მაჰმადი

მაჰმადი, მუჰამადი (არაბ.

محمّد — მუჰამმად; დ. დაახლ. 570/571, მექა — გ. 8 ივნისი, 632, მედინა) — ისლამის დამაარსებელი, რელიგიური მქადაგებელი და პოლიტიკური მოღვაწე. მუსლიმანური ტრადიციის და ყურანის მიხედვით, ალაჰის უკანასკნელი მოციქული, წინასწარმეტყველი.

ისლამის თემები
მაჰმადი
ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ტრადიციული მუსლიმანური ბიოგრაფების მიხედვით მუჰამედი დაიბადა 570 წელს მექაში და გარდაიცვალა 632 წლის 8 ივნისს მედინაში, თანამედროვე საუდის არაბეთის ჰეჯაზის რეგიონში. სახელი მაჰმადი არაბულად ნიშნავს "განდიდებულს". ისლამში მუჰამედი ცნობილია როგორც "წინასწარმეტყველი" და "მაცნე". ყურანი მას ასევე მოიხსენებს როგორც "წინასწარმეტყველთა ბეჭედს".

მაჰმადის შესახებ თანამედროვეთა ცნობები არ შემონახულა. პირველი ბიოგრაფია მხოლოდ VIII საუკუნეში დაწერა იბნისჰაკმა. მაჰმადი წარმოშობით იყო წარჩინებული, მაგრამ გაღარიბებული ბანუჰაშიმის გვარიდან, კურაიშთა ტომიდან. მაჰმადი არაბეთსა და მის ფარგლებს გარეთ გაეცნო იუდაისტურ, ქრისტიანულ მონოთეიზმს და სხვა რელიგიას, პოლიტიკურ მოძღვრებას. 40 წლის მდიდარი მექელი ვაჭრის ქვრივზე, ხადიჯეზე ხელსაყრელმა დაქორწინებამ 25 წლის მაჰმადს საშუალება მისცა მთელი დრო დაეთმო თავისი რელიგიურ-ეთიკური პრობლემებისათვის. გადმოცემის მიხედვით, დაახლოებით 609 (ან 610) რამადანის თვეში, ჰირის მთაზე (მექის ახლოს) მთავარანგელოზმა ჯიბრაილმა (გაბრიელმა) მაჰმადს უკარნახა წმინდა წიგნი „ყურანი“ და დაავალა ხალხისათვის მისი გაცნობა. მაჰმადი ახალი მოძღვრებით მკაცრად ილაშქრებდა წარმართული სარწმუნოების წინააღმდეგ.

მაჰმადი თავისი მოღვაწეობის პირველ ხანებში დიდ წინააღმდეგობებს წააწყდა და იძულებული გახდა მომხრეებითურთ 622 წელს გადასულიყო იასრიბში (მედინაში). ამ გადასახლებას შემდგომ ,,ჰიჯრა" ეწოდა და ეს თარიღი მუსლიმური წელთაღრიცხვის დასაწყისად იქცა. 630–631 წლებში მუსლიმანებმა მაჰმადის მეთაურობით დაიმორჩილეს მექა. შემდეგ კი არაბეთის სხვა რაიონებზეც გაავრცელეს ძალაუფლება. მაჰმადი გახდა მისივე შექმნილი პირველი ისლამური თეოკრატიული სახელმწიფოს მეთაური.

მაჰმადი დასაფლავებულია მედინაში. მაჰმადის აკლდამა არის მუსლიმანთა მეორე წმინდა ადგილი ქააბას შემდეგ.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

არამუსლიმანი ბიოგრაფები

მუსლიმანი ბიოგრაფები

Tags:

მაჰმადი ლიტერატურამაჰმადი რესურსები ინტერნეტშიმაჰმადი5705716328 ივნისიალაჰიარაბული ენაისლამიმედინამექაპოლიტიკარელიგიაყურანიწინასწარმეტყველი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხელოვნებაკევინ დე ბრეინესაქართველოასტიგმატიზმიიუსტინიანე Iალექსანდრე I დიდინუსხურიგარემოს დაცვაჰიპერბოლა (ენა)გიორგი IV ლაშანაწლავებივატიკანისაფრანგეთის რევოლუციაკატალიზატორისაქართველოს რევოლუციური კომიტეტითბოგამტარობასაქართველოს სამოქალაქო ომიიესო ქრისტეტემპერამენტის ტიპებიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკამუსიკაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიმეწყერისაქართველოს კონსტიტუციათავისუფლება (ფილოსოფია)ქართვლის დედასამკურნალო მცენარეებიცხენიმუშთაიდის ბაღისაქართველოს ქალაქებიენცეფალოპათიაკავკასიაატომიზმნასოკოებითუშეთიხემარწყვამიხეილ ხერგიანიგავრილოვის ღამემარი ანტუანეტისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეთბილისის ეროვნული პარკიმინერალების სიასაქართველოს დაცული ტერიტორიებიევროპა-აზიის საზღვარიოქტავიანე ავგუსტუსიადმირალი (პეპელა)წმინდა ნინოდავით სარაჯიშვილი9 აპრილის ტრაგედიაჯაყოს ხიზნებისტიგმაარსებითი სახელისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშილანა როუდსიმერცხლისებრნიკანონიერი ქურდითბილისის მეტროპოლიტენითბილისიკახა კალაძერომის იმპერიაილია IIმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიპანკრეასიიმერეთიდიდი პანდასაქართველოს ისტორიაფობიების სიასტამბოლიალაზანისიზმარიდედამიწის დღექრისტესისხლასახელმწიფო საზღვარიბზობაფილების ტექტონიკაუდაბნოფარავანი🡆 More