ტაკა — ფულის ერთეული ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკაში.
1 ტაკა შედგება 100 პაისისგან. ISO 4217 კოდი — BDT. აბრევიატურა — Tk.
ბანგლადეშური ტაკა টাকা | |
---|---|
კოდი ISO 4217 | BDT |
ქვეყანა | ბანგლადეში |
ოფიციალური მომხმარებლები | ბანგლადეში |
შედგება | 100 პაისა |
სიმბოლო | |
მონეტები | 1, 5, 10, 25 და 50 პაისა და 1, 2 და 5 ტაკა |
ბანკნოტები | 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 500 და 1000 ტაკა |
ცენტრალური ბანკი | ბანგლადეშის ბანკი |
გაცვლითი კურსი (29 სექტემბერი 2011 თვის) | |
1 USD | = 68,875 BDT |
1 EUR | = 100,7092 BDT |
1971 წელს აღმოსავლეთ ბენგალიის ყოფილი პროვინცია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო ბანგლადეში, რომლის ფულის ერთეული იყო პაკისტანური რუპია.
1972 წელს პაკისტანური რუპია შეცვალა ახალმა ვალუტამ «ტაკა»მ. სიტყვა ტაკა იყო ძველად ვერცხლის მონეტის სახელი და ეს ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული ინდოეთის სხვადასხვა ნაწილებში, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობით. არაბი მოგზაურის იბნ ბატუტას თქმით ბენგალიაში ხალხი ოქროს მონეტას აღწერდნენ როგორც ოქროს ტაკას, ხოლო ვერცხლის მონეტას, როგორც ვერცხლის ტაკას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ყველა სახის ლითონის მონეტას ბენგალიელები უწოდებდნენ ტაკას.
1973 წელს მიმოქცევაში შევიდა მონეტები ნომინალით 5, 10, 25 და 50 პაისა. 1974 წელს დაემატა 1 პაისას ნომინალის მონეტა, ხოლო 1975 წელს 1 ტაკა. 1, 5 და 10 პაისა მოჭრილია ალუმონისგან, 25 და 50 პაისა ფოლადისგან და 1 ტაკი სპილენძ-ნიკელისგან. 5 პაისა კვადრატული ფორმისაა მომრგვალებული კუთხეებით.
1 და 5 პაისა იშვიათად გვხვდება მიმოქცევაში. 10, 25 და 50 პაისას არ გააჩნია ფართო ტირაჟი. მხოლოდ 1, 2 და 5 ტაკა რეგულარულად გვხვდება მიმოქცევაში.
1972 წელს მიმოქცევაში შევიდა ბანკნოტები ნომინალით 1, 5, 10 და 100 ტაკა, მას მოჰყვა 1975 წელს 50 ტაკა, 1977 წელს 500 ტაკა და 1980 წელს 20 ტაკა.
2000 წელს ხელისუფლებამ საცდელი სახით გამოუშვა პოლიმერის 10 ტაკა, მაგრამ ის მოსახლეობაში არაპოპულარული გახდა. ამჟამად ბანკნოტები ნომინალით 1 და 5 ტაკა თანდათან იცვლება მონეტებით.
2008 წელს ხელისუფლებამ გამოუშვა ბანკნოტი 1000 ტაკა.
2011 წელს ბანგლადეშის ბანკმა დაიწყო ბანკნოტების ახალი სერიის გამოშვება.
2011—2012 წლების სერია | |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
სურათი | ნომინალი (ტაკა) | ზომა (მმ) | ძირითადი ფერი | აღწერა | ბეჭდვის თარიღი | ||
ავერსი | რევერსი | ავერსი | რევერსი | ||||
2 | 100×60 | ნარინჯისფერი მწვანე | მუჯიბურ რაჰმანის პორტრეტი, სავარში მდებარე ეროვნული მემორიალი | შაჰიდ-მინარი | 2011—2013 2015 | ||
5 | 117×60 | ყავისფერი | კუსუმბის მეჩეთი | 2011—2012 2014—2015 | |||
10 | 122×60 | ვარდისფერი | ბაიტულ-მუკარამის მეჩეთი დაკაში | 2012—2015 | |||
20 | 127×60 | მწვანე | სამოცი გუმბათის მეჩეთი ბაგერჰატში | 2012—2014 | |||
50 | 130×60 | ვარდისფერი ცისფერი | ხარებით მოხვნის სცენა ზაინულ აბედინის სურათიდან | 2011—2015 | |||
100 | 140×62 | ცისფერი | ვარსკვლავებიანი მეჩეთი დაკაში | 2011—2015 | |||
500 | 152×65 | მწვანე ნაცრისფერი | მდინარის პეიზაჟი | 2011-დან | |||
1000 | 160×70 | იასამნისფერი ოქროსფერი | ბანგლადეშის ეროვნული ასამბლეის შენობა | 2011-დან | |||
სურათის მასშტაბი — 1,0 პიქსელი მილიმეტრზე. |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ტაკა, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.