მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი

რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი — 1939 წლის 23 აგვისტოს მოსკოვში მესამე რაიხსა და სსრკ-ს შორის დადებული თავდაუსხმელობის პაქტი, რომელსაც გერმანიის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა იოახიმ ფონ რიბენტროპმა, ხოლო სსრკ-ის მხრიდან საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა.

ამ პაქტში ასევე საუბარი იყო ცენტრალური ევროპის დაყოფაზე. ეს პაქტი დაირღვა 1941 წელს გერმანიის მიერ, როდესაც იგი თავს დაესხა საბჭოთა კავშირს.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი
მოლოტოვი ხელს აწერს გერმანია-საბჭოთა კავშირის თავდაუსხმელობის პაქტს. მის უკან დგანან სტალინი და რიბენტროპი.

ხელშეკრულების თანახმად, საბჭოთა კავშირს და გერმანიას თავი უნდა აერიდებინათ ერთმანეთზე თავდასხმისაგან, მათ ასევე თავი უნდა შეეკავებინათ ერთმანეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებაში ჩართვისგან იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე ეს სახელმწიფო გახდებოდა თავდასხმის ობიექტი მესამე სახელმწიფოს მიერ. პაქტის მონაწილენი ასევე უარს ამბობდნენ იმ ალიანსში გაწევრიანებაზე, რომელიც თუნდაც არაპირდაპირად ამ რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული. 1948 წელს ხელშეკრულება ხელმისაწვდომი გახდა ფოტოსურათების სახით. 2009 წელს ევროპის პარლამენტმა 23 აგვისტო, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების დღე, გამოაცხადა სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ.

გასაიდუმლოებული მუხლები

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტში არსებული გასაიდუმლოებული მუხლების თანახმად,ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა შეათანხმეს ტერიტორიები, რომლებიც შედიოდნენ თითოეულის ინტერესების სფეროში. პაქტის მიხედვით, ორი სახელმწიფოს ინტერესთა სფეროთა საზღვარი გახდა ლიტვის ჩრდილოეთ საზღვარი. ამავდროულად, ლიტვა იღებდა ვილნიუსს, რომელიც მაშინ პოლონეთის შემადგენლობაში იყო. ასევე ხელშეკრულების მიხედვით საბჭოთა კავშირის გავლენის ქვეშ ექცეოდა ბესარაბია.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

193923 აგვისტოვიაჩესლავ მოლოტოვიიოახიმ ფონ რიბენტროპიმესამე რაიხიმოსკოვისსრკ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ცენტრალური სტადიონი (თბილისი)სტუმარ-მასპინძელიპი (რიცხვი)კურო (ასტროლოგია)ატლანტის ოკეანეჯადოსნური ფლეიტაშირიმნის ბრძოლაჰექტარისაქართველოს ეროვნული პარკების სიანიკო ფიროსმანიანემიაატომიაიდა (ოპერა)მშვილდოსანი (ასტროლოგია)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიერთა ლიგა (უეფა)ფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიააჭარაბეთ არენარითმაწმინდა გიორგიპოლონეთიშიმონ მარცინიაკიალმასიკვიპროსიქართლის გაქრისტიანებათაშმიჯაბიკალანდაფრანც შუბერტიკარტოფილიაღდგომადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიფშავისკოლამიქელანჯელო ბუონაროტიდემეტრე Iბარსელონანონა გაფრინდაშვილიაპენდიციტიპორტუგალიასომხური სამოციქულო ეკლესიაბულგარეთიგველებილეონარდო და ვინჩითბილისის ძეგლებიხინკალიმარტივი და შედგენილი რიცხვებისიყვარულიმალავითორმეტი ოლიმპოელირადიაციაკომუნიზმინიუ-იორკიბახტრიონის ბრძოლანაკიანი წელიწადირამაზ შენგელიაშიდსიფეხბურთი საქართველოშიოთარ კაკაბაძელითოსფეროსინონიმებირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ალექსანდრე მაკედონელის ომებიმეგრული ენათავისუფლება (ფილოსოფია)დავით კლდიაშვილიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიაბსოლუტური მონარქიასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნითევზები (ასტროლოგია)იასონიუეფა-ს თასების მფლობელთა თასიევროპამზევინსენტ ვან გოგისაქართველო V საუკუნეშინარიყალადიდი გეოგრაფიული აღმოჩენები🡆 More