ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში

ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში — ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ( ლგბტ ) ადამიანი საუდის არაბეთში დგება ისეთი იურიდიულ გამოწვევების წინაშე, რომლებსაც არ განიცდიან ჰეტეროსექსუალი მაცხოვრებლები.

ერთნაირსქესიანთა შორის, ქალისა თუ მამაკაცის, სექსუალური აქტი უკანონოა. ლგბტ უფლებებს არ ცნობს საუდის არაბეთის მთავრობა. საუდის სოციალურ ზონებსა და კანონებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ულტრა-კონსერვატიული მუსლიმები. ჰომოსექსუალიზმი და ტრანსგენდერიზმი განიხილება, როგორც ამორალური და უხამსი ქმედება. ხოლო ჰომოსექსუალობა ან ქროს-დრესინგი ისჯება კანონით, ჯარიმებით, უვადო პატიმრობით და სიკვდილით.

ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში
საუდის არაბეთი

ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური აქტების კანონიერება

სისხლის სამართლის კანონები

საუდის არაბეთს სისხლის სამართლის კოდექსი არ გააჩნია. საუდის არაბეთში კანონის ძირითადი წყარო არის ისლამური შარიათი. ეს მომდინარეობს ყურანიდან და მუჰამედის ტრადიციებიდან, რომლებიც შეიცავს სუნას.

სოდომია მტკიცდება ან დამნაშავის მიერ ოთხჯერ აღიარებით, ან ოთხი სანდო მუსლიმი კაცის ჩვენებით, რომლებიც აქტის თვითმხილველები იყვნენ. თუ ოთხზე ნაკლები მოწმეა, ან თუ ერთი მაინც არ არის მართალი, მაშინ ისინი ყველანი უნდა დაისაჯონ 80 წკეპლით ცილისწამებისთვის.

1980-იან წლებში საუდის მეფე ხალიდმა გამოსცა მრავალი სამეფო ბრძანება, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიური ფუნდამენტალისტების მხარდაჭერას 1979 წელს რელიგიური ექსტრემისტების აჯანყების შემდეგ, რომელიც ცნობილი იყო დიდი მეჩეთის დაპყრობის სახელით .

ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარება

ეს ქვეყანა არ ცნობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ოჯახურ პარტნიორობას ან სამოქალაქო კავშირებს.

გენდერული იდენტობა

საუდის არაბეთის მთავრობა კრძალავს ქროს-დრესინგსა და ტრანსგენდერობას ისლამური იურისპრუდენციის შესაბამისად და ამიტომ იგი დასჯადია. ქროს-დრესინგისთვის სისხლისსამართლებრივი სანქციები იგივეა, რაც ჰომოსექსუალიზმის შემთხვევაში: ჯარიმები, თავისუფლების აღკვეთა, სიკვდილით დასჯა და უცხოელთათვის - დეპორტაცია.

საუდის არაბეთის მთავრობა არ უშვებს სქესის შეცვლის ოპერაციებს და არ აძლევს ხალხს უფლებას, მიიღონ ახალი იურიდიული დოკუმენტები, რომლების მიხედვითაც მათი სქესი შეიცვლება. ჰომოსექსუალობის მსგავსად, ოჯახის წევრები შეიძლება თავს ვალდებულად თვლიდნენ მოკლან ტრანსგენდერი და-ძმა ან ნათესავი, რათა ოჯახის „სახე გადაარჩინონ“ ან პატივისცემა აღადგინონ საზოგადოებაში. 2017 წელს საუდის პოლიციამ ორი ტრანსგენდერი პაკისტანელი, სავარაუდოდ, „ტომრებში ჩასვა, ჯოხებით გაუსწორდა და წამებით მოკლა“. საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია „იყო სრულად არასწორი და არავინ უწამებიათ“.

ტრანსსექსუალი ან ტრანსგენდერი პირადობის მოწმობის მქონე პირებს ეკრძალებათ პილიგრიმობა მექაში.

აივ / შიდსი

სამეფოში არ არსებობს პროგრამა, რომელიც შეაჩერებს აივ-შიდსის გავრცელებას ლგბტ ადამიანებში. კანონის თანახმად, საუდის ყველა მოქალაქეს, ვინც ინფიცირებულია აივ ან შიდსით, უფასო სამედიცინო დახმარება, პირადი ცხოვრების დაცვა და დასაქმების შესაძლებლობები აქვთ. მთავრობამ მოამზადა საგანმანათლებლო მასალა დაავადების გავრცელების შესახებ და 1980-იანი წლებიდან, აბდულა ალ-ჰოკაილს, საუდელ ექიმს, რომელიც პანდემიაშია სპეციალიზირებული, ნება დართეს ეთერში გასულიყო საზოგადოებრივი ტელევიზიით და ესაუბრა დაავადების და მისი გავრცელების შესახებ. მიუხედავად ამისა, არცოდნა, შიში და ცრურწმენა ხშირად მიმართულია ამ დაავადებით დაავადებული ადამიანების მიმართ. მთავრობამ დანიშნა რამდენიმე საავადმყოფო შიდსით და აივ ინფიცირებული ადამიანების სამკურნალოდ. სხვა საავადმყოფოები ხშირად უარს ამბობენ ასეთი ადამიანების ზრუნვაზე ან თანაგრძნობით და ჰუმანურად არ მკურნალობენ. ძლიერი ტაბუებისა და სტიგმის გამო, ასევე მთავრობის შიშით, საავადმყოფოები და სკოლები ხშირად ერიდებიან ინფორმაციის გავრცელებას დაავადების შესახებ. პრეზერვატივი ლეგალურია, მაგრამ ბოლო დრომდე ის იშვიათად იყო ხელმისაწვდომი, გარდა გარკვეული საავადმყოფოებისა თუ სამედიცინო მაღაზიებისა.

შემაჯამებელი ცხრილი

ერთნაირსქესიანთა სექსუალური აქტივობა ლეგალურია
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში  (სამუდამო პატიმრობა და სიკვდილით დასჯა)
სექსუალური ცხოვრების დაწყების ასაკი
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ანტიდისკრიმინაციული კანონები მხოლოდ დასაქმების დროს
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ანტიდისკრიმინაციული კანონები საქონლისა და მომსახურების მიწოდებაში
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ანტიდისკრიმინაციული კანონები ყველა სხვა სფეროში (მათ შორის, არაპირდაპირი დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა)
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ერთნაირსქესიანთა ქორწინება
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ერთნაირსქესიანი წყვილების აღიარება
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
შვილად აყვანა ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ ერთობლივად შვილის აყვანა
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ლგბტ ადამიანებს სამხედრო სამსახურში ღიად მსახურობის უფლება აქვთ
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
სქესის შეცვლის იურიდიული უფლება
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
ლესბოსელების IVF-ზე წვდომა
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
კომერციული სუროგაცია გეი მამაკაცი წყვილებისთვის
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 
მსმ-ებს სისხლის დონაციის უფლება აქვთ
ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში 

სქოლიო

Tags:

ლგბტ უფლებები საუდის არაბეთში ერთნაირსქესიანთა შორის სექსუალური აქტების კანონიერებალგბტ უფლებები საუდის არაბეთში ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების აღიარებალგბტ უფლებები საუდის არაბეთში გენდერული იდენტობალგბტ უფლებები საუდის არაბეთში აივ შიდსილგბტ უფლებები საუდის არაბეთში შემაჯამებელი ცხრილილგბტ უფლებები საუდის არაბეთში სქოლიოლგბტ უფლებები საუდის არაბეთშილგბტსაუდის არაბეთისიკვდილით დასჯატრანსგენდერიქროს-დრესინგიჰომოსექსუალობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლადო ასათიანიეგრისის დიდი ომიდინოზავრებიებრაელებიძუძუმწოვრებიBTS (ჯგუფი)აბო თბილელის წამებაქართული მითოლოგიავერძი (ასტროლოგია)აია-სოფიას ტაძარიკახა კალაძებორჯღალაუქმე დღეები საქართველოშილურჯი ვეშაპინინი ბადურაშვილიპაბლო პიკასოკესანეთავისუფლება (ფილოსოფია)ნანა ჯანელიძებიპოლარული აშლილობასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკადავით IV აღმაშენებელინატურალური რიცხვი29 აპრილიკუნილინგუსიმთვარეკეთილშობილი ირემისაქართველოს სოფლებიზოდიაქოზღარბისებრნიიგლუკელი დეგნანიამერიკული პიტ ბულ ტერიერისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიბულგარეთიკირჩხიბი (ასტროლოგია)ხმელეთის კუებიფსიქოლოგიაჯიქითემურლენგიძაღლისიტყვასოხუმიბასიანის ბრძოლასამასი არაგველისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოლეონიდ ბრეჟნევიემპათიაბუდიზმიაბსცისაგეომეტრიული პროგრესიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიყაზახეთიბუფარსმან II ქველიივანე მაჩაბელიცივი ომისვანური კოშკითავის ტვინიმიგრაციაგაერთიანებული სამეფოქართული ფილმების სიასამეგრელოამირანი (მითოლოგია)აშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიალიონელ მესიჰარი პოტერი (პერსონაჟი)ნაწლავებისულეიმან Iსიღნაღისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიეოზონოფილებიშარკა ბლუბახტრიონის ბრძოლაკვადრატული მეტრივენა🡆 More