დავით ბეჟუაშვილი (დ.
19 იანვარი, 1969, მანგლისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ოთხი მოწვევის პარლამენტის (1999, 2004, 2008, 2012) წევრი.
დავით ბეჟუაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 19 იანვარი, 1969 |
დაბადების ადგილი | მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი |
ეროვნება | ქართველი |
შვილ(ებ)ი | 2 |
ჯილდოები |
1993 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მაკროეკონომიკა. 1998-1999 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საქგაზში“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (თეთრიწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თეთრიწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: საინიციატივო ჯგუფი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თეთრიწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი ძმა, გელა ბეჟუაშვილი იყო საქართველოს მთავრობის წევრი 2004-2008 წლებში.
This article uses material from the Wikipedia ქართული article დავით ბეჟუაშვილი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.