ენა კეჩუა

კეჩუა (კეჩ.

Qhichwa Simi - მთის ველების ენა, კეჩუა Runa Simi - ადამიანის ენა) — სამხრეთ ამერიკელი ინდიელების ენა, რომელიც ეკუთვნის კეჩუას ენათა ოჯახს. სამხრეთი ამერიკის კოლონიზაციამდე კეჩუა იყო ჩინჩას სახელმწიფოს ოფიციალური ენა, ხოლო შემდეგ ჩინჩას დამპყრობელი ინკების სახელმწიფო ტაუანტინსუიუს ოფიციალური ენა გახდა (ახ. წ. XII-XVI სს). არსებობს ინკების ეპოქის ლიტერატურული ძეგლები. დღეს, სამხრეთ ამერიკაში კეჩუაზე ლაპარაკობს დაახლოებით 12,4 მლნ ადამიანი, გარდა ამისა, იგი გამოიყენება როგორც ლინგვა-ფრანკა ამაზონიაში. ეკვადორში და არგენტინაში გამოიყენება დასახელება „კიჩუა“ (Quichua, Kichwa). თანამედროვე ლიტერატურული კეჩუას დამწერლობაში გამოიყენება ლათინური ანბანის ესპანური ვარიანტი, რომელსაც გააჩნია წესთა მკაფიო კრებული. სწორედ ამ სახით ისწავლება კეჩუა სკოლებში, თუმცა ენის საყოველთაო სწავლება არ ხორციელდება. კათოლიკე მისიონერები კეჩუას გამოყენებით ცდილობდნენ სამხრეთ ამერიკელი ინდიელების მოქცევას ქრისტიანობაზე. SIL კლასიფიკაციის მიხედვით კეჩუას დიალექტები განსხვავებული ენებია. კეჩუას ენის დიდი აკადემია კუსკოსი მიიჩნევს, რომ კეჩუა არის ერთი, უნივერსალური ენა, რომლის ლიტერატურული ნორმაა კუსკოური კეჩუა.

ენა კეჩუა
კეჩუას ენის გავრცელების არეალი

წარმოშობა და ისტორია

კეჩუას ხშირად აერთიანებენ აიმარასთან (ზოგჯერ კი - ურუსთან) კეჩუა-აიმარას ენათა ჯგუფში. მართლაც, ენათა ლექსიკური მარაგის 1/3 ერთმანეთს ემთხვევა, არსებობს ასევე გარკვეული გრამატიკული მსგავსებებიც, თუმცა ეს მონაცემები არ კმარა საერთო წინაპრის რეკონსტრუქციისათვის. კეჩუას და აიმარას აახლოებენ ანდური ოჯახის მაპუჩეს (არაუკანურ) ენებთან, რომლებსაც სიახლოვე აქვთ არავაკურ და ტუპი-გუარანის ენებთან ანდო-ეკვატორული ზეოჯახიდან, ხოლო თავისმხრივ ყველა ენა ამერინდული მაკროოჯახის შემადგენლობაშია.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

არგენტინაეკვადორიენათა ოჯახიინდიელებიინკების ცივილიზაციაკათოლიციზმიკოლონიზაციაკუსკოსამხრეთი ამერიკატაუანტინსუიუქრისტიანობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გურამ დოჩანაშვილიმერაბ კოსტავასტეფანე მღებრიშვილითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიმარი ანტუანეტიკოლხეთის სამეფორუსეთის იმპერიასოკრატეფეხბურთიკამეჩებისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიმართლმადიდებლობაფობიების სიათავისუფლების მოედანი (თბილისი)აზიაბაქტერიებიგაერთიანებული სამეფოპრაღახევისბერი გოჩაძაღლიდავით VII ულუეპითეტიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემასაქართველო XVI საუკუნეშიეგვიპტის პირამიდებილურჯი ვეშაპიჩერნობილის კატასტროფაინსულტიიაპონიაიალბუზიტიციან ტაბიძეკონსტანტინოპოლიგოგონა მარგალიტის საყურითაღდგომასტუმარ-მასპინძელიანანურის ციხეჰაერისაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაფოცხვერიზვიად გამსახურდიადიდი სამამულო ომისაქართველოს სოფლებიფუტურიზმიმუშთაიდის ბაღიმტირალას ეროვნული პარკირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024დეციმეტრითამარ მეფედანიათბილისის მეტროპოლიტენიწმინდა გიორგისაქართველოს ფრინველთა სიასატურნიზაქარია ფალიაშვილიხელისუფლების დანაწილებააქლემიმეტაფორაგერმანიადაუნის სინდრომიასომთავრულიწიგნი სიბრძნე სიცრუისაბიპოლარული აშლილობასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისეტყვაგარემოს დაბინძურებაქანი (გეოლოგია)ხინკალიშვეიცარიაჩინგიზ-ყაენისანქტ-პეტერბურგიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიბრესტ-ლიტოვსკის ზავისაქართველოს დაცული ტერიტორიებიდიდი ხუთშაბათიიმერეთის მხარექართლ-კახეთის სამეფოანალური სექსი🡆 More