ალკენი

ალკენი — უჯერი ნახშირწყალბადი, რომელიც ერთ ორმაგ ბმას შეიცავს ორ ნახშირბადს შორის.

ალკენების ზოგადი ფორმულაა CnH2n. ჰიბრიდიზაციის ტიპია sp². ჰომოლოგიური რიგის პირველი წარმომადგენელია ეთილენი (C2H4). ალკენებს ახასიათებთ ჩონჩხის, ორმაგი ბმის მდებარეობის და გეომეტრიული(ცის–ტრანს) იზომერია. მაგალითად, ბუტენს(C4H8) აქვს ორი იზომერი ბუტენ-1 და იზობუტენი, ალკენებისთვის დამახასიათებელია ცის და ტრანს იზომერია. ალკენები შეიცავენ მარტივ C-C ბმებს და ერთ ორმაგ C=C ბმას. ორმაგი ბმიდან ერთი "სიგმა" ბმაა, ერთი კი "პი "ბმა. ნახშირბადის ატომებს შორის მანძილი არის 0,134 ნმ, სავალენტო კუთხე — 120°.

ალკენი
ეთილენის 3D მოდელი

ფიზიკური თვისებები

ალკენები უფერული ნივთიერებებია. ჰომოლოგიური რიგის პირველი სამი წევრი აირია, C16H32–მდე სითხეები, უმაღლესი წევრები – მყარი ნივთიერებები. აირად და მყარ ალკენებს სუნი არ აქვთ, ხოლო თხევადს აქვს ნავთის სუნი. ალკენების დუღილის ტემპერატურა შესაბამისი ალკანების დუღილის ტემპერატურაზე მაღალია.

ალკენების მიღება

არსებობს ალკენების მიღების სხვადასხვა ხერხი, მაგალითად:

  • ალკანების დეჰიდრირება — დეჰიდრირება მიმდინარეობს 300℃-ზე კატალიზატორად გამოყენებულა ქრომის ოქსიდი:
    ალკენი 
  • სპირტების დეჰიდრატაია — სპირტების დეჰიდრატაციისას წყალწამრთმევ საშუალებად გამოიყენება ალუმინის ოქსიდი (ალკენი ). ალკენის მიღება ხდება სინჯარაში სპირტის და ოქსიდის გაცხელებით, მაგრამ აუცილებელია ალუმინის ოქსიდი არ ეხებოდეს სპირტს:
    ალკენი 
  • შიგამოლეკულური დეჰიდრატაციით ალკენის მიღება ასევე შესაძლებელია კონცენტრირებული გოგირდმჟავას თანაობიასას 170℃-ზე.
  • ჰალოგენნაწარმის დეჰიდროჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს ფხვიერი კალიუმის ტუტის თანაობისას
    ალკენი 
  • დიჰალოგენნაწარმების დეჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს თუთიის ფხვნილის მეშვეობით. აუცილებელია ჰალოგნის ატომები განთავსებულნი იყვნენ სხვადასხვა ნახშირბად ატომზე.
    ალკენი 

ნომენკლატურა

ალკენების კლასის პირველი ათი წარმომადგენელი:

ეთენი (ეთილენი) პროპენი ბუტენი პენტენი ჰექსენი ჰეპტენი ოქტენი ნონენი დეკენი
C2H4 C3H6 C4H8 C5H10 C6H12 C7H14 C8H16 C9H18 C10H20

ქიმიური თვისებები

ალკენებს ახასიათებთ მიერთების რეაქცია:

  • ჰიდრირება ანუ წყალბადის მიერთება:
    CH2=CH2 + H2 → CH3–CH3
  • ჰიდრატაცია ანუ წყლის მიერთება:
    CH2=CH2 + H2O → CH3–CH2OH
    CH2=CH2 + Br2 → BrCH2–CH2Br
  • ჰიდროჰალოგენირება ჰალოგენწყალბადმჟავის მიერთება:
    CH3–CH=CH2 + HI → CH3–CHICH2H

მარკოვნიკოვის წესის თანახმად ჰიდროჰალოგენირების დროს წყალბადი მიუერთდება ნახშირბადატომს, რომელიც უფრო მეტ წყალბადთან არის დაკავშირებული.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • საყმაწვილო ენციკლოპედია: ქიმია, თბ., 2006.

სქოლიო

Tags:

ალკენი ფიზიკური თვისებებიალკენი ალკენების მიღებაალკენი ნომენკლატურაალკენი ქიმიური თვისებებიალკენი იხილეთ აგრეთვეალკენი ლიტერატურაალკენი სქოლიოალკენიიზომერიანახშირწყალბადიჰიბრიდიზაცია (ქიმია)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გიორგი ჭანტურიავიკისაწყობიგიორგი (საკუთარი სახელი)ზმნაალცჰაიმერის დაავადებაქვეყნების სიამშვილდოსანი (ასტროლოგია)ოსებისამასი არაგველითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშილომიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ქრისტიანობა და ისლამინანუკა ჟორჟოლიანიქართული დამწერლობააჭარის ავტონომიური რესპუბლიკანაპოლეონ ბონაპარტიამირანი (მითოლოგია)მუშმულა სუბტროპიკულიალბერტ აინშტაინინიკოლო მაკიაველიმადონა (მომღერალი)ფესახისულეიმან Iცხელი ძაღლიბუნიობაგიორგი მამარდაშვილიმსოფლიოს შვიდი საოცრებაქრისტეს ვნებანიგიორგი მიქაუტაძეირლანდიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტილომი (ასტროლოგია)ფრიდრიხ ნიცშედამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაგიორგი XIIფესვები (ფილმი)საქართველოს კონსტიტუციალურჯი ვეშაპიქიზიყიპორტუგალიამერწყულიშერბეთიბელარუსიშოვინიზმიშოვის ტრაგედიაფრინველებიქაშვეთის ეკლესიააია-სოფიას ტაძარიგიორგი II (საქართველოს მეფე)კორსიკაქრისტეს საფლავის ტაძარივლადიმერ აფხაზავაწმინდა ირინეელდარ შენგელაიაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)სოლომონ IIსაქართველოს ისტორიული სოფლებიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებივეტოაჭარადედა ტერეზაფობიების სიაალეგორია9 აპრილის ტრაგედიაჰოლოკოსტილევან საგინაშვილისარკაზმი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაორნელა მუტისაქართველოს სოფლებიგოგნიენდროალბანეთიიეჰოვასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაიაკობ გოგებაშვილიეკა გიგაური🡆 More