ნუგზარ ერგემლიძე

ნუგზარ ერგემლიძე (დ.

1 მაისი, 1955, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი მხატვარი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, მწერალი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი. საქართველოს მხატვართა კავშირის, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის და საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი (2008–2012).

ნუგზარ ერგემლიძე
ნუგზარ ერგემლიძე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ნუგზარ ერგემლიძე
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1955 (1955-05-01) (69 წლის)
დაბ. ადგილი ბათუმი, საქართველოს სსრ
ჟანრ(ებ)ი პოპ მუსიკა, მიუზიკლი
საქმიანობა მხატვარი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, პოეტი, მწერალი, ტელეწამყვანი, პოლიტიკოსი
აქტიური 1973–დღემდე
ნუგზარ ერგემლიძე
ნუგზარ ერგემლიძე
დაბ. სახელი ნუგზარ ერგემლიძე
დაბადების თარიღი 1 მაისი, 1955 (1955-05-01) (69 წლის)
დაბადების ადგილი ბათუმი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველო
განათლება თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ მდივანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
მამა ოთარ ერგემლიძე
დედა ვალენტინა კოპალეიშვილი
მეუღლე/ები ანი ქადეიშვილი
შვილ(ებ)ი ირაკლი ერგემლიძე, გიორგი ერგემლიძე, ნიკა ერგემლიძე

ბიოგრაფია

დაიბადა ოთარ ერგემლიძისა და ვალენტინა კოპალეიშვილის ოჯახში. დაამთავრა ბათუმის №2 საშუალო სკოლა (ახლანდელი №1) ბათუმის სამხატვრო სკოლა. მე-5 კლასში პირველად მოისმინა ჯგუფ The Beatles-ის ჩანაწერები და შთაგონებულმა დაიწყო გიტარაზე დაკვრის სწავლა — ჯერ ბებიის, თამარ ქვარიანის, შემდეგ თვითმასწავლებლის სახელმძღვანელოთი. პარალელურად დაიწყო ლექსების წერა.

ნუგზარის შემოქმედებით დაინტერესდა ამჟამად ისრაელში მოღვაწე სოსო ბარდანაშვილი, რომელიც კონსერვატორიის სტუდენტი იყო. იგი მას უხსნიდა მუსიკალური ჰარმონიის საფუძვლებს და ლექსებსაც უსწორებდა.

1973 წელს ნუგზარმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, სადაც ასევე თვითმოქმედი ანსამბლის წევრიც იყო, უკრავდა ბას-გიტარაზე და საკუთარ სიმღერებს ასრულებდა. ანსამბლში ასევე შედიოდნენ ზურაბ მანაგაძე, ავთანდილ შარვაძე, ოთარ იაგორაშვილი, ავთო ფერაძე და სხვები.

1975 წელს რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით შეიქმნა ანსამბლი ვია 75. რობერტს სურდა როკ-ოპერის შექმნა და მის კომპოზიტორად სოსო ბარდანაშვილი აირჩია, ხოლო ლიბრეტოზე სამუშაოდ — ნუგზარი.

1978 წელს ნუგზარმა დაამთავრა სამხატვრო აკადემია და რამდენიმე ახალგაზრდულ გამოფენაში მონაწილეობაც მიიღო. თავდაპირველად მუშაობდა ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტში, თუმცა ვია 75-თანაც თანამშრომლობდა.

1980 წელს ვია 75-მა წარადგინა პროგრამა „რეტრო“, რომელშიც ნუგზარის ავტორობით (მუსიკა ან ტექსტი) რამდენიმე სიმღერაც შევიდა — „თუკი (პირველი სიყვარული)“, „ბაკურიანი“, „ლიანები“, „სადღაც“, „ფოთოლცვენა“, „როცა თოვლი მოვა“ და ა.შ.

სხვა საქმიანობა

ტელევიზია

1982 წლიდან ნუგზარ ერგემლიძე საქართველოს ტელევიზიის რედაქტორი იყო. მუშაობდა სხვადასხვა გადაცემის სცენარისტად. მათ შორის სხვადასხვა წლებში იყო: „რეტროვიზია“, „მეშვიდე ცა“, „რადიო რინგი“, „ცოცხალი პოკერი“, „მო-TV“, „რეტრომობილი“, „გემო-TV“, „ნაღდი შოუ“. მონაწილეობდა სხვადასხვა შოუში.

თანამშრომლობა

კომპოზიტორი

სხვადასხვა წლებში ნუგზარის სიმღერებს ვია 75-ის გარდა ასრულებდნენ: რობერტ ბარძიმაშვილის „ჯორჯია“, მერაფ სეფაშვილი, ვალერი ლომსაძე, „პირამიდა“, „ბარძიმი“, „სეფას ბიჭები“, მამუკა ონაშვილი, კაკო ვაშალომიძე, ზურაბ კობეშავიძე, ირმა სოხაძე, ქეთა თოფურია, ნეკა სებისკვერაძე, თემურ ბოჯგუა, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ მანაგაძე, მიხეილ ზაქარიაშვილი, მამუკა მესხი, ბესიკ კალანდაძე, თემურ რევაზიშვილი, კობა ბეჟიტაშვილი და სხვა.

ლექსების ავტორი

როგორც ლექსების ავტორი, თანამშრომლობდა ცნობილ კომპოზიტორებთან, რომელთა შორის იყვნენ — ალექსანდრე ბასილაია, ზურაბ მანაგაძე, რომან რცხილაძე, ვაჟა დურგლიშვილი, ზურაბ ჩინჩალაძე. არის გიორგი ცაბაძის უკანასკნელი სიმღერის „ქვეყნად სიყვარული მეფობს“ ლექსის ავტორი.

სხვადასხვა

1987 წელს გამომცემლობა „აჭარამ“ გამოსცა ნუგზარის ლექსებისა და რამდენიმე სიმღერის ნოტების კრებული. გამოცემული აქვს ორი რომანი — „ისევ საბჭოთა კავშირში“ (2012) და „მხატვარი და მარგარიტა ანუ მიწისძვრა ფიროსმანის ქუჩაზე“ (2009). პერიოდიკაში იბეჭდებოდა მისი ლექსები და მოთხრობები. 1988 წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი.

სხვადასხვა წლებში იმართებოდა ნუგზარის სიმღერების ბენეფისები. საბჭოთა პერიოდში გამოცემული გრამფირფიტების გარდა, 1998, 1999 და 2009 წლებში გამოცემული აქვს კომპაქტ-დისკები. სხვადასხვა წლებში, ასევე, იმართებოდა მისი პერსონალური გამოფენები. მუშაობდა ორენოვან (ქართული და რუსული ენები) მიუზიკლზე — „ისევ საბჭოთა კავშირში“.

პოლიტიკური საქმიანობა

2008 წლის 27 მაისს საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ თავისი სიის მეხუთე ნომრად წარადგინა ნუგზარ ერგემლიძე. იგი 2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „შალვა ნათელაშვილი — საქართველოს ლეიბორისტული პარტია“. თუმცა საჯარო სამსახურის პარალელურად განაგრძობდა შემოქმედებით მუშაობას.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 — კონკურსი „წლის საუკეთესო ავტორი შემსრულებელი“
  • 2006 — კონკურსი „ყველა თაობის საუკეთესო მომღერალი“
  • 2002 — კონკურსი „ოქროს იერუშალაიმი“, პირველი პრემია
  • 2000 — კონკურსი „წლის საუკეთესო სიმღერა“

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნუგზარ ერგემლიძე ბიოგრაფიანუგზარ ერგემლიძე სხვა საქმიანობანუგზარ ერგემლიძე ჯილდოები, პრემიები და პრიზებინუგზარ ერგემლიძე ბიბლიოგრაფიანუგზარ ერგემლიძე რესურსები ინტერნეტშინუგზარ ერგემლიძე სქოლიონუგზარ ერგემლიძე1 მაისი1955ბათუმიკომპოზიტორიმუსიკოსიმწერალისაქართველოს პარლამენტისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტერენტი გრანელიქუთაისისაქართველოს კონსტიტუციაშუა ქალაქშიშინაური კატაქართული სამზარეულომილანი (საფეხბურთო კლუბი)ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემარუსეთ-საქართველოს ომი (1921)დანაშაული და სასჯელიფუტიმთვარის მოტაცებაყარსის ხელშეკრულებანახშირბადიღორის სოლიტერისამანიშვილის დედინაცვალიკონსტანტინე გამსახურდიაშალვა ნუცუბიძებელგიაფიზიკაშვეიცარიაალავერდიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციადიეგო მარადონადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენავენესუელაადოლფ ჰიტლერიზოდიაქო2 მაისიკონსტანტინოპოლის დაცემაბაბუაწვერასიყვარულიაქლემისოფლის მეურნეობადეზოქსირიბონუკლეინის მჟავაჯაყოს ხიზნებისოხუმიმღრღნელებიმცხეთაბიპოლარული აშლილობაპოლიმერებიცხენიუფლისციხემარიხუანაოდისეაბესლეთის ხიდისაქართველოს დიდი სოფლებიუინსტონ ჩერჩილირიონიმარჯნის რიფიალექსანდრე ჭავჭავაძეხეხინკალითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშინიკოლოზ ბარათაშვილინუსხურისაფრანგეთის ქალაქებისაუდის არაბეთითბილისის ისტორიაფელაციალომიკოლოსეუმიძველი ეგვიპტემესამე რაიხისასმელი წყალისასწორი (ასტროლოგია)სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაქერჩი - დაკარგული გმირებიკვადრატიდიმიტრი ყიფიანიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიმცხეთის ჯვრის მონასტერიჭიანჭველასებრნიპარალელოგრამი🡆 More