ნაცნობი მამაკაცი: ანტონ ჩეხოვის მოთხრობა

ნაცნობი მამაკაცი (რუს.

პირველად, 1886 წლის 20 აპრილს, კრებულ „Осколки“-ში გამოქვეყნდა.

ნაცნობი მამაკაცი
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1886
გამოცემულია 20 აპრილი, 1886

ისტორია

ანტონ ჩეხოვის მოთხრობა „ნაცნობი მამაკაცი“ 1886 წელს დაიწერა, ხოლო თავდაპირველად 1886 წლის 20 აპრილს, იუმორისტულ ლიტერატურულ-მხატვრულ ყოველკვირეულ ჟურნალ „Осколки“-ს მე-18 ნომერში გამოქვეყნდა, სათაურით „მცირედი ტკივილი“ და ხელმოწერით ა. ჩეხონტე. იმავე წლის 6 ივლისს მოთხრობა უცვლელად დაიბეჭდა ყოველდღურ ამბებში. ჩეხოვმა მოთხრობა ახალი სახელწოდებით ადოლფ მარქსის 1899-1901 თხზულებების კრებულის პირველ ტომში.

ჩეხოვის სიცოცხლეშივე მოთხრობა ბულგარულ, უნგრულ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ, სერბო-ხორვატულ და ჩეხურ ენებზე ითარგმნა.

ფონი

მოთხრობის სიუჟეტი ჩეხოვს ვიქტორ ბიბლინის წერილის შემდეგ დაებადა. 1886 წლის 6 აპრილით დათარიღებულ წერილში ვ. ბიბლინმა ჩეხოვს შემდეგი თემა შესთავაზა: „ეჩვენებინა პატიოსანი, მაგრამ ბედისგან მიტოვებული ადამიანი, რომელიც მეგობართან ფულის სასესხებლად მივიდა. თითქოს რა არის აქ სასირცხვილო? მას კი ენა არ უბრუნდება და სულ სხვა რამეზე საუბრობს; საბოლოოდ ისე წავა, თხოვნას ვერ შეძლებს“. 

სიუჟეტი

ახალგაზრდა ქალი სახელად ვანდა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ უფულოდ რჩება. ის გადაწყვეტს, ფულის სათხოვნელად ცოტა ხნის წინ კაფეში გაცნობილ ადამიანს ესტუმროს. ადამიანი სახელად ფინკელი სტომატოლოგი აღმოჩნდება და მისი კბილების მდგომარეობის შესაფასებლად ქალს სავარძელში ჩაჯდომას თხოვს. მის მიმართ ყურადღების არარსებობისა და სარკეში თავისი შეუხედავი ანარეკლის დანახვის გამო, ფულის თხოვნას გადაიფიქრებს, ხოლო მტკივნეული კბილის ამოღებისთვის სტომატოლოგს უკანასკნელ მანეთს აძლევს, რომელიც ბეჭდის გაყიდვით მიიღო. საბედნიეროდ, მეორე დღეს, იმავე კაფეში სხვა მდიდარ ჯენტლმენს ხვდება.

ლიტერატურა

  • Чехов А. П. Знакомый мужчина // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем: В 30 т. Сочинения: В 18 т. / АН СССР. Ин-т мировой лит. им. А. М. Горького. — М.: Наука, 1974—1982.
  • ჟურნალი „ნივა“, „ყოველთვიური დანართი“, 1903, № 10, გვ. 304—305.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნაცნობი მამაკაცი ისტორიანაცნობი მამაკაცი ფონინაცნობი მამაკაცი სიუჟეტინაცნობი მამაკაცი ლიტერატურანაცნობი მამაკაცი რესურსები ინტერნეტშინაცნობი მამაკაცი სქოლიონაცნობი მამაკაცი1886ანტონ ჩეხოვირუსული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გეოგრაფიული გარსიურთხელიდავით VII ულუმეიოზიგიორგი IV ლაშააბსოლუტური მონარქიამიქელანჯელო ბუონაროტილუარსაბ IIექვთიმე თაყაიშვილიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022ჟიული შარტავათრომბოციტებინაღვლის ბუშტიტოლგვერდა სამკუთხედიმუშთაიდის ბაღიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიპენალტების სერიაგიორგი წიტაიშვილიმერაბ მამარდაშვილიერთა ლიგა (უეფა)ზაფხულიბასიანის ბრძოლააღა-მაჰმად-ხანიმტკვარიკალანდაორერააფხაზეთის ომი (1992-1993)ქართლის სამეფოფოლკლორითემურ ქეცბაიამინერალებიპროტესტანტიზმიესპანეთიკონტინენტისაბერძნეთისომხეთისოლომონ კვირკველიაბერძნებიგიორგი ანწუხელიძენიუტონის კანონებისალომე ზურაბიშვილინორვეგიაფურისულასაქართველოს მდინარეების სიაქვევრი (ფილმი)რაფაელითორნიკე ოქრიაშვილიწითელი წიგნიმდგრადი განვითარებაიუნესკოკილოგრამიაფრიკარომის რესპუბლიკამურა დათვიკრასუსითბილისური ეზოსიყვარულიჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაპარიზიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიალბანეთიშოთა არველაძეენდომეტრიოზიოპერაჰაერის დაბინძურებაანჩისხატიტუნისირაჭამდინარენიკა კვეკვესკირისილიციუმიალექსანდრე ჩივაძეპროტესტანტული რეფორმაციახევისბერი გოჩაუილიამ შექსპირიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაკალიები🡆 More