ალექსი II დიდი კომნენოსი (ბერძ.
აგვისტო, 1283 — გ. 3 მაისი, 1330) — ტრაპიზონის იმპერიის მეცხრე იმპერატორი 1297–1330 წწ. კომნენოსების დინასტიის წარმომადგენელი. იმპერატორ იოანე II-ისა და ევდოკია პალეოლოგის შვილი.
ალექსი II დიდი კომნენოსი | |
---|---|
Αλέξιος Β΄ Μέγας Κομνηνός | |
ტრაპიზონის მე-9 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 1297 |
მმართ. დასასრული: | 1330 |
წინამორბედი: | იოანე II |
მემკვიდრე: | ანდრონიკე III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | აგვისტო, 1283 |
გარდ. თარიღი: | 3 მაისი, 1330 |
მეუღლე: | ჯიაჯაყ ჯაყელი |
დინასტია: | კომნენოსები |
მამა: | იოანე II |
დედა: | ევდოკია პალეოლოგი |
ალექსი II-ის მმართველობა გამოირჩეოდა იმპერიაში კონსტანტინოპოლის გავლენის დაცემით და ტრაპიზონის სახელმწიფოებრივი კურსის აღებით თავის აღმოსავლეთ მეზობლებთან, განსაკუთრებით საქართველოს სამეფოსთან. 1300 წელს ალექსიმ ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II-ის სურვილის საწინააღმდეგოდ, ცოლად შეირთო სამცხის ათაბაგ ბექა ჯაყელის ასული ჯიაჯაყ ჯაყელი. ამ ქორწინებიდან მათ შეეძინათ 4 ვაჟი და რამდენიმე ასული. 1302 წელს დალაშქრა თურქ-სელჩუკები, აიღო კერასუნტი.
1324 წელს ალექსიმ დაამთავრა ტრაპიზონის ციხის გალავნის შენება. 1330 წელს ალექსის გარდაცვალების შემდეგ იმპერატორი გახდა მისი უფროსი შვილი ანდრონიკე III, რომელიც სულ მალე მოკლეს. იმპერიაში მომავალი 20 წლის განმავლობაში არეულობა და სისხლიანი შინაომები მიმდინარეობდა, რომელიც განპირობებული იყო პრობიზანტიურ და პროქართულ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებით.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ალექსი II (ტრაპიზონი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.