კინშასა

კინშასა (ფრანგ.

მდებარეობს მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირზე, კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქის — ბრაზავილის პირდაპირ, რომლის დანახვაც მდინარე კონგოს მეორე ნაპირზეა შესაძლებელი. მანძილთა სიახლოვე ამ ორ ქალაქს ცნობილს ხდის როგორც ,,ერთმანეთთან ყველაზე ახლოს მყოფი დედაქალაქები" რომისა და ვატიკანის შემდეგ.

დედაქალაქი
კინშასა
ფრანგ. Kinshasa
კინშასა
დროშა გერბი
კინშასა კინშასა

ქვეყანა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
პროვინცია კინშასის პროვინცია
შიდა დაყოფა Bandalungwa, Barumbu, Bumbu, Gombe, Kalamu, Kasa-Vubu, Kimbanseke, Kinshasa, Kintambo, Kisenso, Lemba, Kinshasa, Limete, Lingwala, Makala, Maluku, Masina, Kinshasa, Matete, Mont Ngafula, Ndjili, Ngaba, Ngaliema, Ngiri-Ngiri, Nsele და Selembao
კოორდინატები 4°19′30″ ს. გ. 15°19′20″ ა. გ. / 4.32500° ს. გ. 15.32222° ა. გ. / -4.32500; 15.32222
დაარსდა 1881
ადრეული სახელები ლეოპოლდვილი
ფართობი 583 კმ²
ცენტრის სიმაღლე 240
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მოსახლეობა 9 046 000 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 15 516 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +24312
ოფიციალური საიტი kinshasa.cd
კინშასა — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
კინშასა

ერთ დროს მეთევზეთა ქალაქში, 2012 წლის მონაცემებით ცხოვრობს 9 046 000 კაცი. მიუხედავად ამისა მისი ტერიტორიის 60 % წარმოადგენს მეჩხერად დასახლებულ სოფლის ადგილს, რომელიც მაინც შედის ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში. მჭიდროდდასახლებულ ქალაქის რაიონებს უკავიათ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი კინშასის პროვინციის დასავლეთით.

კინშასა სუბსაჰარული აფრიკის მეორე და აფრიკის კონტინენტის მესამე უდიდესი ქალაქია ლაგოსისა და კაიროს შემდეგ. ამავე დროს, ის მეორე უდიდესი ფრანკოფონული ქალაქია პარიზის შემდეგ. ფრანგული ენა წარმოდგენილია სამთავრობო, საგანმანათლებლო, საგაზეთო და სამოქალაქოს სერვისის დონეზე, თუმცა ქუჩებში ლინგვა-ფრანკად ლინგალა გამოიყენება, რომელიც მიეკუთვნება ბანტუს ენების ჯგუფს. თუ მოსახლეობის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, 2020 წლისთვის კინშასა პარიზს გადაუსწრებს. 2012 წლის ოქტომბერში, ქალაქმა უმასპინძლა მე-14 ფრანკოფონულ სამიტს.

ისტორია

კინშასა 
კინშასის ცენტრალური ქუჩა — 30 ივნისის ბულვარი
კინშასა 
კინშასის და მდინარე კონგოს ხედი

თანამედროვე კინშასის ტერიტორიაზე ევროპელებიდან პირველები XV საუკუნეში გამოჩნდნენ პორტუგალიელები. მაგრამ კონგოს კოლონიზაციაში ყველაზე უფრო დიდი წარმატება ბელგიელებმა მიაღწიეს, რომლებსაც დაეხმარა ადგილობრივი ფეოდალური სახელმწიფოების ერთმანეთის მიმართ არსებული გაუთავებელი შუღლი. თანამედროვე კინშასის ტერიტორიაზე ქალაქი 1881 წელს დააარსა აფრიკის განთქმულმა მკვლევარმა ჰენრი მორტონ სტენლიმ და ის ვითარდებოდა, როგორც სავაჭრო პუნქტი. თავდაპირველად ქალაქს ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ის პატივსაცემად ლეოპოლდვილი ეწოდა, რომელიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დღევანდელ ტერიტორიას აკონტროლებდა არა როგორც კოლონიას, არამედ როგორც კერძო საკუთრებას. 1966 წელს ეწოდა თანამედროვე სახელი.

ქალაქი გახდა პირველი სანაოსნო პორტი მდინარე კონგოზე, რომელიც ლივინგსტონის ჩანჩქერების ზემოთ მდებარეობს (ჭორომების სერია ლეოპოლდვილიდან 300 კმ-ით ქვევით), რამაც მის განვითარებას შეუწყო ხელი. თავდაპირველად ყველა საქონელი გემებით მოჰქონდათ მატადიში — ქალაქში, რომელიც მდებარეობდა ჭორომების ქვემოთ და სანაპიროდან 150 კმ-ში, ხოლო შემდეგ მტვირთავებს ის გადაჰქონდათ ლეოპოლდვილამდე. 1898 წელს აშენებულმა სატვირთო რკინიგზამ მატადისა და კინშასას შორის შესაძლო გახადა საქონლის ჩქარი და იაფი გადატანა ქვეყნის სიღრმეში, რამაც საფუძველი ჩაუყარა ლეოპოლდვილის სწრაფ განვითარებას. ქალაქის მოსახლეობა 1920 წლისთვის ისე გაიზარდა, რომ ქალაქ ბომას ნაცვლად გახდა ბელგიის კონგოს დედაქალაქი.

როდესაც ბელგიის კონგომ 1960 წლის 30 ივნისს ბელგიისაგან დამოუკიდებლობა მიიღო, ნიდერლანდურმა ენამ დაკარგა ოფიციალური ენის სტატუსი. 1965 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდა მობუტუ სესე სეკო. დასავლეთის გავლენის შესამცირებლად მან დაიწყო დასახელებების და სახელწოდებების აფრიკანიზაციის პოლიტიკის გატარება. 1966 წელს ლეოპოლდვილს უწოდეს ახალი სახელი — კინშასა, — იმ სოფლის დასახელება, რომელიც ადრე მდებარეობდა ქალაქის ფარგლებში. მობუტუს დროს ქალაქი სწრაფად იზრდებოდა მთელი ქვეყნიდან გადმოსახლებულთა ხარჯზე, რომლებიც უკეთეს ბედს ეძებდნენ ან ეთნიკურ წმენდას გამოექცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი განლაგებულია ტერიტორიაზე, რომელიც ტრადიციულად მიეკუთვნება ბატეკეს და ბაჰუმბუს ტომებს, კინშასაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის სასაუბრო ენა (ე. წ. ლინგვა ფრანკა) გახდა ლინგალა.

1974 წელს კინშასაში გაიმართა მოკრივივეთა შეჯიბრი ჯორჯ ფორმანსა და მუჰამედ ალის შორის, რომელშიც ალიმ გაიმარჯვა და დაიბრუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მძიმე წონაში.

გეოგრაფია

კინშასა — მკვეთრი კონტრასტების ქალაქია, სადაც ერთმანეთის მეზობლად მდებარეობენ მდიდარი რაიონები, სავაჭრო ზონები და სამი უნივერსიტეტი— ღარიბ კვარტლებთან. ქალაქი მდებარეობს მდინარე კონგოს სამხრეთი სანაპიროს გასწვრივ, კონგოს რესპუბლიკის დედაქალაქ — ბრაზავილის მოპირდაპირე მხარეს. ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც ორი დედაქალაქი ერთმანეთისადმი უშუალოდ არის მიმართული მდინარის საპირისპირო ნაპირებიდან.

მდინარე კონგო სიგრძით მეორეა აფრიკაში ნილოსის შემდეგ, იმავე დროს ყველაზე წყალუხვია კონტინენტზე (მსოფლიოში ამ მაჩვენებლით ის ჩამოუვარდება მხოლოდ ამაზონს).

კლიმატი

კინშასის კლიმატი გამოკვეთილი სუბეკვატორულია, მოკლე მშრალი სეზონით (ივნისი-სექტემბერი) და ნოტიო წლის მთელ დანარჩენ პერიოდში. სეზონებს შორის მერყეობა სუსტადაა გამოკვეთილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა — +26 °С, ივლისის — +22,5 °С), ნალექებში გამოიკვეთება დიდი განსხვავება. მიუხედავად იმისა, რომ წლის დიდი ხნის განმავლობაში დგას სიცხე (მშრალი სეზონის გამოკლებით, როდესაც დგება ოდნავ გრილი ამინდი), ტემპერატურა +36 °С-ს ზემოთ არ ადის. ასევე +14 °C-ზე დაბლა ტემპერატურა არ ეცემა.

ადმინისტრაციული დაყოფა

კინშასა 
კინშასის ოლქები: ლუკუნგა, ფუნა, მონ-ამბა, ჩანგუ.

კინშასა ერთდროულად ქალაქიცაა (ფრანგ. ville) და ქვეყნის 26 პროვინციიდან ერთ-ერთიც (ფრანგ. province). კინშასის პროვინცია დაყოფილია 4 ოლქად, რომლებიც მთლიანობაში 24 კომუნისგან შედგება.

დემოგრაფია

ცხოვრების დონე კინშასაში საკმაოდ დაბალია. ქალაქი საკუთარ თავზე განიცდის, ერთის მხრივ, მასიური ქურდობის შედეგებს, რომელიც მთელ ქვეყანას მოედო 1991 და 1993 წლებში, ხოლო შემდეგ კონგოს მეორე ომის დროს, მეორე მხრივ — მოსახლეობის ბუნებრივი მიგრაცია კიდევ უფრო განადგურებული სოფლის ადგილებიდან, რადგანაც ქალაქში არსებობს შესაძლებლობა რაიმე სამუშაოს შოვნისა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანიზაციის — ქუჩის ბავშვების და ახალგაზრდობის განათლების ქსელის მუშაკების (ფრანგ. Réseaux des éducateurs des enfants et jeunes de la rue (REEJER)) ცნობით, რომელიც კოორდინაციას უწევს უპატრონო ბავშვების დახმარების გაწევის მოღვაწეობას, 2006 წელს კინშასაში არსებობდა დაახლოებით 14 000 უპატრონო ბავშვი. ყველაზე უფრო არასაიმედო რაიონებია მასინა, კიმბანსეკე და ლიმეტე.

ქალაქში მოსახლეობის სიღარიბის გამო არსებობს დამნაშავეობის დიდი პრობლემები. კინშასაში 1959 წელს გამოვლინდა ყველაზე უფრო ადრეული სისხლის ნიმუში, რომელიც შეიცავდა აივ-1 (ჯგუფი «მ»). შიდსთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, როგორც მთელ ქვეყანაში, ასევე კინშასაშიც.

ენები

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რომლის დედაქალაქიცაა კინშასა, ოფიციალური ენა ფრანგულია. შედეგად კინშასა ფრანგულენოვან ქვეყნებში ყველაზე დიდი ქალაქი და მეორეა ფრანგული ენის ფლობის რაოდენობით. მაგრამ ლინგალა ფართედ გამოიყენება სალაპარაკო ენის სახით. ფრანგული ენა ძირითადად გამოიყენება ადმინისტრაციაში, განათლების სფეროში, დოკუმენტების წარმოებაში, საგზაო მაჩვენებლებში, პრესაში, ტელევიზიებში, ასევე გამოიყენება ეროვნებათა და სოციალურ სფეროებს შორის საურთიერთობო ენის სახით. მაგრამ საყოფაცხოვრებო დონეზე შიდა სოციალურ და ეთნიკურ ჯგუფებს შორის დომინირებს ადგილობრივი აფრიკული ენები (კონგო, ლინგალა, ლუბა და სუაჰილი). ასე რომ, იმ დროს, როდესაც კულტურაში დომინირებს ფრანგული ენა, მრავალენოვნება დამახასიათებელი ნიშანია კინშასის ცხოვრებაში.

ეკონომიკა

ქალაქში არსებობს საფეიქრო, საკვები პროდუქტების, ქიმიური მრეწველობის, მანქანათმშენებლობის და ლითონგადამუშავების, მოტო და ველო ქარხნების, გემთმშენებლობის, გემთშეკეთების, ხის დამუშავების, სამშენებლო მასალების დამზადების საწარმოები. მალუკუს რაიონში მდებარეობს მეტალურგიული კომპლექსი.

ტრანსპორტი

კინშასა 
ნჯილის აეროპორტი

ქალაქი კინშასა პორტია მდინარე კონგოს მარცხენა ნაპირზე. მდინარე, რომელსაც კინშასის რაიონში ასევე ჰქვია ზაირი, მთავარი სატრანსპორტო არტერიაა თავისი აუზის დიდი ნაწილის მანძილზე. მდინარე კონგოს ბევრი შენაკადი ასევე სანაოსნოდ ვარგისია. დიდი სამდინარე ბორნები კურსირებენ კინშასასა და კისანგანს შორის (მდებარეობს 1300 კმ-ში დედაქალაქიდან). კინშასასა და ბრაზავილს შორის ასევე არსებობს საბორნე გადასასვლელი.

რკინიგზით კინშასა დაკავშირებულია ქვეყნის და უცხოეთის ბევრ რეგიონებთან. ნჯილის აეროპორტი უდიდესია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოთხ საერთაშორისო აეროპორტს შორის. მაგრამ აეროპორტის ინფრასტრუქტურა ძირითადად არ არის მოდერნიზებული დაწყებული კოლონიალური დროიდან.

მდინარე კონგო ჰიდროელექტროენერგიის მთავარი წყაროა, პოტენციალურად მას შეუძლია უზრუნველყოს დღევანდელი მთელი აფრიკის ენერგომოთხოვნილების ნახევრის ეკვივალენტური ელექტროენერგიის წარმოება.

ქალაქში მდებარეობს აფრიკის რკინიგზების კავშირის შტაბ-ბინა.

კულტურა და განათლება

კინშასაში მდებარეობს ქვეყნის ეროვნული უნივერსიტეტი, ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი, მხატვრული ხელოვნების ეროვნული აკადემია, ადგილობრივი ყოფაცხოვრების მუზეუმი, ეროვნული საჯარო ბიბლიოთეკა.

კინშასის უნივერსიტეტი გაიხსნა 1954 წელს, როგორც ლოვანიუმის უნივერსიტეტის ერთ-ერთი ქვეგანყოფილება, 1971 წელს გაიხსნა ზაირის ეროვნული უნივერსიტეტი (ფრანგ. Université Nationale du Zaïre, UNAZA), რომელიც 1981 წელს დაიყო სამ ნაწილად — თვითონ კინშასის უნივერსიტეტი, ასევე კისანგანის უნივერსიტეტი და ლუბუმბაშის უნივერსიტეტი. 1958 წელს ჯერ კიდევ მაშინდელი ლოვანიუმის უნივერსიტეტის დროს აშენდა აფრიკაში პირველი ბირთვული რეაქტორი. 1967 წელს აფრიკის კავშირმა მასთან დააწესა ბირთვული კვლევების რეგიონალური ცენტრი. დღეისათვის ცენტრს გააჩნია ორი რეაქტორი — TRICO I და TRICO II, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო კვლევებისათვის.

ჯანმრთელობა და მედიცინა

კინშასაში ოცი საავადმყოფოა, გარდა ამისა, სხვადასხვა სამედიცინო ცენტრი და პოლიკლინიკები. 1991 წლიდან მონკოლის საავადმყოფო მუშაობს როგორც არაკომერციული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც თანამშრომლობს ჯანდაცვის დეპარტამენტთან და მოიაზრება როგორც რაიონული საავადმყოფო კინშასაში. პედიატრისა და ჰემატოლოგის, ლეონ ტშილოლოს ხელმძღვანელობით, მონკოლის საავადმყოფო 2012 წელს გაიხსნა 150-საწოლიანი შენობით, გაუმჯობესებული კლინიკური მომსახურებით, რაც მოიცავს გაუმჯობესებულ ლაბორატორიას , დიაგნოსტიკურ რადიოლოგიას, ინტენსიურ თერაპიას, ახალშობილთა განყოფილებას, საოჯახო მედიცინას, გადაუდებელი დახმარების განყოფილებასა და უფრო დიდ გასაქანს ქირურგიულ მედიცინაში.

სალოცავი ადგილები

თაყვანისმცემლობის ადგილებს შორის, რომლებიც ძირითადად არის ქრისტიანული ეკლესიები და ტაძრები: კინშასის კათოლოკური საარქიეპისკოპოსო ტაძარი, კიმბანგისტური ეკლესია, კონგოს ბაპტისტური საზოგადოება (მსოფლიო ბაპტისტური ალიანსი), კონგოს ბაპტისტური საზოგადოება (ბაპტისტური მსოფლიო ალიანსი), ,,ღმერთების ასსამბლეა", კონგოს ანგლიკანური ეკლესიის პროვინცია (ანგლიკანური კავშირი), კონგოს პრესვიტერიული საზოგადოება (რეფორმირებული ეკლესიების მსოფლიო კავშირი), ასევე არის მუსულმანური მეჩეთები.

სპორტი

კინშასა 
მარტირსის სტადიონი

სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი და საბრძოლო ხელოვნება პოპულარულია კინშასაში. ვიტა კლუბი, რომელიც ამჟამად გენერალ გაბრიელ ამისი კუმბას საკუთრებაშია, ხშირად იწვევს ხალხის დიდ რაოდენობას და მასპინძლობს მარტირსის სტადიონზე. კინშასაში პოპულარულია დოჯოც.

კინშასაშია ქვეყნის ეროვნული სტადიონი - მარტირსის სტადიონი.

რესურსები ინტერნეტში

კინშასა 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

კინშასა ისტორიაკინშასა გეოგრაფიაკინშასა ადმინისტრაციული დაყოფაკინშასა დემოგრაფიაკინშასა ენებიკინშასა ეკონომიკაკინშასა კულტურა და განათლებაკინშასა ჯანმრთელობა და მედიცინაკინშასა სალოცავი ადგილებიკინშასა სპორტიკინშასა რესურსები ინტერნეტშიკინშასა სქოლიოკინშასაბრაზავილიკონგო (მდინარე)კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკაკონგოს რესპუბლიკამდინარეფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სპილოსებრნიქალწული (ასტროლოგია)ლიზა იასკოთითაობააშშ-ის პრეზიდენტების სიაბაგრატიონებიგელათის მონასტერივლადიმერ ლენინისაფრანგეთის ქალაქებიმარიხუანაქართული სამზარეულოქვეშეთიმენსტრუაციაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაეგზისტენციალიზმირუსუდანილამპრობამაგნიუმიკონსტიტუციათერგდალეულებიმარქსიზმიალკანიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიათანდებულიმთლიანი შიდა პროდუქტიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიწიგნი სიბრძნე სიცრუისააღდგომასვეტიცხოველიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ჩინეთის ისტორიატაივანივენერასაქართველოს მუნიციპალიტეტებიწყალირუსეთის იმპერიათელავიგურამ დოჩანაშვილიქუთაისიჩრდილოეთი ამერიკაThe Beatlesპუნიკური ომებიასურეთიიგლუბუმიტოზიევროპის პარლამენტიყინწვისის მონასტერიკოლხეთის სამეფოდავით კლდიაშვილიქანი (გეოლოგია)ფემინიზმიდავით სარაჯიშვილილონდონისტამბოლიგაერთიანებული სამეფორკინამთის არწივილუი XIVალეგორიამღრღნელებითბილისური ეზომჟავური წვიმაზამთარიმცხეთის ჯვრის მონასტერისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაბაში-აჩუკი (ფილმი)მინერალების სიაენგურის ჰიდროელექტროსადგურიექსპრესიონიზმითემურლენგიგიორგი VIIIბათუმიძალადობაიმერეთი🡆 More