ფრედერიკ I (დან.
7 ოქტომბერი, 1471 — გ. 10 აპრილი, 1533) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან I-ისა და დედოფალ დოროთეა ბრანდენბურგელის ნაბოლარა ვაჟი. 1523 წელს ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ძმისწული, კრისტიან II და თავად გახდა დანიისა და ნორვეგიის მეფე. მის პერიოდში განხორციელდა პროტესტანტული რეფორმაცია, რა დროსაც დანია და ნორვეგია კათოლიციზმიდან ლუთერანობაზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მეფობისა, იგი არასდროს სწვევია ნორვეგიას და არც არასდროს კურთხეულა ნორვეგიის მეფედ. იგი იყო მამა, დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან III-ისა და წინაპარი რუსეთის იმპერატორ პეტრე III-ისა.
ფრედერიკ I | |
---|---|
დანიისა და ნორვეგიის მეფე | |
კორონაცია: | 7 აგვისტო, 1524, კოპენჰაგენი |
მმართ. დასაწყისი: | 20 იანვარი, 1523 |
მმართ. დასასრული: | 10 აპრილი, 1533 |
წინამორბედი: | კრისტიან II |
მემკვიდრე: | კრისტიან III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 ოქტომბერი, 1471 |
გარდ. თარიღი: | 10 აპრილი, 1533, (61 წლის) |
მეუღლე: | ანა ბრანდენბურგელი (ქ. 1502 - გარდ. 1514) სოფია პომერანიელი (ქ. 1518) |
შვილები: | კრისტიან III, დანიის მეფე დოროთეა, პრუსიის ჰერცოგინია ჰანს II, შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგი ელიზაბეთი, მეკლენბურგის ჰერცოგინია ადოლფი, ჰოლშტაინ-გოტორპის ჰერცოგი ანა დოროთეა, მეკლენბურგის ჰერცოგინია ფრედერიკი, შლეზვიგის ეპისკოპოსი |
დინასტია: | ოლდენბურგები |
მამა: | კრისტიან I, დანიის მეფე |
დედა: | დოროთეა ბრანდენბურგელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფრედერიკი დაიბადა 1471 წლის 7 ოქტომბერს. იგი იყო დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის მეფე კრისტიან I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ დოროთეა ბრანდენბურგელის ნაბოლარა ვაჟი. 1482 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი უფროსი ძმა, ჰანსი ავიდა, ფრედერიკმა კი შლეზვიგისა და ჰოლშტაინის ჰერცოგის წოდება მიიღო. მას თავისი ძმის მმართველობის პერიოდში პოლიტიკაზე ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა.
1500 წელს ფრედერიკმა დაარწმუნა ჰანსი, რომ დითმარშენის მხარე დაეპყრო. საჰერცოგოებიდან და სრულიად კალმარის უნიიდან ძმებმა საკმაოდ დიდი ჯარის შეკრება მოახერხეს. მათ მხარეს იბრძოდა არაერთი დაქირავებული გერმანელიც. მიუხედავად ამისა, სამხედრო კამპანია ჩავარდა, სადაც მხოლოდ ფრედერიკმა, თავისი რაინდების მესამედი დაკარგა.
როდესაც 1513 წელს მისი ძმა, მეფე ჰანსი გარდაიცვალა, იუტლანდიელი დიდებულების ნაწილმა ტახტი ფრედერიკს შესთავაზა. მან ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგანაც სჯეროდა, რომ ტახტი მხოლოდ მის ძმისწულ კრისტიან II-ს ეკუთვნოდა. მთელი შემდგომი წლები, იგი კრისტიანის ერთგული იყო. 1521 წელს კრისტიანმა შვედი დიდებულების ამოხოცვის შემდეგ, შვედეთის ტახტი დაკარგა, რითაც ასწლოვანი კალმარის უნიის კავშირი დაიშალა. ამით დიდად უკმაყოფილონი დარჩნენ დანიელი და ნორვეგიელი დიდგვაროვნები, რომელთაც 1523 წელს ჩამოაგდეს და გააძევეს კრისტიანი, ამ ორი სამეფოს ტახტზე კი ფრედერიკ I დასვეს. მიუხედავად იმისა, რომ მეფე გახდა, იგი თავისი დროის უდიდეს ნაწილს მაინც გოტორპის ციხესიმაგრეში ატარებდა, შლეზვიგში.
1524-25 წლებში ფრედერიკს გლეხთა მასიური ამბოხების ჩახშობა მოუწია, რომლებიც კრისტიანის გამეფებას მოითხოვდნენ. აჯანყებამ კულმინაციას 1525 წელს მიაღწია, რა დროსაც 8 000 გლეხი აჯანყდა და ჰელსინგბორგში გამაგრდა. ფრედერიკის გენერალმა ქალაქს ამავე წლის აპრილში შემოარტყა ალყა, თუმცა იგი მხოლოდ მაისში დაეცა, რითაც დასრულდა გლეხთა აჯანყება.
ამბოხის დასრულების შემდეგ ფრედერიკმა ახალი ოქროს მონეტა მოაჭრევინა, რომლის რევერსზეც თვითონ და თავისი ცოლი, დედოფალი სოფია იყვნენ გამოსახულნი. იგი ასევე მთელს დანიაში უწყობდა ხელს ლუთერანიზმის გავრცელებას, თუმცა კათოლიკე ევროპელი მონარქების შიშით, იგი კვლავ კათოლიკედ რჩებოდა. კრისტიან II პროტესტანტების მიმართ მეტად შეუწყნარებელი იყო, ფრედერიკი კი პირიქით, ხელს უწყობდა მას. 1526 წელს დანიელ ლუთერანებსა და კათოლიკეებს შორის ბიბლიის გამო განხეთქილება მოხდა. კათოლიკეები თვლიდნენ, რომ წმინდა წიგნი მხოლოდ ლათინურად უნდა ყოფილიყო დაწერილი, ლუთერანები კი მას დანიურად თარგმნიდნენ, რათა ყველას შეძლებოდა მისი გაგება. ამის საპასუხოდ კათოლიკეები აგროვებდნენ და კოცონზე წვავდნენ დანიურ ბიბლიებს, რასაც კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვა.
1527 წელს ფრედერიკმა 28 კათოლიკური მონასტერი დახურა. მეფე და დიდებულები აქტიურად ეწეოდნენ ლუთერანული მრსწამსის პროპაგანდას, რის გამოც მოსახლეობა მარტივად გადადიოდა ახალ რელიგიაზე. სულ მალე, დანიაში კათოლიკე ეპისკოპოსებისა და დიდებულების რაოდენობა ერთეულებამდე დავიდა. მთელი თავისი მეფობა მან პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის დაპირისპირების აღმოფხვრას შეალია.
ფრედერიკ I გარდაიცვალა 1533 წლის 10 აპრილს, 61 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი, კრისტიან III ავიდა.
1502 წლის 10 აპრილს ფრედერიკმა ცოლად შეირთო ანა ბრანდენბურგელი (1487-1514), ბრანდენბურგის მარკგრაფ იოჰან ციცეროსა და მისი ცოლის, მარგარეტ თიურინგიელის ასული, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:
პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1518 წლის 9 ოქტომბერს, ფრედერიკმა ცოლად შეირთო სოფია პომერანიელი (1498-1568), პომერანიის ჰერცოგ ბოგისლავ დიდისა და მისი ცოლის, ანა იაგელონის ასული, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ფრედერიკ I, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.