ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობები

ბიზანტიის იმპერიისა და საქართველოს ურთიერთობები წარმოადგენს ხანგრძლივ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და რელიგიურ ურთიერთობათა რთულ ციკლს, რომელიც ბიზანტიის იმპერიის წარმოქმნიდან მის დაცემამდე უწყვეტად გრძელდებოდა.

ბიზანტია-საქართველოს ურთიერთობები
ბრძოლა ბასილი II-სა და გიორგი I-ს შორის XII საუკუნის ბიზანტიური მინიატურა. გიორგი გამოსახულია ცხენით გაქცეული მარჯვნივ, ბასილს კი ფარი და შუბი უჭირავს მარცხნივ.

ბიზანტია საქართველოს უშუალოდ ესაზღვრებოდა სამხრეთ-დასავლეთიდან და თითქმის მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა ჯერ ცალკეულ ქართულ პოლიტიკურ ერთეულებთან, ხოლო შემდეგ საქართველოს ერთიან სამეფოსთან. ქართველი მეფე-მთავრები და დიდებულები ბიზანტიის მთავრობისაგან იღებდნენ საიმპერიო კარის მაღალი რანგის ტიტულებს. საგანგებო დესპანის ხელით მათ ასევე ეგზავნებოდათ შესაფერისი ტანსაცმელი, სამკაულები, საჩუქრები, თუმცა იმპერიისა და ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის ურთიერთობა ყოველთვის კეთილმეზობლური არ ყოფილა, ზოგჯერ ადგილი ჰქონდა ბიზანტიის აგრესიას საქართველოში, ძირითადად კი ბიზანტიის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უბრალო მფარველობისა და გავლენის ხასიათს ატარებდა.

ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები განსაკუთრებით გაცხოველდა IX-XI სს-ში. საქართველო და ქართველი მოღვაწეები მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ იმპერიის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ცნობილი ბიზანტიოლოგი ჰ. გელცერი აცხადებდა, რომ X საუკუნეში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი სამხედრო თანამდებობა ბიზანტიაში ქართველებსა და სომხებს ეკავათ. X საუკუნეში შიდაპოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტაში ბიზანტიის მთავრობამ დახმარება სთხოვა ტაოს მეფე დავით III-ს, სამაგიეროდ იმპერატორმა მას ვრცელი ტერიტორიები უბოძა. დავით III-ის მემკვიდრეობისათვის ბრძოლა საბაბი გახდა იმისა, რომ XI ს-ის დასაწყისიდან ბიზანტია საქართველოს მიმართ აშკარა ექსპანსიურ პოლიტიკაზე გადავიდა. ბიზანტიელები არავითარ საშუალებას არ ერიდებოდნენ, აწყობდნენ პოლიტიკურ ინტრიგებს, ცდილობდნენ იმპერატორის მხარეს გადაებირებინათ ქართველი დიდებულები, მათ ბიზანტიაში იწვევდნენ, ადგილ-მამულებსა და დიდ თანამდებობებს აძლევდნენ. ამ პერიოდში ბიზანტიაში თითქმის არც ერთ შიდაპოლიტიკურ ბრძოლასა და დაპირისპირებას არ ჩაუვლია საქართველოს ან იმპერიაში მყოფ ქართველ მოღვაწეთა მონაწილეობის გარეშე. ამ უკანასკნელთა მოქმედება ხშირ შემთხვევაში საქართველოს სამეფოს ინტერესებს ემთხვეოდა და ბიზანტიის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ იყო მიმართული.

XI საუკუნის 70-იანი წლებიდან ბიზანტიისა და საქართველოს ურთიერთობა არსებითად შეიცვალა, მათ შორის მშვიდობიანობა დამყარდა. ამგვარი ურთიერთობა უცვლელი დარჩა ბიზანტიაში კომნენოსთა დინასტიის მმართველობის დასასრულამდე (XII ს-ის 80-იანი წლები). საქართველოს მეფე ბიზანტიის ფორმალურ ვასალად რჩებოდა დავით IV აღმაშენებლის მეფობის (1089-1125 წწ) პირველ პერიოდამდე. უფლისწულობისას და მეფობის დასაწყისში დავით აღმაშენებელი ჯერ კიდევ სევასტოსად და პანიპერ-სევასტოსად იწოდებოდა, მაგრამ შემდგომ არც მას და არც სხვა ქართველ მეფეებს ბიზანტიური ტიტულები აღარ ჰქონიათ.

ბიზანტია-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობამ ასახვა ჰპოვა როგორც პოლიტიკური, ისე კულტურული და რელიგიური ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროში.

ლიტერატურა

კომენტარები

სქოლიო

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საათი (ერთეული)გლობალური დათბობაბაროკოხელოვნური თანამგზავრიკაცია-ადამიანი?!ფრენბურთიქრომოსომაგიორგი I (საქართველოს მეფე)ნარიყალაკარტოფილიკანიფერმენტებიYouTubeქართული დამწერლობათეთნულდისაქართველოს პრემიერ-მინისტრიმორალიტბართველიგასტრიტივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიკონსტანტინოპოლიაქლემიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)უდაბნომიხეილ ჯავახიშვილიჰიდრავლიკააღდგომალეკიანობაკლიმატის ცვლილებაემპათიალეჩხუმიფერნანდო მაგელანიმღრღნელებიბარბიტურატებიმიუზიკლიქვეწარმავლებიგარემოს დაცვამეგობრობააზერბაიჯანიმარიამ მეგვიპტელისამანიშვილის დედინაცვალიანანურის ციხეგიორგობაკონსერვატიზმი1832 წლის შეთქმულებაქართული ენამამა გაბრიელირაბათის ციხერომის დაარსებამცხეთის ჯვრის მონასტერიბარაკონითეიმურაზ IIსამკურნალო მცენარეებისასწორი (ასტროლოგია)ნეიმარიეგვიპტეგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამტკვარიერთეულთა საერთაშორისო სისტემაუქმე დღეები საქართველოშიმაიმუნებიჰემოგლობინითავისუფლების დიდი ქარტიატოლგვერდა სამკუთხედირუსეთ-საქართველოს ომი (1921)აფრიკის ქვეყნების სიანახშირწყლებითორნიკე ერისთავისაქართველო IX-X საუკუნეებშიმცხეთაფრანკთა სახელმწიფოშოვისაქართველოს მმართველთა სიაპროტესტანტიზმიკათოლიციზმი🡆 More