ვახტანგ გოგუაძე (დ.
14 თებერვალი, 1940, ლესა, ლანჩხუთის რაიონი — გ. 10 ივნისი, 2007, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პარლამენტის სპიკერი, ფილოლოგი და ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1987).
ვახტანგ გოგუაძე | |
---|---|
ვახტანგ გოგუაძე | |
დაბადების თარიღი | 14 თებერვალი, 1940 ლესა, ლანჩხუთის რაიონი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 10 ივნისი, 2007 (67 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | საქართველოს პარლამენტის სპიკერი |
საქმიანობა | პოლიტიკური მოღვაწე ფილოლოგია ფილოსოფია |
მეუღლე(ები) | ნანა ჩხაიძე |
შვილ(ებ)ი | გიორგი გოგუაძე, თამარ გოგუაძე |
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1963 წელს.
1967–1985 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ესთეტიკის კათედრაზე. 1985–1992 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი იდეურ-აღმზრდელობით დარგში. იკვლევდა ადამიანის ფილოსოფიურ, სახელდობრ, ესთეტიურ პრობლემატიკას; ავტორია წიგნებისა: „ერი გულადი, პურადი“ (1977), „ადამიანი, როგორც ესთეტიკური ფენომენი“ (1980), „მე არც წარსულის, არც მომავლის არ მეშინია“ (1993). სხვადასხვა დროს იყო ეროვნული კონგრესის წევრი (1990). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი ( თბილისი, ისნის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 1992 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საბჭოს მდივანი, 2001–2007 წლებში იყო საქართველო-რუსეთის მეგობრობის კავშირის თავმჯდომარე.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვახტანგ გოგუაძე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.