ბანგლადეშის ეკონომიკა

ბანგლადეშის ეკონომიკა განვითარებადი საბაზრო ეკონომიკით ხასიათდება.

იგი მსოფლიოში სიდიდით 41-ე ეკონომიკაა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ხოლო 30-ე ადგილზეა მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით. მიეკუთვნება საშუალო კლასის ეკონომიკებს და ჯიმ ო'ნილის კლასიფიკაციით შემდეგი თერთმეტი (Next Eleven) სახელმწიფოს ნაწილია. 2019 წლის პირველ კვარტალში ბანგლადეში მსოფლიოში მეშვიდე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო იყო როგორც რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის, ისე მუდმივ ფასებში მოცემული მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და წლიური ზრდის მაჩვენებელი 8.3%-ს უტოლდებოდა. ქვეყნის ფინანსური ცენტრები დაკა და ჩიტაგონგია, სადაც დაკის საფონდო ბირჟა და ჩიტაგონგის საფონდო ბირჟაა განთავსებული. ბანგლადეშის ფინანსური სექტორი მეორე ადგილზეა ინდოეთის სუბკონტინენტზე. ბანგლადეში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა როგორც სამხრეთ აზიაში, ისე მთელს მსოფლიოში.

ბანგლადეშის ეკონომიკა
დაკაბანგლადეშის ფინანსური ცენტრი

2004 წლის შემდეგ ათწლეულში ბანგლადეშის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 4.5%-ით იზრდებოდა. აღნიშნული ზრდა მეტწილად ტექსტილის ნაწამის ექსპორტით, ფულადი გზავნილებითა და სოფლის მეურნეობის სექტორით იყო განპირობებული. ქვეყანა ექსპორტზე ორიენტირებულ ინდუსტრიალიზაციაზე აკეთებს აქცენტს. ექსპორტის წამყვანი სექტორებია ტექსტილი, გემთმშენებლობა, ზღვის პროდუქტები, ტყავის საქონელი და ჯუთი. ბანგლადეშში ეროვნულ დონეზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის საკმარისადაა განვითარებული ფარმაცევტული, ლითონებისა და კვების ინდუსტრია. ბოლო წლებში სწრაფად გაიზარდა ბანგლადეშის ტელეკომუნიკაციების მრეწველობა და უცხოური კომპანიებიდან დიდი რაოდენობით ინვესტიციები მოიზიდა. ბანგლადეშს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რეზერვები აქვს და აზიის მასშტაბით მეშვიდე ადგილზეა ბუნებრივი აირის წარმოების მხრივ. ბენგალის ყურეში, ბანგლადეშის საზღვაო ტერიტორიაზე იზრდება ბუნებრივი აირის ოფშორული მოპოვების მასშტაბები. ქვეყანას კირქვის დიდი რაოდენობით დეპოზიტებიც აქვს. ქვეყნის მასშტაბით ზრდადი საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორია განვითარებისთვის ქვეყანა ციფრული ბანგლადეშის სქემის დანერგვას უჭერს მხარს.

ბანგლადეში ნეპალისააბჰუტანისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოა. ზღვაზე გასასვლელის არმქონე ამ სახელმწიფოებისთვის ზღვაზე წვდომას ბანგლადეშის საზღვაო პორტები უზრუნველყოფენ. ბანგლადეში პოტენციური გასასვლელია ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისთვისაც, მათ შორის ტიბეტის, სიჩუანისა და იუნანისთვის.

ბანგლადეში D-8 ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და ინფრასტრუქტურის ინვესტიციების აზიური ბანკის წევრია.

ეკონომიკის სექტორები

ბანგლადეშის ეკონომიკა 
ბანგლადეშის ტერიტორიები, სადაც სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტები მოჰყავთ

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა ბანგლადეშში დასაქმების უდიდეს სექტორს წარმოადგენს. 2017 წელს ბანგლადეშის მთლიანი შიდა პროდუქტის 14.2% სოფლის მეურნეობაზე მოდიოდა და ამ სექტორში სამუშო ძალის 42.7% იყო დასაქმებული. ამ სექტორის საქმიანობას ძალიან დიდი გავლენა აქვს მთავარ მაკროეკონომიკურ ინდიკატორებზე, როგორებიცაა დასაქმება, უმუშევრობის შემცირება, ადამიანური რესურსების განვითარება, საკვებით უზრუნველყოფით უსაფრთხოება და სხვა ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლები. ბანგლადეშელთა დიდი ნაწილის საარსებო წყარო სოფლის მეურნეობაა. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, მიუხედავად არასათანადო პირობებისა, ბანგლადეშში ინტენსიური სოფლის მეურნეობა სტაბილურად ვითარდება. გაუმჯობესდა წყალდიდობის კონტროლი და ირიგაცია, უფრო ეფექტურად გამოიყენება სასუქები და განაწილებისა და სასოფლო კრედიტების ქსელიც განვითარდა.

ტურიზმი

ბანგლადეშის ეკონომიკა 
საჯეკის ხეობა ― ბანგლადეშის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა

მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2013 წლის მოხსენების მიხედვით, ბანგლადეშში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში 2012 წელს პირდაპირ 1 281 500 სამუშაო ადგილი იყო შექმნილი, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის მთლიანი ნაწილის 1.8%-ს შეადგენდა. ამ მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიო მასშტაბით 178 ქვეყნიდან 157-ე ადგილზე იმყოფებოდა. პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილების რაოდენობა 2 714 500 იყო, რაც ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის 3,7%-ს შეადგენს. 2012 წლისთვის მთლიან შიდა პროდუქტში მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროდან პირდაპირი შემოსავლების პროცენტული მაჩვენებლით ბანგლადეში მსოფლიოს 176 ქყვეყანას შორის 142-ე ადგილზე იმყოფებოდა. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭო 2023 წლისთვის ბანგლადეშში ტურიზმის სფეროში 1 785 000 სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს, ხოლო საერთო ჯამში ― 3 891 000 სამუშაო ადგილის, რაც ქვეყნის დასაქმებულთა დაახლოებით 4.2%-ს უტოლდება.

მაკროეკონომიკური ტრენდები

ბანგლადეშის ეკონომიკა 
ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის განვითარება 1950 წლიდან

ქვემოთ მოცემულია მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები ბანგლადეშისთვის მიახლოებული საბაზრო ფასებით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა მოცემული ბანგლადეშურ ტაკაში. ცხრილში მხოლოდ ფორმალური სექტორის მაჩვენებლებია ასახული.

წელი მშპ (მლნ ტაკა) აშშ $ გაცვლითი კურსი ინფლაციის ინდექსი
(2000=100)
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი
(აშშ-ის %-ის სახით)
1980 250,300 16.10 ტაკა 20 1.79
1985 597,318 31.00 ტაკა 36 1.19
1990 1,054,234 35.79 ტაკა 58 1.16
1995 1,594,210 40.27 ტაკა 78 1.12
2000 2,453,160 52.14 ტაკა 100 0.97
2005 3,913,334 63.92 ტაკა 126 0.95
2008 5,003,438 68.65 ტაკა 147
2015 17,295,665 78.15 ტაკა 196 2.48
2019 26,604,164 84.55 ტაკა 2.91

2009 წლისთვის საშუალო საათობრივი ანაზღაურება 0.58 $-ს უდრიდა.

ქვემოთ მოცემულია მთავარი ეკონომიკური ინდიკატორები 1980–2019 წლებისთვის. 5%-ზე ნაკლები ინფლაცია მწვანედაა ნაჩვენები.

წელი მშპ
(მლრდ $ (მუპ))
ერთ სულ მოსახლეზე მშპ
(აშშ$ (მუპ))
მშპ-ის ზრდა
(რეალური)
ინფლაციის დონე
(%)
უმუშევრობის დონე

(%)

სამთავრობო ვალი
(მშპ-ის %)
ინვესტიციების ჯამი

(მშპ-ის %)

1980 41.2 500 ბანგლადეშის ეკონომიკა 3.1 % ბანგლადეშის ეკონომიკა 15.4 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 14.44 %
1981 ბანგლადეშის ეკონომიკა 47.4 ბანგლადეშის ეკონომიკა 560 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 14.5 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 17.16 %
1982 ბანგლადეშის ეკონომიკა 52.0 ბანგლადეშის ეკონომიკა 597 ბანგლადეშის ეკონომიკა 3.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 12.9 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა  17.36%
1983 ბანგლადეშის ეკონომიკა 56.5 ბანგლადეშის ეკონომიკა 633 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 9.5 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 16.56 %
1984 ბანგლადეშის ეკონომიკა 61.0 ბანგლადეშის ეკონომიკა 664 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 10.4 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 16.48 %
1985 ბანგლადეშის ეკონომიკა 65.3 ბანგლადეშის ეკონომიკა 693 ბანგლადეშის ეკონომიკა 3.7 % ბანგლადეშის ეკონომიკა 10.5 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 15.83 %
1986 ბანგლადეშის ეკონომიკა 69.3 ბანგლადეშის ეკონომიკა 715 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 10.2 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 16.18 %
1987 ბანგლადეშის ეკონომიკა 73.1 ბანგლადეშის ეკონომიკა 735 ბანგლადეშის ეკონომიკა 2.9 % ბანგლადეშის ეკონომიკა 10.8 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 15.47 %
1988 ბანგლადეშის ეკონომიკა 77.5 ბანგლადეშის ეკონომიკა 759 ბანგლადეშის ეკონომიკა 2.4 % ბანგლადეშის ეკონომიკა 9.7 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 15.74 %
1989 ბანგლადეშის ეკონომიკა 84.0 ბანგლადეშის ეკონომიკა 801 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 8.7 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 16.12 %
1990 ბანგლადეშის ეკონომიკა 91.1 ბანგლადეშის ეკონომიკა 848 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 10.5 % n/a n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 16.46 %
1991 ბანგლადეშის ეკონომიკა 98.1 ბანგლადეშის ეკონომიკა 892 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 8.3 % 2.20 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 16.90 %
1992 ბანგლადეშის ეკონომიკა 105.1 ბანგლადეშის ეკონომიკა 935 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.8 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.25 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 17.31 %
1993 ბანგლადეშის ეკონომიკა 112.3 ბანგლადეშის ეკონომიკა 977 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.37 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 17.95 %
1994 ბანგლადეშის ეკონომიკა 119.9 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,021 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 6.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.44 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 18.40 %
1995 ბანგლადეშის ეკონომიკა 128.2 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,069 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.8 % ბანგლადეშის ეკონომიკა 10.1 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.48 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 19.12 %
1996 ბანგლადეშის ეკონომიკა 137.1 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,120 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.51 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 20.73 %
1997 ბანგლადეშის ეკონომიკა 146.8 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,175 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 5.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.69 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 21.82 %
1998 ბანგლადეშის ეკონომიკა 155.9 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,223 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 8.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.83 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 22.12 %
1999 ბანგლადეშის ეკონომიკა 166.9 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,284 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.4 % ბანგლადეშის ეკონომიკა 6.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.10 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 22.72 %
2000 ბანგლადეშის ეკონომიკა 180.2 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,361 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 2.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.27 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 23.81 %
2001 ბანგლადეშის ეკონომიკა 193.2 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,434 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.8 % ბანგლადეშის ეკონომიკა 1.9 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.55 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 24.17 %
2002 ბანგლადეშის ეკონომიკა 205.7 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,501 ბანგლადეშის ეკონომიკა 4.8 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.7 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.96 % n/a ბანგლადეშის ეკონომიკა 24.34 %
2003 ბანგლადეშის ეკონომიკა 221.9 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,594 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.8 % ბანგლადეშის ეკონომიკა 5.4 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.32 % 44.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 24.68 %
2004 ბანგლადეშის ეკონომიკა 241.9 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,713 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.1 % ბანგლადეშის ეკონომიკა 6.1 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.30 % ბანგლადეშის ეკონომიკა 43.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 24.99 %
2005 ბანგლადეშის ეკონომიკა 265.5 ბანგლადეშის ეკონომიკა 1,855 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 7.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.25 % ბანგლადეშის ეკონომიკა 42.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 25.83 %
2006 ბანგლადეშის ეკონომიკა 292.4 ბანგლადეშის ეკონომიკა 2,018 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.9 % ბანგლადეშის ეკონომიკა 6.8 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.59 % ბანგლადეშის ეკონომიკა 42.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 26.14 %
2007 ბანგლადეშის ეკონომიკა 319.7 ბანგლადეშის ეკონომიკა 2,183 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 9.1 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.77 % ბანგლადეშის ეკონომიკა 41.9 % ბანგლადეშის ეკონომიკა 26.18 %
2008 ბანგლადეშის ეკონომიკა 344.0 ბანგლადეშის ეკონომიკა 2,325 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 8.9 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.07 % ბანგლადეშის ეკონომიკა 40.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 26.20 %
2009 ბანგლადეშის ეკონომიკა 365.0 ბანგლადეშის ეკონომიკა 2,441 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.9 % ბანგლადეშის ეკონომიკა 5.00 % ბანგლადეშის ეკონომიკა 39.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 26.21 %
2010 ბანგლადეშის ეკონომიკა 391.7 ბანგლადეშის ეკონომიკა 2,592 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 9.4 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.37 % ბანგლადეშის ეკონომიკა 35.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 26.25 %
2011 ბანგლადეშის ეკონომიკა 425.8 ბანგლადეშის ეკონომიკა 2,785 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 11.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 3.71 % ბანგლადეშის ეკონომიკა 36.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 27.42 %
2012 ბანგლადეშის ეკონომიკა 460.8 ბანგლადეშის ეკონომიკა 2,979 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 6.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.04 % ბანგლადეშის ეკონომიკა 36.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 28.26 %
2013 ბანგლადეშის ეკონომიკა 496.5 ბანგლადეშის ეკონომიკა 3,171 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 7.5 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.43 % ბანგლადეშის ეკონომიკა 35.8 % ბანგლადეშის ეკონომიკა 28.39 %
2014 ბანგლადეშის ეკონომიკა 537.3 ბანგლადეშის ეკონომიკა 3,396 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 7.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.41 % ბანგლადეშის ეკონომიკა 35.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 28.58 %
2015 ბანგლადეშის ეკონომიკა 581.6 ბანგლადეშის ეკონომიკა 3,638 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.8 % ბანგლადეშის ეკონომიკა 6.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.42 % ბანგლადეშის ეკონომიკა 33.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 28.89 %
2016 ბანგლადეშის ეკონომიკა 629.9 ბანგლადეშის ეკონომიკა 3,900 ბანგლადეშის ეკონომიკა 7.2 % ბანგლადეშის ეკონომიკა 5.7 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.35 % ბანგლადეშის ეკონომიკა 33.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 29.65 %
2017 ბანგლადეშის ეკონომიკა 710.5 ბანგლადეშის ეკონომიკა 4,331 ბანგლადეშის ეკონომიკა 7.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 5.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.37 % ბანგლადეშის ეკონომიკა 32.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 30.51 %
2018 ბანგლადეშის ეკონომიკა 785.9 ბანგლადეშის ეკონომიკა 4,730 ბანგლადეშის ეკონომიკა 7.3 % ბანგლადეშის ეკონომიკა 5.6 % ბანგლადეშის ეკონომიკა 4.30 % ბანგლადეშის ეკონომიკა 34.0 % ბანგლადეშის ეკონომიკა 31.23 %
2019 ბანგლადეშის ეკონომიკა 869.4 ბანგლადეშის ეკონომიკა 5,228 ბანგლადეშის ეკონომიკა 7.9% ბანგლადეშის ეკონომიკა 5.5% ბანგლადეშის ეკონომიკა 4.29 % ბანგლადეშის ეკონომიკა 33.5% ბანგლადეშის ეკონომიკა 31.60 %
2020 ბანგლადეშის ეკონომიკა 890.0 ბანგლადეშის ეკონომიკა 5800.0 ბანგლადეშის ეკონომიკა 5.2% ბანგლადეშის ეკონომიკა 5.6 %
2021 ბანგლადეშის ეკონომიკა 1007.0 ბანგლადეშის ეკონომიკა 6,380 ბანგლადეშის ეკონომიკა 6.8% ბანგლადეშის ეკონომიკა 5.5% ბანგლადეშის ეკონომიკა 40.7 %

სტატისტიკა

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, ბანგლადეშს მსოფლიოს 140 სახელმწიფოს შორის 103-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2019 წლის ანგარიშის მიხედვით მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 105-ე ადგილი უკავია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1 744.5 აშშ დოლარს შეადგენს. ბანგლადეშის მშპ მსოფლიოს მშპ-ის 0.56%-ია. ათწლიანი საშუალო წლიური მშპ-ის ზრდა 5.9%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონე 4.3%-ია, გლობალური გენდერული სხვაობის ინდექსი - 0.7, ხოლო განახლებადი ენერგიის მოხმარების წილი 34.7%-ია. ჯინის კოეფიციენტი 32.4-ს უტოლდება.

ინსტიტუტების მაჩვენებლებით, ბანგლადეში 109-ე ადგილზეა: უსაფრთხოების დონით ქვეყანას 101-ე ადგილი უკავია, სოციალური კაპიტალის დონით ― 96-ე, ჩეკებისა და ბალანსების დონით ― 107-ე, საჯარო სექტორის საქმიანობით ― 62-ე, გამჭვირვალობით ― 125-ე, საკუთრების უფლებებით ― 126-ე, კორპორატიული მმართველობით ― 102-ე, მთავრობის სამომავლო ორიენტაციით ― 103-ე.

ინფრასტრუქტურის მაჩვენებლებით, ბანგლადეშს მსოფლიოს 141 სახელმწიფოს შორის 114-ე ადგილი უკავია: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიხედვით ― მე-100, ხოლო კომუნალური ინსფრასტრუქტურით ― 103-ე. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისების მიხედვით ბანგლადეში 108-ე ადგილზეა. ქვეყანა მაკროეკონომიკურად არც თუ ისე სტაბილურია, 95-ე ადგილზეა: ინფლაციის დონე 5.6%-ია, ხოლო ვალების დინამიკის ინდექსი 50-ს უტოლდება.

სასაქონლო ბაზრის მიხედვით ბანგლადეში 119-ე ადგილზეა: შიდა კონკურენციით 113-ე ადგილს იკავებს, ხოლო ვაჭრობის ღიაობით ― 119-ს; შრომის ბაზრის მიხედვით ― 121-ე ადგილზე: მოქნილობის ინდექსით 121-ე ადგილს იკავებს, ხოლო მერიტოკრატიისა და ინიციატივების მხარდაჭერით ― 109-ს.

ბანგლადეშში ცუდადაა განვითარებული საფინანსო სისტემა (106-ე ადგილი): სიღრმით 90-ე, ხოლო სტაბილურობით 129-ე ადგილზეა. ბაზრის ზომით ქვეყანა 36-ე ადგილს იკავებს. ბანგლადეშში ცუდადაა განვითარებული ბიზნესის დინამიკის მაჩვენებლები (121-ე ადგილი): ადმინისტრაციული მოთხოვნილებებით 118-ე ადგილს იკავებს, ხოლო სამეწარმეო კულტურით ― 114-ს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბანგლადეშის ეკონომიკა ეკონომიკის სექტორებიბანგლადეშის ეკონომიკა მაკროეკონომიკური ტრენდებიბანგლადეშის ეკონომიკა სტატისტიკაბანგლადეშის ეკონომიკა რესურსები ინტერნეტშიბანგლადეშის ეკონომიკა სქოლიობანგლადეშის ეკონომიკა2019დაკაინდოეთის სუბკონტინენტისამხრეთი აზიაჩიტაგონგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საუდის არაბეთიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკასარკაზმიქართული დამწერლობაჰოლოკოსტიარაბთა დაპყრობითი ომებიმღრღნელებიამერიკის შეერთებული შტატებიჩუტყვავილასტეფანწმინდააზერბაიჯანილაშა ბექაურიბიბლიასულხან-საბა ორბელიანიმასტურბაციამეტამორფოზირუსეთ-საქართველოს ომი (2008)საქართველო VI საუკუნეშიანბანიისლამიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სალომე ზურაბიშვილიელისაბედ Iკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდამცენარეებიGoogleხევსურეთიტატო გრიგალაშვილილომი (ასტროლოგია)ლუდვიგ ვან ბეთჰოვენიIOSლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიჟანა დ’არკიპრომეთეს მღვიმეყინწვისის მონასტერიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამინერალებითაკო ჩხეიძეცილებიმუნიუჯრედიკახეთიოცდაათწლიანი ომიშენგენის ზონავარდების რევოლუციაფრინველები1924 წლის აგვისტოს აჯანყებამთლიანი შიდა პროდუქტითბილისის მეტროპოლიტენიქართული გვარინაცვალსახელიქართვლის დედაკომუნიზმიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაბუღა თურქის შემოსევამურა დათვისაქართველოს პარლამენტიკონსტანტინოპოლის დაცემასაქართველოს მმართველთა სიანარკომანიაბაგრატიონებირადიაციადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიმარო მაყაშვილიმართლმადიდებლობალაზარეს შაბათიტაო-კლარჯეთიანტანტაეგრისის დიდი ომიჩეხეთიერითროციტებიდავით კაჭარავაწვიმაზვიად გამსახურდიაინდოეთისაქართველოს ეროვნული პარკების სიაავსტრალია (კონტინენტი)კავკასიონი🡆 More