ბექა I

ბექა I ჯაყელი (დ.

ბექა I ტერმინს „ბექა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბექა.

დაახლ. 1240 ― გ. 1306) ― სამცხის მმართველი 1285-1306 წლებში.

ბექა I
სამცხე-საათაბაგოს ათაბაგი
მმართ. დასაწყისი: 1285
მმართ. დასასრული: 1306
წინამორბედი: სარგის I
მემკვიდრე: სარგის II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1240
გარდ. თარიღი: 1306
მეუღლე: მარინე
შვილები: სარგის I
ყვარყვარე
შალვა
ჯიაჯაყ ჯაყელი
ნათელა ჯაყელი
დინასტია: ჯაყელები
მამა: სარგის I

ბექა I-ის სამფლობელო-საგამგეო (სამცხე, აჭარა, შავშეთი, ჭანეთი, კლარჯეთი, ტაოს უდიდესი ნაწილი, კოლა, არტაანი და ჯავახეთის მრავალი სოფელი) გადაჭიმული იყო ტაშისკარიდან (ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი) კარნუ-ქალაქსა (ახლანდელი ერზერუმი) და შავ ზღვამდე. 1266-1334 წწ. ეს მხარე გამოყოფილი იყო ერთიანი საქართველოს სამეფოსაგან და ცალკე პოლიტიკური ერთეულს წარმოადგენდა. ბექა I ილხანთა სახელმწიფოს ვასალი იყო. ყაენებს ხარკს უხდიდა და თავისი ჯარით მათს ლაშქრობებში მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური კავშირი დანარჩენ საქართველოსთან მაინც არსებობდა. ბექა I საქართველოს მეფეთა მანდატურთუხუცესის სამოხელეო ტიტულს ატარებდა. მის დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან მომძლავრებულმა თურქებმა განაახლეს აგრესია საქართველოს მიმართ, მაგრამ ბექა I-მა დაამარცხა და განდევნა ისინი (აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში). ბექა I იყო ქართული პოლიტიკური გავლენის აქტიური დამცველი ტრაპიზონის სამეფოში, რომელსაც იმხანად საქართველოს მეფის ხელისუფლების დასუსტების გამო შეიძლებოდა ბიზანტია დაუფლებოდა. თვით ტრაპიზონშიც ერთმანეთს ებრძოდა ორი პოლიტიკური დაჯგუფება - ქართული და ბიზანტიური. გაიმარჯვა ქართულმა პოლიტიკურმა დასმა. ამისი ერთგვარი გამოხატულება იყო კეისარ ალექსი II-ის (1297-1330) დაქორწინება ბექა I-ის ასულზე. ბექა I-ის მეორე ასული ნათელა იყო დემეტრე II თავდადებულის მეუღლე. მათი ვაჟი გიორგი (შემდგომში გიორგი V ბრწყინვალე) ბექა I-ის ოჯახში აღიზარდა.

ბექა I ენერგიული მმართველი იყო. მის დროს შედგა სამართლის წიგნი, რომელიც ბატონყმური წყობილების განმტკიცებას ემსახურებოდა („წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე“), აშენდა წმ. საბას ტაძარი საფარში.

ოჯახი

ბექა მანდატურთუხუცესის პირველი ცოლი ვახახი მოხსენიებულია მატიანესა და სინას მთის აღაპებში, ხოლო მეორე ცოლი — მარინე, ანჩისხატის კარედის წარწერებსა და სინოდალურ კანტორის აღაპთა ნუსხაში №507.

ანჩისხატის წარწერებში ასევე მოხსენიებულნი არიან შვილები: საგრის, ყვარყვარე და შალვასთან ერთად.

ლიტერატურა

წინამორბედი:
სარგის I
სამცხის ათაბაგი
1285 - 1306
შემდეგი:
სარგის II

Tags:

124012851306სამცხე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აჭარასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოს მთებიპარაზიტიზმილიბერალიზმი საქართველოშიალპებინერვული სისტემაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჰიპერბოლა (ენა)ვულკანიტიციან ტაბიძემარილებითემურლენგითანდებულიოქროს საწმისიშემოდგომაპაბლო პიკასოზენონი (იარაჯული)ჰააგაბელგიადაცვის სიგელიპრიზმაბუნების დაცვასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკავკასიონიჯიხვიელენე ახვლედიანიჭადრაკიკონტინენტიუდაბნოაბას I (ირანი)ტაო-კლარჯეთიდედაპლატაანბანიალცჰაიმერის დაავადებაგიორგი I (საქართველოს მეფე)ჭიანჭველასებრნიისლანდიავიკისაწყობისაქართველოს სსრ წითელი წიგნიბახტრიონი (პოემა)დედამიწის სტრუქტურაევერესტისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამთაფოცხვერიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმითვალილაზეთიქაშვეთის ეკლესიაჩემი ცოლის დაქალებისუნთქვაზმნიზედამოგზაურობა ევროპაშიკილომეტრიიური გაგარინიკატალიზატორიიოსებ სტალინისისხლის მიმოქცევის სისტემასაქართველოს ოქროს ხანათეიმურაზ IIამირანი (მითოლოგია)ხევსურეთიგიორგი V ბრწყინვალეანჩისხატიბარბიტურატებირიცხვითი სახელიგაერთიანებული სამეფობალდუინ IV იერუსალიმელიუილიამ შექსპირიპერსონალური კომპიუტერიჩუტყვავილაადიშის ოთხთავიზვიგენებიდედამიწის დღეასტიგმატიზმისაქართველოს ფრინველთა სიავერცხლი🡆 More