სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) არსებობს 1947 წლის 4 აპრილიდან.

მისი ამოცანებისა და მიზნების, სტრუქტურისა და კომპეტენციის საწესდებო დებულებები მოცემულია ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მეორე ნაწილის გათვალისწინებით. ამასთან იკაო-ს ნორმები გვხვდება ჩიკაგოს 1944 წლის კონვეციის I და III ნაწილებში. ესაა იკაოს წესდების თავისებურება. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სწრაფმა განვითარებამ ანუ სახელმწიფოთა სამოქალაქო ავიაციამ, რომლებიც დაკავებული იყვნენ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლით, განაპირობა 1944 წლის ნოემბერში ჩიკაგოს კონფერენციაზე საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის დადება (1944 წლის ჩიკაგოს კონვენცია) და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (იკაო) დაარსება. ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და იკაო-ს საქმიანობის ძირითადი მიზანია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და მოწესრიგებულ განვითარება, თანაბარი შესაძლებლობის საფუძველზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გონივრულად და მომჭირნედ განხორციელება (1944 წლის ჩიკაგოს კონვენციის პრეამბულა). იკაოს მიერ შემუშავებული და მიღებული ტექნიკურ-იურიდიული მოთხოვნების მთავარი თავისებურებაა ის, რომ ისინი ტექნიკურ-იურიდიული ეტალონებია, რომლებსაც აქვს მორალურ-პოლიტიკური, მაგრამ არა იურიდიული მნიშვნელობა. სახელმწიფო, რომელიც ეთანხმება ამა თუ იმ სტანდარტს, რეკომენდებულ პრაქტიკას ან წესებს, ნებისმიერ დროს შეუძლია მათი უარყოფა, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის. მაგრამ ვინაიდან იკაოს ბევრი ტექნიკურ-იურიდიული მითითება იძლევა საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების საჭირო დონის გარანტიას, სახელმწიფოები ცდილობენ ზედმიწევნით შეასრულონ ისინი. მათი შესრულებისაგან თავის არიდება გარდაუვალად გამოიწვევს საერთაშორისო ფრენების უსაფრთხოების დონის შემცირებას. აი, ამიტომ ანიჭებენ სახელმწიფოები უპირატესობას იკაოს სტანდარტების შესრულებას.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
International Civil Aviation Organization
Organisation de l'aviation civile internationale
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
აბრევიატურა ICAO
შეიქმნა ნოემბერი, 1944
ტიპი გაეროს სააგენტო
შტაბ-ბინა მონრეალი, კანადა
ენა ინგლისური, ფრანგული
გენერალური მდივანი რეიმონდ ბენჯამინი
საბჭოს პრეზიდენტი რობერტო კობე გონსალესი
ყოფილი სახელი ICAN
https://icao.int

რეგიონები და რეგიონალური ოფისები

სასო-ს აქვს შვიდი რეგიონალური ოფისი, რომელიც ცხრა რეგიონს განაგებს.

ლიდერები

გენერალური მდივნების სია

საბჭოს პრეზიდენტების სია

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 
ICAO-ს შტაბ-ბინა მონრეალი, კანადა

ლიტერატურა

  • დავით გეფერიძე, საერთაშორისო საჰაერო სამართალი, გვ. 154-165, თბ., 2009, გამომცემლობა „მერიდიანი“.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რეგიონები და რეგიონალური ოფისებისამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ლიდერებისამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ლიტერატურასამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია რესურსები ინტერნეტშისამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია194419474 აპრილისამოქალაქო ავიაციაჩიკაგო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სოციოლოგიაველოსიპედიგიორგი III (საქართველოს მეფე)რაბათის ციხემარსირომის დაარსებამორის ალეხეოფსის პირამიდასამანიშვილის დედინაცვალიუფლისციხეთეატრინიკა კვეკვესკირიგარემოს დაბინძურებავულკანიწითელი წიგნისამეგრელო28 მარტიჯიხვითამბაქოვარსკვლავური ომებიქარისაჭმლის მომნელებელი სისტემაოქროს საწმისისოლომონ დოდაშვილიმდინარეოშკიელექტრული დენიადოლფ ჰიტლერივახტანგ I გორგასალინიუეირაკლი კობახიძეწყარო (გეოგრაფია)ინტერნეტიპელეხელისუფლების დანაწილებამონღოლთა იმპერიაზღვასტუმარ-მასპინძელიტაო-კლარჯეთიუილიამ შექსპირიანემიაერთა ლიგავერძი (ასტროლოგია)ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიალადო გუდიაშვილიმათემატიკაშავი ზღვასაქართველოს სამეფო1927შვედეთიევროპაბიძინა ივანიშვილითბილისის ზღვარესპუბლიკური პარტია (აშშ)კუნილინგუსიშხარასოკოებიალპებინარკომანიატოტალიტარიზმიადამიანის ჩონჩხიგურამ კაშიაკრიშტიანუ რონალდუასტრიდ ლინდგრენიოთარ კაკაბაძეზაქარია ფალიაშვილიატლანტის ოკეანეწრეწირიგურამ დოჩანაშვილიჯო ბაიდენი9 აპრილის ტრაგედიაწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაყაზახეთიგეორგიევსკის ტრაქტატიმასტურბაციაკორუფციავასკულიტი🡆 More