თურქეთის ავიახაზები

თურქეთის ავიახაზები ან Turkish Airlines (თურქ.

2022 წლისთვის, იგი დაფრინავს 340 მიმართულებით ევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ამერიკაში; ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში პირველი ავიაკომპანიაა. თურქეთის ავიახაზები ასევე არის მსოფლიოში პირველი, სატვირთო გადაზიდვების რაოდენობით. ავიაკომპანიის მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობს სტამბოლის ათათურქის აეროპორტში. მთავარი ბაზაა სტამბოლის აეროპორტი.

თურქიშ ეირლაინსი
თურქ. Türk Hava Yolları A.O.
თურქეთის ავიახაზები
იატა
TK
იკაო
THY
საძახისი
TURKISH
დაარსდა 20 მაისი 1933
აეროპორტი სტამბოლის აეროპორტი
ბონუსური პროგრამა Miles&Smiles
დევიზი გააფართოვე შენი სამყარო
ჰაბები
დამატებითი ჰაბები ადნან მენდერესის აეროპორტი
ალიანსი Star Alliance
ფლოტის ზომა 315
დანიშნულების პუნქტების რაოდენობა 283
შვილობილი კომპანიები
შტაბ-ბინა სტამბოლის აეროპორტი, სტამბოლი, თურქეთის დროშა თურქეთი
მმართველი აჰმეთ ბოლათი, ბილალ ექში
საიტი: http://www.turkishairlines.com/

2008 წლის 1 აპრილიდან არის Star Alliance-ის წევრი.

ისტორია

ადრეული წლები

Turkish Airlines შეიქმნა 1933 წლის 20 მაისს, როგორც „სახელმწიფო ავიაკომპანიის ადმინისტრაცია“ (თურქ. Devlet Hava Yolları), რომელიც ეროვნული თავდაცვის სამინიტროს დეპარტამენტი იყო. თავდაპირველ ფლოტს შეადგენდა ორი 5-ადგილიანი „Curtiss Kingbirds“, ორი 4-ადგილიანი „Junkers F.13s“ და ერთი 10-ადგილიანი „Tupolev ANT-9“-ის თვითმფრინავი. 1935 წელს ავიაკომპანია გადავიდა საზოგადოებრივ საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომელიც შემდგომ გახდა „სახელმწიფო ავიახაზების მთავარი სამმართველო“. სამი წლის შემდეგ, 1938 წელს, იგი გადაეცა ტრანსპორტის სამინისტროს.

ომის შემდგომი პერიოდი

თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების "Fokker F.27 Friendship" ჯდება ათენის (ჰელენიკონი) აეროპორტში 1973 წელს

1945 წელს, ავიაკომპანიის ფლოტს შეუერთდა რამდენიმე "Douglas DC-3s" და "Douglas C-47s", რამაც მისი ქსელის გაფართოებას შეუწყო ხელი. თავდაპირველად ასრულებდა მხოლოდ შიდა ფრენებს. პირველი საერთაშორისო ფრენა განხორციელდა 1947 წელს, ანკარა-სტამბოლი-ათენის რეისით.

საერთაშორისო ფრენის მიმართულებებს მალე დაემატა ნიქოზია, ბეირუთი და კაირო. მიუხედავად ამისა, ადრეულ 1960-იან წლებამდე თურქული ოპერატორის ძირითადი აქცენტი შიდა მიმართულებები იყო.

თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების "Douglas DC-10" 1974 წელს, ავიაკომპანიის თავდაპირველი ფერის სქემა

1956 წელს, თურქეთის მთავრობამ ავიაკომპანიის რეორგანიზაცია მოახდენა სახელწოდებით "Türk Hava Yollari Å.Ò." (შემოკლებით „THY“). მისი კაპიტალიზაცია შეადგინა 60 მლნ ლირა. ცოტა ხნის შემდეგ, ავიაკომპანია შეუერთდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას (IATA). 1957 წელს, ბრიტანეთის „ზღვისიქითა ავიახაზების კორპორაციამ“ (BOAC) დაიწყო ავიაკომპანიის მომარაგება ტექნიკური მხარდაჭერით, მას შემდეგ, რაც შეიძინა აქციების 6,5 პროცენტი, რომელიც დაახლოებით 20 წლის განხორციელდა.

ახალი თვითმფრინავები, მათ შორის "Vickers Viscounts", "Fokker F27s" და "Douglas DC-3s" დაემატა ფლოტს 1950-იანი წლების ბოლოს და ადრეულ 1960-იან წლებში. 1967 წელს, Turkish Airlines-მა დაიწყო თავისი პირველი რეაქტიული თვითმფრინავის ექსპლუატაცია, რომელიც იყო "McDonnell Douglas DC-9". ამას მოჰყვა სამი "Boeing 707" თვითმფრინავის დამატება 1971 წელს. 1970-იანი წლების სხვა საჰაერო ხომალდების სიაში შედიოდა "McDonnell Douglas DC-10" და "Fokker F28", რომლებიც ექსპლუატაციაში შევიდნენ 1972 წელს და 1973 წელს შესაბამისად.

1980-იანი და 1990-იანი წლები

თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების "Boeing 707" ჰითროუს აეროპორტში, 1984 წელს.

1980-იან და 1990-იან წლებში ავიაკომპანიას მოუწია რამდენიმე გამოწვევასთან გამკვლავება. თურქეთის ავიახაზების რეპუტაცია ამ პერიოდში უაღრესად ცუდი იყო, გამოირჩეოდა დაბალი მომსახურების სტანდარტითა და ახასიათებდა ხშირი დაგვიანებები; მისი რეპუტაციისთვის დამატებითი დარტყმა იყო ჯერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობა, ხოლო შემდეგ - შვიდი ავარია 1974-1983 წლებში. ყველაზე ცნობილი გახდა პარიზის მახლობლად 1974 წლის DC-10-ის კატასტროფა, როდესაც არასწორად დაკეტილი სატვირთო კარის მოწყვეტისა და თვითმფრინავის შემდგომი დეჰერმეტიზაციის გამო დაიღუპა 346 ადამიანი.

1983 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რომელიც აღიარა ავიაკომპანიის მნიშვნელობა, როგორც თურქეთის ელჩი მსოფლიოში, დაიწყო ავიაკომპანიის მოდერნიზება. გამოაცხადეს, რომ იგი შეინახავს ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს მსოფლიოში. გაძლიერდა უსაფრთხოება, რამაც გამოიწვია ერთი მგზავრის შეადარება იგი ისრაელის "El Al"-თან, დაგვიანების მინიმუმ თვალსაზრისით.

თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების კუთვნილი "Boeing 737" ციურიხის აეროპორტში, 1995 წელს.

1984 წელს THY-მ ააშენა ახალი, სახელმწიფო ტექნიკური ცენტრი ათათურქის აეროპორტში. ავიაკომპანიას შეეძლო შეინარჩუნა, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ტიპის თვითმფრინავი, აგრეთვე მთელი რიგი სხვადასხვა თვითმფრინავის ტიპი. ტექნიკური პერსონალი შემდეგში შეადგინა ერთი მეოთხედი ავიაკომპანიის მთლიანი 6000 პერსონალიდან, "Air Transport World"-ის მიხედვით. 1984 წელს, კომპანიის კაპიტალი გაზარდეს 60 მილიარდ ლირამდე, რომელიც კლასიფიცირდებოდა, როგორც სახელმწიფოს ეკონომიკური საწარმო. სამი წლის შემდეგ, კაპიტალი კიდევ გაზარდეს 150 მილიარდი ლირით.

1980-იანი წლების შუაში, THY-ს ფლოტს ჰქონდა 30 თვითმფრინავი. ჰყავდა დაახლოებით სამი მილიონი მგზავრი წელიწადში, მიფრინავდა 16 შიდა მიმართულებებით და სამი ათეული საერთაშორისო. ავიაკომპანია იყო თურქეთის უცხოური ვალუტის შემოდინების უმსხვილესი წყარო.1985 წელს, Turkish Airlines-მა დაამატა ფლოტში "Airbus A310s", რომელიც საშუალება მისცა სინგაპურის მიმართულებით რეისების დამატებაზე 1986 წელს. მარშრუტი ნიუ-იორკის მიმართულებით, ბრიუსელის გავლით, დაემატა 1988 წელს.

კომპანიამ გამოაქვეყა დანაკარგები 1987 წელს და 1988 წელს, მეტწილად თავისი მაღალი გადასახადები დაკავშირებული იყო ათეული ახალი "Airbus A310s" ყიდვით, "Air Transport World"-ის მონაცემებით. ფლოტი ასევე შეიცავს თერთმეტ "Boeing 727s" და ცხრა "Douglas DC-9s". THY-მ ათწლეული დაასრულა 8,500 თანამშრომლით.

კომპანიამ განიცადა გლობალური საავიაციო კრიზისი, სპარსეთის ყურის ომის შემდეგ და არ დაარღვია კიდევ ერთხელ, 1994 წლამდე. თუმცა, ბიზნესი განიცდის კვლავ ბუმს 1990-იან წლებში, ყველაზე დიდი ზრდა მოდის ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებით. 1994 წლის ივლისში, THY-მ დაიწყო პირდაპირი რეისი შესრულება ნიუ-იორკის მიმართულებით.

კომპანიის კაპიტალმა განაგრძო ზრდა და 1995 წელს მიაღწია 10 ტრილიონ ლირას. ამ წლის განმავლობაში, ავიაკომპანიამ თავისი სამი "Boeing 727s" გადააქცია სატვირთო თვითმფრინავად. ასევე უკვე გაყიდა "DC-9s". კომპანიამ გამოაქვეყნა $6 მილიონი მოგება, $1 მილიარდი შემოსავლიდან, წლის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მომგებიანი წელი იყო, THY-ს მოუწია ბრძოლა თურქეთის ინფლაციასთან, რაც გახადა კაპიტალის გაუმჯობესება რთული.

შიდა ბაზარი 1996 წელს დერეგულირდა, რომელიც საშუალება მისცა ახალი ოთხი ავიაკომპანიის გამოჩენას და კონკურენციის გაზრდას. ამავე დროს, უფრო დიდი საერთაშორისო გადამზიდავები უწევდნენ ძლიერ კონკურენციას დასავლეთ ევროპის მარშრუტებზე. THY-მ გააფორმა მარკეტინგული შეთანხმება სხვა საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, რომ გააძლიერონ თავიანთი კონკურენტუნარიანობა. კომპანიამ "Japan Airlines:-თან ერთად შესთავაზა მომსახურება ოსაკასა და ტოკიოში, 1997 და 1998 წლებში. სხვა ერთობლივი ფრენები მალევე მოჰყვა Austrian Airlines-თან, "Swissair"-თან და "Croatia Airlines"-თან.

2000-იანი და 2010-იანი წლები

თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 777-300ER ბარსელონას სამკერდით და რაზმით, 2012 წელს; ავიაკომპანია 2010 და 2013 წლებს შორის იყო კლუბის ოფიციალური სპონსორია და გადამზიდავი.
თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების Boeing 737-800, 2010 FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შეფერილობით სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში.
თურქეთის ავიახაზები 
სტამბოლის ათათურქის აეროპორტი, 2013 წლის ნოემბერი
თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების Airbus A321-200 "Turkish Airlines ევროლიგის" შეფერილობით. 2010 წლიდან ავიაკომპანია არის ძირითადი სპონსორი ევროპის საკალათბურთო ლიგის.

ავიაკომპანიისათვის ახალი ტერმინალი გაიხსნა 2000 წლის იანვარში, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში. Turkish Airlines-მა განაგრძო საერთაშორისო მიღწევების გაზრდა, გააფორმა მარკეტინგული შეთანხმებები "Asiana Airlines"-თან, "American Airlines"-თან, მალაიზიის ავიახაზთან, "LOT Polish Airlines"-თან, ჩეხეთის ავიახაზებთან და "Cathay Pacific"-თან, 2000 წელს. ანტალია-ფრანკფურტის მარშრუტი დაემატა 2001 წელს, „კოდ-გაზიარების“ შეთანხმების მეშვეობით "Sun Express"-თან. თუმცა, მათ უარი თქვეს "Swissair"-ს ეგიდით ჩამოყალიბებულ "Qualiflyer" ალიანსზე, რომ მოიზიდონ სტრატეგიული ინვესტორი მათი პრივატიზაციისთვის.

თურქეთმა, 2001 წლის უმეტესობაში განიცადა ეკონომიკური კრიზისი, როდესაც, კერძოდ შემცირდა შიდა მარშრუტების რაოდენობა. THY-მ შეძლო ამერიკის შეერთებული შტატების 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, მთავრობის დახმარების გარეშე გადაელახა მასობრივი დათხოვნები, მიუხედავად იმისა, რომ 300 დაბალი კატეგორიის თანამდებობა ლიკვიდირებულ იქნა, 400 ადამიანი, რომელიც ნახევარი დღე მუშაობდა, იქნა დათხოვილი და ხელფასები 10 პროცენტით დაქვეითდა.

2003 წელს, ერაყში ომმა აიძულა თურქეთის ავიახაზებს დაეხურა გარკვეული მარშრუტები სპარსეთის ყურეში, ხოლო რეისები აზიაში შეჩერებული იყო „SARS“ ეპიდემიის გამო. თუმცა, ავიაკომპანიამ მალე გამოსწორდა წელში, გაზარდა მოძრაობის არსებული მარშრუტები, დაემატა მომსახურება ნიუ-დელის მიმართულებით, 11 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.

სხვა ფლოტის გაფართოების პროგრამა დაიწყო 2004 წელს, რომელიც ეხმარება თურქეთის ავიახაზებს, ერთ-ერთი ახალგაზრდა ფლოტის შენარჩუნებას ევროპაში. ივლისში, ავიაკომპანიამ განაცხადა $2.8 მილიარდის ღირებულების 36 თვითმფრინავის ყიდვა Airbus-გან, ამას დამატებული 15 "Boeing 737s"-იც.

თურქეთის ავახაზები ახალი თვითმფრინავების შეკვეთის გარდა, აპირებს დახარჯოს $350 მილიონი, ახალი ტექნიკური და სასწავლო დაწესებულებაში სტამბოლის გამოუყენებელი საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში. ავიაკომპანიამ ააშენა მნიშვნელოვანი ტექნიკური მომსახურების ოპერაცია, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი თვითმფრინავების შენარჩუნებას უზრუნველყოფდა, მაგრამ ასევე მესამე მხარის თვითმფრინავების. "Turkish Technic"-ში დასაქმებულთა რაოდენობა 2,700 კაცს ითვლიდა და რომელიც გეგმავდა დაექირავა კიდევ 2,000 კაცი 2010 წლისთვის. თურქეთის ავახაზებს ასევე ჰქონდა სამი ფრენის ტრენაჟორი და სთავაზობდა ფრენის სასწავლო მომსახურებას.

თურქეთის ავიახაზების წინაშე გაჩნდა ახალი კონკურენტები, საავიაციო ბაზარზე მათი შესვლის გზით, რაც თურქული საავიაციო ბაზრის ლიბერალიზაცია მოახდინა. თუმცა, ტურიზმმა ბუმი განიცადა, რა დროსაც ქვეყანას 20 მილიონი ადამიანი ეწვია 2005 წელს, წინააღმდეგ 12 მილიონისა 2003 წელს. ასევე, 2005 წელს თურქეთის ავიახაზებმა გაყიდა თავისი 50% წილი კვიპროსის თურქულ ავიახაზებში (Kibris Turk Hava Yollari).

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საჯაროა, ამავე დროს კომპანიის 98%-იანი წილი მთავრობას ეკუთვნის. პრივატიზაციის პროგრამა აღდგა 2004 წელს, როდესაც საჯაროდ კომპანიის 20% წილი სტამბოლის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. თურქეთის მთავრობის საკუთრებაში იყო აქციების 75%, მას შემდეგ, რაც კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რომელიც $170 მილიონი მიიზიდა კომპანიაში. ამჟამად, თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-სამინისტროს პრივატიზების ადმინისტრაცია ფლობს თურქეთის ავახაზების 49,12%, ხოლო 50,88% აქციების საჯარო გაცვლაშია.

2008 წლის 1 აპრილს, "Turkish Airlines" შეუერთდა Star Alliance, 18-თვიანი ინტეგრაციის პროცესის შემდეგ, რომელიც დაიწყო 2006 წლის დეკემბერში, და გახდა მეშვიდე ევროპული ავიაკომპანია 20-კაციან ალიანსში.

2010 წლის აპრილში, TURKISH შეიცვალა TURKAIR-ად, როგორც ახალი გამოძახების ნიშანი "Turkish Airlines"-თვის.

2011 წლის დეკემბერში, თურქეთის მთავრობამ გამოაქვეყნა ადენ ადდეს საერთაშორისო აეროპორტის, რომელიც მდებარეობს მოგადიშოში (სომალი), მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც გახდა ერთ-ერთი უახლესი ფრენის მიმართულება გადამზიდავისთვის 2012 წელს. რეაბილიტაციის პროექტი, ნაწილია თურქეთის ფართო ჩართულობის ადგილობრივი პოსტკონფლიქტური აღმშენებლობის პროცესში. მათ შორის დაგეგმილია სარემონტო სამუშაობები ახალი სააეროპორტო სისტემების და ინფრასტრუქტურის, ასევე თანამედროვე საკონტროლო-კოშკის აშენება, საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის. 2012 წლის მარტში, "Turkish Airlines"-ი გახდა პირველი საერთაშორისო გადამზიდავი, რომელიც განაახლა რეისები სომალიში, 1990-იან წლების სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ.

2013 წლის ბოლოს, "Turkish Airlines"-მა გაზარდა თავისი ფრენების რაოდენობა 241 მიმართულებით მსოფლიოში (199 საერთაშორისო და 42 შიდა).

კორპორატიული საქმიანობა

თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების შტაბ-ბინა
თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების თბილისის ოფისი 2016 წელს

მმართველი

2016 წლის აპრილისთვის, თამელ ქოთილი ფლობს კომპანიის პრეზიდენტის და აღმასრულებელი დირექტორის პოზიციებს.

ბიზნეს ტენდენციები

"Turkish Airlines"-ის ძირითადი ტენდენციები, ბოლო 13 წლის განმავლობაში ნაჩვენებია ქვემოთ (2016 წლის 24 მარტისთვის):

2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015
შემოსავალი (₺მლნ.) 2,846 2,593 2,956 3,812 4,860 6,123 7,036 8,423 11,813 14,909 18,777 24,158 28,752
სუფთა მოგება (₺მლნ.) 243 107 138 179 265 1,134 559 286 19 1,133 683 1,819 2,993
მგზავრთა რაოდენობა (მლნ.) 10.4 12.0 14.1 16.9 19.6 22.6 25.1 29.1 32.6 39.0 48.3 54.7 61.2
სამგზავრო დატვირთვის ფაქტორი (%) 67 70 72 69 73 74 71 74 73 77 79 79 78
ტვირთბრუნვა (ათასი ტონა) 123 135 145 160 183 199 238 314 388 471 565 668 720
თვითმფრინავის რაოდენობა (წლის ბოლოს) 65 73 83 103 102 127 134 153 179 200 233 261 299
მიმართულებების რაოდენობა (წლის ბოლოს) 103 102 107 134 138 142 156 171 189 217 243 264 284
სქოლიო

ბონუსური პროგრამა

Miles & Smiles — თურქეთის ავიახაზების ხშირი კლიენტების ბონუსური პროგრამაა, რომელიც გაიხსნა 2000 წელს, როდესაც ავიაკომპანიამ დატოვა Qualiflyer-ი. დაგროვილი მილები მომხმარებელმა შეიძლება გამოიყენოს, როგორც თურქეთის ავიახაზების რეისებზე, ასევე Star Alliance ქსელის რეისებზე. Miles & Smiles Classic Plus ბარათის მფლობელებს, უფლება აქვთ იმავე შეღავათებზე, რაც Star Alliance-ის Silver ბარათის მფლობელებს.

სასპონსორო და ხელშემწყობი ხელშეკრულებები

თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზები ასევე აფინანსებებს ბუნდესლიგის კლუბს ბორუსია დორტმუნდს.
თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი, გაფორმებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016-ის ემბლემით.

თურქეთის ავიახაზები შეირჩა რამდენიმე ევროპული საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ ავიაკომპანიად, როგორიცაა ბარსელონა, ბორუსია დორტმუნდი, გალათასარაი, ოლიმპიკი მარსელი, ასტონ ვილა, სარაევო, ჰანოვერი 96 და რომა.

ავიაკომპანიამ გააფორმა სასპონსორო და ხელშემწყობი ხელშეკრულებები ცნობილ სპორტსმენებთან და მსახიობებთან, მათ შორის: ლიონელ მესი, კობი ბრაიანტი, კაროლინა ვოზნიაცკი, კევინ კოსტნერი, უეინ რუნი და დიდიე დროგბა.

გარდა ამისა, 2010 წლიდან კომპანია Turkish Airlines ევროლიგის ძირითადი სპონსორია. ასევე იყო 2010 ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი.

2013 წლის 22 ოქტომბერს, თურქეთის ავიახაზებმა და ევროლიგამ, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, არსებული სასპონსორო გარიგების ხუთი წლის ვადით გახანგრძლივების თაობაზე, 2020 წლამდე.

2014 წლის სექტემბერში, თურქეთის ავიახაზები იაპონური Bj-ლიგის მთავარი სპონსორი გახდა.

თურქეთის ავიახაზები სპონსორია Turkish Airlines Open-ის, გოლფის ევროპული ტურის, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად ტარდება თურქეთში.

2015 წლის 10 დეკემბერს, თურქეთის ავიახაზებმა და უეფამ, ხელი მოაწერეს სასპონსორო გარიგებას ევრო 2016-სთვის.

2016 წლის 29 იანვარს, თურქეთის ავიახაზებმა გამოაცხადა თავისი პარტნიორობა Warner Bros-თან, რომელიც გაუწევს სპონსორობას ფილმს Batman v Superman: Dawn of Justice. ფილმში, გადამწყვეტი სცენა ვითარდება თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე 777.

მიმართულებები

2015 წლის თებერვლისთვის, თურქეთის ავიახაზები ასრულებს რეისებს 113 ქვეყანაში, 282 მიმართულებით.

კოდშეარის შეთანხმებები

2016 წლის თებერვლისთვის, თურქეთის ავიახაზებს აქვს კოდშეარის შეთანხმება შემდეგ ავიაკომპანიებთან:

ფლოტი

თურქეთის ავიახაზები 
Boeing 737-800 Star Alliance-ის შეფერილობით პრაღის ვაცლავ ჰაველის საერთაშორისო აეროპორტში.
თურქეთის ავიახაზები 
Airbus A310-300F ძველი ლოგოთი
თურქეთის ავიახაზები 
Airbus A330-300 ახალი ლოგოთი
თურქეთის ავიახაზები 
Boeing 737-900ER ახალი ლოგოთი
თურქეთის ავიახაზები 
თურქეთის ავიახაზების Boeing 777-300ER

2016 წლის ივნისისთვის, თურქეთის ავიახაზების ფლოტი შედგება შემდეგი თვითმფრინავებისგან:

თურქეთის ავიახაზების ფლოტი
თვითმფრინავი მომსახურება შეკვეთა მგზავრები შენიშვნა
C Y+ Y ჯამში
Airbus A319-100 14 12 114 126
Airbus A320-200 29 12 141 153
Airbus A321-200 63 5 12 176 188 მიწოდება 20152017
Airbus A321neo 92 TBA მიწოდება 20172020
Airbus A330-200 20 20 228 250
Airbus A330-300 30 1 29 261 289 მიწოდება 2017 წლამდე
Airbus A340-300 4 34 236 270 ექვემდებარება გაუქმებას 17 ივნისი 2016
Boeing 737-700 1 149 149 ექსპლუატაციაშია ანადოლუ ჯეტის მიერ
Boeing 737-800 107 7 12 153 165 16 ექსპლუატაციაშია ანადოლუ ჯეტის მიერ
ძველი თვითმფრინავი უნდა შეიცვალოს Boeing 737 MAX 8
Boeing 737-900ER 15 16 135 151
Boeing 737 MAX 8 65 TBA მიწოდება 20182021
Boeing 737 MAX 9 10 TBA მიწოდება 20192020
Boeing 777-300ER 6 4 28 63 246 337 მიწოდება 2017 წლამდე
24 49 300 349
Embraer ERJ-195 3 118 118
თურქეთის ავიახაზების სატვირთო ფლოტი
Airbus A310-300F 3
კარგო
Airbus A330-200F 8 2
კარგო
ჯამში 327 186

შეფერილობა

ავიაკომპანიის "Eurowhite" შეფერილობა წარმოადგენს თეთრ ფიუზელაჟზს ლურჯი ასოებიტ, ნაცრისფერი ტიტა, რომელიც დაწყებულია ფიუზელაჟის უკანა ფრთიდან კუდამდე და წითელი კუდი, კომპანიის ლოგოთი თეთრ წრეში.

წარსულში, თვითმფრინავი შეიღებილი იყო თეთრ ფერად ოთხი წითელი ზოლებით, რომელიც გადიოდა მთელ ფიუზელაჟზე და კუდი თეთრი ფერის წითელი ცენტრით, რომელიც მოიცავდა ემბლემას; ნაცვლად თეთრი ემბლემისა წითელ წრეში, ემბლემა იყო წითელი ფერის თეთრი წრეში.

რედიზაინი

ლოგო კუდზე შეიცვალა 2010 წლის მაისში: ემბლემა არის თეთრი ლოგო წითელ ფონზე, ხოლო ადრე იყო წითელი ლოგო და თეთრ ფონზე.

გარდა ამისა, წარწერამ "Turkish" ჩაანაცვლა "Turkish Airlines", ფიუზელაჟის წინა მარცხენა და წინა მარჯვენა მხარე.

ჯილდო

თურქეთის ავიახაზებმა მოიგო „Skytrax“ ჯილდო, კატეგორიებში: ევროპის საუკეთესო ავიაკომპანია, სამხრეთ ევროპაში საუკეთესო ავიაკომპანია და მსოფლიოს საუკეთესო პრემიუმ ეკონომ კლასის ადგილიანი ავიაკომპანია ზედიზედ სამი წლის განმავლობაში: 2011, 2012 და 2013 წლებში. ის შეინარჩუნა თავისი სტატუსი, როგორც ევროპის საუკეთესო ავიაკომპანია 2014 და 2015 წელს, რითიც ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში იყო. გარდა ამისა, თურქეთის ავიახაზებმა შეირჩა წლის ავიაკომპანიად საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, 2013 წლის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო დაჯილდოების ცერემონიაზე.

თურქეთის ავიახაზების აკადემია

თურქეთის ავიახაზების აკადემია დაარსდა 28-ე THY-ს საბჭოს გადაწყვეტილებით 2004 წლის 10 ნოემბერს და პირველი ტრენინგი დაიწყო 16 იუნკრით 2006 წლის 1 მაისს. აკადემია ბაზირებულია სტამბოლის ათათურქის აეროპორტში და იყენებს მიმდებარე ჩორლუს აეროპორტსაც, სასწავლო საქმიანობისთვის.

აკადემიის ფლოტი შედგება შემდეგი 14 თვითმფრინავისგან:

  • 10 Cessna 172S
  • 2 Cessna Citation Mustang
  • 2 Diamond DA-42NG

თურქეთის ავიახაზების სარემონტო ცენტრი

თურქეთის ავიახაზების გააჩნია თავისი ტექნიკური მომსახურების ცენტრი, რომელიც მდებარეობს სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში. ტექნიკური მომსახურების ცენტრი, ე.წ. Turkish Technic, არის პასუხისმგებელი შეინარჩუნოს ჩაატაროს სარემონტო და კაპიტალური რემონტი თავისი და მესამე მხარის თვითმფრინავების, მათ შორის პლანერის, შასის და სხვა ქვესისტემების.

Turkish Technic, Pratt & Whitney ერთად, 2010 წლის იანვარში გახსნა ძრავის ცენტრი საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში (SAW), რომელსაც ჰქვია TEC (თურქული ძრავის ცენტრი). დაწესებულება უზრუნველყოფს ძრავის შენარჩუნებას, სარემონტო და კაპიტალურ სარემონტო მომსახურებას, მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით.

რესურსები ინტერნეტში

თურქეთის ავიახაზები 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

თურქეთის ავიახაზები ისტორიათურქეთის ავიახაზები კორპორატიული საქმიანობათურქეთის ავიახაზები ბონუსური პროგრამათურქეთის ავიახაზები სასპონსორო და ხელშემწყობი ხელშეკრულებებითურქეთის ავიახაზები მიმართულებებითურქეთის ავიახაზები ფლოტითურქეთის ავიახაზები ჯილდოთურქეთის ავიახაზები ს აკადემიათურქეთის ავიახაზები ს სარემონტო ცენტრითურქეთის ავიახაზები რესურსები ინტერნეტშითურქეთის ავიახაზები სქოლიოთურქეთის ავიახაზები2022აზიაამერიკააფრიკაევროპათურქეთითურქული ენასტამბოლის აეროპორტისტამბოლის ათათურქის აეროპორტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტელეფონების ნომრები საქართველოშითეთრი დათვიერეკლე IIმამაო ჩვენოსაქართველოს ფრინველთა სიაცოტნე დადიანიგიორგი მაზნიაშვილიდიმიტრი ყიფიანიჯაბა იოსელიანიდაისი (ოპერა)ტრაპეციაოკეანედეზოქსირიბონუკლეინის მჟავასოხუმიმდინარეაბანოთუბანინატურალური რიცხვიბგერაბრაზილიაზვიგენებიდანიაჯიხვიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (ფილმი)საქართველოს ისტორიამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითთამარ მეფეკოპენჰაგენიწმინდა ნინოგველებიფრენბურთირელიგიაკუნილინგუსიარაბთა გაერთიანებული საამიროებისამცხე-ჯავახეთის მხარეზღვის კუებიმართლმადიდებლობაკონსტანტინე გამსახურდიახახვიპრაიაჭექა-ქუხილიფინეთითეატრივაზიბატონებილარიქართვლის დედაენგურითითაობაუქმე დღეები საქართველოშინიდერლანდებიძველი რომიზუგდიდიქართული ენასეტყვაზოდიაქოჩემი ცოლის დაქალებიევერესტიაფხაზეთის ომი (1992-1993)მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიშხარამარჯნის რიფიგურიაგრემილომიისლამიGoogle Translateალექსანდრე ჭავჭავაძესლოვაკეთიამერიკის შეერთებული შტატებიისრაელისაერთაშორისო სამართალი2 მაისიჰემანგიომატერენტი გრანელიბიზანტიის იმპერია🡆 More