თენგიზ ონიანი (დ.
25 ივნისი, 1928, სოფელი სასაში, ლენტეხის რაიონი — გ. 2012) — ქართველი ბიოლოგი.
თენგიზ ონიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 ივნისი, 1928 |
დაბადების ადგილი | სასაში, ლენტეხის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 2012 |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.
1954-1958 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი. 1958-1962 წლებში ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი, 1962-1967 წლებში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1968 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი, 1975-1980 წლებში დირექტორი. 1980 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიომედიცინის განყოფილების აკადემიკოს–მდივანი. გამოქვეყნებული აქვს 200–მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის წიგნები: „ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგია“ (1965), „მემბრანო–მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში“ (1970), „ლიმბრული სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია“ (1976), „მეხსიერების და ძილ–ღვიძილის ციკლის ნეიროფიზიოლოგია“. არის ავტორი მოთხრობების კრებულებისა: „ბეთქილის ბილიკებზე“ (1962), „ბასრა და ბუნჩა“ (1967), „ლაშხეთიდან ზეკარამდე“ (1972), „ჯარაში და აშდარი“ (1975).
საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ნერვ–კუნთოვანი აპარატის შედარებითი ფიზიოლოგიის საკითხები“, დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა — „მემბრანო–მიოფიბრილური ურთიერთობანი კუნთოვან ბოჭკოში“, დაიცვა 1964 წელს. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.
This article uses material from the Wikipedia ქართული article თენგიზ ონიანი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.