Nba-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) ატარებს ყველა ვარსკვლავის კვირას (ინგლ.

ყველა-ვარსკვლავის მატჩი

ყველა-ვარსკვლავის მატჩი ტარდება კვირას, რაც კვირის მთავარ ღონისძიებად ითვლება. 2012 წლის მატჩი ჩატარდა ორლანდოში, ფლორიდის შტატში, NBA-ის წევრ ორლანდო მეჯიკის საშინაო არენაზე.

კვირეულის ღონისძიებები

პარასკევი

  • NBA ყველა-ვარსკვლავის კვირეულის ცნობილების მატჩი: პირველად 2004 წელს ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებენ ყოფილი NBA-ის მოთამაშეები, WNBA-ის მოთამაშეები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა სპორტის სახეობის ათლეტები.
  • ამომავალი ვარსკვლავის გამოწვევა: 1995-1999 წლების პერიოდში, ღონისძიებას „ახალბედების მატჩი“ ეწოდებოდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ის მოთამაშეები, რომლებიც NBA-ში პირველ წელს ატარებდნენ. 2000-2011 წლების პერიოდში, ამ მატჩს „ახალბედას გამოწვევა“ ერქვა, სადაც პორველ წელს მყოფი მოთამაშეები (ახალბედები) ეთამაშებოდნენ მეორე წელს მყოფ მოთამაშეებს (სოფომორებს). 2012 წელს მატჩი წარდგა როგორც „ამომავალი ვარსკვლავის გამოწვევა“, რომელიც ახალი ფორმატით იყო. პირველი და მეორე წელს მოასპარეზე მოთამაშეები დარჩნენ, მაგრამ ამჯერად გუნდები ფენტეზი დრაფტის სახით იყო ორ გუნდად ორი კაპიტნის მიხედვით (ჩარლზ ბარკლი და შაკილ ო'ნილი 2012 წელს).
  • D-ლიგის ოცნების პარასკევი საღამო: პირველად 2008 წელს ჩატარდა, სადაც სლემ დანკის შეჯიბრი და 3-ქულიანი შეჯიბრსაც მოიცავდა. ეს ღონისძიება მოდელირებული NBA ყველა-ვარსკვლავის შაბათი საღამოს ღონისძიებაა.

შაბათი

  • D-ლიგის ყველა-ვარსკვლავის მატჩი:პირველად 2007 წელს ჩატარდა, სადაც D-ლიგის საუკეთესო მოთამაშეები იღებდნენ მონაწილეობას. პირველი გამარჯვებული იყო აღმოსავლეთი, რომელმაც 114-100 მოიგო. D-ლიგის ყველა-ვარსკვლავის მატჩი არ ჩატარდა იგივე არენაში, რომელშიც შაბათი საღამოს სხვა ღონისძიებები ჩატარდა. ის ჩატარებული იქნა NBA ჯემ სესიონის პრაქტიკის პარკეტზე.
  • ჩატენვის კონკურსი: ეს შეჯიბრი აჩვენებს ათლეტების კრეატიულობას და შესაძლებლობას საუკეთესო ახალგაზრდა NBA-ს ჩატენვის მოთამაშეებს. შეჯიბრის კონკრეტული წესები ყოველწლიურად ახლიდან წყდება, მაგრამ მონაწილეებში გამარჯვებული ყოველთვის ობიექტურად წყდება. ყოველი ჩატენვისა, ან ჩატენვის მცდელობისა, მონაწილეს ეძლება 10 ქულიდან კონკრეტული ქულა, მაქსიმალური ქულა კი 50-ია.
  • სამ-ქულიანის შეჯიბრი: ირჩევა ლიგის საუკეთესო 3-ქულიანის მსროლელები, სადაც ყოველ მონაწილეს ეძლევა 5 სხვადასხვა ადგილი, საიდანაც უნდა ჩააგდოს. ყოველი ჩაგდებისას, მონაწილეს 1 ქულა ეძლევა გარდა უკანასკნელისა (რომელიც ასევე ფულის ბურთად არის ცნობილი), რომელიც 2 ქულას ნიშნავს. ყველაზე მაქსიმუმი რაც მონაწილემ შეიძლება დააგროვოს ქულა არის 30. მონაწილეს 1 წუთი ეძლება ბურთების ჩასაგდებად.
  • შესაძლებლობების გამოწვევა: 2003 წლიდან მოყოლებული ტარდება, სადაც მოთამაშემ უნდა წარმოაჩინოს ბურთად ერთად სირბილის, სროლის და პასის შესაძლებლობები. ასევე ეს ყველაფერი დაკავშირებულია სისწრაფესთან.
  • ვარსკვლავების სროლის შეჯიბრი: ყოფილი NBA-ის მოთამაშეები, ახლანდელი NBA-ის და WNBA-ის მოთამაშეები, წარმოადგენენ მათ გუნდის ქალაქს ერთად სროლის შეჯიბრით.

კვირა

ყოფილი ღონისძიებები

  • 2 ბურთის შეჯიბრი: ტარდებოდა 1998, 2000-2001
  • Hoop-it-up ყველა-ვარსკვლავის ტურნირი: ტარდებოდა 2002-2003 წლებში
  • H–O–R–S–E შეჯიბრი: ტარდებოდა 2009-2010 წლებში

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

Nba-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა ყველა-ვარსკვლავის მატჩიNba-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა კვირეულის ღონისძიებებიNba-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა იხილეთ აგრეთვეNba-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა რესურსები ინტერნეტშიNba-ის ყველა-ვარსკვლავის კვირა სქოლიოNba-ის ყველა-ვარსკვლავის კვირაNBANBA-ის ყველა-ვარსკვლავის მატჩიინგლისური ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

არიადნა გუტიერესიჩარლი ჩაპლინიმარკ ტვენისვანეთისიყვარულიძველი ეგვიპტექართული ხალხური ცეკვებიწყალიიესო ქრისტემსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2022აღდგომაკლიმენტი წიტაიშვილინიკა კვეკვესკირიავსტრიასაქართველოს დემოგრაფიაძველი საბერძნეთიბოგოტაფოტოსინთეზიიმერეთიპარიზის ღვთისმშობლის ტაძარისაქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებიმერაბ სეფაშვილიმარსიბუდუ ზივზივაძესაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმარტივი რიცხვიპოსეიდონიყვავილოვანი მცენარეებიგია ყანჩელიმოსკოვილევან შენგელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატინიუეაფხაზეთის ტურიზმირესპუბლიკასაქართველოს პრემიერ-მინისტრიჰემოგლობინიქუნთრუშაიოსებ კეჭაყმაძეპითაგორაენერგიავიტალი დარასელიანიკეის პირველი საეკლესიო კრებადავით ყიფიანისაქართველოისლამიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაგერმანიის გაერთიანება (1871)თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიმსოფლიო მიზიდულობის კანონიანემიაამერიკის შეერთებული შტატებიგაპიროვნებაილია IIთორნიკე ოქრიაშვილიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითგიორგი ჩაკვეტაძედუნაიძაღლიბასიანის ბრძოლააფორიზმიანჩისხატიჰამბურგიგაზაფხულითერგდალეულებისაიდუმლო სერობა (ლეონარდო და ვინჩი)ნაპოლი (საფეხბურთო კლუბი)რუსუდანიეგვიპტის პირამიდებიგიორგი II (საქართველოს მეფე)რამაზ შენგელიავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)გეოგრაფიული გარსიგიორგი გოჩოლეიშვილიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაუდაბნოამაზონი🡆 More