ქვემო ქართლი

ქვემო ქართლი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქართლის ერთი ნაწილი.

ქვემო ქართლი არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქვემო ქართლის მხარე.

იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.

ქვემო ქართლი
ქვემო ქართლი
დმანისის სიონი
ქვემო ქართლი
კუთხის ცენტრი რუსთავი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი ქვემო ქართლის მხარე
თბილისი
მუნიციპალიტეტი 5+1
მოსახლეობის რაოდენობა 5889
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.

ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იმავე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის — გოგარენეს და სომხური გუგარქის სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ.

მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. თემურ-ლენგის ლაშქრობების შემდეგ, რომელსაც თან დაერთო შავი ჭირის ეპიდემია, ქვემო ქართლის მოსახლეობა ამოწყდა. XV საუკუნის მეორე ნახევარში უზუნ ჰასანის ლაშქრობებს მოჰყვა მტკვრისპირა დაბლობში მომთაბარე ელების ჩამოსახლება. 1604 წელს კი შაჰ აბასმა ქართლის მეფეს დებედას ხეობა ჩამოართვა და აქ ბორჩალოს ტომი დაასახლა. ნადირ-შაჰმა 1735 წელს ოსმალებთან გამარჯვების შემდეგ ილაშქრა და ყაიყული და ბამბაკი ერთიანად ირანში გადაასახლა. მან ასევე აჰყარა და ირანში გადაასახლა დემურჩი ასანლუს ტომი, რომელიც ქვემო ქართლში ბინადრობდანადირ-შაჰის პოლიტიკას წინ აღუდგა ერეკლე II, მისი მოკავშირე იყო ბორჩალოს ხანი, მათ ქართლში დააბრუნეს სამეფოს საზღვრებიდან აყრილი ელი.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

აბოციბამბაკიგარდაბანი (მხარე)გაჩიანითრიალეთი (მხარე)საქართველოტაშირიქართლი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიგოტიკური არქიტექტურაჰეტეროსექსუალობაზურაბ ხიზანიშვილიხარებადავით სარაჯიშვილიალკოჰოლიზმიეროვნული ლიგავაჟა-ფშაველასასწორი (ასტროლოგია)ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიკახა კალაძეთავისუფლების მოედანი (თბილისი)Helladosსელჩუკთა სახელმწიფოლათინური ამერიკალარიქართულ-სელჩუკური ომებიშვეიცარიაალცჰაიმერის დაავადებანავთობიტემპერამენტის ტიპებიადმირალი (პეპელა)თეთნულდისაბა ლობჟანიძეშხარამსოფლიო მემკვიდრეობამზის სისტემაღამურაელისაბედ Iქვეყნების სიასაქართველოს ეროვნული პარკების სიათერმოპილეს ბრძოლაანტონიმიგეოგრაფიული გარემოენერგიაქართული საბჭოთა ენციკლოპედიატაიგაბაგრატის ტაძარითბილისის კურორტების ჯგუფიტერენტი გრანელიმდგრადი განვითარებაჰექტარიანტანტასახელმწიფობულგარეთისაქართველოს ფრინველთა სიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიაღდგომაშამქორის ბრძოლა (1195)ილია თოფურიაუეფა-ს თასების მფლობელთა თასიდიაპაზონიზღვამონა ლიზათაშმიჯაბიჭიანჭველასებრნიაშშ-ის პრეზიდენტების სიასაბა საზონოვიიაკობ გოგებაშვილითითაობაქრისტეფორე კოლუმბისანტიმეტრითბილისის ისტორიაკილომეტრიჩუტყვავილაპორტუგალიაბერძნები საქართველოშისამეგრელოტოლერანტობაქართლის სამეფოფეოლა (ფილმი)Mozilla Firefoxგიბრალტარი🡆 More