მეამბოხე

„დივერგენტის სერია: მეამბოხე“ (ინგლ.

ფილმი დაფუძნებული 2012 წლის რომანზე მეამბოხე, რომელიც ვერონიკა როტის მეორე წიგნია დივერგენტის ტრილოგიაში. ეს არის 2014 ფილმის, დივერგენტის პირდაპირი გაგრძელება და დივერგენტის სერიის მეორე ფილმი. ფილმის პროდიუსერებია ლუსი ფიშერი, პოუია შაბაზიანი და დაგლას უიკი, ხოლო სცენარის ავტორები ბრაიან დუფილდი, აკივა გოლდსმენი და მარკ ბომბექი. შვენტკემ ნილ ბურგერი ჩაანაცვლა და რეჟისორი გახდა. პირველი ფილმის მსგავსად ამ ნაწილშიც, როლებს ასრულებენ: შეილენ ვუდლი და თეო ჯეიმსი. გაგრძელებაში მონაწილეობენ მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობები: ოქტავია სპენსერი, ნაომი უოტსი, სუკი უოტერჰაუსი, როზა სალაზარი, დანიელ დეი კიმი, ჯონი უესტონი, ემჯაი ენტონი და კეინან ლონსდეილი. ფილმის გადაღებები დაიწყო 2014 წლის 27 მაისს, ატლანტაში, ჯორჯია, და დასრულდა 2014 წლის 6 სექტემბერს.

„დივერგენტის სერია: მეამბოხე“
მეამბოხე
ფილმის სერიის ლოგო
ინგლ. The Divergent Series: Insurgent
ჟანრი დისტოპიური
სამეცნიერო ფასტატიკა
მძაფრ-სიუჟეტიანი
რეჟისორი რობერტ შვენტკი
პროდიუსერი დაგლას ვიკი
ლუსი ფიშერი
პოუია შაბაზიანი
ეფუძნება ვერონიკა როთის „მეამბოხე“-ს
როლებში
კომპოზიტორი იოსეფ ტრასანესი
სტუდია Red Wagon Entertainment
Summit Entertainment
Mandeville Films
დისტრიბუტორი Lionsgate Films
გამოსვლის თარიღი

11 მარტი, 2015 (ლონდონი)

20 მარტი, 2015 (აშშ)
ხანგრძლივობა 119 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 110 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 297.3 მილიონი აშშ დოლარი

დივერგენტის სერიები: მეამბოხე გამოვიდა 2015 წლის 20 მარტს, შეერთებულ შტატებში IMAX 3D ფორმატით, ასევე რეგულარული 3D და 2D ფორმატებში. ფილმმა კრიტიკოსებისგან მეტწილად ნეგატიური შეფასებები მიიღო, ზოგი თვლიდა, რომ ფილმი წინამორბედის გაუმჯობესებული ვერსია იყო და მოსწონდათ ვიზუალური სტილი, მოქმედების თანმიმდევრობა და ვუდლის შესრულება. ფილმი აკრიტიკეს სიუჟტისა და წარმოების ხასიათის გამო. ფილმმა კომერციულ წარმატებას მიაღწია, რომელმაც გახსნის შაბათ-კვირას 52,2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ჩარტებში პირველ ადგილზე აღმოჩნდა. კინოთეატრებში გამოსვლისას ფილმმა 297 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

წარმოება

წარმოებამდელი პერიოდი

2013 წლის დეკემბერში, Summit Entertainment-მა განაცხადა, რომ ფილმის გაგრძელება მეამბოხე გამოვიდოდა 2015 წლის 20 მარტს, 2015, მათივე ცნობით ფილმი დივერგენტის პირდაპირი გაგრძელება იქნებოდა. 2013 წლის 16 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ დივერგენტის რეჟისორი ნილ ბურგერი მეორე ნაწილის რეჟისორი არ იქნებოდა. 2014 წლის 13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რობერტ შვენტკეს შესთავაზეს რეჟისორის პოზიცია ფილმისთვის და რომ აკივა გოლდსმანი დაიქირავეს დაფილდის სცენარის დასარედაქტირებლად.

გადაღებები

გადაღებები დაიწყო ატლანტაში 2014 წლის 27 მაისს, და დასრულდა 2014 წლის 6 სექტემბერს. გადაღებები შედგა ამერიკის შეერთებული შტატების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ატლანტაში. Amity Compound– ისთვის ააშენეს კომპლექტი აერლანტის სამხრეთით მდებარე სერენბის თემში. 2014 წლის 11–24 ივნისიდან გადაღებები მიმდინარეობდა ატლანტას ცენტრში ფიჩთრის ქუჩაზე, რომელშიც შედიოდა ზიპლაინის სცენა. 27 ივნისს სცენები გადაიღეს არქივის შენობაში, ატლანტაში . 2014 წლის 12–13 ივლისიდან წარმოება მიმდინარეობდა ჩიკაგოში, სადაც გადაიღეს სცენები უელსის ქუჩაზე, ფრანკლინის ქუჩაზე, ადამსის ქუჩაზე, ვან ბურენის ქუჩაზე და ვერტმფრენის კადრები. ეშლი ჯადმა მისი სცენები ვუდლისთან ერთად გადაიღო 2014 წლის ივნისის ბოლოს.

მუსიკა

2014 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ კომპოზიტორი ჯოზეფ ტრაპანეზი შექმნიდა მუსიკალურ კომპოზიციას. დივერგენტის სერია: მეამბოხე - ორიგინალური საუნდტრეკი (The Divergent Series: Insurgent - Original Motion Picture Soundtrack) ალბომი გამოვიდა 2015 წლის 17 მარტს. პირველი სინგლი, „Holes in the Sky", რომელიც M83-ის მიერ შეიქმნა გამოვიდა 2 მარტს, 2015

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მეამბოხე წარმოებამეამბოხე მუსიკამეამბოხე რესურსები ინტერნეტშიმეამბოხე სქოლიომეამბოხე2015აკივა გოლდსმენიატლანტადაგლას ვიკიდივერგენტი (ფილმი)ვერონიკა როთითეო ჯეიმსიინგლ.ნაომი უოტსიოქტავია სპენსერიშეილინ ვუდლიჯორჯია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ალაზანიანტონიმიქუთაისიცხენისწყალიმარი ანტუანეტინაწლავებიმსოფლიოს შვიდი საოცრებაშინაური ძაღლიქაქუცა ჩოლოყაშვილიალექსანდრე ყაზბეგიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმართლმადიდებლობამღრღნელებიგოგონა მარგალიტის საყურითევროპააჭარაივანე მაჩაბელილიხტენშტაინიჯორჯ გერშვინიქართული სამზარეულოჰიპოთეზადანიასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაცხრა ძმა ხერხეულიძეელექტრობახევსურეთიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიცენტნერიქალწული (ასტროლოგია)ჩუტყვავილაყაზახეთილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიპეტუნიაამერიკის შეერთებული შტატებითახვისელჩუკთა სახელმწიფომსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ალუდა ქეთელაურიმწერებივარძიაშვეიცარიაკრიშტიანუ რონალდუებრაელებიუდაბნოოქტავიანე ავგუსტუსიბირთვული იარაღილიბერალიზმიკონცეფციაკვადრატული მეტრიროდოსის კოლოსიშხარადედამიწაფრანც შუბერტისოკოებიბაბუაწვერაიაკობ გოგებაშვილიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითიტალიაYouTubeმაცივარიკამეჩებისასწორი (ასტროლოგია)მხედრიონიეთერ ლიპარტელიანიგიორგი ყარყარაშვილიდემეტრე Iსამკურნალო მცენარეებიტუბერკულოზიუჯრედიჯვაროსნული ლაშქრობებიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიაღმოსავლეთი საქართველოდედოფალატუტე ლითონებიაზოტიქართული ვაზის ჯიშებიარგონავტები🡆 More