შავშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ამჟამად თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, წარმოადგენდა ისტორიული მესხეთის ნაწილს.
შავშეთი შემოსაზღვრული იყო შავშეთის ქედით, არსიანის მთით და არტანუჯს კლდის მასივით. ის აჭარის სამხრეთით და სამცხის გასწვრივ მდებარეობდა. ამიტომ აჭარის სამხრეთი საზღვარი, შავშეთის ქედი, მისთვის ჩრდილოეთის საზღვარი იყო, ხოლო აღმოსავლეთით იგივე მთა არსიანი საზღვრავდა; სამხრეთის საზღვარს იმერხევისა და შავშეთის წყლის შესართავთან ამოზიდული მთები წარმოდაგენენ. გრიგოლ ხანძთელის მიხედვით „ერთ კერძო შავშეთისა დიდთა წყალთა შეკრებისა გარემოსლვაჲ გარემოადგს ზღუდის სახედ“. სოფელი ნორგიალი, რომელიც შავშეთის წყლის სამხრეთით მდებარეობს შავშეთად იყო ცნობილი. გიორგი მერჩულეს ცნობით „იყო ნეტარი მიქელ ქუეყანისა შავშეთისაჲ სოფლისა ნორგიალისაჲ“
სახელი ეწოდა დასახლება შავშეთის მიხედვით, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. დასახლებული იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანიდან. მეცხრე საუკუნითგან მოყოლებული აქ გაჩნდა აღმოსავლეთითგან გადმოსულ ქართველთა ახალშენები, გაჩარდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. X საუკუნეში დაარსდა ტბეთის საეპისკოპოსო. 1547 წელს შავშეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, 1877-1878 წლების ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაიკავა. 1921 წელს ყარსის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს. ამჟამად შედის თურქეთის ართვინის პროვინციაში შავშათის რაიონის სახით.
1886 წლის საოჯახო სიებით შავშეთში 9401 გათურქებული ქართველი და 7556 ქართველი ცხოვრობდა. 1907-1908 წლების მონაცემებით კი ქართველების რაოდენობა იყო 6896.
This article uses material from the Wikipedia ქართული article შავშეთი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.