გელა ბეჟუაშვილი

გელა ბეჟუაშვილი (დ.

1 მარტი, 1967, მანგლისი) — ქართველი პოლიტიკოსი, სხვადასხვა დროს საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი.

გელა ბეჟუაშვილი
გელა ბეჟუაშვილი
ფოტო გადაღებულია გელა ბეჟუაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, პოლ ვოლფოვიცის, შეხვედრის დროს 2004 წელს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ოქტომბერი 2005 – 31 იანვარი 2008
წინამორბედისალომე ზურაბიშვილი
მემკვიდრედავით ბაქრაძე

საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 თებერვალი, 2008 – 27 დეკემბერი, 2013

საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 10 ივნისი, 2004

დაბადებული1 მარტი, 1967
მანგლისი
ხელმოწერაგელა ბეჟუაშვილი

ბიოგრაფია

1991 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის იურისტის კვალიფიკაცია. 1997 წელს დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ), რის შემდგომაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 წელს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაში (აშშ). სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური კურსები სამართლისა და სახელმწიფო მართვის საკითხებში აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1996 – დაჯილდოებულია აშშ-ს მთავრობის სტიპენდიით. 1998 წელს დაჯილდოებულია გაერო-ს სტიპენდიით.

სამუშაო გამოცდილება

გელა ბეჟუაშვილი 
გელა ბეჟუაშვილი და კონდოლიზა რაისი.
გელა ბეჟუაშვილი 
გელა ბეჟუაშვილი, ზურაბ ჟვანია და პოლ ვოლფოვიცი.
  • 1991-1993 - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე.
  • 1993-1996 - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ყაზახეთის რესპუბლიკაში.
  • 1997-2000 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.
  • 2000-2004 - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
  • 2004 - საქართველოს პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი.
  • 2004-2005 - საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნი.
  • 2005 - 2008 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.
  • 1998-2000 - აქტიურად თანამშრომლობდა ევროპულ სტრუქტურებთან:იყო ევროპის საბჭოს სახელმწიფო მრჩეველთა კომოტეტის ექსპერტი საერთაშორისო სამართლის სფეროში (CAHDI); ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფის ექსპერტი (GMS); ევროპის საბჭოს ეროვნული უმცირესობათა დაცვის კომიტეტის ექსპერტი (DH-MIN); ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ექსპერტი (საკონსტიტუციო სამართალი).
  • 1999 - იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი BSEC-ის მაღალი დონის ოფიციალურ მოლაპარაკებებსა და შეხვედრებზე, ქ. სტამბოლში, ქ. სალონიკსა და ქ. კიშინიოვში. აგრეთვე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრთა კონფერენციებზე ქ. კიშინიოვში.
  • 1997-1999 - იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
  • 2000 - ძირითად საქმიანობასთან პარალელურად ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას საერთაშორისო სამართლის საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ნაშრომი და წიგნი.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. გელა ბეჟუაშვილი დასახელებულ იქნა 2004 წლის ადამიანად აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით თევზაძე
თავდაცვის მინისტრი
2004
შემდეგი:
გიორგი ბარამიძე
წინამორბედი:
ივანე მერაბიშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
2004 – 2005
შემდეგი:
ლევან ჭოლაძე
წინამორბედი:
სალომე ზურაბიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
2005 – 2008
შემდეგი:
დავით ბაქრაძე
გელა ბეჟუაშვილი 
არის გვერდი თემაზე:


Tags:

1 მარტი1967მანგლისიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკრწანისის ბრძოლასახელმწიფოქართული საბჭოთა ენციკლოპედიამეორე მსოფლიო ომილუდვიგ ვან ბეთჰოვენისოლომონ კვირკველიაასურელი მამებიკახა კალაძებიზანტიის იმპერიაუოტფორდი (საფეხბურთო კლუბი)სვანური კოშკიმარიხუანათითაობაკაპიტალიზმიეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციარაბათის ციხექართული ვაზის ჯიშებივიკიპედიანაღვლის ბუშტივასკულიტიბასიანის ბრძოლათეთრი დათვიჩერნობილის კატასტროფააღმოსავლეთი საქართველოშვეიცარიამთლიანი შიდა პროდუქტიყიზილბაშებისაქართველოს დაცული ტერიტორიებისაქართველოს ოქროს ხანათბილისის ბოტანიკური ბაღინარკომანიაირაკლი ღარიბაშვილიცივი ომიბრაზილიანიუტონის კანონებიანტონიმისაქართველოს სატელეფონო კოდებიდორტმუნდიმალტაქაშვეთის ეკლესიასოლომონ დოდაშვილიკავკასიონიგიორგი V ბრწყინვალედათა თუთაშხიაასტანაანგკორ-ვატიჰაერის დაბინძურებაჟანა დ’არკინოდარ დუმბაძერესპუბლიკასაქართველოს სოფლებიგრიგორიანული კალენდარიკლაუს მაინექართული ხალხური საკრავებივერძი (ასტროლოგია)რიონივარდიქართული გვარიგაზაფხულიტერენტი გრანელიჯაბა კანკავაალექსანდრე ჩივაძეაზერბაიჯანიტაო-კლარჯეთიინგლისური ენავილი სანიოლიგიორგი ჩაკვეტაძემდინარეიაპონიასაათი (ერთეული)სამხრეთი ამერიკაინდოეთიზვიად გამსახურდიაკუთხე🡆 More