სიმონ ყაუხჩიშვილი: ქართველი ისტორიკოსი

სიმონ გიორგის ძე ყაუხჩიშვილი (დ.

სიმონ ყაუხჩიშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყაუხჩიშვილი.

14 ოქტომბერი, 1895, ქუთაისი — გ. 15 მაისი, 1981, თბილისი) — ქართველი მეცნიერი-ბიზანტინოლოგი, ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1927), პროფესორი (1927), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, საქართველოში კლასიკური ფილოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ქართული ბიზანტინოლოგიური სკოლის დამაარსებელი. შეადგინა ლათინურ-ქართულ-ლათინური ლექსიკონი.

სიმონ ყაუხჩიშვილი
სიმონ ყაუხჩიშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში
დაბ. თარიღი 1 ოქტომბერი, 1895(1895-10-01)
დაბ. ადგილი ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 11 მაისი, 1981(1981-05-11) (85 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა სიმონ ყაუხჩიშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში რუსეთის იმპერია
სიმონ ყაუხჩიშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში სსრკ
სიმონ ყაუხჩიშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქმიანობა ისტორიკოსი, ფილოლოგი და პედაგოგი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
შვილ(ებ)ი თინათინ ყაუხჩიშვილი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

მისი შვილი, თინათინი, ასევე მეცნიერი იყო.

ბიოგრაფია

დაიბადა ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში, რომელიც წარმოშობით მესხეთიდან ყოფილა. დაწყებითი განათლება მიიღო ცნობილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის იოსებ ოცხელის მიერ დაფუძნებულ ორწლიან მოსამზადებელ სკოლაში. შემდეგ კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში შევიდა. 1913 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის განყოფილებაზე. პარალელურად ყაუხჩიშვილი სწავლას იწყებს აღმოსავლური ენების ფაკულტეტის ქართულ-სომხურ განყოფილებაზე, სადაც მისი მასწავლებლები არიან ნიკო მარი და ივანე ჯავახიშვილი. 1917 წელს იგი წარჩინებით ამთავრებს პეტერბურგის უნივერსიტეტს და ბრუნდება საქართველოში. თავდაპირველად ანტიკური ქვეყნებისა და საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ქალთა სემინარიაში. 1918 წლიდან თბილისის უნივერსიტეტშია, სადაც იგი საპროფესოროდ მოსამზადებლად იქნა დატოვებული ბერძნულ-ბიზანტიური ფილოლოგიის განხრით. 1920 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი ცნობილი ნაშრომი „ხრონოგრაფი გიორგი მონაზონისა (გიორგი ამარტოლის „ხრონოგრაფის“ ქართული თარგმანი)“, ნაწ. I, ტექსტი. ეს იყო IX საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის საკმაოდ ცნობილი თხზულების XII საუკუნეში შესრულებული არსენ იყალთოელისეული თარგმანის მეცნიერული პუბლიკაცია. შემდეგი ხუთის თვის მანძილზე (1920 წ. სექტემბერი — 1921 წ. იანვარი) უნივერსიტეტის მივლინებით ყაუხჩიშვილი მუშაობს ათენში, სადაც ეუფლება ახალ ბერძნულ ენას და ეცნობა ბიზანტიური ეპოქის ბერძნული ლიტერატურის ძეგლებს, ბერძნულ ხელნაწერებს. იქიდან მიემგზავრება ბერლინში, სადაც ოთხი სემესტრის განმავლობაში სახელგანთქმული ელინისტებისა და ბიზანტიოლოგების ხელმძღვანელობით როგორებიც იყვნენ უ. ვილამოვიც-მოლენდორფი, ედ. მაიერი, ჰ. დილსი და უ. ვილკენი, სემინარებში მუშაობდა, ლექციებს ისმენდა, სწავლობდა რა პარალელურად წყაროთმცოდნეობას, ეპიგრაფიკასა და პალეოგრაფიას. 1923 წლიდან ასწავლის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წლიდან ბიზანტიოლოგიის კათედრის გამგეა.ორჯერ 1938 და 1953 წლებში ყაუხჩიშვილი მოყვა რეპრესიებში. ორივეჯერ მას დაატოვებინეს კათედრა, ჩამოართვეს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის წოდება, რომელიც მას 1950 მიენიჭა. ორივეჯერ იგი იქნა რეაბილიტირებული, თუმცა პირველ შემთხვევაში, იძულებული იყო მოსკოვში განეგრძო მოღვაწეობა1939–1940 წლებში, საბჭოთა აკადემიის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტის ანტიკური ლიტერატურის განყოფილებაში. 1960 წელს, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ყაუხჩიშვილი სათავეში ჩაუდგა ამ ინსტიტუტის ბიზანტიოლოგიის განყოფილებას და მას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 1969 წელს აღადგინეს და აირჩიეს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ყაუხჩიშვილის უამრავ გამოკვლევათა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იოანე პეტრიწის შრომათა მეცნიერულ პუბლიკაციას ორ ტომად 1937/1940 ( II. ტომი შ. ნუცუბიძესთან ერთად); უაღრესი მნიშვნელობა აქვს მის გამოკვლევებს „ბალავარიანთან“ დაკავშირებით, აგრეთვე პეტრიწონის მონასტრის ისტორიის შესწავლაში. ყაუხჩიშვილი ავტორია ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე პირველი და ერთადერთი სახელმძღვანელოსი ბიზანტიის ისტორიაში: „ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან“ (თბილისი 1948).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — თამარ ნიკოლოზის ასული იშხნელი (1896-1975).

1979 წელს გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი, რომელშიც მოთხორბილია სიმონ ყაუხჩიშვილის მოღვაწეობის შესახებ.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 355, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

სიმონ ყაუხჩიშვილი: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:

სქოლიო

Tags:

სიმონ ყაუხჩიშვილი ბიოგრაფიასიმონ ყაუხჩიშვილი ლიტერატურასიმონ ყაუხჩიშვილი რესურსები ინტერნეტშისიმონ ყაუხჩიშვილი სქოლიოსიმონ ყაუხჩიშვილი14 ოქტომბერი15 მაისი18951981თბილისისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიაქართველებიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გოდერძი ჩოხელიშრი-ლანკამეორე მსოფლიო ომიდაუნის სინდრომისვანური კოშკიჰიპერბოლა (ენა)ბზობამიტოზითურქეთიოქროს საწმისიბიპოლარული აშლილობასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024მიხეილ ხერგიანიილია თოფურიაწითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობაკოლხეთის სამეფოარგონავტებიადამიანის ჩონჩხისკოლაალპებირომან ფიფიადისკრიმინაციაძახილის წინადადებალომი (ასტროლოგია)ვერცხლითორნიკე ერისთავინილოსისაქართველოს ისტორიაზებულონიიასამანიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიართველიიგავ-არაკისამანიშვილის დედინაცვალივულკანიმასტურბაციაზურმუხტირომის იმპერიასაქართველოს ფრინველთა სიაკონსტიტუციანოე ჟორდანიაოლიმპიური თამაშებიალუდა ქეთელაურიქუნთრუშაჰოლოკოსტისაქართველო VI საუკუნეშიშველილადო ასათიანიობობებიკუნთებიკვადრატული მეტრიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარისოლიკო ვირსალაძეიუპიტერიექვთიმე თაყაიშვილიდავით VII ულურუსეთის იმპერიაფაშიზმიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაიაპონიარელიგიარკინაგოდერძის ნამარხი ტყემორფოლოგია (ენათმეცნიერება)რომბილათინური ენაგიორგი მაზნიაშვილიეგზისტენციალიზმინიკორწმინდაარაბთა გაერთიანებული საამიროებიჰემოგლობინისაქართველოს კონსტიტუციამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითფოთიშვედეთიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაქართველები🡆 More