მეთანი

მეთანი — ორგანული ბინარული ნაერთი.

არის ალკანების კლასის უმარტივესი წარმომადგენელი. მისი ქიმიური ფორმულაა. მეთანი ეთანთან, პროპანთან და ბუტანთან ერთად არის ბუნებრივი აირის მთავარი კომპონენტი.

მეთანი
მეთანი: ქიმიური ფორმულა
მეთანი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებამეთანი
ტრადიციული სახელწოდებამარშის გაზი, ნატურალური გაზი, ნახშირბადის ტეტრაჰიდრიდი, წყალბადის კარბიდი.
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა16.043 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0.657 (აირი, 25 °C, 1 ატმ): 0.717(აირი, 0 °C, 1 ატმ): 422.62 (თხევადი, −162 °C) /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−182.5 °C
დუღილის ტემპერატურა−161.5 °C
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი22.7 /100 მლ
ხსნადობა ნივთიერებაში იხსნება ეთანოლში, დიეთილის ეთერში, ბენზოლში, ტოლუოლში, მეთანოლში და აცეტონში/100 მლ
სტრუქტურა
ჰიბრიდიზაცია sp3
კოორდინაციული გეომეტრია ტეტრაედრული
დიპოლური მომენტი 0 დ
კლასიფიკაცია
CAS 74-82-8

თვისებები

მეთანის მოლეკულას აქვს ტეტრაედრული ფორმა, რადგან ყველა წყალბადს ნახშირბადი ერთი და იმავე სიგრძის ბმებით უკავშირდება. მეთანს, ისევე როგორც ყველა ალკანს, აქვს sp3 ჰიბრიდიზაციის ტიპი.

ოთახის ტემპერატურაზე ჩვეულებრივი წნევის პირობებშში მეთანი არის უსუნო და უფერო აირი. ბუნებრივ აირს (მეთანს), რომელიც გამოიყენება სახლში, უმატებენ ოდორანტებს რათა აირის სუნი შესამჩნევი გახდეს გაჟონვის შემთხვევაში. ჩვეულებრივ უმატებენ ტერტ-ბუტილთიოლს(CH3)3CSH). მეთანის დუღილის ტემპერატურა −164 °C-ია ერთი ატმოსფერული წნევის პირობებში.

მეთანი საკმაოდ მდგრადი ნაერთია. არ შედის რეაქციაში ბრომიან წყალთან და არ აუფერულებს კალიუმის პერმანგანატის ხსნარს, მიზეზი შემდეგია: ნახშირბადი უკავშირდება ოთხ წყალბად ატომს ოთხი სიგმა ბმით (ანუ ნაერთი ნაჯერია), იმისათვის რომ მოხდეს ამ ხსნარების გაუფერულება საჭიროა ნაერთს გააჩნდეს მინიმუმ ერთი პი ბმა (ანუ ნაერთი უნდა იყოს უჯერი); ამ რეაქცია ეწოდება ჩანაცვლების რეაქცია, რომელიც არ ახასიათებს ალკანებს და ახასიათებს ალკენებსა და ალკინებს.

მეთანის მიღება

მეთანის მიღება ძირითადად ხდება ბუნებრივი აირისგან, ამიტომაც მისი ქიმიურად მიღება არამომგებიანია; ქიმიური გზებით ღებულობენ ლაბორატორიებში, ძირითადად კი ბუნებრივი აირის გამოხდით.

  • მეთანის მიღება ხდება ნატრიუმის აცეტატის და ნატრიუმის ტუტის ნარევის გახურებით:
    CH3COONa + NaOH → CH4 + Na2CO3
  • სხვა ხერხით მეთნს იღებენ ალუმინის კარბიდზე წყლის მოქმედებით:
    Al4C3 + 12H2O → 4Al(OH)3 + 3CH4

ქიმიური რეაქციები

  • მეთანის წვის რეაქცია:
    CH4 + 2 O2 → CO2 + 2 H2O
  • მეთანის რადიკალური რეაქცია:

მეთანის მოლეკულა რეაქციაში შედის ჰალოგენის ატომთან და ჰალოგენი ანაცვლებს წყალბადს.

    X• + CH4 → HX + CH3
    CH3• + X2 → CH3X + X•

რეაქციაში X-ი არის ფტორი, ქლორი, ბრომი ან იოდი. ამ რადიკალურ რეაქციას „თავისუფალი რადიკალური ჰალოგენირება ეწოდება“. იგი აუცილებლად უნდა მიმდინარეობდეს ულტრაიისფერი (UV) დასხივების პირობებში, სხვაგვარად რეაქცია არ წარიმართება. რეაქციის მექანიზმი შემდეგში მდგომარეობს: UV დასხივების შედეგად ჰალოგენის ორი ატომი შორდება ერთმანეთს და წარმოიქმნება ატომური ჰალოგენის რადიკალი; ჰალოგენის ატომები უფრო იოლად შორდებიან ერთმანეთს ვიდრე მეთანში წყალბადი ცენტრალურ ნახშირბად არტომს.

რეაქცია მიმდინარეობს ოთხ ეტაპად. მისი პროდუქტებია:

  • პირველ ეტაპზე — მონოჰალომეთანი;
  • მეორე ეტაპზე — დიჰალომეთანი;
  • მესამე ეტაპზე — ტრიჰალომეთანი;
  • მეოთხე ეტაპზე — ტეტრაჰალომეთანი.

გამოყენება

მეთანი ძირითადად გამოიყენება სახლში, გასქურებში, წყლის თუ სახლის გამათბობლებში, ასევე ავტომობილებში, ტურბინებში. მეთანის და თხევადი ჟანგბადის ნარევი გამოიყენება სარაკეტო საწვავში.

სქოლიო

Tags:

მეთანი თვისებებიმეთანი ს მიღებამეთანი ქიმიური რეაქციებიმეთანი გამოყენებამეთანი სქოლიომეთანიალკანიბინარული ნაერთიბუნებრივი აირიეთანი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზებულონიმაგნიუმიდათა თუთაშხიაქართული სამზარეულოქვიშის კარიერის გენერლებივეფხისტყაოსანიზმნიზედალეიკოციტებიმწვერვალილუქსემბურგირთველიეიფელის კოშკინახშირწყლებისაბერძნეთითევდორე კველთელიმტკვარიდედაპლატაოქროს კვეთაუკრაინარუსეთ-საქართველოს ომი (2008)კენგურუებიმიხეილ ჯავახიშვილიგიორგი V ბრწყინვალელიეტუვაქართული ღვინოივანე ჯავახიშვილისათბურის ეფექტიევერესტიჩრდილოეთი კორეაშიზოფრენიარაბათის ციხელობოტომიაქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაბატონებისიყვარულიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაევროკავშირიგიორგი ანწუხელიძეშვეიცარიასომხეთ-საქართველოს ომიიბერიადედამიწავიკიპედიასქესობრივი აქტიამაზონინოე სულაბერიძეთევზები (ასტროლოგია)კურდღელილეიშმანიოზიაღდგომაკვარციAndroidშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშიკონტინენტიძველი თბილისისაქართველოს სოფლებიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიბაქტერიებიქვემო ქართლის მხარეკაპიტალიზმიიმერეთიილია ჭავჭავაძეკუთხევულკანიკახეთის აჯანყება (1659)რომის იმპერიავნების კვირასილიციუმიჭიაკოკონობაანემიატრაპეციაბუდუ ზივზივაძელეკიანობაგონიოს ციხეგოგირდიმზე🡆 More