ივანე კრამსკოი

ივანე ნიკოლოზის ძე კრამსკოი (რუს.

27 მაისი [ძვ. სტ. 8 ივნისი], 1837, ოსტროგოჟსკი, ახლანდელი ვორონეჟის ოლქი — გ. 5 აპრილი [ძვ. სტ. 24 მარტი ], 1887, პეტერბურგი) — რუსი ფერმწერი, გრაფიკოსი და სამხატვრო კრიტიკოსი.

ივანე კრამსკოი
ივანე კრამსკოი
დაიბადა 27 მაისი (8 ივნისი), 1837
დაბადების ადგილი ოსტროგოჟსკი
გარდაიცვალა 24 მარტი (5 აპრილი), 1887 (49 წლის)
გარდაცვალების ადგილი სანქტ-პეტერბურგი[1]
ჟანრი პორტრეტი და საჟანრო ფერწერა

სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1857–1863). რუს რევოლუციონერ-დემოკრატთა იდეების გავლენით კრამსკოი იბრძოდა ხელოვნების იდეურობისა და ხალხურისათვის, რეალიზმის პრინციპისათვის. კრამსკოი მოძრავი მხატვრული გამოფენების ამხანაგობის „პერედვიჟნიკების“ ერთ-ერთი მთავარი შემქმნელია. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობა. შექმნა დიდი რუსი მწერლების, მეცნიერებისა და მხატვრების პორტრეტები (ლევ ტოლსტოი, 1873; ივანე შიშკინი, 1873; პავლე ტრეტიაკოვი, 1876; მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინი, 1879 — ყველა ტრეტიაკოვის გალერეა), რომლებიც გამოირჩევიან კომპოზიციის უბრალოებით, მკაფიო ნახატით, ფსიქოლოგიური სიღრმით. კრამსკოის პორტრეტები გამსჭვალულია მხატვრის ამაღლებული მორალურ-ეთიკური და ესთეტიკური იდეალებით, დემოკრატიული შეხედულებებით, რაც შერწყმულია მოდელის სახისა და შინაგანი სამყაროს ზუსტ და ოსტატურ გამოსახვასთან. ყოველივე ამან განსაკუთრებით იჩინა თავი რუსი გლეხების, უბრალო ადამიანების პორტრეტებში („მინა მოისეევი“, 1882, რუსული მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი და სხვა). კრამსკოის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ნამუშევარია: „ქრისტე უდაბნოში“, 1872. კრამსკოიმ შექმნა აგრეთვე ნაწარმოებები, რომლებშიც შერწყმულია პორტრეტისა და თემატური სურათის ნიშნები („ნეკრასოვი „უკანასკნელი სიმღერების“ პერიოდში“, 1877–1878; „უცნობი ქალი“, 1883; „უნუგეშო მწუხარება“, 1884 — ყველა ტრეტიაკოვის გალერეა). ისინი გამოირჩევიან ადამიანის რთული სულიერი სამყაროს ხასიათისა და ბედის ამოკითხისადმი ინტერესით. კრამსკოის გვიანდელი პერიოდის ნაწარმოებებში თავი იჩინა სალონური სილამაზის ნიშნებმა.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

ივანე კრამსკოი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

-1'> Union List of Artist Names — 2011.

Tags:

ივანე კრამსკოი გალერეაივანე კრამსკოი ლიტერატურაივანე კრამსკოი რესურსები ინტერნეტშიივანე კრამსკოი სქოლიოივანე კრამსკოი1837188727 მაისი5 აპრილივორონეჟის ოლქიპეტერბურგირუსებირუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალავერდიუილიამ შექსპირიმართლმადიდებლობააბრეშუმის დიდი გზაპუნიკური ომებიგეომეტრიული პროგრესიაკვიპაროზიცხოველებიუშგულის თემიყაყაჩოკალიებიმიხეილ ჯავახიშვილიოქროს კვეთამარო მაყაშვილისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიზოროასტრიზმიფრინველთა მიმოფრენაზვიგენებიაქლემიიასამანიბელარუსიკავკასიური ნაგაზიპლანეტანიადაგიქართლის გაქრისტიანებაკრწანისის ბრძოლაივანე მაჩაბელიისლამიტურიზმირადიუსიელექტრობაეგრისის დიდი ომირუსეთისასარგებლო წიაღისეულიმთავარი გვერდიმცხეთაარხანგელსკიბაგრატიონებიაზერბაიჯანიბესიკიუდაბნოფილების ტექტონიკაყვავილოვანი მცენარეებიპარიზისაჭმლის მომნელებელი სისტემაძალადობაირაკლი ღარიბაშვილიკილოგრამიმოლდოვამამებისა და შვილების ბრძოლამიწისძვრაგალაკტიონ ტაბიძეაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობაარასამთავრობო ორგანიზაციაგლობალური დათბობადედამიწის დღეიოჰან სებასტიან ბახიცუნამიდედაქალაქიხეოფსის პირამიდახელოვნებადიმიტრი ყიფიანითემიდაირლანდიაანტარქტიდაძველი ეგვიპტეშვეიცარიაჰოლოკოსტიზმნასამეგრელონიუტონის კანონებიალკოჰოლური სასმელიფოტოსინთეზიგუბაზ სანიკიძენიანგებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიინდოეთიკურო (ასტროლოგია)🡆 More