მუსლიმი ბოშები

მუსლიმი ბოშები (ხორახანე, მილეთი, თურქი ბოშები, აშკალი, ყირიმელი ბოშები  და სხვ.) — ბოშათა ეთნოგრაფიული ჯგუფების ერთობლიობა, რომლებიც ისლამს აღიარებენ.

პირველი ბოშები ევროპაში მე-11-მე-15 საუკუნეებში გამოჩნდნენ მცირე აზიის ნახევარკუნძულის  (ანატოლია) გავლით. ბოშური ენის ლინგვისტური ანალიზი საშუალებას საშუალებას იძლევა დასკვნა გაკეთდეს, რომ პირველი ევროპელი ხალხები, რომლებთანაც ბოშებს შეხება ჰქონდათ, იყვნენ ბიზანტიის იმპერიის ბერძნები, კერძოდ, მისი აზიური ნაწილის მკვიდრნი. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ეს პერიოდი  მართლმადიდებლური ბიზანტიის თანდათანობითი დაცემის, დაშლის და მისი მომთაბარე თურქული ტომების მიერ  ხელში ჩაგდების დროა, რომლებმაც ისლამი მიიღეს და შემდგომ შექმნეს ოსმალეთის იმპერია. ბოშები ჩვეულებრივ გადადიოდნენ  მასპინძელი ქვეყნის ძირითად რელიგიაზე, ბალკანეთის ბოშების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, ფორმალურად თუ არაფორმალურად შუა საუკუნეებში   მიიღო ისლამი. დიდწილად, ბოშების ისლამზე აქტიურ გადასვლას ხელი შეუწყო თურქების შედარებით ტოლერანტობამ ბოშათა ცხოვრების წესის მიმართ, რადგან თავად პირველი თურქული ტომები (ერიუკები) მისდევდნენ მომთაბარე ცხოვრების წესს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილის მაცხოვრებლებს. ცენტრალური აზიაში მცხოვრები ლიული ბოშები ასევე აღიარებენ ისლამს.

მუსლიმი ბოშები
მუსლიმი ბოშები ბოსნიიდან, ილუსტრაცია, 1901 წ

განსახლება

მუსლიმი ბოშები 
ბოშა ქალის ჩაცმულობა (სავარაუდოდ მუსლიმი ბოშა).

ბოშებს შორის ისლამის გავრცელება ისტორიულად დაკავშირებულია მათ ცხოვრებასთან ხუთ საუკუნეზე მეტი პერიოდის განმავლობაში ოსმალეთის იმპერიაში. შესაბამისად მუსლიმი ბოშები კვლავ ცხოვრობენ თურქეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ალბანეთში, ეგვიპტეში, კოსოვოში და სერბეთში. ალბანეთსა და კოსოვოში ალბანიზებულ მუსლიმ ბოშებს აშკალებს უწოდებენ. მაკედონიასა და საბერძნეთში, ბოშების ნახევარი აღიარებს ისლამს, განსაკუთრებით დასავლეთ თრაკიისა და მაკედონიის რეგიონების ბოშები. ბულგარეთში, 1990-იანი წლების დასაწყისის შეფასებით, ბოშათა 40% ისლამს აღიარებდა. ბულგარეთში და საბერძნეთში ბოშების ნაწილმა თურქიზაციაც განიცადა. რუმინეთში მაჰმადიანი ბოშების მცირე ჯგუფი ცხოვრობს დობრუჯას რეგიონში, თურქებთან და თათრებთან ერთად. ხორვატიაში და ყოფილი იუგოსლავიის სხვა რესპუბლიკებში მუსლიმი ბოშები შეადგენდნენ  მათი მთლიანი ბოშა მოსახლეობის 45-50%-ს. ევროკავშირის საზღვრებში გადაადგილების გამარტივების გამო, თანამედროვე მუსლიმი ბოშები ფართოდ დასახლდნენ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში 90-იანი წლების დასაწყისიდან. აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მუსლიმი ბოშები ცხოვრობენ ყირიმში — ე.წ. ყირიმელები (ყირიმელი ბოშები).

რელიგიური შეხედულებები

სერბეთში ბოშა მუსლიმებისთვის დამახასიათებელია რელიგიური სინკრეტიზმი.  მაგალითად, 2000-იან წლებში ისინი ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ნისის კათოლიკურ ეკლესიაში და ჯუნისის მართლმადიდებლურ მონასტერში დადიოდნენ. ასევე ცნობილია ადრინდელი შემთხვევები, როდესაც მუსლიმი ბოშები ეწვივნენ ლეტნიცას კოსოვოში (კათოლიკეთა პილიგრიმობის ცნობილი ადგილი). სალოცავებში  ბოშები ღვთისმშობლის ხატებთან ლოცულობენ, დებენ მონეტებს. სერბეთში მუსლიმი ბოშები სალოცავად დადიან  ტეკიეს (სრემი) კათოლიკურ ეკლესიაში.

პრობლემები

ოსმალეთის იმპერიის დაშლის შემდეგ მუსლიმი ბოშები ხშირად განიცდიან ორმაგ დისკრიმინაციას —როგორც რასობრივს, ასევე ეთნიკურს (ანტიგიფსიზმი) და რელიგიურს (ისლამოფობია).

სამოსი

ბოშა მუსლიმი ქალები ატარებენ ლამაზ აბრეშუმის დიმიჯს, რომელიც ასევე ცნობილია თურქული სალვარის (შალვარი) სახელწოდებით ქორწილებში, წინადაცვეთასა და სხვა დღესასწაულებზე. ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი ხანდაზმული ქალბატონი და ასევე ზოგიერთი ახალგაზრდა ატარებს სალვარს.

ლიტერატურა

  • Roma Muslims in the Balkans by Elena Marushiakova and Vesselin Popov
  • Marushiakova, Elena and Vesselin Popov. 2001. Gypsies in the Ottoman Empire. Hatfield: University of Hertfordshire Press.
  • Marushiakova, Elena and Vesselin Popov. 2016. Gypsies of Central Asia and Caucasus. London: Palgrave Macmillan.

სქოლიო

Tags:

მუსლიმი ბოშები განსახლებამუსლიმი ბოშები რელიგიური შეხედულებებიმუსლიმი ბოშები პრობლემებიმუსლიმი ბოშები სამოსიმუსლიმი ბოშები ლიტერატურამუსლიმი ბოშები სქოლიომუსლიმი ბოშებიანატოლიააწინკნური ენაბალკანეთის ნახევარკუნძულიბერძნებიბიზანტიის იმპერიაბოშებიევროპათურქებიისლამილინგვისტიკამართლმადიდებლობამცირე აზიაოსმალეთის იმპერიაცენტრალური აზია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბიძინა ივანიშვილიშხარაშამქორის ბრძოლა (1195)ჭადრაკიანგკორ-ვატიმალტაორგაზმივილი სანიოლილუქსემბურგიკუბიზმიმაიმუნებიალავერდიავტორიტარიზმიხევისბერი გოჩათამარ მეფეტაო-კლარჯეთიკრასუსიამირანი (მითოლოგია)რუმინეთიჯო ბაიდენიადამიანიყვავილოვანი მცენარეებისაათი (ერთეული)ასტანაბიბლიამეტაფორაატომიმთვარის დაბნელებაბუღა თურქის შემოსევასკორპიონსიავღანეთირენესანსინაწლავებიერთა ლიგაჯადოსნური ფლეიტაბრაზილიასასწორი (ასტროლოგია)ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიადოლფ ჰიტლერივარძიაოფრეთის ციხეალექსანდრე ჩივაძესამკუთხედიათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკააფხაზეთიმერაბ მამარდაშვილიმცენარეებიგიორგი ჩაკვეტაძებერძენ-სპარსელთა ომებიმერწყულიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიაფხაზეთის ომი (1992-1993)კურო (ასტროლოგია)ლევან შენგელიაალმასისვანებისოლომონ დოდაშვილიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიბუნებრივი გადარჩევასულხან-საბა ორბელიანირომის რესპუბლიკა9 აპრილის ტრაგედიაერითროციტებიპროგრესული როკილაშა ბექაურიზაქარია ფალიაშვილითბილისის კურორტების ჯგუფიკილიან მბაპერუსეთ-საქართველოს ომი (2008)ფრიდერიკ შოპენივენერალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალინოდარ დუმბაძეგიორგი სააკაძეკომეტალაშა შავდათუაშვილიქართული ენა🡆 More