კედარი

კედარი (ლათ.

ერთსახლიანი მაღალი პირამიდული ან გაშლილვარჯოანი ხეებია.

კედარი
Cedrus libani
Cedrus libani
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  წიწვოვნები
კლასი:  წიწვოვნები
რიგი:  ფიჭვისნაირნი
ოჯახი:  ფიჭვისებრნი
გვარი:  კედარი
ლათინური სახელი
Cedrus

გვარი მოიცავს 4 სახეობას, რომელთაგან 3 (ლიბანური, ატლასური და მოკლეწიწვა კედარი) გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ოლქის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, ერთი (ჰიმალაიური კედარი) — ჰიმალაის დასავლეთ ნაწილში. აგრეთვე ყირიმში, კავკასიასა და შუა აზიის სამხრეთ ნაწილში, სადაც კულტივირებულია 3 სახეობა: ლიბანური, ატლასური და ჰიმალაიური კედარი. საქართველოში ყველაზე ფართოდ არის მოშენებული ჰიმალაიური კედარი (ლათ. Cedrus deodara), რომლის სიმაღლეა 50-60 , სისქე — 3,5 მ. აქვს 7-10 სმ სიგრძის გირჩა და სხვა სახეობებბთან შედარებით უფრო გრძელი (25-50 მმ) მომწვანო-ლეგა წიწვი. გავრცელებულია ავღანეთის, ბელუჯისტანის და ჩრდილო-დასავლეთ ჰიმალაის მთებში ზღვის დონიდან 1000-3600 მ-მდე.

საქართველოში შემოიტანეს XIX საუკუნის II ნახევარში. მიუხედავად იმისა, რომ ტენის მოყვარული ხეა, მეტ-ნაკლებად გვალვა- და ყინვაგამძლეც გამოდგა თბილისსა და მის მიდამოებში. საქართველოში კარგად ხარობს ზღვის დონიდან 1200 მ-მდე. საკმაოდ სრაფმხარდია. სამშობლოში ცოცხლობს 1000 წლამდე. თბილისის ბოტანიკურ ბაღში ყვავის ნოემბერ-დეკემბერში, სხვა კედარებზე 1 თვით გვიან და მათთან ჰიბრიდებს არ იძლევა.

დეკორატიულია და სოლიტერებად და სახეივნო ჯიშად იყენებენ. აქვს მაგარი, მკვრივი და გამძლე მერქანი, რომელსაც იყენებენ სამშენებლო და საავეჯო მასალად, გემთმშენებლობაში. ლიბანური კედარი (ლათ. Cedrus libani) და ატლასური კედარი (ლათ. Cedrus atlantica) დიდად არ განირჩევა ჰიმალაიური კედრისგან და ისევე იყენებენ. მოკლეწიწვა კედარი (ლათ. Cedrus brevifolia) კი ტანდაბალი (12 მ-მდე სიმაღლის) ხეა, ჩვენში არ გვხვდება.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

Tags:

გვარი (ბიოლოგია)ერთსახლიანი მცენარეებილათინური ენაფიჭვისებრნიწიწვოვნები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნარკოტიკისაფრანგეთისვანური მითოლოგიაValve Corporationახალი ზელანდიაქართვლის დედაბუნებრივი გადარჩევამინერალებიმცხეთის ჯვრის მონასტერიზურაბ ზვიადაურიჯინსების თაობარიცხვითი სახელიმერწყულიიბერიასაჰარარუსული დამწერლობასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიქართლიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)თორნიკე ერისთავიღვარცოფიფოცხვერივატიკანიცისფერყანწელებისიყვარულიაღდგომალეონარდო და ვინჩიბელარუსიიუნგფრაუიოხის უღელტეხილიკვეცა (ფონეტიკური)გამაფრთხილებელი შეფერილობამსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითსპორტული ინვენტარიტროპიკული სარტყლებიალკანიგეოგრაფიაგოგოთურ და აფშინაგეოგრაფიული გარსიპროტესტანტიზმიერლინგ ჰოლანიკავკასიური ნაგაზიქანდაკებაავსტრალია (კონტინენტი)ერთეულთა საერთაშორისო სისტემადუბაის საამირონიკოლა ტესლაპოლონეთიკავკასიაენძელადედამიწის სტრუქტურაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითანჯელინა ჯოლისაქართველოიგიადოლფ ჰიტლერიჰიპერბოლა (ენა)გიორგი III (საქართველოს მეფე)ქიმიური ელემენტიმათემატიკაგალაკტიონ ტაბიძეეგვიპტელამპრობამტკვარიამფიბიებიბერიკაობანაცვალსახელიალექსანდრე იოსელიანირეზო ჩხიკვიშვილიXIX საუკუნელოცვა ეფრემ ასურისაკონსტანტინოპოლის დაცემანიკო ფიროსმანირომის რესპუბლიკააფხაზეთის ომი (1992-1993)მეგობრობაავსტრიაყაყაჩოარაპენეტრაციული სექსიჰედონიზმი🡆 More