როდ-აილენდი (ინგლ.
როდ-აილენდი 1636 წელს დააარსა როჯერ უილიამსმა, რომელიც გაასახლეს მასაჩუსეტსიდან რელიგიური უთანხმოების გამო; 1790 წლიდან აშშ-ს შტატია.
როდ-აილენდი | |||||
---|---|---|---|---|---|
| |||||
მეტსახელი: | The Ocean State | ||||
დევიზი: | Hope | ||||
დედაქალაქი | პროვიდენსი | ||||
ოფიციალური ენა | |||||
გუბერნატორი | Daniel McKee | ||||
საკანონმდებლო ორგანო | როდ-აილენდის გენერალური ასამბლეა | ||||
ფართობი | 3 144,245565 კმ² | ||||
მოსახლეობა | 1 097 379[1] კაცი | ||||
უმაღლესი წერტილი | ჯერიმოთ-ჰილი | ||||
უდაბლესი წერტილი | ატლანტის ოკეანე | ||||
შტატი გახდა | 29 მაისი, 1790 | ||||
სასაათო სარტყელი | ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთი დრო და ამერიკა/ნიუ-იორკი | ||||
საფოსტო აბრევიატურა | RI და R.I. | ||||
მოსაზღვრე რეგიონები | მასაჩუსეტსი და კონექტიკუტი | ||||
ადმინისტრაციული დაყოფა | სია | ||||
საიტი | ri.gov | ||||
სახელწოდება როდ-აილენდი ეკუთვნის ნარაგანსეტის უბეში უდიდეს კუნძულს, ასევე ცნობილს, როგორც აქიდნეკის კუნძული, რომელზეც ქალაქი ნიუპორტი მდებარეობს. სახელწოდების წარმომავლობა გაურკვეველია. ზოგიერთი ისტორიკოსის ცნობით, იტალიელმა მოგზაურმა ჯიოვანი და ვერაძანომ კუნძულის აღმოჩენისას მას როუდ აილენდი დაარქვა მისი საბერძნეთის კუნძულ როდოსთან მსგავსების გამო. სხვა ისტორიკოსებს სჯერათ რომ კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს ნიდერლანდელი მოგზაურის ადრიენ ბლოკის მიერ შერქმეული სახელიდან Roodt Eylandt, რაც ნიდერლანდურად "წითელ კუნძულს" ნიშნავს, გამომდინარე კუნძულის სანაპიროს წითელი თიხის ქანების გამო.
მიუხედავად იმისა, რომ შტატის ძირითადი ნაწილი კონტინენტზე მდებარეობს, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე ბევრი შეცდომით მიიჩნევს, რომ მთელი შტატი კუნძულზე მდებარეობს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article როდ-აილენდი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.