რეგიონი პართია

პართია (ძველ სპარსულ ენაზე: 𐎱𐎼𐎰𐎺 Parθava; პართიულ ენაზე: 𐭐𐭓𐭕𐭅 Parθaw; შუა სპარსულ ენაზე: 𐭯𐭫𐭮𐭥𐭡𐭥) არის დიდი ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ისტორიული რეგიონი.

ძვ. წ. მე-7 საუკუნეში პართია დაიპყრო და დაიმორჩილა ჯერ მიდიის იმპერიამ, ძვ. წ. მე-6 საუკუნეში - კიროს II დიდმა აქემენიანთა იმპერიის ფარგლებში, ხოლო ძვ. წ. მე-4 საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების შედეგად - ელინისტური სელევკიდების იმპერიის ნაწილად იქცა. მოგვიანებით, რეგიონი ქმნიდა პოლიტიკურ და კულტურულ საფუძველს აღმოსავლეთ ირანელი პარნის ხალხებისა და პართიის იმპერიის მმართველი არშაკიდების დინასტიისთვის (247 ძვ. წ. – 224 ახ. წ.). სასანიანთა იმპერია, რომელიც იყო წინარე-ისლამური ირანის უკანასკნელი სახელმწიფო, ასევე მოიცავდა რეგიონს და ინარჩუნებდა საკუთარ ფეოდალურ არისტოკრატიას, შვიდი პართიული გვარის სახით.

პართია (რეგიონი)
𐎱𐎼𐎰𐎺
ირანის ისტორიული რეგიონი
247 ძვ. წ.–224 ახ. წ.
რეგიონი პართია
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
პართიის რეგიონი მიდიის იმპერიის ფარგლებში, ძვ. წ. 600 წელი; გადმოტანილია უილიამ რობერტ შეფერდის მიერ ილუსტრირებული ისტორიული ატლასიდან.
დედაქალაქი ნისა
მთავრობა აქემენიანები, სელევკიდები, არშაკიდები, სასანიანები
ისტორია
 -  შეიქმნა 247 ძვ. წ.
 -  გაუქმდა 224 ახ. წ.
დღეს ამ ტერიტორიაზე ირანი და თურქმენეთი

სახელწოდება

რეგიონი პართია 
ქსერქსე I-ის სამარხი, პართიელი ჯარისკაცი, დაახლოებით ძვ. წ. 470 წელი.

სახელწოდება "პართია" არის ლათინური (Parthia) და ძველი სპარსული (Parthava) სიტყვების განახლებული ვარიანტი, ხოლო პართიულ ენაზე წარმოადგენდა ირანული ხალხის, კერძოდ, "პართიელთა" თვითაღმნიშვნელ გამოთქმას. ელინისტური პერიოდის კონტექსტში, პართიას ასევე ჰქონდა განსხვავებული სახელწოდება (Parthyaea).

"პართია" გვხვდება სასანიანთა პერიოდის შუა სპარსული ენის წყაროებშიც (Pahlaw) და მოგვიანო მუსულმანი ავტორების მიერ (Pahla ან Fahla), თუმცა, უმთავრესად მოიხსენიებოდა დასავლეთ ირანში, პართიის რეგიონთან მიმართებაში.

გეოგრაფია

პართიის თავდაპირველი ადგილმდებარეობა დაახლოებით შეესაბამება რეგიონს ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში, მაგრამ მისი ნაწილი არის სამხრეთ თურქმენეთში. ჩრდილოეთით, პართიას ესაზღვრებოდა ქოფეთდაღის მთათა სისტემა, სამხრეთით - დაშთე-ქევირი, დასავლეთით - მიდია, ჩრდილო-დასავლეთით - ჰირკანია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - მარგიანე, ხოლო აღმოსავლეთით - არია.

არშაკიდების დროს, პართია, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, გაერთიანებული იყო ჰირკანიასთან და, აქედან გამომდინარე, ჰირკანია ხშირად (კონტექსტიდან გამომდინარე) მიიჩნეოდა პართიის საკუთრებად.

ადრეული სასანიანთა პერიოდისთვის, პართია მდებარეობდა ირანული პლატოს ცენტრალურ ნაწილში და სამხრეთით, ემეზობლებოდა პარსს, სამხრეთ-დასავლეთით - ხუზისტანს, ჩრდილო-დასავლეთით - მიდიას, ჩრდილოეთით - ალბორზს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - აბარშაჰრს, ხოლო აღმოსავლეთით - კირმანს. სასანიანთა ეპოქის მოგვიანო ეტაპზე, პართიამ მოიცვა ცენტრალური და ჩრდილო-ცენტრალური ირანი, თუმცა, ასევე, გავრცელდა პლატოს დასავლეთ ნაწილებში.

ისლამურ ეპოქაში, მიიჩნეოდა, რომ პართია განფენილი იყო ცენტრალურ და დასავლეთ ირანში. იბნ ალ-მუქაფა პართიას განიხილავდა ისპაანის, რეის, ჰამადანის, მაჰ-ი ნიჰავანდის და აზერბაიჯანის რეგიონების გარემომცველ ტერიტორიად. მსგავსი განმარტების მოძებნა შეიძლება ალ-ხვარაზმისა და ჰამზა ალ-ისპაანის ნაშრომებში. ალ-დინავარი, მართალია, არ იყენებდა სიტყვა "პართიას", თუმცა ჯიბალს მოიაზრებდა პართიის უკანასკნელი მეფის, არტაბან IV-ის სამეფოდ.

ისტორია

სელევკიდების დროს

რეგიონი პართია 
პართია (𓊪𓃭𓍘𓇋𓍯𓈉, P-rw-t-i- wꜣ), როგორც აქემენიანების იმპერიის 24 სუბიექტიდან ერთ-ერთი,დარიოს I-ის ეგვიპტურ ქანდაკებაზე.

რამდენადაც რეგიონი დასახლებული იყო პართიელებით, თავდაპირველად, პართია მოგვევლინა პოლიტიკურ გაერთიანებად, რომელიც აქემენიანთა ბატონობის ქვეშ არსებულ "სატრაპიებში" შედიოდა. თუმცა, ჩანს, რომ მანამდე, რეგიონის მაცხოვრებლები ექვემდებარებოდნენ მიდიას. ძვ. წ. მე-7 საუკუნის ასირიული ტექსტები ქვეყანას მოიხსენიებენ "პარტაკას" ან "პარტუკას" სახელწოდებებით (მიუხედავად ამისა, ის "ტოპოგრაფიულად მაინცდამაინც არ ემთხვეოდა მოგვიანო პერიოდის პართიას").

კიროს II დიდის მიერ მიდიელი მეფის, ასტიაგეს დამარცხებიდან 1 წლის შემდეგ, პართია გახდა ერთ-ერთი პირველი პროვინცია, რომელმაც კიროსი აღიარა საკუთარ მმართველად. "პართიის ერთგულებამ კიროსს საშუალება მისცა დაეცვა აღმოსავლეთ მიმართულების ფრონტები და ეწარმოებინა იმპერიული კამპანიები სარდისის წინააღმდეგ". ბერძნული წყაროების მიხედვით, აქემენიანთა ტახტზე დარიოს I-ის ასვლის შემდეგ, პართიელები აჯანყების მიზნით გაერთიანდნენ მიდიის მეფე ფრაორტესთან. ჰისტასფესმა, რომელიც იყო პროვინციის მმართველი (და მოიაზრებოდა დარიოს I-ის მამად), წარმატებით გაართვა თავი აჯანყებას (დაახლოებით ძვ. წ. 522-521 წლებში).

პართიის პირველი ირანელი მკვიდრი მოსახლე აღრიცხულია დარიოს I-ის ბეჰისთუნის წარწერაში, სადაც პართია შეყვანილია (ტიპიური ირანული საათის ისრის მიმართულებით) სამმართველოებს შორის დრანგიანას მეზობლად. წარწერა თარიღდება დაახ. ძვ. წ. 520 წლით. ადმინისტრირების ცენტრი, "შესაძლოა, ყოფილიყო [როგორც მოგვიანებით გახდება ცნობილი] ჰეკატომპილუსთან ახლოს". პართიელები, ასევე მოხსენიებულნი არიან იმ ხალხებს შორის, რომლებიც ემორჩილებოდნენ აქემენიანებს; ისტორიოგრაფი პართიელებს, ხორაზმელებს, სოგდიანებსა და არეიოიებს თვლის ერთიან (მე-16) "სატრაპიად", რომელთა ყოველწლიური ხარკი მეფის სასარგებლოდ შეადგენდა მხოლოდ და მხოლოდ 300 ვერცხლის ტალანტს. ამან "სამართლიანად გამოიწვია შეშფოთება თანამედროვე მეცნიერებში".

ძვ. წ. 331 წელს, დარიოს III-სა და ალექსანდრე მაკედონელს შორის გამართულ გავგამელის ბრძოლაში, ერთ-ერთ პართიულ შენაერთს მეთაურობდა პრატაპერნესი, რომელიც იმ დროს პართიაში იყო აქემენიანთა წარმომადგენელი. დარიოს III-ის დამარცხებისა და ძვ. წ. 330 წლის ზაფხულში მაკედონელების შემოსვლის შემდეგ, პრატაპერნესმა საკუთარი სამმართველო ალექსანდრეს დაუმორჩილა. თავის მხრივ, ალექსანდრემ ხელახლა დანიშნა პრატაპერნესი პართიის მმართველად.

აქემენიანების დროს

ალექსანდრეს გარდაცვალებიდან მოყოლებული, ძვ. წ. 323 წელს ბაბილონის ტერიტორიების განაწილების დროს, სელევკიდებმა პართიაში მმართველად დანიშნეს ნიკანორი. ყოფილი მმართველი პრატაპერნესი ჰირკანიას მმართველი გახდა. ძვ. წ. 320 წელს ტრიპარადისუსის განაწილების შედეგად, პართია გადაეცა სოღდის ყოფილ მმართველ ფილიპეს. რამდენიმე წლის შემდეგ, მედია-მაგნას მმართველი პეიტონი, რომელიც მოგვიანებით ცდილობდა საკუთარი ძმის, ეუდამუსის დაწინაურებას, შეიჭრა პროვინციაში. პეიტონი და ეუდამუსი უკუაგდეს და პართიამ კვლავ დაიბრუნა "სატრაპიის" სტატუსი.

ძვ. წ. 316 წელს სელევკე I ნიკატორის ვასალი და ბაქტრიის (და, როგორც ჩანს, ასევე, ჰერათისა და მარგიანეს) მმართველი სტასანდერი დაინიშნა პართიის მმართველად. მომდევნო 60 წლის მანძილზე, პროვინციას სელევკიდების წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.

რეგიონი პართია 
ანდრაგორასის მონეტა - პართიის უკანასკნელი სელევკიდი სატრაპი. მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა დაახლოებით ძვ. წ. 250 წელს.

ძვ. წ. 247 წელს ანტიოქე II-ის გარდაცვალებიდან მოყოლებული, პტოლემე III კონტროლი დაამყარა სელევკიდების დედაქალაქ ანტიოქიაზე და "ასე რომ, სელევკიდების დინასტიის მომავალი დროებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა". პართიის სელევკიდმა მმართველმა ანდრაგორასმა გაურკვეველი პოლიტიკური სიტუაციით ისარგებლა, გამოაცხადა დამოუკიდებლობა და დაიწყო საკუთარი მონეტების მოჭრა.

ამასობაში, "სკვითური ან ბაქტრიული წარმოშობის მამაკაცი, სახელად არშაკი, აირჩიეს კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტაჯენის/ტაჯენდის მდინარის ხეობაში მცხოვრები აღმოსავლეთ-ირანული ხალხების, კერძოდ, პარნის ლიდერად". სელევკიდების იმპერიისგან პართიის გამოყოფისა და სელევკიდების სამხედრო მხარდაჭერის დაკარგვის შემდგომ, ანდრაგორასს გაუჭირდა საკუთარი საზღვრების შენარჩუნება. ძვ. წ. 238 წელს, არშაკისა და ტირიდატეს მეთაურობით, პარნის ხალხები შეიჭრნენ პართიაში და დაამყარეს კონტროლი ჩრდილოეთ რეგიონზე, კერძოდ, ასტაბენეზე (ასტავაზე), რომლის ადმინისტრაციული დედაქალაქი იყო კაბუჩანი (საყოველთად ცნობილი, როგორც კუჩანი).

მცირე ხანში, პარნის ხალხებმა დაიკავეს პართიის დანარჩენი ტერიტორიები და ამ პროცესის მიმდინარეობის დროს მოკლეს ანდრაგორასი. მიუხედავად იმისა, რომ სელევკუს II-ის წინამძღოლობით, სელევკიდების თავდაპირველი სადამსჯელო ექსპედიცია წარუმატებელი აღმოჩნდა, ძვ. წ. 209 წელს, ამჯერად ანტიოქე III-ის ლიდერობით, მათ ხელახლა დაიპყრეს არშაკიდების, კერძოდ, არშაკის (ანუ ტირიდატესის) შთამომავლის, არშაკ II-ის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. არშაკ II ცდილობდა მშვიდობის მიღწევას და დათანხმდა ვასალის სტატუსს. არშაკიდებს/პარნის ხალხებს აღარ უცდიათ საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა არშაკ II-ის შვილიშვილის (ან ძმისშვილის ვაჟის) ფრაატ I-ის გამეფებამდე.

არშაკიდების დროს

რეგიონი პართია 
"პართიელი მხედარი" ამჟამად გამოფენილია "პალაცო მადამას" სასახლეში (ტურინი).
რეგიონი პართია 
მითრიდატე I-ის მონეტა (მეფობდა ძვ. წ. 171–138 წლებში). უკანა მხარეს გამოსახულია ჰერაკლე, ხოლო წარწერა ბერძნულ ენაზე ("ΒΑΣΙΛΕΩΣ ΜΕΓΑΛΟΥ ΑΡΣΑΚΟΥ ΦΙΛΕΛΛΗΝΟΣ") გამოითქმის, როგორც "დიდი მეფე არშაკი, ბერძნების მეგობარი".
რეგიონი პართია 
"პართიელი მშვილდოსნის" რეპროდუქცია, რომელიც გამოსახულია ტრაიანეს სვეტზე.
რეგიონი პართია 
პართიელი ჯარისკაცის ბიუსტი, ელინისტური სტილის ჩაფხუტით. მოპოვებულია პართიის სამეფო რეზიდენციიდან და ნისას ნეკროპოლიდან (ძვ. წ. მე-2 საუკუნე).

პართიაში დაფუძნებას, საბოლოო ჯამში, არშაკიდების დინასტიის მიერ საკუთარი ძალაუფლების გავრცელება მოჰყვა დიდი ირანის უმეტეს ტერიტორიაზე. მათ, ასევე, მყისიერად მიანიჭეს არმენიის, იბერიისა და კავკასიური ალბანეთის სამეფო ტახტებს საკუთარი სახელები. არშაკიდებს დედაქალაქი დროგამოშვებით სხვა დასახლებებში გადაჰქონდათ, თუმცა, მათი ძალაუფლების ცენტრი იყო პართია და ის ფეოდალური ოჯახები, რომლებისგანაც სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობდნენ. ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ კი, ეს ოჯახები იღებდნენ ადრეულ ეტაპზე დაპყრობილ პართიის მომიჯნავე ვრცელ ტერიტორიებს, რომლებსაც ისინი პროვინციის დონეზე მართავდნენ. მათგან ყველაზე დიდი ქალაქი-სახელმწიფოები იყო კუჩანი, სემნანი, გორგანი, მერვი, ზაბოლი და იეზდი.

დაახლოებით ძვ. წ. 105 წელს, მცირე რაოდენობით ზემოხსენებულ არისტოკრატიულ ოჯახებს ისეთი ძალაუფლება და გავლენა ჰქონდათ, რომ ხშირად უპირისპირდებოდნენ მონარქს და, საბოლოო ჯამში, დინასტიის "დასუსტებაში წვლილი შეიტანეს".

დაახლოებით ძვ. წ. 130 წლიდან მოყოლებული, პართია განიცდიდა შემოსევებს სხვადასხვა მომთაბარე ტომისგან, რომელთა შორის იყვნენ საკები, იუეჩჟები და მასაგეტები. ყოველ ჯერზე, არშაკიდების დინასტიები პირადად მოქმედებდნენ, მაშინაც კი, როცა გაცილებით მეტი ხიფათის საშიშროება მოდიოდა მათი იმპერიის დასავლეთით მოსაზღვრე სელევკიდებისა და რომაელებისგან (როგორც ეს იყო მითრიდატე I-ის შემთხვევაში). მომთაბარე ტომებისგან იმპერიის დაცვა, ფრაატ II-სა არტაბან I-ს საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდათ.

რომაელი კრასუსი შეეცადა პართიის დაპყრობას ძვ. წ. 52 წელს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დამარცხდა კარჰეს ბრძოლაში. იულიუს კეისარი გეგმავდა კიდევ ერთხელ შეჭრილიყო პართიაში, თუმცა იგი მოკლეს ძვ. წ. 44 წელს. მას შემდეგ, მრავალსერიანი რომაულ-პართიული ომები დაიწყო.

მიახლოებით ძვ. წ. 32 წელს გაჩაღდა სამოქალაქო ომი, როცა ტირიდატემ მოაწყო ამბოხი ფრაატ IV-ის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ფრაატის მიერ წარსულში დაპატიმრებული დიდებულების მხარდაჭერით. თავდაპირველად, ამბოხება წარმატებით მიმდინარეობდა, თუმცა ჩაიშალა ძვ. წ. 25 წელს. პართიელი დიდებულები დაწინაურდნენ და თავიანთი მეფე დასვეს ტახტზე, მაგრამ ვონონს იმდენად მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული ხარჯთაღრიცხვაზე, რომ არაარშაკიდი პართიელი დიდებული არტაბან II შეეცადა ძალაუფლების უზურპირებას. თუმცა, როცა არტაბანმა გადაწყვიტა პოზიციების გამყარება (უმეტეს შემთხვევაში - წარმატებით), მან ვერაფერი მოუხერხა იმ რეგიონებს, რომელსაც პართიელი პროვინციელი მმართველები ინაწილებდნენ.

ახ. წ. მე-2 საუკუნის დამდეგისთვის, მეზობელ რომსა და მომთაბარეებთან გამუდმებულმა ომებმა, ისევე როგორც პართიელ არისტოკრატებს შორის შიდა ბრძოლებმა, საგრძნობლად დაასუსტა არშაკიდების დინასტია. არშაკიდებს აღარ ჰქონდათ დაქვემდებარებული ტერიტორიების დაცვის უნარი. იმპერია ნაწილებად დაიყო - ვასალებმა ფართოდ დაიწყეს დამოუკიდებლობის გამოცხადება ან სხვებს დაემორჩილნენ, ხოლო სპარსელმა სასანიანებმა საბოლოოდ სძლიეს არშაკიდებს ახ. წ. 224 წლის აპრილში. აღსანიშნავია, რომ სასანიანები წარსულში იყვნენ მცირე ზომის ვასალები სამხრეთ-დასავლეთ ირანიდან.

სასანიანების დროს

პართია, სავარაუდოდ, იყო პირველი რეგიონი, რომელიც არდაშირ I-მა დაიპყრო არტაბან IV-სთან გამარჯვების შედეგად. ამ მოვლენამ ცხადყო, რომ სასანიანთა დინასტიის დამფუძნებლისთვის პროვინციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგიერთი პართიელი დიდებული გარკვეული პერიოდის განმავლობაში წინააღმდეგობის უწევდა სასანიანთა ბატონობას, თუმცა, მათმა უმეტესობამ ადრეულ ეტაპზევე დაამყარა კავშირი სასანიანებთან. ზოგიერთი ოჯახი, რომელსაც ჰქონდა პართიული ფესვები, გადაიქცა "შვიდი სახლის" სახელით ცნობილ სასანიანთა ორგანიზაციად. ხუთი მათგანი "ყველა ვარაუდით" წარმოადგენს გენეალოგიების განზრახ დაძველების შედეგად მიღებულ გვარს, რომელსაც არ აქვს კავშირი პართიასთან, "იმ მიზნით, რათა ხაზი გაუსვას საკუთარი ოჯახის ანტიკურობას".

პართიამ განაგრძო მნიშვნელოვანი როლის თამაში მთელი მე-3 საუკუნის განმავლობაში. შაფურ I საკუთარ წარწერაში ("Ka'be-ye Zardusht") პართიის პროვინციას ანიჭებს მეორე ადგილს "პარსების" შემდეგ. აბნუნის წარწერა, პართიაში რომაელთა შეჭრას აღწერს, როგორც "პარსებსა" და პართიაზე თავდასხმას. იმის დაშვებით, რომ რომაელები არასდროს წასულან მესოპოტამიაზე შორს, შესაძლოა, ვთქვათ, რომ "პარსები და პართია" თავად ნიშნავდა სასანიანთა იმპერიას. პართია, ახ. წ. 260 წელს გამართული ედესას ბრძოლის შემდეგ, ასევე იყო რომაელი ომის ტყვეების მიერ სამოსახლოდ არჩეული რიგით მეორე პროვინცია.

ენა და ლიტერატურა

რეგიონი პართია 
ჰერკულესი, ჰათრა, ერაყი – პართიის პერიოდი, ახ. წ. 1–2 საუკუნეები.

პართიელები საუბრობდნენ ჩრდილო-დასავლეთ ირანულ ენათა ჯგუფში შემავალ პართიულ ენაზე. არცერთი პართიული ლიტერატურული ნაწარმოები არ არის შემონახული ორიგინალი სახით სასანიანთა პერიოდამდე. მიუხედავად ამისა, პართიელებს ჰქონდათ კარგად განვითარებული ზეპირი ბალადურ (მენესტრელების)-პოეტური კულტურა, იმ დოზით, რომ სიტყვა "მენესტრელი" (გოსანი) დღემდე შემორჩა მრავალ ირანულ ენაში და განსაკუთრებით, სომხურ ენაზე (გუსანი), სადაც მან განიცადა ძლიერი (ლექსიკური და სიტყვითი) გავლენა. ეს პროფესიები შესამჩნევი იყო პართიელების ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტში, "აკვნიდან საფლავამდე". ამავე დროს, მეფეთა გასართობ საშუალებასაც წარმოადგენდა, ცდილობდნენ რა მათი მიმდევრები მითიურ გმირებთან და მმართველებთან ურთიერთობის გზით საკუთარი პატრონების ღირსების გამოცხადებას. ეს პართიული გმირული პოემები, "ცნობილი უმთავრესად მკვდარი შუა სპარსული ენის გავლით (Xwaday-namag) და სახელგანთქმული ფირდოუსის შაჰნამეს წყალობით, ეჭვგარეშეა, რომ არ იყო დაკარგული [ფირდოუსის] დროინდელ ხორასანში".

თვითონ პართიაში, დაახლოებით 3000 ოსტრაკა არის ნაპოვნი (რაც ჩანს, რომ იყო ღვინის სათავსი) პართიული ენის წარწერებით. ეს ტერიტორია ამჟამად მდებარეობს ნისასთან, დღევანდელ თურქმენეთში. პართიული წერილობითი ნიმუშების მცირე რაოდენობით მტკიცებულება ნაპოვნია პართიის საზღვრებს გარეთ, ირანის პროვინციის დასახლება ქირმანშაჰში. ნიმუშების უმეტესობა წარმოადგენს სახმელეთო-სავაჭრო დოკუმენტების ნაწილს. დანარჩენი ოსტრაკის, კედლის მხატვრობისა და სამეწარმეო წერილების ფრაგმენტები აღმოჩენილია დურა-ეუროპოში, რომელიც მდებარეობს დღევანდელ სირიაში.

პართიელი არშაკიდები, ჩანს, რომ არ იყენებდნენ პართიულ ენას, სანამ, შედარებით მოგვიანებით, ის არ ამოტვიფრეს თავიანთ მონეტებზე ვოლოგეზ I (ახ. წ. 51–58 წლები) მეფობის დროს. მიუხედავად ამისა, მტკიცებულება, რომ პართიულ ენას ფართო გავრცელება ჰქონდა, მომდინარეობს ადრეული სასანიანების დროიდან; ადრეული პერიოდის სპარსი მეფეების დოკუმენტები, გარდა თავიანთი მკვიდრი შუა სპარსული ენისა, დაწერილია პართიულ ენაზე.

ძველი პოემები, როგორებიცაა ფაჰლავი, უმეტესად წამოსულია ტერიტორიებიდან, რომლებიც მიიჩნეოდა პართიის ნაწილად ისლამურ ხანაში. ამ პოემებს ჰქონდათ ზეპირი ლიტერატურის ნიშან-თვისებები და, შესაძლოა, აგრძელებდნენ პართიული მენესტრელების ზეპირ ტრადიციებს.

საზოგადოება

რეგიონი პართია 
ირანელი კაცის ბიუსტი, რომელიც წყალსადინარის ფუნქციას ასრულებდა. თარიღდება ახ. წ. 1–2 საუკუნეებით, პართიაში.

პართიაში არსებობდა "შესამჩნევი ზომის" ქალაქი-სახელმწიფოები ჯერ კიდევ ძვ. წ. პირველ ათასწლეულში "და არა მხოლოდ არშაკიდების ან სელევკიდების პერიოდებიდან". თუმცა, საზოგადოება უმეტესწილად იყო სასოფლო ტიპის, სადაც დომინირებდნენ მსხვილი მიწათმფლობელები, დიდი რაოდენობით ყმების, მონებისა და დაქირავებული მშრომელების თანხლებით. ასევე, არსებობდნენ თავისუფალი გლეხებისგან შემდგარი თემები.

არშაკიდების ზეობის დამდეგისთვის, პართიული საზოგადოება იყოფოდა 4 კლასად (შეზღუდული სახით - თავისუფალი ადამიანებისთვის). სათავეში იყვნენ მეფეები და სამეფო ოჯახის ახლო წევრები. მათ მოყვებოდნენ მცირე რაოდენობით არისტოკრატია და მღვდელმთავრები, შემდეგ სავაჭრო კლასი და დაბალი ფენის სამოქალაქო მსახურები, ბოლოში კი იდგნენ ფერმერები და მეცხოველეები.

პართიული ეკონომიკის შესახებ მოიპოვება მცირედი ცნობები, მაგრამ სოფლის მეურნეობამ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის განვითარებაში. თავდაპირველად, მსხვილი ვაჭრობა ფეხს იკიდებს აბრეშუმის დიდი გზის გაყვანასთან ერთად ძვ. წ. 114 წელს, როცა ჰეკატომპილო ხდება მთავარი კვანძი.

პართიული ქალაქები

ნისა (ნისსა, ნუსაი) ანუ მითრადატკერტი, განფენილი იყო მთავარ სავაჭრო მარშრუტზე და წარმოადგენდა პართიის იმპერიის ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქს (დაახ. ძვ. წ. 250 წელი). ამჟამად, ქალაქი მდებარეობს კოპეტდაგის მთების ჩრდილოეთ მთისწინეთში, დღევანდელი აშხაბადიდან (თურქმენეთის დედაქალაქი) დასავლეთით, თითქმის 18 კილომეტრის მანძილზე. ნისას ჰქონდა "აღმავალი ორსართულიანი დარბაზი ელინისტურ-ბერძნულ სტილში" და სატაძრო კომპლექსი, რომლითაც სარგებლობდა არშაკიდების დინასტია. მითრიდატე I პართიელის (დაახ. ძვ. წ. 171–138 წლები) მეფობის დროს, ნისას გადაარქვეს სახელი და უწოდეს მითრადატკერტი ("მითრიდატეს ციხე-სიმაგრე"). მერვი (თანამედროვე "მერი"), აგრეთვე, ირიცხებოდა პართიულ ქალაქებს შორის.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

ბიბლიოგრაფია

  • Bickerman, Elias J. (1983), "The Seleucid Period", in Yarshater, Ehsan (ed.), Cambridge History of Iran, vol. 3, Cambridge University Press, pp. 3–20.
  • Bivar, A.D.H. (1983), "The Political History of Iran under the Arsacids", in Yarshater, Ehsan (ed.), Cambridge History of Iran, vol. 3, Cambridge UP, pp. 21–99.
  • Bivar, A.D.H. (2003), "Gorgan v.: Pre-Islamic History", Encyclopedia Iranica, vol. 11, New York: iranica.com.
  • Boyce, Mary (1983), "Parthian writings and literature", in Yarshater, Ehsan (ed.), Cambridge History of Iran, vol. 3, Cambridge UP, pp. 1151–1165.
  • Cook, J.M. (1985), "The Rise of the Achaemenids and Establishment of their Empire", in Gershevitch, Ilya (ed.), Cambridge History of Iran, vol. 2, Cambridge University Press, pp. 200–291.
  • Diakonoff, I.M. (1985), "Media I: The Medes and their Neighbours", in Gershevitch, Ilya (ed.), Cambridge History of Iran, vol. 2, Cambridge University Press, pp. 36–148.
  • Lecoq, Pierre (1987), "Aparna", Encyclopaedia Iranica, vol. 2, New York: Routledge & Kegan Paul, p. 151.
  • Lukonin, Vladimir G. (1983), "Political, Social and Administrative Institutions", in Yarshater, Ehsan (ed.), Cambridge History of Iran, vol. 3, Cambridge University Press, pp. 681–747.
  • Mallowan, Max (1985), "Cyrus the Great", in Gershevitch, Ilya (ed.), Cambridge History of Iran, vol. 2, Cambridge University Press, pp. 392–419.
  • Olbrycht, Marek Jan (1998), Parthia et ulteriores gentes. Die politischen Beziehungen zwischen dem arsakidischen Iran und den Nomaden der eurasischen Steppen, Munich.
  • Olbrycht, Marek Jan (1998), Parthia et ulteriores gentes. Die politischen Beziehungen zwischen dem arsakidischen Iran und den Nomaden der eurasischen Steppen, Munich.
  • Olbrycht, Marek Jan (2016), "Manpower Resources and Army Organisation in the Arsakid Empire", Ancient Society, 46, pp. 291–338 (DOI: 10.2143/AS.46.0.3167457).
  • Schippmann, Klaus (1987), "Arsacids II: The Arsacid Dynasty", Encyclopaedia Iranica, vol. 2, New York: Routledge & Kegan Paul, pp. 525–536.
  • Verstandig, Andre (2001), Histoire de l'Empire Parthe. Brussels, Le Cri.
  • Wolski, Józef (1993), L’Empire des Arsacides (= Acta Iranica 32), Lovanii: Peeters.
  • Yarshater, Ehsan (2006), "Iran ii. Iranian History: An Overview", Encyclopaedia Iranica, vol. 13, New York: iranica.com.

Tags:

რეგიონი პართია სახელწოდებარეგიონი პართია გეოგრაფიარეგიონი პართია ისტორიარეგიონი პართია ენა და ლიტერატურარეგიონი პართია საზოგადოებარეგიონი პართია პართიული ქალაქებირეგიონი პართია იხილეთ აგრეთვერეგიონი პართია სქოლიორეგიონი პართია ბიბლიოგრაფიარეგიონი პართიაალექსანდრე მაკედონელიალექსანდრე მაკედონელის ომებიაქემენიანთა იმპერიადიდი ირანიელინიზმიირანის ისტორიაკიროს II დიდიმიდიაპართიასასანიანთა იმპერიასელევკიდების სახელმწიფოსპარსეთის შვიდი დიდი სახლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფარავანიეგზისტენციალიზმიკრწანისის ბრძოლასაქართველოს მდინარეების სიამსოფლიოს ვალუტებიმარტყოფიბუდიზმიქართველი მწერლების სიანიკო ლორთქიფანიძეედუარდ შევარდნაძექანდაკებაშალვა ნუცუბიძეავსტრიაპელეაფხაზური ენავაჟა-ფშაველაარაბთა გაერთიანებული საამიროებიოლიმპიური თამაშებიკესანესაქართველოს დიდი სოფლებივასილ ბარნოვიპოლიმერებიფუტკრებიგრემიაფრიკათამარ მეფესამასი არაგველივლადიმერ ლენინიდავით IV აღმაშენებელიმესამე რაიხირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ჰორმონებიკლიმატის ცვლილებაკასპიის ზღვავერცხლიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიპროტესტანტული რეფორმაციათორნიკე ერისთავიპლანეტაევროპათემურლენგისაქართველოს ფაუნაიტალიის სერია Aმაროკოკახეთილუი XIVაზერბაიჯანიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა27თბილისის ზღვასაჭმელი ხარისფაშვანუსხურიMაკაკი წერეთელინანა ჯანელიძელოქოავაზათელეთიყვარელინახშირბადითბილისის მეტროპოლიტენიზოდიაქოჩუტყვავილაასტიგმატიზმილევიტანატელეფონების ნომრები საქართველოშიქალთა წინადაცვეთაბერძნული მითოლოგიაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებათვითმკვლელობის მეთოდებისაქართველო XVIII საუკუნეშირუსეთილურჯი ვეშაპირომანტიზმისასწორი (ასტროლოგია)ხმელთაშუა ზღვამშრომელთა საერთაშორისო დღე🡆 More