ჰოლოცენის გადაშენება

ჰოლოცენის გადაშენება ან მეექვსე მასობრივი გადაშენება— წარმოადგენს სახეობების მიმდინარე გადაშენების პროცესს დღევანდელი ჰოლოცენის ეპოქაში, ადამიანის საქმიანობის შედეგად.

გადაშენება მათ შორის მოიცავს მრავალ მცენარესა და ცხოველს, რომელთა შორის არიან ძუძუმწოვრები, ფრინველები, ამფიბიები, ქვეწარმავლები და ფეხსახსრიანები. დღესდღეობით ბიომრავალფეროვნება მკვეთრად მცირდება, ამის მაგალითებია მარჯნის რიფები და წვიმის ტყეები. ისინი მრავალი ორგანიზმის საცხოვრებელ ტერიტორიას წარმოადგენენ და დეგრადაციის პროესში არიან. აქ მცხოვრები ორგანიზმების დიდი ნაწილის გადაშენება, როგორც ჩანს, დაუსაბუთებელია, რადგანაც სახეობები არ იყო შესწავლლილი მათი გადაშენების დროს, ან ჯერ არავის არ აღმოუჩენია. სახეობების დღევანდელი გადაშენების მაჩვენებელი შეფასებულია, როგორც 100-დან 1000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ბუნებრივი ფონის მაჩვენებლები.

ჰოლოცენის გადაშენება
დოდო, ფრინველი მავრიკიდან, რომელიც გადაშენდა მე -17 საუკუნის ბოლოს, კუნძულზე მტაცებელი ცხოველების შამოყვანისა და ტყეების გაჩეხვის შემდგომ.

ეს პერიოდი მოიცავს დიდი ზომის ცხოველების გადაშენებას, რომელიც ბოლო გამყინვარების ხანიდან იწყება. მას შემდეგ, რაც ადრეულმა ადამიანებმა დაიწყეს დედამიწის მასშტაბით გავრცელება და ნადირობა, უამრავი ცხოველი გადაშენდა.

ეკოლოგიურად, კაცობრიობა აღინიშნება, როგორც უპრეცედენტო „გლობალური სუპერმტაცებელი“, რომელიც მთელ მსოფლიოში ახდენს გავლენას საკვებ ქსელზე. სახეობათა გადაშენება გვხვდება ყველა კონტინენტსა და ოკეანეში. არსებობს მრავალი ცნობილი მაგალითი აფრიკაში, აზიაში, ევროპაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთსა და სამხრეთ ამერიკაში, ასევე მცირე და დიდი ზომის კუნძულებზეც. საერთო ჯამში, ჰოლოცენის გადაშენება დაკავშირებულია ადამიანის გარემოსადმი მოპყრობაზე. ჰოლოცენის გადაშენება გრძელდება XXI საუკუნეში, ხორცის მოხმარებით, გახშირებული თევზჭერითა და ოკეანის მჟავიანობის გაზრდით, აგრეთვე ამფიბიების პოპულაციის შემცირებით, რაც ბიომრავალფეროვნების შემცირებას იწვევს. თუმცა მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მაგალითად ადამიანების რაოდენობის მუდმივი ზრდა.

ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემის შესახებ, 2019 წელს, წარადგინეს გლობალური შეფასების ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავრობათაშორისი სამეცნიერო-პოლიტიკის პლატფორმის, ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემების შესახებ. ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ერთი მილიონი სახეობის მცენარე და ცხოველი განიცდის გადაშენებას ათწლეულების განმავლობაში, ადამიანის ქმედებების შედეგად.

გამომწვევი ფაქტორები

ჰოლოცენის გადაშენება 
მამონტი, რომელიც გადაშენდა 4 000 წლის წინ.

ჰოლოცენის გადაშენება ძირითადად გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით. ცხოველების, მცენარეებისა და ადამიანის ქმედებებით გამოწვეული სხვა ორგანიზმების გადაშენების პროცესი შეიძლება შეედაროს გვიანდელ პლეისტოცენის ხანას, რომელიც იყო 12 000 წლის წინ. არსებობს თანაფარდობა გადაშენებასა და წარმოშობას შორის, ხოლო ადამიანთა რაოდენობის ზრდა ამ კანონზომიერებას არღვევს. ცვლილებები განსაკუთრებით შეინიშნება ბოლო ორი საუკნის განამავლობაში.

ადამიანის ცივილიზაციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა სოფლის მეურნეობამ. რაც უფრო მეტი მიწა გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის, მით მეტი შანსი ეძლევა კაცობრიობას ზრდისთვის. გადაშენების მზარდ პროცესზე ასევე მოქმედებს, დეფორესტაცია, ნადირობა და გარემოს დაბინძურება. დღესდღეობით, ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ კაპიტალიზმის, როგორც დომინანტური ეკონომიკური სისტემის გაჩენამ, დააჩქარა სახეობათა გადაშენების ტემპი.

მეგაფუნა ოდესღაც მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და დიდ კუნძულებზე არსებობდა, მაგალითად ახალი ზელანდიასა და მადაგასკარზე, მაგრამ ახლა ძირითადად ასეთი მრავალფეროვნება გვხვდება აფრიკაში. გამოითქვა მოსაზრება, რომ აფრიკული მეგაფუნა გადარჩა იმის გამო, რომ ის ადამიანებთან ერთად ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. სამხრეთ ამერიკული მეგაფაუნის გადაშენების დრო, როგორც ჩანს, წინ უძღვის ადამიანთა აქ ჩამოსვლას, თუმცა იმის შესაძლებლობა არსებობს, რომ ამ დროს ადამიანის საქმიანობამ გავლენა მოახდინა გლობალურ კლიმატზე საკმარისად, იმისათვის, რომ გამოეწვია ასეთი გადაშენება.

ამგვარი მტკიცებულებების მიუხედავად, ადამიანებს ცოცხალ ორგანიზმთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, ისინი მიჩნეულნი არიან, როგორც სუპერ მტაცებელი ორგანიზმები. PNAS- ში გამოქვეყნებული 2018 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანთა ცივილიზაციის არსებობის დროიდან მოყოლებული, ხმელითის ძუძუმწოვრების 83%, წყალში მცხოვრები ძუძუმწოვრების 80%, მცენარეების 50% და თევზების 15% გაქრა. ამჟამად მეცხოველეობა დედამიწის ყველა ძუძუმწოვრის ბიომასის 60% -ს მოიცავს, მას მოსდევს ადამიანი , რომელიც შეადგენს 36%-ს, ხოლო დანარჩენი 4% გარეული ძუძუმწოვრები არიან. რაც შეეხება ფრინველებს, 70% შინაურია, ხოლო მხოლოდ 30% არის გარეული.

აღიარებულია, რომ ადამიანების საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში დიდი რაოდენობით CH4 და CO2 გამოიყოფა, ხოლო ამ აირთა გამოყოფა ძირითადად ხდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებითა და ტყეების გაჩეხვით, რომლებიც შემდგომში გასუფთავდება და კვლავ მეურნეობაში გამოიყენებენ. მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ არქეოლოგიურ ნიმუშებსა და ძველი სახეობების მრავალფეროვნებას, ამტკიცებენ, რომ პროცესები, რომელიც ხელს უწყობს გარემოს განახლებას, ათასობით ათასი წლის წინ დაიწყო გლობალური მასშტაბით. 2003 წელს პალეოკლიმატოლოგმა უილიამ რუდიმანმა განაცხადა, რომ ადრინდელი ჰოლოცენის 11 000 წლის წინ არსებული ატმოსფერული ნახშირორჟანგისა და მეთანის დონე იცვლებოდა იმ ტემპით, რომელიც განსხვავდებოდა პლეისტოცენის ეპოქისგან. იგი ამტკიცებდა, რომ ნახშირბადის დიოქსიდის სწრაფი ტემპით მატება დაიწყო დაახლოებით 8 000 წლის წინ, ხოლო მეთანის კონცენტრაცია ატმოსფეროში გაიზარდა ამ დროიდან 3 000 წლის შემდეგ.

კუნძულები

დაახლოებით 6 000 წლის წინ, ადამიანის ჩამოსვლა კარიბის ზღვაში დაკავშირებულია აქ მყოფი მრავალი სახეობის გადაშენებასთან. გადაშენების ეს პროცესი მიმდინარეობდა კარიბის ზღვის თითქმის ყველა კუნძულზე. ბოლოდროინდელმა კვლევებმა, რომლებიც წყნარი ოკეანის 70 სხვადასხვა კუნძულზე ჩატარებული არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური გათხრების საფუძველზე გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ მრავალი სახეობა გადაშენდა, როდესაც ადამიანები გადავიდნენ ამ კუნძულებზე საცხოვრებლად, მაგალითად ბისმარკის არქიპელაგსა და სოლომონის კუნძულებზე ეს პროცესი 30 000 წლის წინ დაიწყო. ამჟამად დადგენილია, რომ წყნარი ოკეანის ფრინველთა ყველა სახეობათა შორის, ადამიანის ჩამოსვლის დღიდან, დღემდე დაახლოებით 2 000 სახეობა უკვე გადაშენებულია, რაც მსოფლიოში ფრინველების ბიომრავალფეროვნების 20% -იან კლებას ნიშნავს.

ავსტრალია

ავსტრალიაში უწინ იყო მეგაფაუნა, რომელიც ჰგავდა დღევანდელი აფრიკის კონტინენტისას. ადამიანები კონტინენტზე ჩავიდნენ ძალიან ადრე, დაახლოებით 50 000 წლის წინ. კონტინენტზე გადაშენებები გრძელდება დასახლებიდან დღემდე. გადაშენება ეხებათ, როგორც მცენარეებს, ასევე ცხოველებს, ხოლო მრავალი სხვა ცხოველი და მცენარე დღესაც საფრთის ქვეშ არის.

მადაგასკარი

მადაგასკარზე ადამიანთა ჩამოსვლის შემდეგ, რომელიც მოხდა დაახლოებით 2 500-2 000 წლის წინ, თითქმის ყველა ენდემური და გეოგრაფიულად იზოლირებული მეგაფაუნა გადაშენდა. ყველაზე დიდი ზომის ცხოველები, რომელთა წონაც 150 კილოგრამზე მეტი იყო, გადაშენდნენ ადამიანის პირველი ჩამოსვლის შემდეგ ძალიან მალე, დიდი და საშუალო ზომის სახეობები დაიღუპნენ, როდესაც მოსახლეობა ფართოვდებოდა, რაც იწვევდა უფრო ხშირ ნადირობებს. ამის შემდგომ მცირე ფაუნა განვითარდა, კონკურენციის შემცირების გამო.

ახალი ზელანდია

ახალი ზელანდიის გეოგრაფიული იზოლაციის გამო, აქ არსებობენ კუნძულისთვის დამახასიათებელი ორგანიზმები. ეს იყო ბოლო დიდი კუნძული, რომლის კოლონიზაციაცადამიანებმა მოახდინეს. XII საუკუნეში, სწორედ პოლინეზიელი დევნილების ჩამოსვლამ განაპირობა კუნძულის ყველა მეგაფაუნის გადაშენება, ეს პროცესი კი გრძელდებოდა რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში. კოლონიზაციამდე (მე -19 საუკუნე) კუნძულზე ფრინველები დიდი რაოდენობით იყვნენ, მაგრამ შემდეგ ევროპელების ხომალდებს ჩამოყვნენ ვირთხები, კატები და სხვა ცხოველები, რომლებმაც გაანადგურეს აქ არსებული ენდემური ფრინველთა სახეობები. ძირითადად ამ ფაქტორმა გავლენა მოახდინა ისეთ ფრინველებზე, რომლებიც მიწაზე ცხოვრობდნენ, ბუდეს მიწაზე იშენებდნენ ან არ ჰქონდათ თავდაცვის უნარები გამომუშავებული, აქამდე მსგავსი მტაცებლების არარსებობის გამო. ამის ნათელი მაგალითია ფრინველი კაკაპო, მსოფლიოში ყველაზე დიდი თუთიყუში, რომელსაც ფრენა არ შეუძლია, იგი გადაშენების პირასაა. ახალი ზელანდიის ეროვნული ემბლემა, კივი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ფრინველთა სიაშია.

აფროევრაზია

სხვა კონტინენტებთან შედარებით, აფრიკის მეგაფუნა მინიმალურად შემცირდა. სხვა კონტინენტებისაგან განსხვავებით, ევრაზიის მეგაფუნა გადაშენებას განიცდიდა შედარებით გრძელი პერიოდის განმავლობაში. არქტიკული რეგიონის დათბობამ გამოიწვია ბალახების სწრაფი ზრდა, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა ევრაზიის ფაუნაზე. ამან მრავალი ცხოველი დააზარალა, მათ შორის გრძელბეწვიანი მამონტები.

ლიტერატურა

  • Ceballos, Gerardo; Ehrlich, Anne H.; Ehrlich, Paul R. (2015) The Annihilation of Nature: Human Extinction of Birds and Mammals. Baltimore, Maryland: Johns Hopkins University Press. ISBN 978-1421417189. 
  • deBuys, William (March 2015). „The Politics of Extinction – A Global War on Nature“. Tom Dispatch. ციტატა: „Uncounted species – not just tigers, gibbons, rhinos, and saola, but vast numbers of smaller mammals, amphibians, birds, and reptiles – are being pressed to the brink. We’ve hardly met them and yet, within the vastness of the universe, they and the rest of Earth’s biota are our only known companions. Without them, our loneliness would stretch to infinity.“
  • Firestone RB, West A, Kennett JP, Becker L, Bunch TE, Revay ZS, et al. (October 2007). „Evidence for an extraterrestrial impact 12,900 years ago that contributed to the megafaunal extinctions and the Younger Dryas cooling“. Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America. 104 (41): 16016–21. Bibcode:2007PNAS..10416016F. doi:10.1073/pnas.0706977104. PMID 17901202.
  • Kolbert, Elizabeth (May 25, 2009). „The Sixth Extinction? There have been five great die-offs in history. This time, the cataclysm is us“. The New Yorker. ციტირების თარიღი: 8 May 2012.
  • Leakey, Richard (1996). The Sixth Extinction: Patterns of Life and the Future of Humankind. New York: Anchor Books. ISBN 978-0-385-46809-1. 
  • Linkola, Pentti (2011). Can Life Prevail?. Arktos Media. ISBN 978-1907166631. 
  • Loarie, Scott R.; Duffy, Philip B.; Hamilton, Healy; Asner, Gregory P.; Field, Christopher B.; Ackerly, David D. (2009). „The velocity of climate change“. Nature. 462 (7276): 1052–1055. Bibcode:2009Natur.462.1052L. doi:10.1038/nature08649. PMID 20033047.
  • Marsh, Bill (1 June 2012). „Are We in the Midst Of a Sixth Mass Extinction?“. The New York Times Sunday Review: Opinion Page. ციტირების თარიღი: 18 October 2012.
  • (1967) Pleistocene Extinctions: The Search for a Cause. New Haven: Yale University Press. ISBN 978-0-300-00755-8. 
  • McCallum, Malcolm L. (2015). „Vertebrate biodiversity losses point to sixth mass extinction“. Biodiversity and Conservation. 24 (10): 2497–2519. doi:10.1007/s10531-015-0940-6.
  • Newman, Lenore (2019). Lost Feast: Culinary Extinction and the Future of Food. ECW Press. ISBN 978-1770414358. 
  • Nihjuis, Michelle (23 July 2012). „Conservationists Use Triage to Determine Which Species to Save and Not“. Scientific American.
  • Oakes, Ted (2003). Land of Lost Monsters: Man Against Beast – The Prehistoric Battle for the Planet. Hylas Publishing. ISBN 978-1-59258-005-7. 
  • Steadman, D. W. (1995). „Prehistoric extinctions of Pacific island birds: biodiversity meets zooarchaeology“. Science. 267 (5201): 1123–1131. Bibcode:1995Sci...267.1123S. doi:10.1126/science.267.5201.1123. PMID 17789194. CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Steadman, D. W.; Martin, P. S. (2003). „The late Quaternary extinction and future resurrection of birds on Pacific islands“. Earth-Science Reviews. 61 (1–2): 133–147. Bibcode:2003ESRv...61..133S. doi:10.1016/S0012-8252(02)00116-2.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  • Wiens, John J. (December 2016). „Climate-Related Local Extinctions Are Already Widespread among Plant and Animal Species“. PLOS Biology. 14 (12): e2001104. doi:10.1371/journal.pbio.2001104. hdl:10150/622757. PMID 27930674.
  • Leakey, Richard and Roger Lewin, 1996, The Sixth Extinction: Patterns of Life and the Future of Humankind, Anchor, ISBN 0-385-46809-1
  • Leakey Lewin, La sixième extinction, Evolution et catastrophes, Flammarion (1997), ISBN 2-08-081426-5, traduction française du précédent.
  • Martin, P.S. & Wright, H.E. Jr., eds., 1967. Pleistocene Extinctions: The Search for a Cause. Yale University Press, New Haven, 440 pp., ISBN 0-300-00755-8
  • Oakes, Ted, Kear, Amanda, Bates, Annie, Holmes, Kathryn, 2003, Monsters we met. Man's prehistoric battle for the planet, BBC Worldwide Ltd., Woodlands, ISBN 1-59258-005-X
  • Pielou, E. C., 1991, After the Ice Age: the return of life to glaciated North America, University Of Chicago Press, ISBN 0-226-66811-8
  • Steadman, D.W., 1995. Prehistoric extinctions of Pacific island birds: biodiversity meets zooarchaeology. Science 267, 1123–1131.
  • Steadman, D.W., Martin, P.S., 2003. The late Quaternary extinction and future resurrection of birds on Pacific islands. Earth-Science Reviews 61, 133–147

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ჰოლოცენის გადაშენება გამომწვევი ფაქტორებიჰოლოცენის გადაშენება ლიტერატურაჰოლოცენის გადაშენება რესურსები ინტერნეტშიჰოლოცენის გადაშენება სქოლიოჰოლოცენის გადაშენებაამფიბიებიმარჯნის რიფებიფეხსახსრიანებიფრინველებიქვეწარმავლებიძუძუმწოვრებიწვიმის ტყეებიჰოლოცენი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რიტმიერთეულთა საერთაშორისო სისტემანარკოტიკიარაბთა სახალიფოგიორგი სააკაძექეთევან დედოფალისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს მთებიმიგრაციასოფლის მეურნეობაწიწვოვნებიზუგდიდისაქართველოს სახელმწიფო გერბიშავი ზღვასაჭმლის მომნელებელი სისტემამდგრადი განვითარებავერძი (ასტროლოგია)მგლების ხორუმიქიმიური რეაქციაკრისტალბეთიუფლისციხერადიუსიაზიაელექტრული დენიძალავეფხისტყაოსანიმეიოზიადამიანის ჩონჩხიValve Corporationრიცხვითი სახელიგამზრდელი (პოემა)ალკანირუსეთის ისტორიაბელგიამონღოლებიპირველი მსოფლიო ომიენძელაელეონორა რუზველტიდავით Vსვეტიცხოველითემურლენგისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკალაშა შავდათუაშვილიპროტესტანტიზმინიჰილიზმიმამებისა და შვილების ბრძოლაანტიკური ხანათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიათონის ივერთა მონასტერიკვეცა (ფონეტიკური)რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიუჯრედიელექტრონული მუსიკანინო ზურიაშვილიზვიგენებიგიორგი II (საქართველოს მეფე)ცუნამინიკოლოზ ბარათაშვილიტრანსპლანტოლოგიათევდორე კველთელიმარკ ტვენიიბერიაერთა ლიგანიკოლა ტესლაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიწმინდა ნინოლონდონიგაპიროვნებაბენიტო მუსოლინიდათვიბესიკიბორჯომიინგლისისაქართველოს დემოგრაფიაგურამ დოჩანაშვილიფეხბურთიიულიუს კეისარიიუდაიზმი🡆 More