თურქეთის სრუტეების კრიზისი

Status quo-ს აღდგენა

თურქეთის სრუტეების კრიზისი
ცივი ომის ნაწილი
თურქეთის სრუტეების კრიზისი
ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ლოკაიციები
თარიღი
1936 წლის 20 ივლისი - 1946 წლის 6 აგვისტო
(10 წელი, 2 კვირა და 3 დღე)
პიკი:
1946 წლის 7 აგვისტო - 1953 წლის 30 მაისი
(6 წელი, 9 თვე, 3 კვირა და 2 დღე)
მდებარეობა შავი ზღვა
მარმარილოს ზღვა
შედეგი

მხარეები
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მეთაურები
ძალები
  • თურქეთის დროშა უცნობი რაოდენობის თურქეთის საზღვაო ძალების გემები
  • აშშ-ის დროშა უცნობი რაოდენობის საზღვაო მრჩეველები
საბჭოთა კავშირის დროშა რამდენიმე საბრძოლო ხომალდი და უნცობი რაოდენობის ქვეითი ჯარი

თურქეთის სრუტეების კრიზისიცივი ომის პერიოდის ტერიტორიული კონფლიქტი სსრკ-ისა და თურქეთს შორის. თურქეთი ოფიციალურად ნეიტრალური რჩებოდა მეორე მსოფლიო ომში 1945 წლამდე. ომის დასრულების შემდეგ, სსრკ თურქეთის მთავრობას აიძულებდა დარდანელის და ბოსფორის სრუტეებში საბჭოთა გემების თავისუფალ გატარებას. როდესაც თურქეთმა სსრკ-ის მოთხოვნა უარყო, დაძაბულობა რეგიონში მკვეთრად გაიზარდა რასაც სსრკ-ის საზღვაო ძალების შესაძლებლობების დემონსტრირება მოჰყვა. კრიზისი იყო ტრუმენის დოქტრინას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიზნე. კრიზისის პიკში, თურქეთის მთავრობამ NATO-ს წევრობით სცადა აშშ-ისგან დახმარების მიღება.

ფონი

სრუტეების მნიშვნელობა

ორი სრუტე (ბოსფორის და დარდანელი) ერთადერთი გასასვლელი კარიბჭეა შავ და ხმელთაშუა ზღვებს შორის, სწორედ ამიტომ დარდანელის და ბოსფორის სრუტეები უმნიშვნელოვანესი სავაჭრო დანიშნულების წერტილები იყო. სრუტეების ასევე მნიშვნელოვანი იყვნენ სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისითაც, ის ვინც ამ სრუტეებს აკონტროლებს შეუძლია სრუტეების ჩაკეტვით მოწინააღმდეგის სახელმწიფოსათვის ბლოკადის მოწყობა, ისე როგორც პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიამ „აშიმშილა“ რუსეთის იმპერია.

პოლიტიკური ფონი

თურქეთის სრუტეების კრიზის ფესვები თურქეთ-სსრკ-ის ურთიერთობებში, მეორე მსოფლიო ომამდე და ომისას აქვს. 1930-იანებამდე ორ სახელმწიფოს თბილი და შეიძლება ითქვას რომ მეგობრული ურთიერთობები ჰქონდათ, 1921 წელს თურქეთის დიდი ნაციონალური ანსაბლეის მთავრობამ და რუსეთის ბოლშევიკებმა ხელი მიაწერეს მოსკოვის ხელშეკრულებას, სადაც ორი მხარე ერთმანეთთან თანამშრომლობას დაჰპირდა.

სრუტეების შეჟიმის მონტრეს კონვენცია 1936 წელს ჩატარდა, ავსტრალიის, ბულგარეთის სამეფოს, საფრანგეთის, ნაცისტური გერმანიის, საბერძნეთის, იაპონიის იმპერიის, საბჭოთა კავშირის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის და იუგოსლავიის სამეფოს დასწრებით, რათა გადაეწყვიტათ ბოსფორის და დარდანელის სრუტეების თურქეთისათვის გადაცემის სამხედრო და რეგულატორული გზები.

1930-იანების ბოლოს და 1940-იანებში, სტალინი ეწინააღმდეგებოდა 1936 წლის კონვენციის შემდეგ მიღწეულ შეთანხმებას და უკვე 1939 წელს ითხოვდა ალტერნატიულ გადაწყვეტას. სტალინმა წამოაყენა სრუტეების სსრკ-ისა და თურქეთის მიერ საერთო კონტროლი. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის შემდეგ ნაცისტურ გერმანიასთან, სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩასლევ მოლოტოვმა გერმანელ კოლეგებს სსრკ-ის მიერ სრუტეების ძალით აღების სურვილი გაუმხილა.

საზღვრების შეუთანხმებლობა თურქეთთან

თურქეთის სრუტეების კრიზისი 
რუკა გვიჩვენებს თურქეთის ტერიტორიებს, რომლებზეც საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ჰქონდა პრეტენზიები 1946 წელს

სსრკ-ის ლიდერ სტალინს თურქეთთან საზღვრის ნორმალიზაცია აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში სომხეთის და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სასარგებლოდ. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა და წარსულში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ს პირველმა მდივანმა, ლავრენტი ბერიამ სტალინს გაუზიარა იდეა, რომ თურქეთის ტერიტორია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მოპარული იქნა ოსმალეთის იმპერიის მიერ. ბერიას თეორიას და შეთავაზებას თურქეთი რომ დათანხმებულიყო, სსრკ-ის გავლენა შავ ზღვასა და ახლო აღმოსავლეთში საგრძნობლად გაიზრდებოდა და თან რეგიონში დააჩქარებდა ბრიტანეთის იმპერიის გავლენის სფეროების განადგურებას ერაყში, ეგვიპტეში, იორდანიასა და პალესტინაში

კრიზისი

გაღვივება

სსრკ-სა და თურქეთს შორის დაძაბულობები გაიზარდა რადგან თურქეთი სრუტეებში გასვლის უფლებას აძლევდა იტალიის სამეფოს და ნაცისტური გერმანიის გემებს მეორე მსოფლიო ომში. ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ სსრკ საკითხს 1945 და 1946 წლებში დაუბრუნდა. 1946 წლის 6 აპრილს სრუტეებს ამერიკული საბრძოლო ხომალდი USS მისური ესტუმრა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა სსრკ-ს ლიდერები.

სსრკ-ის შეტყობინება თურქეთს

1946 წლის 7 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ოფიციალურმა პირებმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მისწერეს წერილი რომ, თურქეთის მიერ სრუტეების მართვა აღარ ემსახურებოდა შავი ზღვის სახელმწიფოების ნაციონალური თავდაცვის ინტერესებს და მაგალითად მოიყვანეს იტალიური და გერმანული საბრძოლო ხომალდები რომლებიც დარდანელის და ბოსფორის სრუტეების გავლით შავ ზღვაში თურქული წინააღმდეგობის გარეშე შევიდნენ (თურქეთმა გერმანული ხომალდები და მათი ეკიპაჟები მხოლოდ 1945 წლის 23 თებერვლის შემდეგ, თურქეთის ომში ჩაბმის შემდეგ, დააკავეს). წერილში ეწერა რომ სრუტის თურქული გამგებლობა აღარ იყო სანდო, მონტროს ხელშეკრულება გაუქმებული იყო და უნდა მოწვეულიყო ახალი საერთაშორისო კონფერენცია.

აშშ-ის პოზიცია

როდესაც თურქეთის სრუტეების პრობლემა პოტსდამის კონფერენციაზე წინ წამოიწია, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა განაცხადა რომ სრუტეების საკითხი იყო საშინაო პოლიტიკური პრობლემა როგორც თურქეთისათვის, ასევე სსრკ-ისათვის და საკითხი მხოლოდ ამ ორმა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტონ. პოტსდამის კონფერენციის შემდეგ დღეებში, როდესაც კრიზისი პიკში შევიდა, აშშ-მ გადაწყვიტა რომ ბოსფორის და დარდანელის სრუტეების არ უნდა ჩავარდეს სსრკ-ის ხელში რადგანაც ამას შეიძლება თურქეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარება გამოეწვია. საიდუმლო ტელეგრამაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და შემდგომში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, დინ აჩესონმა დიპლომატებისათვის პარიზში, დინ აჩესონი ხსნის ამერიკულ პოზიციას სრუტეების საკითხზე.

თურქეთის სრუტეების კრიზისი 
„ჩვენი აზრით სსრკ-ის რეალური მიზანი თურქეთზე კონტროლის დამყარებაა. ჩვენ გვჯერა რომ თუ სსრკ და თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე საერთო კონტროლზე შეთანხმდებიან, მაშინ სსრკ ამ ძალას და სრუტეების კონტროლისათვის გაგზავნილ სამხედროებს გამოიყენებს თურქეთზე აბსოლუტური კონტროლის დასამყარებლად…. მასასადამე მოვიდა დრო გადავწყვიტოთ რომ ნებიმიერი საშუალებით, ნებისმიერ ფასად შევეწინააღმდეგოთ ყველა სახის საბჭოთა აგრესიას თურქეთის წინააღმდეგ. ასეთი პოლიტიკის გატარება დასყრი იქნება სსრკ-ისათვის, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ თურქეთი გახდეს საბჭოთა აგრესიის ადრესატი.“
(დინ აჩესონი)

1946 წლის 20 აგვისტოს, დინ აჩესონი შეხვდა თხუთმეტ ჟურნალისტს, რომლებსაც აუხსნა არსებული სიტუაცია და საკითხზე აშშ-ის პოზიცია საჯაროდ ცნობილი გახადა.

NATO-ს მხარდაჭერა თურქეთს და დე-ესკალაცია

1946 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე, სსრკ-მ გაზარდა საზღვაო ძალების რაოდენობა შავ ზღვაში, სადაც საბჭოთა გემები უამრავ მანევრებს ასრულებდნენ თურქეთის სანაპიროებთან და უცნობი რაოდენობის ქვეითი სამხედროები იქნა გაგზავნილი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. სსრკ-ისაგან დიდი ზეწოლის ქვეშ მყოფმა თურქეთმა დახმარებისათვის აშშ-ს მიმართა. პრეზიდენტმა ტრუმენმა, საკუთარ ადმინისტრაციასთან შეთანხმებითა და რჩევით თურქეთში საზღვაო დავალებათა ძალა გაგზავნა. 1946 წლის 9 ოქტომბერს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა თურქეთისათვის. 1946 წლის 26 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირმა გააუქმა ახალი კონფერენციის მოწვევის მოთხოვნა და ცოტა ხნის შემდეგ რეგიონიდან სამხედრო ძალების უმრავლესობა გამოიყვანა. თურქეთმა მიატოვა ნეიტრალიტეტის პოლიტიკა და მიიღო 100 000 000 აშშ დოლარი ეკონომიკური და სამხედრო დახმარებისათვის ტრუმენის დოქტრინას მიხედვით, რომლის მიზანიც საბერძნეთში და თურქეთში კომუნიზმის გავლენების განადგურება იყო, ორი სახელმწიფო 1952 წელს NATO-ს შეუერთდა.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

თურქეთის სრუტეების კრიზისი ფონითურქეთის სრუტეების კრიზისი კრიზისითურქეთის სრუტეების კრიზისი იხილეთ აგრეთვეთურქეთის სრუტეების კრიზისი სქოლიოთურქეთის სრუტეების კრიზისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კრწანისის ბრძოლაღამურაჰაერის დაბინძურებადედა ენაგოგირდიხვიჩა კვარაცხელიაკახა კალაძენიკო ბაგრატიონივენერა12 მაისიაფრიკატელეფონების ნომრები საქართველოშიპროტესტანტიზმიაია-სოფიას ტაძარილომი (ასტროლოგია)კოლხეთის სამეფოღრიანკალი (ასტროლოგია)შიდა ქართლის მხარესომხეთიდავით IV აღმაშენებელიდიდგორის ბრძოლაგაერთიანებული სამეფომსოფლიოს შვიდი საოცრებარუსეთის ისტორიასაჭმელი ხარისფაშვატიფლისი (ტელესერიალი)აფხაზეთისიტყვალუდომანიადაუნის სინდრომიჯადვარისევასტოპოლიმწერებიშფოთვითი აშლილობებიბაგრატიონებიშავი ზღვაბაქტერიებითვალინახშირბადიშვედეთიფრინველებიმთლიანი შიდა პროდუქტიზებრებიშვეიცარიამიქელანჯელო ბუონაროტიდიეგო მარადონაპლებისციტიმორალიმშრომელთა საერთაშორისო დღებარდა სკლიაროსიმერაბ კოსტავაეგვიპტის პირამიდებიტოლერანტობამორიელებიაფხაზური ენასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშილევანის ტბარაჭაბორჯომითაჯ-მაჰალიმცენარეებინაციონალიზმიპერსონალური კომპიუტერიალცჰაიმერის დაავადებაზმნიზედამარკ ტვენიFacebookნივთიერებასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიორგაზმიდათვისაქართველოს ისტორიული სოფლებისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტინათურაბერძნული მითოლოგიაკომპიუტერის მეხსიერებაშიომღვიმედათა თუთაშხია🡆 More