მატადი (ფრანგ.
2012 წლის შეფასებითი მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 306 053 ადამიანს.
ქალაქი | |
---|---|
მატადი ფრანგ. Matadi | |
ქვეყანა | კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
პროვინცია | ცენტრალური კონგოს პროვინცია |
კოორდინატები | 5°49′00″ ს. გ. 13°29′00″ ა. გ. / 5.81667° ს. გ. 13.48333° ა. გ. |
დაარსდა | 1879 |
ფართობი | 110 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 18 მ |
მოსახლეობა | 306 053 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 2782,30 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+1 |
სიტყვა მატადი კონგოს ენაზე ნიშნავს «ქვას». ქალაქი აშენებულია ბორცვის მკვეთრად დაქანებულ ფერდოზე (ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი ვინც ცხოვრობენ მატადიში, კარგად იციან რას ნიშნავს «ზემოთ ასვლა», «ქვემოთ ჩამოსვლა» და «ოფლიანობა»).
მატადი ჰენრი მორტონ სტენლიმ დააარსა 1879 წელს. კონგოს მეორე ომის წლებში, 1998 წლის აგვისტოში, მატადი დაიპყრო პოლკოვნიკ ჯეიმზ კაბარერეს აჯანყებულებმა.
ქალაქი მდებარეობს მდინარე კონგოს მარცხენა სანაპიროზე, 148 კმ-ში მდინარის ატლანტის ოკეანესთან მიერთების ადგილიდან, ზღვის დონიდან 18 მეტრ სიმაღლეზე.
მდინარე კონგოს ზედა დინებაში არსებობს მთელი რიგი გამოქვაბულები, ცნობილი სახელწოდებით დიოგუ კანის კლდეები, რომელიც მას დაერქვა ამ პორტუგალიელი ზღვაოსანის მიერ 1485 წელს კედლებზე გაკეთებული წარწერების პატივსაცემად. კამბიერის მთა და იელაბის ჭორომები ასევე მდებარეობენ ქალაქთან ახლოს.
მდინარის ატლანტის ოკეანესთან მიერთების ადგილი — ყველაზე ფართეა აფრიკაში. (მატადის გარდა, იქ მდებარეობს კიდევ სამი ქალაქი: ბომა და ბანანა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და სოიო ანგოლაში). მატადი — ქვეყნის მთავარი პორტია, მისი საშუალებით ხორციელდება ქვეყნის ძირითადი საგარეო ტვირთბრუნვა. ძირითადად გააქვთ ყავა და მერქანი. სახელმწიფო თევზსაჭერი კომპანია «Pemarza» მატადის პორტის საშუალებით ამარაგებს დედაქალაქს თევზით. ქალაქთან სიახლოვეს მდებარეობს ჩიმპის აეროპორტი.
მატადის ხიდი — ესაა ქალაქ მატადიდან სამხრეთში მდინარე კონგოზე 1983 წელს აშენებული 722 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდი (ძირითადი მალის სიგრძე შეადგენს 520 მეტრს). ხიდზე გადის ძირითადი ავტოგზა, რომელიც კინშასას აკავშირებს სანაპიროსთან, შემდეგ კი მიემართება ქალაქებისკენ ბომა, ბანანა და მოანდა. მიუხედავად იმისა, რომ ხიდი შენდებოდა ერთობლივი დანიშნულების, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო, დღეისათვის მასზე არ ხორციელდება სარკინიგზო მიმოსვლა. რკინიგზა ქალაქ მატადის აკავშირებს კინშასასთან (366 კმ) და აქვე მთავრდება, არ გრძელდება სანაპიროსკენ.
მდინარე მპოზოზე აშენებული ელექტროსადგური უზრუნველყოფს მატადის ელექტროენერგიით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article მატადი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.