აღმოსავლეთი ინდოეთი

აღმოსავლეთი ინდოეთი (ინგლ.

მოიცავს შტატებს: ბიჰარს, ჯარხანდს, ოდიშასა და დასავლეთ ბენგალს; და მოკავშირე ტერიტორიას: ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებს. რეგიონი მეტ-ნაკლებად ემთხვევა მაგადჰის ისტორიულ რეგიონს, რომლისგანაც სხვადასხვა აღმოსავლური ინდოარიული ენები შემორჩა.

დასახლებული პუნქტი
აღმოსავლეთი ინდოეთი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 23°15′00″ ჩ. გ. 86°00′00″ ა. გ. / 23.25000° ჩ. გ. 86.00000° ა. გ. / 23.25000; 86.00000
ფართობი 418323 კმ²
აღმოსავლეთი ინდოეთი — ინდოეთი
აღმოსავლეთი ინდოეთი

ბიჰარი და დასავლეთი ბენგალი ინდ-განგის ვაკეზე მდებარეობს. ჯარხანდი ჩოტა-ნაგპურის ზეგანზე მდებარეობს, ხოლო ოდიშა აღმოსავლეთ გატებსა და ზეგანზეა გაშლილი. დასავლეთ ბენგალის დედაქალაქი კოლკატა რეგიონის უდიდესი ქალაქია. კოლკატის მეტროპოლიური ტერიტორია სიდიდით მესამეა ქვეყნის მასშტაბით. რეგიონს ჩრდილოეთიდან ნეპალი, ბჰუტანი და სიკიმი ესაზღვრება, დასავლეთიდან ― უტარ-პრადეში და ჩატისგარჰი, სამხრეთიდან ― ანდჰრა-პრადეში, ხოლო აღმოსავლეთიდან ― ბანგლადეში. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ბენგალის ყურითაა შემოსაზღვრული. რეგიონი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის შვიდ დაძმობილებულ შტატთან სილიგურის დერეფნითაა დაკავშირებული. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, აღმოსავლეთი ინდოეთი მეოთხე ადგილზეა ინდოეთის რეგიონებს შორის.

რეგიონს არაერთი დინასტია მართავდა, მათ შორის: განგარიდაი, ნანდაები, მაურიანები, გუპტები, პალაები, სენაები, აღმოსავლეთი განგაები, გაჯაპატები, დელის სასულთნო, ბენგალის სასულთნო, მოგოლთა იმპერია და ბრიტანეთის იმპერია.

კლიმატი

რეგიონი ტენიან სუბტროპიკულ ზონაშია მოქცეული. ხასიათდება ცხელი ზაფხულით, რომელიც მარტიდან ივნისამდე გრძელდება და მუსონებით, რომელიც ივლისიდან ოქტომბრამდე გრძელდება. რბილი ზამთარი ნოემბრიდან თებერვალმდეა. სანაპიროდან მოშორებულ შიდა შტატებს უფრო მშრალი კლიმატი აქვთ და უფრო მაღალი ტემპერატურული ამპლიტუდა აქვთ, განსაკუთრებით, ზაფხულსა და ზამთარში, თუმცა მუსონების დროს მთელს რეგიონში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის. დასავლეთ ბენგალის უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონებსა და ოდიშის დარინგბადის ნაწილში თოვლი მოდის.

დემოგრაფია

ენები

დასავლეთ ბენგალის მოსახლეობისთვის მთავარი ენა ბენგალურია. ბიჰარის მთავარი ენებია: ჰინდი, ბჰოჯპური, მაითილი, მაგაჰი და ურდუ. ჯარხანდის მოსახლეობა ჰინდიზე, სანთალიზე, ხორთჰასა და ნაგპურიზე საუბრობს. ზოგიერთ ტომს საკუთარი ენა აქვს. ჯარხანდს მეორე ენის სტატუსი აქვს: ანგიკას, ბენგალურ ენას, ბჰოჯპურს, ჰოს, ხარიას, კურუხს, ხორთჰას, კურმალს, მაგაჰს, მაითილს, მუნდარს, ნაგპურს, ოდიას, სანტალსა და ურდუს. ოდიშის შტატში მთავარი ენაა ოდია. ოდია ერთადერთია მთავარ კლასიკურ ენებს შორის აღმოსავლეთ ინდოეთში და მეექვსე ენაა ინდოეთში, რომელიც კლასიკურ ენად მიიჩნევა იმის გამო, რომ ძველი ენაა და სხვა ენებისგან არ არის წამოსული.

რელიგია

აღმოსავლეთ ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით 80% ინდუიზმის მიმდევარია. მნიშვნელოვან რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ: მუსლიმები, ქრისტიანები, ბუდისტები და ტომობრივი უმცირესობები. დასახლეთ ბენგალის მოსახლეობის 27%-ს და ბიჰარის მოსახლეობის 17%-ს მუსლიმები შეადგენენ. ოდიშაში მთელი მოსახლეობის 94%-ს ინდუიზმის მიმდევრები შეადგენენ. ქრისტიანები ყველაზე დიდი უმცირესობას ოდიშაში წარმოადგენენ. ისინი შტატის მოსახლეობის 3%-ს შეადგენენ.

რეგიონის მთავარ ღვთაებებს დურგა, კრიშნა, ჯაგანათჰი და შივა წარმოადგენენ. დურგა და კალი ბენგალის მფარველი ღვთაებები არიან, ხოლო ოდიების მფარველად ჯაგანათჰი ან ვიშნუ მიიჩნევა. ბიჰარში ყველაზე მეტად რამასა და ჰანუმანს სცემენ თაყვანს, ხოლო შივა ყველა შტატშია პოპულარული.

განათლება

ანტიკურ ხანაში აღმოსავლეთ ინდოეთში მდებარე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ნალანდის, პუსპაგირისა და ვიკრამშილის უნივერსიტეტები იყო ყველაზე პოპულარული. ერთ-ერთუ უძველესი, ანტიკური ნალანდის უნივერსიტეტი ბიჰარის ტერიტორიაზე მდებარეობდა. კიდევ ერთი ანტიკური საგანმანათლებლო დაწესებულება, პუსპაგირის უნივერსიტეტი ოდიშის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. აღმოსავლეთ ინდოეთში განათლების სფერო სწრაფად იზრდება. რეგიონის მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორისაა: ბჰაგალპურის ინჟინერიის კოლეჯი, ბირლის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, პლასტიკური ინჟინერიისა და ტექნოლგიების ცენტრალური ინსტიტუტი, ტექნოლოგიების ინდური ინსტიტუტი, კათიჰარის ინჟინერიის კოლეჯი, მუზაფარპურის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, ფარმაცევტული განათლებისა და კვლევების ეროვნული ინსტიტუტი, ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი, პატნის უნივერსიტეტი ― ბიჰარში; ბირსის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი, ჯარხანდის ცენტრალური უნივერსიტეტი, ტექნოლოგიების ინდური ინსტიტუტი, ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი, მედიცინის მეცნიერებათა რაჯენდრას ინსტიტუტი ― ჯარხანდში; ბერჰამპურის უნივერსიტეტი, ოდიშის ცენტრალური უნივერსიტეტი, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების კოლეჯი, მენეჯმენტის ინდური ინსტიტუტი, სამეცნიერო განათლებისა და კვლევების ინდური ინსტიტუტი, ფიზიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ინსტიტუტი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი, ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი, ჩრდილოეთ ორისის უნივერსიტეტი, ოდიშის სოფლის მეურნეობისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ― ოდიშაში.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

აღმოსავლეთი ინდოეთი კლიმატიაღმოსავლეთი ინდოეთი დემოგრაფიააღმოსავლეთი ინდოეთი განათლებააღმოსავლეთი ინდოეთი იხილეთ აგრეთვეაღმოსავლეთი ინდოეთი სქოლიოაღმოსავლეთი ინდოეთიანდამანის და ნიკობარის კუნძულებიბიჰარიდასავლეთი ბენგალიინგლისური ენაინდოარიული ენებიინდოეთიინდოეთის ადმინისტრაციული დანაყოფებიმაგადჰაოდიშაჯარხანდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხორვატიაკუჭიდავით ყიფიანიბუდუ ზივზივაძესპორტული უნივერსალი (ავტომობილი)ამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)მცხეთის ჯვრის მონასტერიცოტნე დადიანისამხრეთი ამერიკათეთნულდიირემიმთლიანი შიდა პროდუქტიეპილეფსიამინერალების სიაქშიშტოფ კოსჩიელნიაკინატურალური რიცხვილეონარდო და ვინჩიაღდგომასაქართველოს სამხედრო წოდებებიირაკლი კობახიძეჯო ბაიდენიბიზანტია-საქართველოს ურთიერთობებიზღვაწითელასაქართველო IX-X საუკუნეებშიხვიჩა კვარაცხელიაეპითეტიოფრეთის ციხექართლის ცხოვრებასიურრეალიზმიინდოეთიპოპ-მუსიკალომილევანტე (საფეხბურთო კლუბი)კახეთიარჩვიავტორიტარიზმივასკულიტიენგუს დიტონიმიკროორგანიზმებიბრუნებაკუნილინგუსიგარემოს დაბინძურებარენესანსიუილიამ შექსპირიაჭარაბეთ არენაკეთილშობილი ირემიფრინველთა მიმოფრენავლადიმერ გუცაევისომხური სამოციქულო ეკლესია29 მარტირუმინეთიბაში-აჩუკი (ფილმი)ოლიმპიური თამაშებიბერძენ-სპარსელთა ომებიკვადრატული მეტრიYouTubeპენალტი (ფეხბურთი)დავით მუჯირიმარკ ტვენიცილებილაზებილეიკოციტოზიბიძინა ივანიშვილიგვირილაისლანდიაკალათბურთიზვიგენებიმთის არწივიკაცია-ადამიანი?!მდგრადი განვითარებასაქართველოს მდინარეების სიათბილისის ზღვაზევსიაქლემითბილისური ეზოჰიპერბოლა (ენა)რიტმიტუბერკულოზი🡆 More