ალექსანდრე ბასილაია: ქართველი კომპოზიტორი

ალექსანდრე „ბუთხუზი“ ალექსანდრეს ძე ბასილაია (დ.

11 მარტი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 ოქტომბერი, 2009, გერმანია) — ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987).

ალექსანდრე ბასილაია
ალექსანდრე ბასილაია: ქართველი კომპოზიტორი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 მარტი, 1942
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 3 ოქტომბერი, 2009 (67 წლის)
გარდ. ადგილი გერმანია
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა კომპოზიტორი
აქტიური 1963—2009

ბიოგრაფია

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვანელი ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი - ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის „ივერიის“ ხელმძღვანელად და სოლისტად. ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რომელთაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქები“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი“ (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი“, „გულო, ჩადექ საგულესა“, „ახალგაზრდული“ (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე“ (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა. ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“ (1979), „არგონავტები“ (1980), „შლაგერი, შლაგერი“ (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), „ფიროსმანი“ და სხვა. ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).

მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „რაღაც დასრულდა“, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე ხნის წინ გაიმართა.

გარდაიცვალა გერმანიაში, სადაც მკურნალობის კურს გადიოდა. დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

    კომპოზიტორი ფილმებისა
  • სიყვარული, ივერია და... (1975)
  • უმცროსი და (1977)
  • ჩიორა (1984)
  • ჩხიკვთა ქორწილი (1984)
  • არგონავტები (1986)
  • სუვენირი (1986)
  • ქვეყნის მაშენებლები (1997)
    გადაღებულია ფილმებში
  • სიყვარული, ივერია და... (1975)
  • არგონავტები (1986)

სქოლიო

Tags:

11 მარტი194220093 ოქტომბერიგერმანიათბილისიივერია (ანსამბლი)საქართველოს სსრ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაპოლი (საფეხბურთო კლუბი)მარსილეონარდო და ვინჩიიგავ-არაკიავსტრიამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითდათვივახტანგ I გორგასალიღვიძლიგეორგიევსკის ტრაქტატიმარშალის გეგმაჟიული შარტავაირაკლი კობახიძელაშა ბექაურიევროპა-აზიის საზღვარირუმინეთიბიბლიასაქართველო XVIII საუკუნეშისპილოსებრნივოლფგანგ ამადეუს მოცარტიკვადრატული მეტრიაქლემიბალეტიქართული ღვინოადამიანის ჩონჩხირაჭაჰოლოკოსტიბალტიმორიაზერბაიჯანიაღმოსავლეთი კავკასიონიბორდო (საფეხბურთო კლუბი)ესპანეთისაქართველოს წითელი ნუსხაგნეუს პომპეუს მაგნუსიინგლისიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარისაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისალონიკირესპუბლიკატირანიაჟორჟი ამადუმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაბიპოლარული აშლილობატოლერანტობასისხლიეროვნული ლიგამიხეილ ჯავახიშვილიგულიქართული სამზარეულოწყალიფეხბურთის წესებიდედამიწის სტრუქტურაათენაერთა ლიგა (უეფა)არაგვიპოსეიდონითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიეროზიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიკავკასიონიგიორგი XIქართული ვაზის ჯიშებინიჰილიზმიდუბაიმუსიკაკორუფციალიბერალიზმიმინერალებიძალაძაღლითეიმურაზ Iლოცვა ეფრემ ასურისასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიანა კალანდაძეიგლუზაფხულიუოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)🡆 More