ათფეხა კიბოები

ათფეხა კიბოები (ლათ.

მათთვის დამახასიათებელია თავთან შეზრდილი მკერდის წინა 3 სეგმენტი, რომელთა კიდურებსაც მოძრაობითი ფუნქცია დაკარგული აქვს და ყბაფეხებად არის ქცეული. მათი საშუალებით ცხოველი საჭმელს პირის ხვრელისკენ მიმართავს. ათფეხა კიბოები მოძრაობენ მხოლოდ მკერდის უკანა 5 წყვილი კიდურებით (აქედან წარმოდგება რიგის სახელიც).

ათფეხა კიბოები
ათფეხა კიბოები
Homarus americanus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  კიბოსნაირნი
რიგი:  ათფეხა კიბოები
ლათინური სახელი
Decapoda

ათფეხა კიბოები სხვადასხვა ზომისა არიან: მაგ., ღრმა ზღვის გიგანტური კიბორჩხალას გაშლილი ფეხების წვეროებს შორის მანძილი 3 მ აღემატება. კამჩატკური კიბორჩხალას ჯავშანი 25 სმ-მდე სიგანისაა. ზოგიერთი გამონაკლისის გარდა ათფეხა კიბოები ცალსქესიანები არიან. იკვებებიან ცხოველებით, მცენარეებითა და მძორით.

მრავალი სახეობა ზოგიერთი პარაზიტული ჭიის შეამავალი მასპინძელია. ცნობილია ათფეხა კიბოების 8500-მდე სახეობა. უმრავლესობა ბინადრობს ზღვებსა და ოკეანეებში, ზოგი — მტკნარ წყალში, ზოგი ტროპიკული სახეობა კი — ხმელეთზე. ზღვის ათფეხა კიბოებით იკვებებიან ნაირგვარი სარეწაო თევზები და ფარფლფეხიანები. ათფეხა კიბოები მთელ მსოფლიოში არიან გავრცელებული. შავ ზღვაში გვხვდება მათი 36 სახეობა. საქართველოში არსებულ სახეობათაგან აღსანიშნავია ქუთაისური გვერდულა (Troglocaris kutaisiana — ნაპოვნია ქუთაისის მახლობელ მღვიმეებში) და კოლხური კიბი (Astacus colchicus — გვხვდება რიონის აუზში). ათფეხა კიბოებს სარეწაო მნიშვნელობა აქვს (მსოფლიოში წლიური რეწვა 1 მლნ.-მდე ტ-ს შეადგენს). მის ზოგ სახეობას ზიანი მოაქვს მეთევზეობისათვის.

ლიტერატურა

Tags:

კიბოსნაირნილათინური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თვითმფრინავის ბიჭების საქმეეიფელის კოშკისაქართველო XV საუკუნეშითახვიკვიპროსისოციალიზმიოქსიდიხევსურეთიაბრეშუმის ჭიაავსტრალიამსოფლიო მიზიდულობის კანონიგანმანათლებლობაფშავიუკრაინაიაკობ გოგებაშვილილარიავსტრალია (კონტინენტი)თევზებიკურო (ასტროლოგია)თეიმურაზ Iმარსიმტირალას ეროვნული პარკივიტამინებიდავითგარეჯაიაპონიამღრღნელებიათი მცნებაეპითეტისაქართველოს სამოქალაქო ომიდისკრიმინაციავაჟა მარგველაშვილიალავერდისაფრანგეთის რევოლუციაჯუზეპე ვერდისალომე ზურაბიშვილიჰიდროცეფალიადიდი პანდაელდარის დაბლობილადო ასათიანისიურრეალიზმიპლურალიზმიქაქუცა ჩოლოყაშვილიკილიმანჯაროკორუფციაშვედეთიანალური სექსილიბერალიზმი საქართველოშიფრანც შუბერტირეზოლუციაარგონავტებიბუდაპეშტიდაირაარსებითი სახელივოლფგანგ ამადეუს მოცარტისომხების გენოციდიქართული ხალხური ცეკვებიttyltმადაგასკარისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიფეხბურთიბორჯომიერთიანი ნაციონალური მოძრაობაილია თოფურიარელიგია საქართველოშილეიკოციტებიეროზიასასწორი (ასტროლოგია)პირველი მსოფლიო ომიოგანესონისაქართველოგიორგი V ბრწყინვალეცილებიდემეტრე II თავდადებულილაშა ბექაურისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისკვადრატული მეტრირუსული დამწერლობაეთიოპია🡆 More