდა საერთაშორისო ასპარეზზე, და მას რამდენიმე პრესტიჟული ტურნირი, როგორც 1914 წლის "ბუდაპეშტის თასი", 1938 წლის "იმპერიის თასი", და 1953 წლის "დაგვირგვინების თასი" აქვს მოგებული, სადაც მან ინგლისის წამყვან გუნდებს სძლია. ევროპის კონტინენტზე კი სელტიკმა უფრო გვიან, სწორედ ევროთასების მეშვეობით მოიპოვა თავისი დიდი სახელი.

„ოქროს ხანა“

საფეხბურთო კლუბი სელტიკი 

სიმფსონი
კლარკი
მაკნილი
კრეიგი
გემელი
ჯონსტონი
მერდოქი
ოლდი
ჩალმერსი
ლენოქსი
უოლასი
"ლისაბონის ლომები". მწვრთნელი ჯონ "ჯოკ" სტინი.

სელტიკის „ოქროს ხანა“ უპირველეს ყოვლისა ერთ ადამიანს უკავშირდება — ჯონ „ჯოკ“ სტინს (Jock Stein). მან უკვე 1951 წელს თავისი „რეინჯერსის" ქომაგთა ოჯახის რისხვა გამოიწვია, როდესაც „სელტიკის“ მოთამაშე, მოგვიანებით კი კაპიტანი გახდა. 1965 წელს კი ჯოკ სტინმა მწვრთნელის თანამდებობა დაიკავა და მალევე უდიდეს წარმატებებს მიაღწია. 1965–1974 წლებში „სელტიკმა“ ზედიზედ 9 ეროვნული ჩემპიონატი მოიგო, 7 ეროვნული თასი, და 6 ლიგის თასი. 1967 წელს კი გუნდმა ყველა ეროვნულ პრიზთან ერთად მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირიც, ევროპის ჩემპიონთა თასი მოიგო, როდესაც ქალაქ ლისაბონში უდიდესი სენსაცია მოახდინა და მილანის „ინტერი“ 2–1 დაამარცხა. „სელტიკი“ პირველი ბრიტანული კლუბია, რომელმაც ამ ტურნირში იმარჯვა და ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ფინალში ითამაშა, „სელტიკ პარკის“ მიმდებარე რაიონში იყო დაბადებული. „სელტიკის“ გულშემატკივრები მათ „ლისაბონის ლომებს“ (Lisbon Lions) უწოდებენ. 1970 წელს „სელტიკი“ კვლავ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში. ნახევარფინალურ შეხვედრას ინგლისის ჩემპიონ „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ „ჰამფდენ პარკის“ ეროვნულ სტადიონზე გლაზგოში 133,961 მაყურებელი დაესწრო, რაც ევროთასების რეკორდია. „სელტიკმა“ „ლიდს იუნაიტედი“ როგორც სახლში, ასევე სტუმრადაც დაამარცხა და „სან სიროზე“ როტერდამის „ფეიენოორდს“ შეხვდა, ამჯერად, ფავორიტის როლში, თუმცა მოულოდნელად 1–2 დამარცხდა დამატებით დროში. გუნდის რიგებს ამ წლებში განსაკუთრებით ჯიმი ჯონსტონი (Jimmy Johnstone) ამშვენებდა თავისი თამაშით, რომელიც 2002 წელს კლუბის ისტორიის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. გუნდის კაპიტანი კი ბილი მაკნილი (Billy McNeill) იყო, რომელმაც „სელტიკის“ შემადგენლობაში 18 წელი და 790 თამაში ითამაშა, რაც კლუბის რეკორდია.

ბოლო წლები

საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
თანამედროვე "სელტიკ პარკი" ჩემპიონთა ლიგის თამაშის დროს

სწორედ ბილი მაკნილმა აიღო სტინის წასვლის შემდეგ 1978 წელს გუნდის მწვრთნელობა თავის ხელში, და სამჯერ მოიგო ეროვნული ჩემპიონატი, სანამ ალექს ფერგიუსონის „აბერდინი“ გახდებოდა შოტლანდიის ფეხბურთის წამყვანი ძალა. 1986 წელს სელტიკმა ბოლო ტურში მეტად დრამატულად მოიპოვა ჩემპიონობა 2 ბურთის სხვაობით, და თავის ასწლიან საიუბილეო 1988 წელშიც მაკნილის მეთაურობით ეროვნული ჩემპიონატისა და თასის „დუბლი“ მოიპოვა. ამის შემდეგ, კლუბს მოედანზეც, და მოედნის გაღმაც, უდიდესი პრობლემები ჰქონდა. ჯოკ სტინის მიღწევა — ზედიზედ ცხრაჯერ მოგებული ჩემპიონობა — „რეინჯერსმა“ გაიმეორა, და კლუბის ეს რეკორდი მხოლოდ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ვიმ იანსენმა (Wim Jansen) „გადაარჩინა“, როდესაც მან 1998 წელს სელტიკი კვლავ ეროვნული ჩემპიონი გახადა. 4 წლით ადრე, კანადელმა ბიზნესმენმა ფერგიუს მაკკანმა (Fergus McCann) კლუბი სრული ფინანსური გაბანკროტებისგან იხსნა. მაკკანმა აგრეთვე „სელტიკ პარკი“ ბრიტანეთის ყველაზე დიდ თანამედროვე სტადიონად აქცია (ეს „ტიტული“ მან კარდიფის „მილენიუმ სტედიუმის“ 1999 წელს აშენებამდე შეინარჩუნა), მაგრამ მოედანზე „რეინჯერსის" დომინირება მაკკანმა დიდი ხნით ვერ შეაჩერა. ეს მხოლოდ ახალი საუკუნის დასაწყისში, ირლანდიელი მწვრთნელის, მარტინ ო'ნილის (Martin O'Neill) მოსვლის შემდეგ მოხდა.

ო'ნილის ხელმძღვანელობით, და შვედი თავდამსხმელის, ჰენრიკ ლარსონის (Henrik Larsson) ბრწყინვალე თამაშის მეშვეობით, „სელტიკმა“ სამჯერ მოიპოვა ჩემპიონობა, ორჯერ კი იგი სეზონის ბოლო ტურში დათმო. ევროპის გრანდებთან მოპოვებული ბევრი შესანიშნავი გამარჯვების მიუხედავად, კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ სტადიას ვერ გასცდა, სამაგიეროდ კი 2003 წელს უეფა-ს თასის ფინალში გავიდა. ესპანეთის ქალაქ სევილიაში გუნდს 80 000 გულშემატკივარი გაჰყვა, მათი უმრავლესობა ბილეთის გარეშე. იქ სელტიკი დამატებით დროში ჟოზე მოურინიოს „პორტუსთან“ 2–3 დამარცხდა, მათ ქომაგებს კი სამაგალითო მოქცევის შედეგად ფიფა-ს „ფეარ ფლეი“ (Fair Play) პრიზი მიენიჭათ. ჩემპიონთა ლიგის მეორე სტადიაზე სელტიკმა უკვე გორდონ სტრახანის (Gordon Strachan) მეთვალყურეობის ქვეშ მოახერხა გასვლა, 2007 და 2008 წელს. სტრახანმა აგრეთვე სამჯერ ზედიზედ მოიპოვა ეროვნული ჩემპიონობა — იგი ამჟამად კლუბის ბოლო მწვრთნელია, ვინც ამას მიაღწია. 2010 წლის მარტში გუნდი ყოფილმა კაპიტანმა, ირლანდიელმა ნილ ლენონმა (Neil Lennon) ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით, სელტიკმა 2012 წელს, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონობა მოიპოვა და შემდგომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც გავიდა. ამავე დროს, რეინჯერსის გაბანკროტების შედეგად, სელტიკს მთავარი კონკურენტი მოაკლდა ჩემპიონატში, და მან შემდეგი ორი წლის გათამაშებაც იოლად მოიგო. ნილ ლენონმა კლუბი 2013–14 წლის სეზონის ბოლოს დატოვა, და გუნდს სათავეში ჩაუდგა ნორვეგიელი სპეციალისტი რონი დაილა. „სელტიკის“ ტიტულების სიას კიდევ ორი ჩემპიონობა დაემატა, თუმცა, საერთაშორისო ასპარეზზე გუნდის წარუმატებლობამ კლუბის ხელმძღვანელობა ცვლილებების განხორციელებისკენ აიძულა. ახალ მთავარ მწვრთნელად „ლივერპულის“ ყოფილი თავკაცი ბრენდან როჯერსი დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ პირველივე სეზონში გუნდმა შოტლანდიის ყველა ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულა და სამივე მთავარი ტიტული მოიპოვა.

[წყარო არ არის მითითებული 414 დღე]

გლაზგოს დერბი

საფეხბურთო კლუბი სელტიკი 

„სელტიკისა“ და „რეინჯერსის“ დერბი ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ხშირად ნათამაშებ დაპირისპირებად ითვლება. მისი განსაკუთრებული დაძაბულობა კი პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური ვითარებებით არის გამოწვეული. „სელტიკი“ ირლანდიელი კათოლიკეების მიერ დაარსებული გუნდია, და მის გულშემატკივართა უმრავლესობა ისტორიულად სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. „რეინჯერსის“ იდენტურობა ადგილობრივ პროტესტანტულ საზოგადოებაში იყო ჩამოყალიბებული. ამ ორ ჯგუფთა ცუდი დამოკიდებულებები ერთმანეთს შორის შოტლანდიასა და ირლანდიაში ფეხბურთის მოედანზეც ირეკლებოდა, სწორედ გლაზგოს დერბის სახით. „რეინჯერსი“ დიდი ხანი საერთოდ არ ათამაშებდა კათოლიკებს თავის კლუბში. ამავე დროს, პროტესტანტები ყოველთვის თამაშობდნენ „სელტიკის“ რიგებში, და როგორც ლეგენდარული მწვრთნელი ჯოკ სტინი, ასევე ბევრი გამორჩეული მოთამაშე (კენი დალგლიში, დანიელ მაკგრეინი, „ლისაბონის ლომებთა“ ნაწილი, და სხ.) ამ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მეოცე საუკუნის მიწურულს ორივე კლუბი უფრო აქტიურად შეეცადა, სტადიონზე სექტანტობა მოესპო, და დღეისთვის მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. 2012 წლის ივნისში „რეინჯერსის“ გაბანკროტებისა და პრემიერ ლიგიდან გამოთიშვის შედეგად, ეს დერბი ორი წლის განმავლობაში არ შემდგარა.

შემადგენლობა

მოთამაშე ეროვნება გუნდში მოვიდა ბოლო კლუბი
    მეკარეები
1 ჯო ჰარტი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2020 „ტოტენჰემი“
29 სკოტ ბეინი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2018 „დანდი“
31 ბენ სიგრისტი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2016 „დანდი იუნაიტედი“
    მცველები
2 ალისტერ ჯონსტონი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2022 „მონრეალი“
3 გრეგ ტეილორი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2019 „კილმარნოკი“
4 კარლ სტარფელტი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2021 „რუბინი“ ყაზანი
18 იუკი კობაიაში საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2023 „ვისელი“ კობე
20 კამერონ კარტერ-ვიკერსი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2021 „ტოტენჰემი“
25 ალექსანდრო ბერნაბეი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2021 „ლანუსი“
56 ენტონი როლსტონი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2015
    ნახევარმცველები
13 არონ მოი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2021 „შანხაი პორტი“
14 დევიდ ტერნბული საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2020 „მოზერველი“
16 ჯეიმზ მაკკარტი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2020 „ბნეი იეჰუდა“ თელ-ავივი
24 ტომოკი ივატა საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2015 „იოკოჰამა მარინოსი“
33 მატ ო'რაილი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2013 „მილტონ კინსი“
41 რეო ჰატატე საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2014 „კავასაკი ფრონტალე“
42 კალუმ მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2013
49 ჯეიმზ ფორესტი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2010
    თავდამსხმელები
8 კიოგო ფურუჰაში საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2021 „ვისელი“ კობე
9 სეად ჰაკშაბანოვიჩი საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2022 „რუბინი“ ყაზანი
11 ლიელ აბადა საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2021 „მაკაბი“ პეტაჰ ტიკვა
17 ჟოტა საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2022 „ბენფიკა“
19 ო ჰიონ-გიუ საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2023 „სუვონი“
38 დაიზენ მაედა საფეხბურთო კლუბი სელტიკი  2022 „იოკოჰამა მარინოსი“

მწვრთნელები

საფეხბურთო კლუბი სელტიკი 

სიმფსონი
მაკგრეინი
მაკნილი
გემელი
ოლდი
ჯონსტონი
მერდოქი
ლენოქსი
მაკსტეი
„საუკეთესო შემადგენლობა“. მწვრთნელი ჯონ „ჯოკ“ სტინი.
  • 1897 - 1940: უილიამ მეილი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1940 - 45: ჯიმი მაკსტეი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1945 - 65: ჯიმი მაკგრორი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1965 - 78: ჯოკ სტინი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1978 - 83: ბილი მაკნილი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1983 - 87: დევიდ ჰეი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1987 - 91: ბილი მაკნილი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1991 - 93: ლიამ ბრეიდი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1993 - 94: ლუ მაკარი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1994 - 97: ტომი ბერნსი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1997 - 98: ვიმ იანსენი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1998 - 99: იოზეფ ვენგლოში საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 1999 - 00: ჯონ ბარნსი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 2000 - 05: მარტინ ო'ნილი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 2005 - 09: გორდონ სტრახანი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 2009 - 10: ტონი მოუბრეი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 2010 - 14: ნილ ლენონი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 2014 - 16: რონი დაილა საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 2016 - 19: ბრენდან როჯერსი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 2019 - 21: ნილ ლენონი საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
  • 2021 -  : ანგელოს პოსტეკოგლუ საფეხბურთო კლუბი სელტიკი 

მიღწევები

საფეხბურთო კლუბი სელტიკი 
    შოტლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატი
  • ჩემპიონი (53): 1893, 1894, 1896, 1898, 1905, 1906, 1907, 1908, 1909, 1910, 1914, 1915, 1916, 1917, 1919, 1922, 1926, 1936, 1938, 1954, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1971, 1972, 1973, 1974, 1977, 1979, 1981, 1982, 1986, 1988, 1998, 2001, 2002, 2004, 2006, 2007, 2008, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2022, 2023
  • ვიცე-ჩემპიონი (32): 1892, 1895, 1900, 1901, 1902, 1912, 1913, 1918, 1920, 1921, 1928, 1929, 1931, 1935, 1939, 1955, 1976, 1980, 1983, 1984, 1985, 1987, 1996, 1997, 1999, 2000, 2003, 2005, 2009, 2010, 2011, 2021
    შოტლანდიის საფეხბურთო თასი
  • თასის მფლობელი (40): 1892, 1899, 1900, 1904, 1907, 1908, 1911, 1912, 1914, 1923, 1925, 1927, 1931, 1933, 1937, 1951, 1954, 1965, 1967, 1969, 1971, 1972, 1974, 1975, 1977, 1980, 1985, 1988, 1989, 1995, 2001, 2004, 2005, 2007, 2011, 2013, 2017, 2018, 2019, 2020
  • ფინალისტი (18): 1889, 1893, 1894, 1901, 1902, 1926, 1928, 1955, 1956, 1961, 1963, 1966, 1970, 1973, 1984, 1990, 1999, 2002
    შოტლანდიის ლიგის თასი
  • თასის მფლობელი (21): 1957, 1958, 1966, 1967, 1968, 1969, 1970, 1975, 1983, 1998, 2000, 2001, 2006, 2009, 2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2022, 2023
  • ფინალისტი (15): 1965, 1971, 1972, 1973, 1974, 1976, 1977, 1978, 1984, 1987, 1991, 1995, 2003, 2011, 2012
    გლაზგოს თასი
  • თასის მფლობელი (35): 1891, 1892, 1895, 1896, 1905, 1906, 1907, 1908, 1910, 1916, 1917, 1920, 1921, 1927, 1928, 1929, 1931, 1939, 1941, 1949, 1956, 1962, 1964, 1965, 1967, 1968, 1970, 1975, 1982, 2008, 2011, 2014, 2015, 2016, 2017
  • ფინალისტი (31): 1890, 1893, 1897, 1900, 1902, 1903, 1904, 1909, 1911, 1913, 1919, 1922, 1925, 1926, 1930, 1936, 1945, 1951, 1952, 1961, 1963, 1976, 1979, 1981, 1983, 1986, 1987, 2009, 2010, 2012, 2013
    კორონაციის თასი
  • თასის მფლობელი: 1953
  • თასის მფლობელი: 1967
  • ფინალისტი: 1970
  • ფინალისტი: 2003
  • ფინალისტი: 1967

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

საფეხბურთო კლუბი სელტიკი ისტორიასაფეხბურთო კლუბი სელტიკი შემადგენლობასაფეხბურთო კლუბი სელტიკი მწვრთნელებისაფეხბურთო კლუბი სელტიკი მიღწევებისაფეხბურთო კლუბი სელტიკი რესურსები ინტერნეტშისაფეხბურთო კლუბი სელტიკი სქოლიოსაფეხბურთო კლუბი სელტიკიბრიტანეთიგლაზგოევროპაევროპის ჩემპიონთა თასიინგლისური ენაშოტლანდია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დალი (მითოლოგია)გვირილათუშეთიოქროს საწმისიყვავილიფობიების სიაგეოგრაფიული გარსისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზვავიავსტრალიავიკისაწყობიქვევრი (ფილმი)კლავიკორდიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)სვეტიცხოველიტაო-კლარჯეთინიუეცილებითბილისის კურორტების ჯგუფირიონიმოლური მასაიგლუქართველი ოლიმპიური რეკორდსმენებიმიქელანჯელო ბუონაროტითავისუფლების ქანდაკებაიესო ქრისტეთეიმურაზ Iაფხაზეთინაპოლეონ ბონაპარტიმზედავით VII ულუსტამბოლიჩინგიზ-ყაენიცისფერყანწელებიწითელარენესანსიდენის ძალაწიწვოვნებიმცხეთამუხასამხრეთი ამერიკათავისუფლების მოედანი (თბილისი)თევზები (ასტროლოგია)გლობალური დათბობაგიორგი ლეონიძელოცვა ეფრემ ასურისასაქართველოს პრეზიდენტიალკოჰოლიზმიიმპრესიონიზმივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიკონვექციამირზა გელოვანიბუღა თურქის შემოსევაკონსტანტინე I დიდითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტივაჟა-ფშაველახევისბერი გოჩაბიზანტიის იმპერიამიხეილ ხერგიანიაფხაზეთის ტურიზმიმონტენეგროსაბერძნეთიძალადობახაშურირომის რესპუბლიკაქრისტიანობაიულიუს კეისარიკვადრატისამკურნალო მცენარეებიჰოლოკოსტინივთიერებაგაზაფხულიშხარაიალბუზიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმინაკრძალიმონღოლები🡆 More