საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტი — ახალი კონსტიტუციის საფუძველზე არჩეული პარლამენტი.
არჩევნები გაიმართა 1995 წლის 5 ნოემბერს. არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტის 235 მანდატიდან 150 მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა იმ პარტიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 %-ზე მეტი. 85 დეპუტატი კი აირჩეოდა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებიდან. მათგან 12 მაჟორიტარ დეპუტატს ავტომატურად მიენიჭა უფლებამოსილება, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ აფხაზეთის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს, ხოლო დანარჩენ 73 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ჩატარდა ჩვეულებისამებრ. შედეგები ასე გადანაწილდა.
N | პოლიტიკური პარტია | მანდატების რაოდენობა | პროპორციული | მაჟორიტარული |
---|---|---|---|---|
1 | საქართველოს მოქალაქეთა კავშირი | 107 | 90 | 17 |
2 | ეროვნულ-დემოკრატიული პარტია | 34 | 31 | 3 |
3 | დემოკრატიული აღორძინების კავშირი | 31 | 25 | 6 |
4 | ბლოკი „პროგრესი“ | 4 | 0 | 4 |
5 | საქართველოს სოციალისტური პარტია | 4 | 0 | 4 |
6 | ბლოკი „თანადგომა“ | 3 | 0 | 3 |
7 | ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი | 2 | 0 | 2 |
8 | საქართველოს რეფორმატორთა კავშირი „ეროვნული თანხმობა“ | 2 | 0 | 2 |
9 | საქართველოს რესპუბლიკური პარტია | 1 | 0 | 1 |
10 | სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი გაერთიანება | 1 | 0 | 1 |
11 | „ლემი“ | 1 | 0 | 1 |
12 | აფხაზეთის დეპუტატები | 12 | 0 | 12 |
13 | დამოუკიდებელი კანდიდატები | 29 | 0 | 29 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article საქართველოს პარლამენტის მეოთხე მოწვევის დეპუტატები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.