1504-1547 დოროთეა დანიელი

დოროთეა დანიელი (დან.

1 აგვისტო, 1504 — გ. 11 აპრილი, 1547) — ოლდენბურგების დინასტიის წარმომადგენელი. დანიის მეფე ფრედერიკ I-ისა და ანა ბრანდენბურგელის ასული. პრუსიის პირველი ჰერცოგინია 1525-47 წლებში როგორც ალბრეხტ საქსონიელის მეუღლე.

დოროთეა დანიელი
1504-1547 დოროთეა დანიელი
მშობლიური სახელი Dorothea af Danmark
წოდებები
დაიბადა 1 აგვისტო, 1504
გარდაიცვალა 11 აპრილი, 1547, (42 წლის)
საგვარეულო ოლდენბურგები
მეუღლე(ები) ალბრეხტი, პრუსიის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი ანა სოფია, მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგინია
მამა ფრედერიკ I, დანიის მეფე
დედა ანა ბრანდენბურგელი
რელიგია ლუთერანიზმი

ბიოგრაფია

დოროთეა დაიბადა 1504 წლის 1 აგვისტოს. იგი იყო დანიის მეფე კრისტიან I-ის ნაბოლარა ვაჟის, ფრედერიკისა და მისი პირველი ცოლის, ანა ბრანდენბურგელის მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მას სახელი ბებიის, დანიის დედოფალ დოროთეა ბრანდენბურგელის პატივსაცემად დაარქვეს. 1514 წელს დედამისი გარდაიცვალა, რის გამოც 1518 წელს მამამისი მეორედ დაქორწინდა სოფია პომერანიელზე. 1523 წელს, დოროთეას მამამ, ფრედერიკ I-მა ტახტიდან ჩამოაგდო თავისი ძმისწული, მეფე კრისტიან II და თავად გახდა დანიისა და ნორვეგიის მეფე. მას შემდეგ, რაც მამამისი ტახტზე ავიდა, დოროთეას საქორწინო მოლაპარაკებები დაიწყო. თავდაპირველად მის გათხოვებას ინგლისის მეფე რიჩარდ III-ის დისწულზე, სუფოლკის ჰერცოგ რიჩარდ დე ლა პოლზე აპირებდნენ, თუმცა ეს მოლაპარაკებები საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-მა ჩაშალა, რომელსაც არ სურდა დანია-ინგლისის ალიანსის შექმნა.

1525 წელს, პოლონეთის ტერიტორიებზე წარმოიშვა ახალი გერმანული სახელმწიფო — პრუსიის საჰერცოგო, რომლის ახალგაზრდა ჰერცოგიც, ალბრეხტ საქსონიელი საცოლეს ეძებდა. ამრიგად, 1526 წლის 12 თებერვალს დოროთეა და ალბრეხტი დააქორწინეს, რითაც იგი პრუსიის პირველი ჰერცოგინია გახდა. ამის შემდეგ, მან დატოვა მშობლიური დანია და კოინინგსბერგის სასახლეში, პრუსიაში გადასახლდა.

დოროთეას მეუღლესთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა, რამაც ძალიან მყარი ალიანსი შექმნა დანიასა და პრუსიას შორის, რომელიც მის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. 1537 წელს, დოროთეა და ალბრეხტი მამამისის, კრისტიან III-ის დანიის მეფედ კურთხევას დაესწრნენ კოპენჰაგენში. 1536-42 წლებში ისინი დოროთეას ძმისწულ ჰანს დანიელს თავიანთი შვილივით ზრდიდნენ.

დოროთეა დანიელი გარდაიცვალა 1547 წლის 11 აპრილს, 42 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია კოინინგსბერგის კათედრალში.

შვილები

  1. ანა სოფია (1527-1591), ცოლად გაჰყვა მეკლენბურგ-გიუსტროვის ჰერცოგ იოჰან ალბრეხტ I-ს;
  2. კათარინა (1528), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  3. ფრიდრიხ ალბრეხტი (1529-1530), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. ლუსია დოროთეა (1531-1532), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. ლუსია (1537-1539), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ალბრეხტი (1539), გარდაიცვალა ჩვილობაში;

ლიტერატურა

  • Robert Albinus: Königsberg-Lexikon. Stadt und Umgebung. Flechsig, Würzburg 2002, ISBN 3-88189-441-1.
  • Iselin Gundermann: Herzogin Dorothea von Preussen (1504–1547) (= Studien zur Geschichte Preussens. Band 9). Grote, Köln u. a. 1965.
  • Iselin Gundermann: Untersuchungen zum Gebetbüchlein der Herzogin Dorothea von Preussen (= Wissenschaftliche Abhandlungen der Arbeitsgemeinschaft für Forschung des Landes Nordrhein-Westfalen. Band 36). Westdeutscher Verlag, Köln u. a. 1966.
  • Toni Saring: Dorothea. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 4, Duncker & Humblot, Berlin 1959, ISBN 3-428-00185-0, S. 83 f.

Tags:

1 აგვისტო11 აპრილი15041547ანა ბრანდენბურგელიგერმანული ენადანიური ენაოლდენბურგებიფრედერიკ I

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჰეკლავოლფგანგ ამადეუს მოცარტიკახეთის აჯანყება (1659)ტელეფონების ნომრები საქართველოშიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითზაქარია ფალიაშვილიწნევამღრღნელებიმარო მაყაშვილილუქსემბურგიკილოგრამიცივი ომილურჯი ვეშაპიინდოეთიდათვისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიმედუზებიდისიდენტიაბო თბილელის წამებაპოტსდამის კონფერენციასამანიშვილის დედინაცვალიფარსმან II ქველიპრიზმაr1841მიწისძვრაბენიტო მუსოლინიინგლისითეიმურაზ Iეკონომიკაბახტრიონის ბრძოლაფაშიზმიპოლიმერებიმსოფლიო მიზიდულობის კანონიაკონკაგუაბახტრიონი (პოემა)ამერიგო ვესპუჩიბაბუაწვერატრეფიკინგიttyltბიძინა ივანიშვილიმოსკოვიგიორგი სააკაძებიპოლარული აშლილობაქართული სამზარეულოთემურლენგიშამქორის ბრძოლა (1195)ბორჯომი (წყალი)მონოგამიაეგვიპტის პირამიდებინარკოტიკიძალაგიორგი ყიფშიძემართკუთხედიისრაელითბილისის მეტროპოლიტენიგიორგი III (საქართველოს მეფე)აბსცისაცენტნერიილია IIშუშანიკის წამებასიონის ტაძარიჩრდილოეთი კორეაგორიმონა ლიზაგიორგი II (საქართველოს მეფე)სეფსისიჭიაკოკონობაგრიგოლ რობაქიძეამერიკაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაპორტუგალიანათურასტამბოლიძაღლისაქართველოს ბრძოლების სიაამაზონის დაბლობიოტო ფონ ბისმარკიავტომობილი🡆 More