აზად-ქაშმირი

აზად-ქაშმირი (ურდუ آزاد جموں و کشمیر‎‎) – პაკისტანის დაქვემდებარებაში არსებული თვითმართველი ადმინისტრაციული ერთეული.

ტერიტორია მდებარეობს ინდოეთის მიერ კონტროლირებადი ჯამუ და ქაშმირის დასავლეთით, რომელიც 1947 წლის ინდოეთ-პაკისტანის ომამდე ჯამუ და ქაშმირის სამეფო შტატის ნაწილი იყო.

პროვინცია
აზად-ქაშმირი
ურდუ آزاد جموں و کشمیر‎‎
აზად-ქაშმირი
დროშა გერბი
აზად-ქაშმირი აზად-ქაშმირი

ქვეყანა პაკისტანის დროშა პაკისტანი
ადმ. ცენტრი Muzaffarabad
შიდა დაყოფა Mirpur Division, Muzaffarabad Division და Poonch Division
კოორდინატები 33°56′17″ ჩ. გ. 73°45′52″ ა. გ. / 33.938083° ჩ. გ. 73.764556° ა. გ. / 33.938083; 73.764556
მმართველი Chaudhry Abdul Majeed
დაარსდა 24 ოქტომბერი, 1947
ფართობი 13 297 კმ²
ოფიციალური ენა ურდუ ენა და ინგლისური ენა
სალაპარაკო ენები პენჯაბური; პუშტუ
მოსახლეობა 4 045 366 კაცი (2017)
სიმჭიდროვე 300 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+05:00
ოფიციალური საიტი ajk.gov.pk
აზად-ქაშმირი

აზად-ქაშმირი წარმოადგენს ქაშმირის რეგიონის ნაწილს, რომელიც პაკისტანსა და ინდოეთს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის მიზეზია. მას ესაზღვრება გილგიტ-ბალტისტანი, რომელთან ერთადაც ის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ "პაკისტანის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირად" მიიჩნევა. აზად-ქაშმირის ფართობი გილგიტ-ბალტისტანის ფართობის მეექვსედს შეადგენს. მას ასევე ესაზღვრება პენჯაბის პროვინცია სამხრეტიდან და ხაიბერ-პახტუნხვა დასავლეთიდან. ის ინდოეთის კონტროლირებადი ტერიტორიისგან კონტროლის ხაზითაა გამოყოფილი, რომელიც ინდოეთსა და პაკისტანს შორის დე-ფაქტო საზღვარს წარმოადგენს. 2017 წლის მონაცემებით მის ფართობი შეადგენს 13 297 კვ.კმ.-ს და, ხოლო მოსახლეობა 4 045 366 ადამიანს.

ტერიტირიას ჰყავს ვესტმინსტერის სისტემის პარლამენტი. დედაქალაქს წარმოადგენს მუზაფარაბადი. შტატის კონტიტუციური მმართველი არის პრეზიდენტი, ხოლო პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი აღმასრულებელი ხელისუფლება. ერთ-პალატიანი საკანონმდებლო კრება ირჩეს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს. შტატს ჰყავს საკუთარი უზენაესი და უმაღლესი სასამართლოები. პაკისტანის მთავრობაში მას ქაშმირის საქმეების და გილგიტ-ბალტისტანის სამინისტრო წარმოადგენს. აზად-ქაშმირის ასევე არ არის წარმოდგენილი პაკისტანის პარლამენტში.

2005 წლის მიწისძვრამ მოკლა დაახლოებით 100 000 ადამიანი და 3 მილიონამდე უსახლკაროდ დატოვა. მას შემდეგ პაკისტანის მთავრობის და უცხოური ფონდების დახმარებით მიმდინარეობს რეგიონის ინფრასტრუქტურის განახლება. აზად-ქაშმირის ეკონომიკა დიდ წილად დამოკიდებულია სოფლის მეურნეობაზე, მომსახურების სფეროზე, ტურიზმზე და ბრიტანეთში არსებული დიასპორის ფულად გზავნილებზე. მოსახლეობის დაახლოებით 87% ფლობს ფერმებს. რეგიონში წიგნიერების დონე 72%-ს შეადგენს და პაკისტანის მასშტაბით სკოლაში დასწრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

გეოგრაფია

აზად-ქაშმირი 
დირკოლ პარკი.

აზად-ქაშმირის ჩრდილოეთი ნაწილი ესაზღვრება ჰიმალაის ქვედა ნაწილს და მოიცავს ჯამგარის პიკს (4734 მ.). ტერიტორიის უმაღლესი მწვერვალია, ნილამის ხეობაში არსებული სარვალის პიკი. აზად-ქაშმირის გეოგრაფიისთვის დამახასიათებელია უხვ მოსავლიანი მწვანე ხეობები, რაც მას სუბ-კონტინენტის ულამაზეს რეგიონად წარმოაჩენს. აზად-ქაშმირის სამხრეთ ნაწილში: ბიმბერის, მირპურის და კოტლის ოლქებში ცხელი ზაფხული და შედარებით ცივი ზამთარი იცის. ნალექის მოსვლა დამოკიდებულია მუსონურ წვიმებზე. ცენტრალურ და ჩრდილოეთ რაიონებში ტემპერატურა ზაფხულში შედარებით თბილია, ხოლო ზამთარი ცივი და სუსხიანი. თოვლი დეკემბერში ან იანვარში მოდის. შტატის ყველაზე ნესტიანი რეგიონებია მუზაფარაბადი და პატანი. შტატის მიხედვით ნალექის საშუალო მაჩვენებელი 1400 მმ.-ს აჭარბებს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის მუზაფარაბადში - 1800 მმ.

დემოგრაფიული მონაცემები

აზად-ქაშმირის მოსახლეობა თითქმის მთლიანად მუსლიმანურია. მოსახლეობის უმეტესობა არ წარმოადგენს ქაშმირელს, მათი უმეტესობა პანჯაბელია. რეგიონის ოფიციალურ ენას წარმოადგენს ურდუ. სხვა გავრცელებული ენებია: პაჰარი, გუჯარი და პოთვარი.

2004 წლის მონაცემებით რეგიონს პაკისტანში მასშტაბით ყველაზე სკოლაში დაწრებადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მიუხედავად ამის სკოლას მხოლოდ 2,2 % ამთავრებს, რაც პაკისტანის საშუალო მაჩვენებელზე (2,9 %) დაბალია.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Mathur, Shubh (2008) „Srinagar-Muzaffarabad-New York: A Kashmiri Family's Exile“, Partitioned Lives: Narratives of Home, Displacement and Resettlement. Pearson Education India. ISBN 9332506205. 
  • Schoefield, Victoria [First published in 2000] (2003). Kashmir in Conflict. London and New York: I. B. Taurus & Co. ISBN 1860648983. 

რესურსები ინტერნეტში

აზად-ქაშმირი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

აზად-ქაშმირი გეოგრაფიააზად-ქაშმირი დემოგრაფიული მონაცემებიაზად-ქაშმირი იხილეთ აგრეთვეაზად-ქაშმირი ლიტერატურააზად-ქაშმირი რესურსები ინტერნეტშიაზად-ქაშმირი სქოლიოაზად-ქაშმირითვითმმართველობაინდოეთ-პაკისტანის პირველი ომიინდოეთიპაკისტანიურდუ ენაჯამუ და ქაშმირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მინერალებიდავით კაკაბაძეეკოსისტემაკონსტანტინოპოლის დაცემაერითროციტებიგიორგი I (საქართველოს მეფე)ზურაბ ზვიადაურიიგავ-არაკისაქართველოს დაცული ტერიტორიებისაქართველოს კონსტიტუციამურა დათვიდათა თუთაშხიაზეგამტარობაეგვიპტის მუზეუმი (კაირო)მდგრადი განვითარებაწინადადებაბაყაყისაქართველოს სამეფობაგრატიონებიკლასიკური მუსიკაჩრდილოეთი ამერიკასაქართველოს პრეზიდენტიპარიზიინტელექტის კოეფიციენტიგეოგრაფიული გარსირუსეთის იმპერიააფრიკის ქვეყნების სიასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასამხრეთი კორეამსოფლიოს შვიდი საოცრებასფინქსიმირზა გელოვანი28 მარტიზუგდიდიდიდი თურქობაქუთაისიბზობალუარსაბ IIიუდაიზმიბერძენ-სპარსელთა ომებიადამიანის ჩონჩხიკოლხეთის ეროვნული პარკიგეოგრაფიაცისფერყანწელებიევროპაგურამ დოჩანაშვილისოკოებისაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიამოლური მასაკანე კორსოკახეთისაბერძნეთიფელაციაუშგულის თემისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიდემეტრე II თავდადებულიზაქარია ფალიაშვილიმუხაფოთიტაიგასასწორი (ასტროლოგია)მზის სისტემათემურლენგიტუბერკულოზიოქსიმორონინიჰილიზმიქართული სამზარეულონაცვალსახელიმართლმადიდებლობასულეიმან Iფეხბურთის წესებისაქართველოს მდინარეების სიააკაკი წერეთელიბრუნებააფხაზეთის ტურიზმითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიწყალდიდობა🡆 More