ლევან ჭოლაძე

ლევან ჭოლაძე (დ.

9 აპრილი, 1978, თბილისი, საქართველო) — ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2007-08) და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (2005).

ლევან ჭოლაძე
ლევან ჭოლაძე
დაბადების თარიღი 9 აპრილი, 1978
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
საქმიანობა შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში
მეუღლე/ები ელენე ბაზიერაშვილი
შვილ(ებ)ი ვახტანგ ჭოლაძე
ნიკოლოზ ჭოლაძე
ეკატერინე ჭოლაძე
ჯილდოები

"ღირსების მედალი"

"ტყიბულის საპატიო მოქალაქე"

განათლება

  • 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
  • 2002 წელს გაიარა ნიდერლანდების სამეფო აკადემიის საერთაშორისო უსაფრთხოების კურსი.
  • 2003 წლის ზაფხულში სწავლობდა ლიდსის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის ქ. იორკის წმ. ჯონის სახელობის კოლეჯში.
  • 2003 წელს სწავლობდა ნატო-ს თავდაცვის კოლეჯში (ქ. რომი).

სამუშაო გამოცდილება

  • 1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პროკურატურის სისტემაში.
  • 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროს იურისკონსულტად; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს განყოფილების უფროსად; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; საერთაშორისო სამართლებრივი სამმართველოს უფროსად; თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთოებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;
  • 2004 წლის თებერვლიდან ეკავა საქართველოს თავდაცვის მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა.
  • 2004 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ
  • 2005 წლის 20 მაისს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილედ.
  • 2005 წლის 19 ოქტომბერს დაეკისრა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება.
  • 2005 წლის 18 ნოემბერიდან 2005 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა.
  • 2005 წლის 29 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ.
  • 2007 წლის 11 მაისიდან 2008 წლის 11 ივლისამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.
  • 2008 წლის 10 ნოემბრიდან 2011 წლის 16 მაისამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე.
  • 2011 წლის მაისიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით შპს "იბერია კაპიტალ ინვესტი"-ს დამფუძნებელი/პარტნიორი.
  • 2013 წლის ივლისიდან 2016 წლის 20 თებერვლამდე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორი.
  • 2014 წლის ივნისიდან შრი-ლანკას დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში.

სხვა ცნობები

  • დაჯილდოებულია ღირსების მედლით.
  • ქ. ტყიბულის საპატიო მოქალაქე.
  • მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
  • არის “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანაავტორი.
  • 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა “საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა” და “საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის” შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფებს.

სქოლიო

წინამორბედი:
ზურაბ სოსელია
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
2007 – 2008
შემდეგი:
ლევან ბეჟაშვილი
წინამორბედი:
გელა ბეჟუაშვილი
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
2005 ოქტომბერი-დეკემბერი
შემდეგი:
კონსტანტინე კემულარია

Tags:

ლევან ჭოლაძე განათლებალევან ჭოლაძე სამუშაო გამოცდილებალევან ჭოლაძე სხვა ცნობებილევან ჭოლაძე სქოლიოლევან ჭოლაძე19789 აპრილითბილისისაქართველოსაქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსაქართველოს კონტროლის პალატაქართველი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დავით სარაჯიშვილიდედამიწის დღემიუზიკლიბიბლიაპორტუგალიაბალტიმორიბულბულიმანგლისიელისაბედ IIნიკოლოზ ბარათაშვილისომხური სამოციქულო ეკლესიაშვედეთიირაკლი კობახიძემცხეთაგეორგიევსკის ტრაქტატილაშა ბექაურისაჭმლის მომნელებელი სისტემაკონსტანტინოპოლიანგარიშთა გეგმაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ამირანი (მითოლოგია)იაპონიაჰარი პოტერიაღმოსავლეთი კავკასიონივერძი (ასტროლოგია)რაბათის ციხეალჟირირენესანსისულეიმან Iკანონიერი ქურდიმთავარი გვერდისოკოებიკლიმატიკვადრატული კილომეტრიისლამილონდონიწმინდა ნინოიგიშუშანიკის წამებავინსენტ ვან გოგიშენგენის ზონამუშთაიდის ბაღიინტერნეტიკუნილინგუსიფემინიზმითერგდალეულებისაქართველოს სახელმწიფო გერბისაქართველოს ქალაქებიჰაერის დაბინძურებარობერტ ლუის სტივენსონიბუნებრივი გადარჩევამათემატიკაპრეისტორიასამკურნალო მცენარეებიმურად IVორგანული ნივთიერებებიილია IIვლადიმერ ლენინიბიძინა ივანიშვილიქისტებირუი ჰაჩიმურაჰონგ-კონგიგურამ კაშიაგასტრიტიკვადრატიმგელიხუჯაბირუსთავიატომისამცხე-ჯავახეთის მხარესეფსისიმიხეილ მესხიენგური🡆 More