კამბოჯის ეკონომიკა

კამბოჯის ეკონომიკა ღია საბაზრო ეკონომიკას მიეკუთვნება და უკანასკნელ ათწლეულში სწრაფად იზრდება.

2018 წელს კამბოჯის მთლიანი შიდა პროდუქტი 24.57 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი მეზობელ ქვეყნებთან შედარებით მცირეა. კამბოჯის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგები ტექსტილის წარმოება და ტურიზმია, თუმცა სასოფლო სივრცეებში მცხოვრები ბევრი კამბოჯელისთვის შემოსავლის მთავარი წყარო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა. მომსახურების სექტორი მეტწილად სავაჭრო საქმიანობასა და კვების სფეროსთან დაკავშირებულ სერვისებზეა კონცენტრირებული. ბოლო წლებში ქვეყნის ოფშორულ ნაწილში ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეზერვები აღმოაჩინეს.

1995 წელს კამბოჯის მშპ 2.92 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური სისტემის გეგმიური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე ტრანზიცია დაიწყო. ცვლილებების განხორციელების შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვნებელი 7%-ს გაუტოოლდა. ინფლაციის მაჩვენებელი 1994 წლისთვის 26%-ს უდრიდა, ხოლო მომდევნო წელს 6% შეადგინა. უცხოური დახმარებების ზრდის გამო იმპორტის მაჩვენებლები გაიზარდა, ხოლო ექსპორტის ზრდას ტანსაცმლის ინდუსტრიის განვითარებამ შეუწყო ხელი. მუდმივი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, 2016 წლისთვის ასეანის ქვეყნების ეკონომიკაში კამბოჯის წილი 0.71%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, ინდონეზიის წილი 37.62%-ს უტოლდებოდა.

4 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 1997-1998 წლებში კამბოჯის ეკონომიკის ზრდა შენელდა, მეტწილად რეგიონული ეკონომიკური კრიზისის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო. ამ პერიოდში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ იკლო. აგრეთვე, 1998 წელს გვალვების გამო მოსავლის დიდი ნაწილი გაფუჭდა, თუმცა 1999 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4%-ს გაუტოლდა.

ამჟამად კამბოჯის საგარეო პოლიტიკა მეზობელ სახელმწიფოებთან (როგორებიცაა ტაილანდი და ვიეტნამი) მეგობრული ურთიერთობების დამყარებაზეა ორიენტირებულული, ისევე როგორც რეგიონულ (ასეანი) და გლობალურ (მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია) სავაჭრო სისტემებთან ინტეგრირებაზე. კამბოჯის ეკონომიკის გამოწვევებს შორისაა სუსტი საგანმანათლებლო სისტემა და კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა. მიუხედავად ამისა, კამბოჯა უცხოელი ინვესტორებისთვის სასურველი ქვეყანაა დაბალი ხელფასების, აზიის მზა ნედლეულთან სიახლოვისა და მისაღები საგადასახადო პოლიტიკის გამო.

უახლესი ეკონომიკური ისტორია

კამბოჯის ეკონომიკა 
კამბოჯელები ბრინჯის თესვის დროს (2004)

1953 წელს საფრანგეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კამბოჯამ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ხუთი პერიოდი გაიარა: კამბოჯის პირველი სამეფო (1953-1970), ქმერის რესპუბლიკა (1970-1975), დემოკრატიული კამპუჩია (1975-1982) (1982-1993 წლებში გადასახლებაში დემოკრატიული კამპუჩიის კოალიციური მთავრობა), კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკა (1979-1989), შემდგომში კამბოჯის სახელმწიფო (1989-1993) და კამბოჯის მეორე სამეფო (1993 წლიდან დღემდე).

1989 წელს კამბოჯის სახელმწიფოს რეფორმების შედეგად კამბოჯის ეკონომიკური სისტემის ღია საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა დაიწყო. ეკონომიკური რეფორმაციის შემდეგ კერძო საკუთრებაზე უფლებები იქნა დაშვებული, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზაცია დაიწყო. კამბოჯა რეგიონულ და საერთაშორისო ეკონომიკურ ბლოკებში ინტეგრაციაზე ფოკუსირდა, როგორებიცაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია. რეფორმებმა ეკონომიკურ ზრდას შეუწყო ხელი და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საშუალოდ 6.1%-ით იზრდებოდა შიდა არეულობებისა და რეგიონული ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდამდე (აზიის ფინანსური კრიზისი). მდგომარეობის გამოსწორების შემდეგ კამბოჯის ეკონომიკა ყოველწლიურად საშუალოდ 6-8%-ით იზრდება.

სტატისტიკა

ქვემოთ მოცემულ ცხრილში კამბოჯის მთავარი ეკონომიკური ინდიკატორებია განხილული 1986-2020 წლებისთვის. 5%-ზე ნაკლები ინფლაციის მაჩვენებელი გამწვანებულია. წლიური უმუშევრობის დონე მსოფლიო ბანკის მონაცემებიდანაა აღებული, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მათ არასაიმედოდ მიიჩნევს.

წელი მშპ

(მლრდ აშშ $, მსყ. პარიტეტი)

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

(აშშ $, მუპ)

მშპ

(მლრდ აშშ$, ნომინალური)

მშპ ერთ სულ მოსახლეზე

(აშშ $, ნომინალური)

მშპ-ის ზრდა

(რეალური)

ინფლაციის დონე

(%)

უმუშევრობა

(%)

სამთავრობო ვალი

(მშპ-ის %)

1986 n/a n/a 0.21 25.71 n/a n/a n/a n/a
1987 4.25 516.02 კამბოჯის ეკონომიკა 0.1 კამბოჯის ეკონომიკა 17.1 n/a კამბოჯის ეკონომიკა -31.2% n/a n/a
1988 კამბოჯის ეკონომიკა 4.8 კამბოჯის ეკონომიკა 569.1 კამბოჯის ეკონომიკა 0.3 კამბოჯის ეკონომიკა 32.6 კამბოჯის ეკონომიკა 9.6% კამბოჯის ეკონომიკა 23.0% n/a n/a
1989 კამბოჯის ეკონომიკა 5.2 კამბოჯის ეკონომიკა 593.1 კამბოჯის ეკონომიკა 0.3 კამბოჯის ეკონომიკა 39.7 კამბოჯის ეკონომიკა 3.3% კამბოჯის ეკონომიკა 63.8% n/a n/a
1990 კამბოჯის ეკონომიკა 5.4 კამბოჯის ეკონომიკა 602.5 კამბოჯის ეკონომიკა 0.9 კამბოჯის ეკონომიკა 99.8 კამბოჯის ეკონომიკა 1.1% კამბოჯის ეკონომიკა 141.8% n/a n/a
1991 კამბოჯის ეკონომიკა 6.0 კამბოჯის ეკონომიკა 647.5 კამბოჯის ეკონომიკა 2.0 კამბოჯის ეკონომიკა 215.7 კამბოჯის ეკონომიკა 7.6% კამბოჯის ეკონომიკა 191.0% 0.7% n/a
1992 კამბოჯის ეკონომიკა 6.6 კამბოჯის ეკონომიკა 684.4 კამბოჯის ეკონომიკა 2.4 კამბოჯის ეკონომიკა 252.5 კამბოჯის ეკონომიკა 7.1% კამბოჯის ეკონომიკა 75.0% კამბოჯის ეკონომიკა 0.8% n/a
1993 კამბოჯის ეკონომიკა 7.0 კამბოჯის ეკონომიკა 703.6 კამბოჯის ეკონომიკა 2.4 კამბოჯის ეკონომიკა 242.5 კამბოჯის ეკონომიკა 4.0% კამბოჯის ეკონომიკა 114.3% კამბოჯის ეკონომიკა 0.8% n/a
1994 კამბოჯის ეკონომიკა 7.8 კამბოჯის ეკონომიკა 745.9 კამბოჯის ეკონომიკა 2.8 კამბოჯის ეკონომიკა 265.1 კამბოჯის ეკონომიკა 8.2% კამბოჯის ეკონომიკა 10.4% კამბოჯის ეკონომიკა 1.3% n/a
1995 კამბოჯის ეკონომიკა 8.4 კამბოჯის ეკონომიკა 781.7 კამბოჯის ეკონომიკა 3.4 კამბოჯის ეკონომიკა 319.5 კამბოჯის ეკონომიკა 6.0% კამბოჯის ეკონომიკა 10.1% კამბოჯის ეკონომიკა 0.8% n/a
1996 კამბოჯის ეკონომიკა 9.1 კამბოჯის ეკონომიკა 818.5 კამბოჯის ეკონომიკა 3.5 კამბოჯის ეკონომიკა 316.2 კამბოჯის ეკონომიკა 5.9% კამბოჯის ეკონომიკა 7.1% კამბოჯის ეკონომიკა 0.8% 30.2%
1997 კამბოჯის ეკონომიკა 9.6 კამბოჯის ეკონომიკა 842.8 კამბოჯის ეკონომიკა 3.4 კამბოჯის ეკონომიკა 302.2 კამბოჯის ეკონომიკა 4.0% კამბოჯის ეკონომიკა 10.5% კამბოჯის ეკონომიკა 0.9% კამბოჯის ეკონომიკა 31.6%
1998 კამბოჯის ეკონომიკა 10.2 კამბოჯის ეკონომიკა 870.1 კამბოჯის ეკონომიკა 3.1 კამბოჯის ეკონომიკა 267.9 კამბოჯის ეკონომიკა 4.7% კამბოჯის ეკონომიკა 12.9% კამბოჯის ეკონომიკა 0.9% კამბოჯის ეკონომიკა 37.2%
1999 კამბოჯის ეკონომიკა 11.6 კამბოჯის ეკონომიკა 971.9 კამბოჯის ეკონომიკა 3.5 კამბოჯის ეკონომიკა 293.7 კამბოჯის ეკონომიკა 12.7% კამბოჯის ეკონომიკა 2.0% კამბოჯის ეკონომიკა 0.9% კამბოჯის ეკონომიკა 34.7%
2000 კამბოჯის ეკონომიკა 13.0 კამბოჯის ეკონომიკა 1,065.4 კამბოჯის ეკონომიკა 3.7 კამბოჯის ეკონომიკა 300.0 კამბოჯის ეკონომიკა 9.6% კამბოჯის ეკონომიკა -0.8% კამბოჯის ეკონომიკა 1.0% კამბოჯის ეკონომიკა 35.2%
2001 კამბოჯის ეკონომიკა 14.4 კამბოჯის ეკონომიკა 1,158.3 კამბოჯის ეკონომიკა 4.0 კამბოჯის ეკონომიკა 320.0 კამბოჯის ეკონომიკა 8.6% კამბოჯის ეკონომიკა -0.1% კამბოჯის ეკონომიკა 1.0% კამბოჯის ეკონომიკა 34.9%
2002 კამბოჯის ეკონომიკა 15.6 კამბოჯის ეკონომიკა 1,230.7 კამბოჯის ეკონომიკა 4.3 კამბოჯის ეკონომიკა 337.5 კამბოჯის ეკონომიკა 6.6% კამბოჯის ეკონომიკა 0.0% კამბოჯის ეკონომიკა 1.1% კამბოჯის ეკონომიკა 39.7%
2003 კამბოჯის ეკონომიკა 17.3 კამბოჯის ეკონომიკა 1,336.5 კამბოჯის ეკონომიკა 4.7 კამბოჯის ეკონომიკა 360.7 კამბოჯის ეკონომიკა 8.5% კამბოჯის ეკონომიკა 1.0% კამბოჯის ეკონომიკა 1.1% კამბოჯის ეკონომიკა 43.1%
2004 კამბოჯის ეკონომიკა 19.6 კამბოჯის ეკონომიკა 1,489.6 კამბოჯის ეკონომიკა 5.3 კამბოჯის ეკონომიკა 405.6 კამბოჯის ეკონომიკა 10.3% კამბოჯის ეკონომიკა 3.9% კამბოჯის ეკონომიკა 1.1% კამბოჯის ეკონომიკა 42.7%
2005 კამბოჯის ეკონომიკა 22.9 კამბოჯის ეკონომიკა 1,712.6 კამბოჯის ეკონომიკა 6.3 კამბოჯის ეკონომიკა 470.7 კამბოჯის ეკონომიკა 13.3% კამბოჯის ეკონომიკა 6.3% კამბოჯის ეკონომიკა 1.1% კამბოჯის ეკონომიკა 35.6%
2006 კამბოჯის ეკონომიკა 26.1 კამბოჯის ეკონომიკა 1,925.8 კამბოჯის ეკონომიკა 7.3 კამბოჯის ეკონომიკა 536.2 კამბოჯის ეკონომიკა 10.8% კამბოჯის ეკონომიკა 6.1% კამბოჯის ეკონომიკა 1.2% კამბოჯის ეკონომიკა 30.7%
2007 კამბოჯის ეკონომიკა 29.5 კამბოჯის ეკონომიკა 2,149.0 კამბოჯის ეკონომიკა 8.6 კამბოჯის ეკონომიკა 627.8 კამბოჯის ეკონომიკა 10.2% კამბოჯის ეკონომიკა 7.7% კამბოჯის ეკონომიკა 1.3% კამბოჯის ეკონომიკა 29.4%
2008 კამბოჯის ეკონომიკა 32.1 კამბოჯის ეკონომიკა 2,305.0 კამბოჯის ეკონომიკა 10.3 კამბოჯის ეკონომიკა 741.9 კამბოჯის ეკონომიკა 6.7% კამბოჯის ეკონომიკა 25.0% კამბოჯის ეკონომიკა 0.8% კამბოჯის ეკონომიკა 27.0%
2009 კამბოჯის ეკონომიკა 32.4 კამბოჯის ეკონომიკა 2,299.1 კამბოჯის ეკონომიკა 10.4 კამბოჯის ეკონომიკა 737.2 კამბოჯის ეკონომიკა 0.1% კამბოჯის ეკონომიკა -0.7% კამბოჯის ეკონომიკა 0.6% კამბოჯის ეკონომიკა 28.5%
2010 კამბოჯის ეკონომიკა 34.7 კამბოჯის ეკონომიკა 2,437.8 კამბოჯის ეკონომიკა 11.2 კამბოჯის ეკონომიკა 788.2 კამბოჯის ეკონომიკა 6.0% კამბოჯის ეკონომიკა 4.0% კამბოჯის ეკონომიკა 0.8% კამბოჯის ეკონომიკა 28.7%
2011 კამბოჯის ეკონომიკა 38.0 კამბოჯის ეკონომიკა 2,635.9 კამბოჯის ეკონომიკა 12.8 კამბოჯის ეკონომიკა 889.8 კამბოჯის ეკონომიკა 7.1% კამბოჯის ეკონომიკა 5.5% კამბოჯის ეკონომიკა 0.6% კამბოჯის ეკონომიკა 29.7%
2012 კამბოჯის ეკონომიკა 42.4 კამბოჯის ეკონომიკა 2,912.1 კამბოჯის ეკონომიკა 14.1 კამბოჯის ეკონომიკა 965.4 კამბოჯის ეკონომიკა 7.3% კამბოჯის ეკონომიკა 2.9% კამბოჯის ეკონომიკა 0.5% კამბოჯის ეკონომიკა 31.5%
2013 კამბოჯის ეკონომიკა 45.8 კამბოჯის ეკონომიკა 3,109.9 კამბოჯის ეკონომიკა 15.2 კამბოჯის ეკონომიკა 1,034.8 კამბოჯის ეკონომიკა 7.4% კამბოჯის ეკონომიკა 3.0% კამბოჯის ეკონომიკა 0.4% კამბოჯის ეკონომიკა 31.7%
2014 კამბოჯის ეკონომიკა 48.7 კამბოჯის ეკონომიკა 3,271.9 კამბოჯის ეკონომიკა 16.7 კამბოჯის ეკონომიკა 1,123.2 კამბოჯის ეკონომიკა 7.1% კამბოჯის ეკონომიკა 3.9% კამბოჯის ეკონომიკა 0.7% კამბოჯის ეკონომიკა 31.9%
2015 კამბოჯის ეკონომიკა 52.6 კამბოჯის ეკონომიკა 3,500.6 კამბოჯის ეკონომიკა 18.1 კამბოჯის ეკონომიკა 1,203.5 კამბოჯის ეკონომიკა 7.0% კამბოჯის ეკონომიკა 1.2% კამბოჯის ეკონომიკა 0.4% კამბოჯის ეკონომიკა 31.2%
2016 კამბოჯის ეკონომიკა 57.9 კამბოჯის ეკონომიკა 3,816.8 კამბოჯის ეკონომიკა 20.0 კამბოჯის ეკონომიკა 1,320.3 კამბოჯის ეკონომიკა 6.9% კამბოჯის ეკონომიკა 3.0% კამბოჯის ეკონომიკა 0.7% კამბოჯის ეკონომიკა 29.1%
2017 კამბოჯის ეკონომიკა 62.8 კამბოჯის ეკონომიკა 4,097.5 კამბოჯის ეკონომიკა 22.2 კამბოჯის ეკონომიკა 1,446.9 კამბოჯის ეკონომიკა 7.0% კამბოჯის ეკონომიკა 2.9% კამბოჯის ეკონომიკა 0.1% კამბოჯის ეკონომიკა 30.0%
2018 კამბოჯის ეკონომიკა 69.2 კამბოჯის ეკონომიკა 4,466.8 კამბოჯის ეკონომიკა 24.4 კამბოჯის ეკონომიკა 1,578.0 კამბოჯის ეკონომიკა 7.5% კამბოჯის ეკონომიკა 2.4% კამბოჯის ეკონომიკა 0.1% კამბოჯის ეკონომიკა 28.6%
2019 კამბოჯის ეკონომიკა 75.4 კამბოჯის ეკონომიკა 4,832.7 კამბოჯის ეკონომიკა 26.7 კამბოჯის ეკონომიკა 1,713.3 კამბოჯის ეკონომიკა 7.0% კამბოჯის ეკონომიკა 2.0% კამბოჯის ეკონომიკა 0.1% კამბოჯის ეკონომიკა 29.0%
2020 კამბოჯის ეკონომიკა 73.6 კამბოჯის ეკონომიკა 4,695.1 კამბოჯის ეკონომიკა 26.0 კამბოჯის ეკონომიკა 1,655.4 კამბოჯის ეკონომიკა -3.5% კამბოჯის ეკონომიკა 2.9% კამბოჯის ეკონომიკა 0.3% კამბოჯის ეკონომიკა 31.6%
2021 კამბოჯის ეკონომიკა 78.1 კამბოჯის ეკონომიკა 4,930.0 კამბოჯის ეკონომიკა 27.2 კამბოჯის ეკონომიკა 1,720.2 კამბოჯის ეკონომიკა 4.2% კამბოჯის ეკონომიკა 3.1% n/a კამბოჯის ეკონომიკა 33.4%
2022 კამბოჯის ეკონომიკა 84.6 კამბოჯის ეკონომიკა 5,289.9 კამბოჯის ეკონომიკა 29.1 კამბოჯის ეკონომიკა 1,820.9 კამბოჯის ეკონომიკა 6.0% კამბოჯის ეკონომიკა 2.8% n/a კამბოჯის ეკონომიკა 35.4%
2023 კამბოჯის ეკონომიკა 92.0 კამბოჯის ეკონომიკა 5,693.4 კამბოჯის ეკონომიკა 31.3 კამბოჯის ეკონომიკა 1,938.2 კამბოჯის ეკონომიკა 6.3% კამბოჯის ეკონომიკა 3.0% n/a კამბოჯის ეკონომიკა 38.0%
2024 კამბოჯის ეკონომიკა 100.1 კამბოჯის ეკონომიკა 6,136.5 კამბოჯის ეკონომიკა 33.8 კამბოჯის ეკონომიკა 2,072.1 კამბოჯის ეკონომიკა 6.6% კამბოჯის ეკონომიკა 3.0% n/a კამბოჯის ეკონომიკა 41.0%
2025 კამბოჯის ეკონომიკა 108.9 კამბოჯის ეკონომიკა 6,610.2 კამბოჯის ეკონომიკა 36.5 კამბოჯის ეკონომიკა 2,217.5 კამბოჯის ეკონომიკა 6.7% კამბოჯის ეკონომიკა 3.0% n/a კამბოჯის ეკონომიკა 43.9%
2026 კამბოჯის ეკონომიკა 118.5 კამბოჯის ეკონომიკა 7,119.0 კამბოჯის ეკონომიკა 39.5 კამბოჯის ეკონომიკა 2,375.3 კამბოჯის ეკონომიკა 6.8% კამბოჯის ეკონომიკა 3.0% n/a კამბოჯის ეკონომიკა 46.7%

კონკურენტუნარიანობა

კამბოჯის ეკონომიკა 
რეალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით კამბოჯას მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 110-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 106-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1 508.8 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ქვეყნის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.05%-ია. უმუშევრობის დონე 1.0%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 64.9%-ია.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით კამბოჯა 123-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 87-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 125-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 130-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 131-ე, გამჭვირვალობით ― 134-ე, საკუთრების უფლებებით ― 118-ე, კორპორატიული მმართველობით ― 107-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 102-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით კამბოჯას მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 106-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― 96-ე, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 107-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით კამბოჯა 71-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია. ვალების დინამიკის ინდექსი 49.9-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით კამბოჯა 113-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 107-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 115-ს; შრომის ბაზრის მიხედვით 65-ე ადგილზეა. მოქნილობის ინდექსით 94-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 57-ს.

კამბოჯაში არც თუ ისე კარგადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (88-ე ადგილი): სიღრმით 82-ე, ხოლო სტაბილურობით მე-100 ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 84-ე ადგილს იკავებს. კამბოჯაში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (127-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 134-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 76-ს.

ეკონომიკის სექტორები

ტურიზმი

კამბოჯის ეკონომიკა 
ანგკორ-ვატი ― ქვეყნის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა

1960-იან წლებში კამბოჯა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში წამყვანი ტურისტული დანიშნულების სახელმწიფო იყო. შემდგომში გრძელვადიანი სამოქალაქო ომის, დაპირისპირებებისა და ქმერების დროს განხორციელებული გენოციდის გამო კამბოჯის ტურიზმის ინდუსტრია თითქმის სრულად მოიშალა. 1990-იანი წლებიდან ტურიზმი კამბოჯის მეორე უმსხვილესი ინდუსტრია გახდა ტანსაცმლის ინდუსტრიის შემდეგ. 2006 წელს კამბოჯამ ტურიზმის სექტორიდან 1.594 მილიარდი ამერიკული დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 16%-ს შეადგენდა.

კამბოჯაში განსაკუთრებით პოპულარულია კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი. სიემ-რეაპის პროვინციაში მდებარე ინდუისტური ტაძრის, ანგკორ-ვატის სანახავად უამრავი უცხოელი ტურისტი ჩადის. სხვა ღირსშესანიშნაობებს შორისაა კამბოჯის სამეფო სასახლე (პნომპენი და ეკოტურისტული დანიშნულების ადგილები: ტონლესაპის ტბა და მდინარე მეკონგი.

ლიტერატურა

  • Lampert, David (12 January 2007). „Cambodia's woes and the perverse effects of foreign aid“. The Phnom Penh Post. ციტირების თარიღი: 8 January 2014.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

კამბოჯის ეკონომიკა უახლესი ეკონომიკური ისტორიაკამბოჯის ეკონომიკა სტატისტიკაკამბოჯის ეკონომიკა ეკონომიკის სექტორებიკამბოჯის ეკონომიკა ლიტერატურაკამბოჯის ეკონომიკა რესურსები ინტერნეტშიკამბოჯის ეკონომიკა სქოლიოკამბოჯის ეკონომიკა2018ამერიკული დოლარიკამბოჯის ტურიზმიმთლიანი შიდა პროდუქტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საჭმლის მომნელებელი სისტემაგიორგი ანწუხელიძეარსებითი სახელიჯორჯ გერშვინიშვეიცარიაქეთო და კოტე (ოპერა)გაერთიანებული სამეფოგარემოს დაცვაანდებიკალიებისაქართველოს სახელმწიფო დროშაეიფელის კოშკინიკოლა ტესლასტეფანე მღებრიშვილიმონანიება (ფილმი)ნაწლავებისინგაპურიმალდივის რესპუბლიკაადამიანიხევსურეთისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასაქართველოს მდინარეების სიავეფხვისქესობრივი აქტივენის კონგრესიილია IIსვეტიცხოველიდედამიწასაბერძნეთისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)საფრანგეთის რევოლუციაეპითეტიყაზახეთიაღდგომაეკონომიკარიცხვითი სახელიპარალელოგრამიYouTubeსაქართველო XVIII საუკუნეშიჩინეთიშავი ზღვარუსეთის იმპერიასაუდის არაბეთი69 (სექსუალური პოზა)ჩინეთის დიდი კედელიბასიანის ბრძოლამარი ანტუანეტიმთაწმინდამშვილდოსანი (ასტროლოგია)რუსთავიკონტინენტისატურნითუთის აბრეშუმხვევიაიმერეთიიესო ქრისტესაქართველოს ისტორიაზაფხულიოპერაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიდემეტრე Iდავით IV აღმაშენებელილომი (ასტროლოგია)სტამბოლიწრეწირიიუსტინიანე Iმეტაფორაელდარის დაბლობიალექსანდრე I დიდივერძი (ასტროლოგია)ოლიმპიური თამაშებიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიესპანეთიდისლექსიაცოტნე დადიანისაქართველოს თავდაცვის ძალებიქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება🡆 More