გერმანიკული ენები — ინდოევროპული ენათა ოჯახის ერთ-ერთი შტო, რომელიც დაახლოებით 15 ენას მოიცავს.
გერმანიკული ენები გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ აფრიკაში და ოკეანეთის ქვეყნებში.
სხვადასხვა მონაცემებით, გერმანიკულ ენებს მშობლიურად მიიჩნევს ამ ენებზე დაახლოებით 700 მილიონ მოლაპარაკეთაგან 500 მილიონი კაცი, ხოლო დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი ამ ენათაგან ერთ-ერთს სასაუბრო, ან ე.წ. მეორე ენად გამოიყენებს.
უპირველეს ყოვლისა, გერმანიკულ ენებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმ მიზეზით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა არაა საბოლოოდ დადგენილი, ანუ
საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც
არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრივობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა ორი ტერმინი;
ენებად გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ურთიერთგაგებინება ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის (1.) მეტად გაადვილებულია, ანდა (2.) სრულიად ადეკვატური. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი გააჩნიათ და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. მაგ.; (1.) სპარსული ირანში და ტაჯიკური ტაჯიკეთში; (2.) ხორვატული ხორვატიაში და სერბული სერბეთში.
ენებად გეოგრაფიული სიშორის გამო, ან გეოგრაფიული სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება (1.) გაძნელებულია, ანდა (2.) სრულიად შეუძლებელი. მაგ.; (1.) რუსული და ჩეხური; (2.) ნორვეგიული და აფრიკაანსი.
დღეს არსებულ ენათაგან ნახევარი მოდის ინდონეზიაზე, მექსიკაზე, ბრაზილიაზე, კამერუნზე, ინდოეთზე, ჩინეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაზე. სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, 2100 წლისთვის შეიძლება გაქრეს ენათა 90 პროცენტი: ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მასზე ლაპარაკობდეს არაუმცირეს რამდენიმე ათასი კაცისა.
მონათესავე ენები შეადგენენ ენათა ოჯახებს. ეს ოჯახები ძალიან განხსვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც მოლაპარაკეთა რაოდენობის, ასევე ენათა რაოდენობის მიხედვით. არის ე.წ. „გიგანტი-ოჯახები“, რომლებზე მოსაუბრეთა რიცხვი ასეულ მილიონს მოითვლის, არის აგრეთვე ე.წ. „ჯუჯა-ოჯახები“. უფრო მეტიც, მსოფლიოში არის ცალკეული ენები, რომლებიც არცერთ სხვა ენას არ ენათესავებიან. (მაგ.; ქაშმირში არსებული (ე.წ. იზოლირებული) ბურუშასკი ენა (Burushaski).
ენათა ოჯახებიდან ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესია ინდოევროპული ენების ოჯახი. ამ ოჯახში შედის შემდეგი ენების ჯგუფები:
შემდეგი სამი ენა არ შედის ინდოევროპულ ენათა ოჯახის არცერთ ჯგუფში, და სათითაოდ იქმნიან საკუთარ, ცალენოვან ჯგუფებს:
გარდა დასახელებული 10 ჯგუფისა, ან ენობრივი ერთეულისა, უწინ ინდოევროპულ ენებს აგრეთვე შეადგენდნენ აწ უკვე მკვდარი ენები:
გერმანიკული ენები სამ ჯგუფად დაიყოფა.
- | ენა | მცირე ცნობები | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|
1. | ანგლო-შოტლანდიური | ზოგი მას ინგლისური ენის დიალექტად ასახელებს, - ძველი ინგლისური ენის შუა-შოტლანდიურ ენად. გავრცელებულია შოტლანდიის დაბლობზე (ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში). სწორედ აქედან მომდინარეობს ამ ენის მეორე სახელწოდება - ქვემო შოტლანდიური (Lallans Scots, ინგლისურად Lowlands). | არ უნდა აგვერიოს კელტურ შოტლანდიურში, რომელსაც ასევე უწოდებენ შოტლანდიურ, ან გელურ (გაელური) ენას (საკუთარი წოდება Gàidhlig; ინგლისურად Gaelic, ან Scottish Gaelic) . | |
2. | აფრიკაანსი | ჩამოყალიბდა ნიდერლანდური და ბურების ენათა შერწყმის შედეგად. XVII საუკუნიდან მოყოლებული აფრიკაანსი იზოლირებულ მდგომარეობაში იმყოფება (ახალ)ნიდერლანდურისაგან, რამაც აფრიკაანსის დამოუკიდებელ აუსბაუ-ენად ჩამოყალიბება განაპირობა. დაახლოებით 1775 წლიდან აფრიკაანსი საერთოდ ცალკე ენად მიიჩნევა, რადგან ამდროისათვის კაპკოლონიის მცხოვრებთა უმეტესობა ნიდერლანდურს უკვე აღარ ფლობდა. ნიდერლანდურისაგან განსხვავებით აფრიკაანსი გამოირჩევა მორფოლოგიურ ფორმათა სიმარტივით და ნასესხობების სიუხვით. | მოლაპარაკეთა რაოდენობა: 6 მილიონი, როგორც მეორე ენას ფლობს 16 მილიონი კაცი. | |
3. | გერმანული | - | - | |
4. | იდიში | სამხრეთ და აღმოსავლეთ გერმანიის დიალექტების, ვაჭართა სიციოლექტების, ებრაული და სლავური (ძირითადად პოლონური) ნარევი ლექსიკის მქონე ენა. იდიშის მორფოლოგია, მორფოსემანტიკა, სინტაქსი განცდის უფრო გერმანული ენის გავლენას, ვიდრე სლავური ენებისას. გამოიყენებენ ებრაულ ანბანს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ თუ საკუთრივ ებრაულ ტექსტში ხმოვნების წერა არაა მიღებული, იდიშზე ხმოვნები გამოიყენება. ერთადერთი გამონაკლისის გარდა; ე.წ. სუფთა ებრაული წარმოშობის სიტყვებს იდიშშიც გაუხმოვანებლად წერენ. | იდიშს გააჩნია უმცირესობათა ენის სტატუსი მოლდოვასა და შვედეთში. იდიშზე მოლაპარაკენი მეორე მსოფლიო ომის წლებში ებრაელთა წინააღმდეგ განხორციელებული დევნის შედეგად გაფანტული არიან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (გერმანია, ბრაზილია, აშშ, ისრაელი, უკრაინა, მოლდოვა, პოლონეთი, ბელორუსი, რუსეთი, კანადა, არგენტინა, საფრანგეთი, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ლიტვა, იტალია). მოლაპარაკეთა რაოდენობა: 3 მილიონი კაცი. | |
5. | ინგლისური | - | მოლაპარაკეთა რაოდენობა: 340 მილიონი კაცი აღიარებს მშობლიურ ენად, ხოლო 180 მილიონ კაცზე მეტი მას მეორე ან მესამე ენად მიიჩნევს. | |
6. | ლომბარდიული | - | - | |
7. | ნიდერლანდური | - | მოლაპარაკეთა რაოდენობა: 25 მილიონი | |
8. | ფრიზიული | - | - |
- | ენა | მცირე ცნობები | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|
1. | ბურგუნდიული | გავრცელების არეალი: დღევანდელი გერმანია, ბურგუნდია, იტალია | გამქრალი ენა | |
2. | გოთური | გავრცელების არეალი: სამხრეთაღმოსავლეთი ევროპა. ქვეყნები: დაკია, ოიუმი, ნარბოს გალია, რომის ესპანეთი. გოთებს გააჩნდათ საკუთარი დამწერლობა ე.წ. გოთური დამწერლობის სახელწოდებით. შემორჩენილია ცნობები ყირიმის გოთურის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ გოთური ენის ერთ-ერთი დიალექტი უნდა ყოფილიყო. ყირიმის გოთურის გავრცელების არეალი ყირიმის ნახევარკუნძული (დღეს: უკრაინა) იყო. | IX საუკუნეში ქრება ისტორიის სარბიელიდან. | |
3. | ვანდალური | ჩრდილოეთ აფრიკა (კართაგენი), ესპანეთი | გამქრალი ენა |
- | ენა | მცირე ცნობები | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|
1. | გოტლანდიური | - | ||
2. | დანიური | - | მოლაპარაკეთა რაოდენობა: 5,5 მილიონი | |
3. | ისლანდიური | - | ||
4. | ნორვეგიული | - | მოლაპარაკეთა რაოდენობა: 5 მილიონი კაცი — ბოკმელსა (Bokmål) და ნინორსკზე (Nynorsk) მოლაპარაკეების საერთო რიცხვი | |
5. | ფარერიული | - | მოლაპარაკეთა რაოდენობა: 65.000 კაცი | |
5. | შვედური | - | მოლაპარაკეთა რაოდენობა: 10 მილიონი კაცი |
დაახლოებით 2000 წლის წინათ, ჩრდილოეთ გერმანიის, დანიის და სამხრეთ სკანდინავიის ტერიტორიაზე ბინადრობდა მრავალი ტომი, რომლებიც ლაპარაკობდნენ თანამედროვე გერმანიკული ენების წინარე ენაზე. ყველაზე ადრეული წარწერა პრაგერმანიკულ ენაზე შემორჩენილია რუნული დამწერლობით და თარიღდება ძვ. წ. II საუკუნით.
ქართული | ინგლისური | დანიური | გერმანული | ნიდერლანდური |
---|---|---|---|---|
კარგი | good | god | gut | goed |
მწვანე | green | grøn | grün | groen |
ახალგაზრდა | young | ung | jung | jong |
წასვლა | to go | at gå | gehen | gaan |
მოსვლა | to come | at komme | kommen | komen |
ქონა (ყოლა) | to have | at have | haben | hebben |
ვაშლი | apple | æble | Apfel | appel |
თევზი | fish | fisk | Fisch | vis |
წიგნი | book | bog | Buch | boek |
This article uses material from the Wikipedia ქართული article გერმანიკული ენები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.