ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი

ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის მაღალმთის ბოტანიკური ბაღი.

მდებარეობს ბაკურიანის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ზღვის დონიდან 1700 სიმაღლეზე. დაარსებულია 1910 წელს კოხტაგორის დასავლეთ კალთაზე ა. როლოვისა და ა. ფომინის ინიციატივით. 1934 წელს ბაღი საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტს გადაეცა. 1937 წელს ბაღი გაშენდა ახალ ტერიტორიაზე. უკავია 17 ჰა ფართობი. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის მაღალმთიანეთის მცენარეების ინტროდუქცია, მათი აკლიმატიზაცია და დამახასიათებელ ბიოეკოლოგიურ თავისებირებათა დადგენა. ამავე დროს ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი ექსპერიმენტული ბაზაა. მის ტერიტორიაზე შექმნილია საცდელი ნაკვეთები და კოლექციები, რომელთა შორის აღსანიშნავია:

  • ალპურ მცენარეთა კოლექცია (თავმოყრილია კავკასიის სხვადასხვა რაიონიდან გადმოტანილი 1200-მდე სახეობაქარცხვი, კენკეშა, ცის-ფოლიო, ბაიერნის ფურისულა, აღმოსავლური ყაყაჩო, ჯავახური და კეცხოველის ფამფარულა, ჭრელი წივანა, მთის ბარისპირა, ფრინტა, მშვენიერი დეზურა, პონტოური ნაღველა და სხვა), რომელსაც 1,5 ჰა-მდე ფართობი უკავია.
ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი
ჩვეულებრივი ფიჭვი ბაკურიანის ბოტანიკურ ბაღში
  • ალთაის, შორეული აღმოსავლეთის, კარპატებისა და სხვა მცენარეების კოლექცია, რომელთა 300-მდე სახეობა (ამურის მიხაკი, ალთაური ია, ციმბირული ცხენისკბილა, კარპატული მაჩიტა, ალპური ღიღილო, ჰიმალაური ასტრა და სხვა) ბაღშია ინტროდუქცირებული.
  • მერქნიან მცენარეთა კოლექცია: კავკასიის 75 სახეობა (მაღალმთის ნეკერჩხალი, აღმოსავლური მუხა, ლიტვინოვის და მედვედევის არყი, კავკასიური სოჭი, თელა, ცაცხვი, დეკა, უნგერნის შქერი და სხვა). ეგზოტიკურ მცენარეთა 66 სახეობა (დუგლასის ცრუცუგა, ევროპული, ენგელმანის და მჩხვლეტავი ნაძვი, მანჯურიული კაკლის ხე, ამურის ხავერდის ხე, ციმბირული ლარიქსი და სხვა). საცდელ ნაკვეთებზე გაშენებულია მოცხარის (თეთრი, წითელი და შავი), მაყვლის, ხურტკმელისა და მიჩურინული ყინვაგამძლე ვაშლის სხვადასხვა ჯიში, რომლებიც შემოტანილია 1939 წელს. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი უცხოეთის ზოგიერთ ბოტანიკურ დაწესებულებას უცვლის თესლს იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ინსტიტუტი.

ლიტერატურა

ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

191019341937ზღვის დონეილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიკოხტაგორაჰა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ტბაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიინდონეზიაგიორგი წიტაიშვილითავის ტვინიეგვიპტებუღა თურქის შემოსევაშოთა არველაძეალექსანდრე ჩივაძეეოზონოფილებიკაცხის სვეტისაქართველოს ბრძოლების სიააფრიკის ქვეყნების სიათერმოპილეს ბრძოლადიდი პანდასიტყვანაკრძალიმარკ ტვენითეთრი დათვიბახტრიონი (პოემა)დედამიწის სტრუქტურარიონიეკონომიკაბიჭვინთაინტერნეტისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიStray Kids (ჯგუფი)მინერალებისაქართველოს ოქროს ხანასაქართველო XIII საუკუნეშიპორტუგალიასაქართველოს პრეზიდენტიმესამე დასიჯანო ანანიძეაია-სოფიას ტაძარიჰაერიტოლერანტობამსოფლიოს მოსახლეობაჩინეთიგურამ კაშიაადოლფ ჰიტლერიშუა საუკუნეებიაფხაზებიცოტნე დადიანიმოსკოვიიზოტოპებიღვიძლიმსოფლიო მემკვიდრეობა69 (სექსუალური პოზა)კონტინენტიანემიალიტრისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალისპილოსებრნირომის დაარსებაბუნების დაცვასაქართველოს სახელმწიფო გერბიირანინიკო ფიროსმანისერბეთიტუნისიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონირაფაელირუსეთ-საქართველოს ომი (1921)პირველი მსოფლიო ომიფარნავაზ Iნატრიუმინავთობიბრუნებაკოლხეთის სამეფოენერგიამცხეთავიტალი დარასელიავაჟა აზარაშვილიალპებინაღვლის ბუშტი🡆 More