ლავრაკი

ლავრაკი, სიბასი (ლათ.

მისი სხეულის მაქსიმალური სიგრძეა 103 სმ, ჩვეულებრივ 50 სმ, წონა 12 კგ-მდე. ბინადრობს სანაპირო წყლებში 10–100 მ სიღრმეზე. შედის გამტკნარებულ წყლებსა და მდინარეთა შესართავებშიც კი. წაგრძელებული სხეული აქვს, გვერდები რამდენადმე შებრტყელებულია. თავი კონუსური ფორმისაა, პირი სასრული. ზურგის ფარფლი ორია. ანალურ ფარფლში 3 სუსხიანი და 10–13 რბილი სხივია.

ლავრაკი
ლავრაკი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი:  ლავრაკისებრნი
სახეობა:  ლავრაკი
ლათინური სახელი
Dicentrarchus labrax
დაცვის სტატუსი
ლავრაკისაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135606
გავრცელება
ლავრაკი

გვერდით ხაზში 62–74 ქერცლია. მოვერცხლისფრო-რუხი ფერისაა, ზურგზე მოლურჯო ელფერი დაჰკრავს; გვერდები ვერცხლისფერია; მუცელი და მუცლის ფარფლი ზოგჯერ მოყვითალო. ზღვის პელაგიური თევზია. იკვებება კიბოსნაირებითა და მოლუსკებით, იშვიათად თევზით. ტოფობს ნაპირებიდან შორს ღია ადგილებში. ქვირითი პელაგიურია. სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წელი, ხოლო სხვა ცნობებით 30 წელი.

გავრცელებულია ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილში ნორვეგიიდან მაროკომდე და სენეგალამდე, კანარის კუნძულების ჩათვლით. მრავალრიცხოვანია ხმელთაშუა და მარმარილოს ზღვებში. შავ ზღვაში იშვიათია, თუმცა გვხვდება ყირიმთან, ნოვოროსიისკთან, გელენჯიკთან, ბულგარეთში, რუმინეთში, თურქეთში და ქერჩის სრუტეში. აღმოჩენილია აგრეთვე ბალტიის ზღვაში. ლავრაკი გვხვდება აგრეთვე საქართველოს შავიზღვისპირა ზოლში, კერძოდ, ბათუმთან.

ძვირფასი სარეწაო თევზია. სახეობა პირველად აღწერა კარლ ლინემ ლათინური ბინომენით Perca labrax თავის ნაშრომში „ბუნების სისტემა“. ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილია იტალიური სახელწოდებით ბრანძინო.

სქოლიო

Tags:

ლათინური ენამდინარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ომარ ფხაკაძეარასამთავრობო ორგანიზაციასაქალწულე აპკიკოლხეთის სამეფობოშებიქურთებიაღდგომაანა დოლიძესელიმ IIამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკააკა მორჩილაძემთავარი გვერდიმტკვარიწმინდა გიორგიათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატიდიმიტრი სამხარაძეცხრა ძმა ხერხეულიძეთეთრი გიორგის ეკლესიასიონის ტაძარიჩაკრულორუსეთ-საქართველოს ომი (2008)ლავრენტი ბერიაასურეთიადრიანო ჩელენტანოაშშ-ის ისტორიაგიორგი მარგველაშვილიისლანდიაფესვები (ფილმი)პროტესტანტიზმიჯალალედინიჭიათურათეთრიწყაროქრისტეს ვნებანისახარებაჭრიჭინა (ფილმი)საქართველოს ქალაქებიინსულტიოქტავიანე ავგუსტუსისამანიშვილის დედინაცვალიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)არგენტინასაქართველოს დიდი სოფლებისულთმოფენობანატო ვაჩნაძეაკაკი შანიძეთბილისის ზღვაჰორმონებიწმინდა ცეცხლიდიქტატურანაპოლეონ ბონაპარტიმაჰმადივერძი (ასტროლოგია)ღანძილიბიპოლარული აშლილობამეკობრეობაგოლგოთამოციქულთასწორი ელენექართული გვარისვეტიცხოველისაფრანგეთის რევოლუციადიმიტრი ყიფიანიკათოლიციზმიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიალუციფერიეგზორციზმიმოციქულებინაკრა (მდინარე)კანადახვანჭკარა (ღვინო)გერმანიის ქალაქების სიასამტრედია6 მაისისესარ ლუის მენოტიკონტინენტიბაში-აჩუკიჰონგ-კონგიიულიუს კეისარი🡆 More