ევროლიგა

1958 წელს ფრანგული გაზეთის „ეკიპის“ წინადადებით ფიბა-მ დააწესა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, რომლის გამარჯვებულიც ჯილდოვდებოდა პრიზით - „ვერცხლის კალათი“.

გათამაშების სისტემა მრავალჯერ შეიცვალა. 1958 - 1965 წლებში გუნდები თამაშობდნენ ოლიმპიური სისტემით, 1966-1976 წლებში მეოთხედფინლიდან იქმნებოდა ჯგუფები, რომლის გამარჯვებულებიც შემდეგ ოლიმპიური სისტემით აგრძელებდნენ ბრძოლას პრიზისათვის. 1977 წლიდან გუნდები პირველ და მეორე ეტაპზე ჯგუფებში ხვდებოდნენ ერთმანეთს და მეორე ეტაპის ორი საუკეთესო გუნდი ერთმანეთში არკვევდა თასის მფლობელს.

2000 წლამდე ტურნირს ხელმძღვანელობდა ფიბა. 2000/2001 წლების სეზონის წინ ფინანსური პრობლემების გამო სტარტი აიღო ორმა ტურნირმა: ფიბას ,, სუპროლიგამ’’ და ახლად შექმნილი ულების (Union des Ligues Européennes de Basket) ,, ევროლიგამ’’. კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდა და წაგებული, როგორც ფინანსური , ისე სპორტული თვალსაზრისით ფიბა დარჩა. 2008/2009 წლების სეზონიდან მხარეები შეთანხმდნენ და ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირს ულები-ევროლიგა დაერქვა. გუნდები ჯერ ორ ეტაპზე ჯგუფებში არკვევენ ოთხ უძლიერესს, რომლებიც შემდგომ ერთ ქალაქში ოლიმპიური სისტემით ათმაშებენ მთავარ პრიზს.

საბჭოთა პერიოდში ამ ტურნირში სამჯერ მონაწილეობდა თბილისის ,,დინამო’’:

  • 1959/1960 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ასა (83-87, 90-68), მეოთხედფინალში - პლოვდივის ,,აკადემიკა’’ (76-64, 72-69), ნახევარფინალში - ვარშავის ,,პოლონია’ (88-65, 64-61) და ფინალში დამარცხდნენ რიგის არმიელებთნ (51-61, 62-69).
  • 1961/1962 წლების გათამაშებაში დინამოელებმა პირველ წრეში დაამარცხეს ბუქარესტის ,,სტიაუა’’ (77-76, 82-77), მეოთხედფინალში - სტამბოლის ,,დარუშაფაქა’’ (75-71, 77-62), ნახევარფინალში - მოსკოვის ცსკა (75-71, 77-66), ხოლო ფინალში დაამარცხეს მადრიდის ,,რეალი’’ (90-83).

დინამოელთა შემადგენლობა ფინალურ მატჩში: ლევან მოსეშვილი (3 ქულა), გურამ მინაშვილი (9), ილარიონ ხაზარაძე (2), რევაზ გოგელია, ვალერი ალთაბაევი (17), ანზორ ლეჟავა (16), ლევან ინწკირველი (3), ვლადიმერ უგრეხელიძე (14), ალექსანდრე კილაძე (14), ალექსანდრე პეტროვი (12), ამირან სხიერელი. გუნდს წვრთნიდა - ოთარ ქორქია.

  • 1962/1963 წლების გათამაშებაში დინამოელებმა მეოთხედფინალში დაამარცხეს მილანის ,,სიმენტალი’’ (65-70, 74-68), ხოლო ნახევარფინალში დამარცხდნენ მოსკოვის არმიელებთნ (59-76, 78-79).

გამარჯვებულები და ფინალისტები

წელი ჩატარების

ადგილი

გამარჯვებული ფინალისტი შედეგი
1958 რიგა, სოფია სკა რიგა, ევროლიგა  სსრკ, ლატვია ,,აკადემიკი’’ სოფია, ევროლიგა  ბულგარეთი 86 - 81, 84 - 71
1959 რიგა, სოფია სკა რიგა, ევროლიგა  სსრკ, ლატვია ,,აკადემიკი’’ სოფია, ევროლიგა  ბულგარეთი 79 - 58, 69 - 67
1960 თბილისი, რიგა სკა რიგა, ევროლიგა  სსრკ, ლატვია ,,დინამო’’ თბილისი, ევროლიგა  სსრკ, საქართველო 61 - 51, 69 - 62
1961 რიგა, მოსკოვი ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  სსრკ , რუსეთი სკა რიგა, ევროლიგა  სსრკ, ლატვია 61 - 66, 67 - 62
1962 ჟენევა ,,დინამო’’ თბილისი, ევროლიგა  სსრკ, საქართველო ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი 90 - 83
1963 მადრიდი, მოსკოვი ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  სსრკ, რუსეთი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი 69 - 86, 91 - 74, 99 - 80
1964 ბრნო, მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი ,,სპარტაკი’’ ბრნო, ევროლიგა  ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი 99 - 110, 84 - 64
1965 მოსკოვი, მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  სსრკ, რუსეთი 88 - 81, 76 - 72
1966 ბოლონია ,,სიმენტალი’’ მილანი, ევროლიგა  იტალია ,,სლავია’’ პრაღა, ევროლიგა  ჩეხოსლოვაკია,ჩეხეთი 77 - 72
1967 მადრიდი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი ,,სიმენტალი’’ მილანი, ევროლიგა  იტალია 91 - 83
1968 ლიონი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი ,,სპარტაკი’’ ბრნო, ევროლიგა  ჩეხოსლოვაკია, ჩეხეთი 98 - 95
1969 ბარსელონა ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  სსრკ, რუსეთი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი 103 - 99
1970 სარაევო ,,ინისი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  სსრკ, რუსეთი 79 - 74
1971 ანტვერპენი ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  სსრკ, რუსეთი ,,ინისი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია 67 - 53
1972 თელ-ავივი ,,ინისი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, ევროლიგა  იუგოსლავია,ხორვატია 70 - 69
1973 ლიეჟი ,,ინისი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  სსრკ, რუსეთი 71 - 66
1974 ნანტი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი ,,ინისი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია 84 - 82
1975 ანტვერპენი ,,ინისი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი 79 - 66
1976 ჟენევა ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი 81 - 74
1977 ბელგრადი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია 78 - 77
1978 მიუნხენი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია 75 - 67
1979 გრენობლი ,,ბოსნა’’ სარაევო, ევროლიგა  იუგოსლავია, ბოსნია-ჰერცეგოვინა ,,მობილჯირჯი’’ ვარეზე, ევროლიგა  იტალია 96 - 93
1980 ბერლინი ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 89 - 85
1981 სტრასბურგი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი ,,სინუდინე’’ ბოლონია, ევროლიგა  იტალია 80 - 79
1982 კიოლნი ,,სკიბი’’ კანტუ, ევროლიგა  იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 86 - 80
1983 გრენობლი ,,ფორდი’’ კანტუ, ევროლიგა  იტალია ,,ბეილი’’ მილანი, ევროლიგა  იტალია 69 - 68
1984 ჟენევა ,,ბანკო დი რომა’’ რომი,ევროლიგა  იტალია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ევროლიგა  ესპანეთი 79 - 73
1985 ათენი ,,ციბონა’’ ზაგრები,ევროლიგა  იუგოსლავია, ხორვატია ,,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი 87 - 78
1986 ბუდაპეშტი ,,ციბონა’’ ზაგრები,ევროლიგა  იუგოსლავია, ხორვატია ,,ჟალგირისი’’ კაუნასი, ევროლიგა  სსრკ 94 - 82
1987 ლოზანა ,,ტრასერი’’ მილანი, ევროლიგა  იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 71 - 69
1988 გენტი ,,ტრასერი’’ მილანი, ევროლიგა  იტალია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 90 - 84
1989 მიუნხენი ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, ევროლიგა  იუგოსლავია, ხორვატია ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 75 - 69
1990 სარაგოსა ,,იუგოპლასტიკა’’ სპლიტი, ევროლიგა  იუგოსლავია, ხორვატია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ევროლიგა  ესპანეთი 72 - 67
1991 პარიზი პოპ - 84 სპლიტი, ევროლიგა  იუგოსლავია, ხორვატია ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ევროლიგა  ესპანეთი 70 - 65
1992 სტამბოლი ,,პარტიზანი’’ ბელგრადი,ევროლიგა  იუგოსლავია,სერბეთი ,,ხუვენტუდი’’ ბადალონა,ევროლიგა  ესპანეთი 71 - 70
1993 ათენი ,,ლიმოჟი’’ლიმოჟი, ევროლიგა  საფრანგეთი ,,ბენეტონი’’ ტრევიზო, ევროლიგა  იტალია 59 - 55
1994 თელ-ავივი ,,ხუვენტუდი’’ ბადალონა, ევროლიგა  ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი, ევროლიგა  საბერძნეთი 59 - 57
1995 სარაგოსა ,რეალი’’ მადრიდი, ევროლიგა  ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეი,ევროლიგა  საბერძნეთი 73 - 61
1996 პარიზი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,ევროლიგა  საბერძნეთი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ევროლიგა  ესპანეთი 67 - 66
1997 რომი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,ევროლიგა  საბერძნეთი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ევროლიგა  ესპანეთი 73 - 58
1998 ბარსელონა ,,კინდერი’’ ბოლონია, ევროლიგა  იტალია აეკ ათენი, ევროლიგა  საბერძნეთი 58 - 44
1999 მიუნხენი ,,ჟალგირისი’’ კაუნასი, ევროლიგა  ლიეტუვა ,,კინდერი’’ ბოლონია, ევროლიგა  იტალია 82 - 74
2000 სალონიკი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,ევროლიგა  საბერძნეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 73 - 67
2001 ფიბა პარიზი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,ევროლიგა  საბერძნეთი 81 - 67
2001 ულებ ბოლონია, ვიტორია ,,კინდერი’’ ბოლონია, ევროლიგა  იტალია ,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია, ევროლიგა  ესპანეთი 68 - 85, 94 - 73, 80 - 60, 79 - 96, 82 - 74
2002 ბოლონია ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,ევროლიგა  საბერძნეთი ,,კინდერი’’ ბოლონია, ევროლიგა  იტალია 89 - 83
2003 ბარსელონა ,,ბარსელონა’’ ბარსელონა, ევროლიგა  ესპანეთი ,,ბენეტონი’’ ტრევიზო, ევროლიგა  იტალია 76 - 65
2004 თელ-ავივი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი ,,სკიპერი’’ ბოლონია, ევროლიგა  იტალია 118 - 74
2005 მოსკოვი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი ,,ტაუ-კერამიკა’’ ვიტორია, ევროლიგა  ესპანეთი 90 - 78
2006 პრაღა ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  რუსეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 73 - 69
2007 ათენი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,ევროლიგა  საბერძნეთი ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  რუსეთი 93 - 91
2008 მადრიდი ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  რუსეთი ,,მაკაბი’’ თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 91 - 77
2009 ბერლინი ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,ევროლიგა  საბერძნეთი ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  რუსეთი 73 -71
2010 ბერლინი ,,ბარსელონა’’ ბარსელონა,ევროლიგა  ესპანეთი ,,ოლიმპიაკოსი პირეოსი, ევროლიგა  საბერძნეთი 86 -68
2011 ბარსელონა ,,პანათინაიკოსი’’ ათენი,ევროლიგა  საბერძნეთი ,,მაკაბი თელ-ავივი, ევროლიგა  ისრაელი 78 -70
2012 სტამბოლი ,,ოლიმპიაკოსი’’ პირეოსი,ევროლიგა  საბერძნეთი ცსკა მოსკოვი, ევროლიგა  რუსეთი 62 -61


შენიშვნა: 1. 2000/2001 სეზონში ჩატარდა ორი ტურნირი. 2. გუნდებს რომლებსაც უწერიათ ორი ქვეყანა (მაგ.ევროლიგა  სსრკ, ლატვია), პირველი ნიშნავს იმ ქვეყანას რომელსაც წარმოადგენდა გუნდი მოცემულ წელს, ხოლო მეორე - ქვეყანას რომელასაც გუნდი წარმოადგენს დღევანდელ დღეს

ლიტერატურა

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982

რესურსები ინტერნეტში

Tags:

19581965196619761977კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს დაცული ტერიტორიებიყინწვისის მონასტერიალუდა ქეთელაურიანგარიშთა გეგმამსოფლიო მიზიდულობის კანონიჰომოფობიაარასამთავრობო ორგანიზაციაქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ყვავილირიკოთის უღელტეხილივახტანგ VIთანდებულიალცჰაიმერის დაავადებავენერაC ჰეპატიტიაჭარააფხაზეთისამანიშვილის დედინაცვალიწყნარი ოკეანესაქართველოს სოფლებიფოცხვერიაფროდიტეყაზახეთიატომიეპილეფსიაგოგირდიმემედ აბაშიძემარათონის ბრძოლარუსული დამწერლობაზღარბისებრნიმთაგანათლება საქართველოშიგაზაფხულიკარლეს პუჩდემონიუცხოური აგენტების კანონისაქართველოს პარლამენტისაქართველოს გეოგრაფიასაქართველო XII-XIII საუკუნეებშიწრეწირინივთიერებაბუღა თურქის შემოსევაბუდიზმისერგო ორჯონიკიძესაფრანგეთის რევოლუციაამერიგო ვესპუჩიკონტინენტინიანგებიანა კალანდაძეეპითეტიიგლუმეტაფორაიასამანისილიციუმიქისტებილეონარდო და ვინჩიაფრიკის ქვეყნების სიაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ბაში-აჩუკისაქართველოს სატელეფონო კოდებიქართული ენაორალური სექსიმზის დაბნელებატყეაღდგომაშუა საუკუნეებიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოვარდების რევოლუციადუბაის საამირორუსეთის იმპერიავარძიაგიორგი ლეონიძესამკურნალო მცენარეებიფოთიკვარცილობიოფობიების სიაენგურის ჰიდროელექტროსადგურიხელისუფლების დანაწილებაგიორგი IV ლაშა🡆 More