ქვემო ქართლის მხარე: მხარე საქართველოში

ქვემო ქართლის მხარე — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების ქვემო ქართლის და თრიალეთის ტერიტორიებს.

ქვემო ქართლის მხარე: ზოგადი ცნობები, მოსახლეობა, მმართველობა ეს სტატია ადმინისტრაციულ რეგიონს ეხება. ისტორიული მხარის შესახებ იხილეთ ქვემო ქართლი.

რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-KK. ქვემო ქართლის მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები:

ადმინისტრაციული ერთეული
ქვემო ქართლის მხარე
ქვემო ქართლის მხარე: ზოგადი ცნობები, მოსახლეობა, მმართველობა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადმ. ცენტრი რუსთავი
შიდა დაყოფა რუსთავი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი, გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დმანისის მუნიციპალიტეტი, თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, მარნეულის მუნიციპალიტეტი და წალკის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°31′00″ ჩ. გ. 44°31′00″ ა. გ. / 41.51667° ჩ. გ. 44.51667° ა. გ. / 41.51667; 44.51667
სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი
დაარსდა 1995
ფართობი 6527.6 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ქვემო ქართლის მხარე: ზოგადი ცნობები, მოსახლეობა, მმართველობა 423 986 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 64,9 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 51,3 %
აზერბაიჯანელები 41,8 %
სომხები 5,1 %
რუსები 0,6 %
ბერძნები 0,5 %
ოსები 0,2 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 51,35 %
მუსლიმები 42,98 %
გრიგორიანები 3,28 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი https://kvemokartli.gov.ge
ქვემო ქართლის მხარე: ზოგადი ცნობები, მოსახლეობა, მმართველობა

ქვემო ქართლის უმეტესი ნაწილი თბილისიდან სამხრეთით მდებარეობს. მისი საზღვრები ძირითადად ემთხვევა ისტორიული პროვინციის საზღვრებს, თუმცა აერთიანებს გარეკახეთის ნაწილსაც (კუხეთი და გარდაბანი). ჩრდილოეთი და დასავლეთი საზღვრები მიუყვება თრიალეთისა და სამსრის ქედებს. სამხრეთიდან ესაზღვრება აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკები.

ზოგადი ცნობები

ქვემო ქართლი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური მხარეა. მას თბილისის შემდეგ, მეორე ადგილი უკავია სამრეწველო პროდუქციის წარმოების მხრივ.

მხარის ფართობი შეადგენს 6528 კვ.კმ-ს, რაც საქართველოს საერთო ფართობის 10 %-ია. საქართველოს მხარეებს შორის ქვემო ქართლს ფართობით მე-4 ადგილი უკავია, ხოლო მოსახლეობით მე-3. მოსახლეობა — 424 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე — 65 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რუსთავი. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

მოსახლეობა

ქვემო ქართლის მოსახლეობა 423 986 ადამიანია, რაც საქართველოს მოსახლეობის 11,42 %-ია. მოსახლეობის 51,25 % ეთნიკურად ქართველია, 41,75 % აზერბაიჯანელი, 5,07 % - სომეხი, ხოლო 1,93 % - აფხაზი, ოსი, რუსი, ბერძენი, უკრაინელი და ქურთი. ამასთან, რუსთავში, თეთრიწყაროს, გარდაბნისა და წალკის მუნიციპალიტეტებში ჭარბობენ ეთნიკურად ქართველები, ხოლო მარნეულის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში - აზერბაიჯანელები.

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი 2002 წ. აღწ. 2014 წ. აღწ. 2016' 2017' 2018'
ქვემო ქართლი 497 530 423 986 428 000 429 700 432 300
ქ. რუსთავი 116 384 125 103 126 100 126 800 127 800
ბოლნისის 74 301 53 590 54 700 54 900 55 300
გარდაბნის 114 348 81 876 81 600 81 300 81 300
დმანისის 28 034 19 141 19 800 20 000 20 200
თეთრიწყაროს 25 354 21 127 21 600 21 700 21 900
მარნეულის 118 221 104 300 105 200 105 800 106 500
წალკის 20 888 18 849 19 100 19 200 19 300

მმართველობა

რუკა მუნიციპალიტეტები
ქვემო ქართლის მხარე: ზოგადი ცნობები, მოსახლეობა, მმართველობა 
ქალაქი რუსთავი
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
დმანისის მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მარნეულის მუნიციპალიტეტი
წალკის მუნიციპალიტეტი

მხარეში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელია სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე 1994 წლის ოქტომბრიდან დღემდე მუშაობდნენ:

ეკონომიკა

მხარეს თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კარგი სატრანსპორტო კავშირები აქვს. აქ გადის სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. მთავარი სამრეწველო ქალაქებია რუსთავი და მარნეული. მხარე საქართველოს საერთო საწარმოო მოცულობის 15-20 %–ს იძლევა.

ღირსშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია:

ისტორია

მხარის ადრინდელი ისტორია იხილეთ სტატიებში:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ქვემო ქართლის მხარე ზოგადი ცნობებიქვემო ქართლის მხარე მოსახლეობაქვემო ქართლის მხარე მმართველობაქვემო ქართლის მხარე ეკონომიკაქვემო ქართლის მხარე ღირსშესანიშნაობებიქვემო ქართლის მხარე ისტორიაქვემო ქართლის მხარე რესურსები ინტერნეტშიქვემო ქართლის მხარე სქოლიოქვემო ქართლის მხარეაღმოსავლეთი საქართველოთრიალეთი (მხარე)ქვემო ქართლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ანწუხელიძეტაო-კლარჯეთიბერლინის კედელირითმადედა ენაქიმიური რეაქციააშშ-ის სამოქალაქო ომიბირთვული იარაღიწელიწადის დროებიკალიებიედუარდ შევარდნაძეიოსებ სტალინირესპუბლიკაპაოლო იაშვილიპარიზიჩარლი ჩაპლინიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდააბსცისაბერძნული მითოლოგიაალექსანდრე მაკედონელიზღარბისებრნიკილომეტრილებომბოს მთებიპლანეტამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითდავით კაკაბაძეპუნიკური ომებირელიეფის ფორმებიეიფელის კოშკიროდოსის კოლოსიჰიმალაიფემინიზმიკილიმანჯაროენდომეტრიოზიქართლის გაქრისტიანებასტამბოლინატრიუმიოგანესონისეტყვაგამარჯვების დღეარაბთა სახალიფოსვანეთიგიორგი გახარიაალპებილეიკოციტოზიევროპის პარლამენტიასტიგმატიზმიბიპოლარული აშლილობასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაენერგიაგიორგი მამარდაშვილიკომუნიზმიევოლუციაქართველები რუსეთშისაქართველო IX-X საუკუნეებშისამანიშვილის დედინაცვალითრომბოციტებიამფიბიებირაჭაწიგნი სიბრძნე სიცრუისაქართველებიხელოვნებასლოვაკეთიეროზიარაბათის ციხეკახეთის აჯანყება (1812)უქმე დღეები საქართველოშიწმინდა გიორგიდანიამერკურიგიორგი III (საქართველოს მეფე)ნეპოტიზმიაზოტიბორჯომი (წყალი)მიგრაციამეორე მსოფლიო ომისაქართველო XV საუკუნეშიამერიკაიასამანი🡆 More