საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია — საქართველოს უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, დაფუძნებულ იქნა 1941 წლის 25 თებერვალს. პირდაპირი წანამძღვრები, რომელთაც მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში, სადაც გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში მრავალი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდა.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობა
შეიქმნა 25 თებერვალი, 1941
ტიპი სამეცნიერო დაწესებულება
შტაბ-ბინა თბილისი
მდებარეობა საქართველო
წევრები 69 ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და 10 წევრ-კორესპონდენტი
ენა ქართული
მისამართი Rustaveli ave. 52
ქვეყანა საქართველო
თავმჯდომარე როინ მეტრეველი
კავშირები საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო[1] , InterAcademy Partnership[2] , Association of Academies and Societies of Sciences in Asia[3] , Q4288150?, International Union of Academies[4] და All European Academies[5]
http://science.org.ge/

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კოორდინაციას უწევს მეცნიერულ კვლევებს საქართველოში და ამყარებს კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნების აკადემიებთან და მეცნიერულ ცენტრებთან, აგრეთვე კურირებას უწევს საქართველოს 40-ზე მეტ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრს. ამჟამად აკადემიაში 69 ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) 10 წევრ-კორესპონდენტი, 9 სტიპენდიანტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მდიდარი ეროვნულ-მეცნიერული ტრადიციები აქვს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 1941 წლის თებერვალში თბილისში. დამფუძნებელი წევრი აკადემიკოსები იყვნენ: გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება), ივანე ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია), არნოლდ ჩიქობავა (იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება), გიორგი ჩუბინაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობა), სიმონ ჯანაშია (ისტორია), ალექსანდრე ჯანელიძე (გეოლოგია), კორნელი კეკელიძე (ფილოლოგია), ნიკო კეცხოველი (ბოტანიკა), ტარასი კვარაცხელია (სუბტროპიკული კულტურები), ნიკო მუსხელიშვილი (მათემატიკა, აკადემიის პირველი პრეზიდენტი 1941-1972 წლებში), ილია ვეკუა (მათემატიკა, 1972-1977 წწ. აკადემიის პრეზიდენტი), აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება), ალექსანდრე თვალჭრელიძე (მინერალოგია), დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია), კირიაკ ზავრიევი (სამშენებლო მექანიკა) და ფილიპე ზაიცევი (ზოოლოგია).

აკადემიის სხვა მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი (ისტორია), შალვა ნუცუბიძე (ფილოსოფია), გიორგი წერეთელი (აღმოსავლეთმცოდნეობა), სიმონ ყაუხჩიშვილი (კლასიკური ფილოლოგია), კონსტანტინე გამსახურდია (ლიტერატურა), ბორის კუფტინი (არქეოლოგია), სერგი ჯიქია (თურქოლოგია), ელეფთერ ანდრონიკაშვილი (ფიზიკა), სერგი დურმიშიძე (ბიოქიმია), გიორგი მელიქიშვილი (ისტორია), ნიკოლოზ ბერძენიშვილი (ისტორია), ვიქტორ კუპრაძე (მათემატიკა), რევაზ დოღონაძე (კვანტური ელექტროქიმია), ოთარ ლორთქიფანიძე (არქეოლოგია).

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. იგი 30 წლის მანძილზე (1941-1972) ხელმძღვანელობდა აკადემიას. 1972-1977 წლებში აკადემიის პრეზიდენტი იყო ილია ვეკუა, 1978-1986 წლებში — აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, 1986-2005 წლებში — აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე. 2005 წლიდან აკადემიას სათავეში ედგა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე; 2013-2023 წლსბში აკადემიის პრეზიდენტი იყო ბიოტექნოლოგი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, 2023 წლის 7 ივლისიდან აკადემიას ხელმძღვანელობს ისტორიკოსი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

2011 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აღნიშნა „აკადემიის“ დაარსებიდან 70 წელი და მისი პირველი პრეზიდენტის აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის დაბადების 120-ე წლისთავი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> https://council.science/members/online-directory/
  • https://www.interacademies.org/network/member-academies
  • http://aassa.asia/member/academies.php
  • https://web.archive.org/web/20240125131018/http://www.unionacademique.org/en/members
  • https://allea.org/members
  • 6.0 6.1 6.2 საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-12. ციტირების თარიღი: 2014-09-05.
  • Tags:

    1941საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    შალვა პაპუაშვილისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ჩუტყვავილაოქტავიანე ავგუსტუსირომაული ხელოვნებათაშმიჯაბიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგანაღვლის ბუშტიედუარდ შევარდნაძეგველებიჰალოგენებიგასტრიტიბაგრატ III (საქართველოს მეფე)თავისუფლება (ფილოსოფია)ადიშის ოთხთავიაფხაზეთის ომი (1992-1993)ევერესტიეგვიპტის პირამიდებირომბიშველიისკო დასენითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს სამოქალაქო ომიმუშთაიდის ბაღისასანიანთა იმპერიაიმერეთის მხარეძუძუმწოვრებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ვლადიმერ ლენინინინო წილოსანისამასი არაგველიმერწყულიელინიზმიბუოსმალეთის იმპერიაზმნიზედასოზარ სუბარიაბრეშუმის ჭიაამერიკაარგონავტებილობიოლუკა მოდრიჩინაპოლეონ ბონაპარტიეპითეტიეგრისის დიდი ომიკონსტანტინე გამსახურდიაილია IIანა ნაცვლიშვილინაცვალსახელინიკო ბაგრატიონიმშვილდოსანი (ასტროლოგია)ელექტრული დენისისხლის მიმოქცევის სისტემალიტრიტიციან ტაბიძეუდაბნოსაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშისაფრანგეთის რევოლუციაალექსანდრე მაკედონელიგრიგოლ ხანძთელისაქართველოს სატელეფონო კოდებიქართული ენაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაჰემოფილიასაქართველო IX-X საუკუნეებშიაკაკი წერეთელიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაანბანიქუთაისიჩინეთის დიდი კედელიუილიამ შექსპირიდემეტრე Iზამთარივლადიმერ პუტინისამეგრელოქართლის სამეფომორალი🡆 More