ჯორჯ რომერო

ჯორჯ ენდრიუ რომერო (ინგლ.

4 თებერვალი, 1940 — გ. 16 ივლისი, 2017) — ამერიკული წარმოშობის კანადელი კინორეჟისორი, სცენარისტი და მემონტაჟე, ცნობილი მისი სატირული ზომბი-აპოკალიპსური ფილმებით.

ჯორჯ რომერო
ჯორჯ რომერო
რომერო 2009 წელს
მშობლიური სახელი George A. Romero
დაბადების სახელი ჯორჯ ენდრიუ რომერო
დაბადების თარიღი 4 თებერვალი, 1940
ბრონქსი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 2017 (77 წლის)
ტორონტო, ონტარიო, კანადა
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
კანადის დროშა კანადა
ალმა-მატერი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • კინორეჟისორი
  • სცენარსიტი
  • მემონტაჟე
მეუღლე(ები) ნენსი რომერო (იქ. 1971; განქ. 1978)
კრისტინ ფორესტი (იქ. 1980; განქ. 2010)
სიუზან დეროშე (იქ. 2011)
შვილ(ებ)ი 3

ჯორჯ ენდრიუ რომერო დაიბადა 1940 წლის 4 თებერვალს, ბრონქსში, ნიუ-იორკში, ანა დვროსკის და ჯორჯ რომეროს ოჯახში. კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ — 1960 წელს, რომერომ დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების და სატელევიზიო რეკლამების გადაღება. 1960-იანი წლების ბოლოს მის მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია „Image Ten Productions“ — კომპანია, რომელმაც მოგვიანებით აწარმოა საკულტო ფილმად აღიარებული „ცოცხალი მკვდრების ღამე“ (1968), რომელიც ფილმების ეროვნული რეესტრის მიერ დაცულია კონგრესის ბიბლიოთეკაში, როგორც „კულტურულად, ისტორიულად ან ესთეტიკურად მნიშვნელოვანი ნაშრომი. მისი სხვა ნამუშევრებია: „გარდაცვლილთა განთიადი“ (1978), „გარდაცვლილთა დღე“ (1985), „შეშლილები“, „მარტინი“ (1978), „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ (1982), „მკვლელი მაიმუნი“ (1988), „ბნელი ნახევარი“ (1993) და „თავზეხელაღებული“ (2000). იგი აგრეთვე ტელესერიალ „საშიში ზღაპრების“ შექმნელი და აღმასრულებელი პროდიუსერია.

რომერო მიჩნეულია საშინელებათა ჟანრის პიონერად და მოიხსენიება, როგორც „ზომბი-ფილმების მამა“. მან გავლენა მოახდინა უამრავ კინემატოგრაფისტსა და მწერალზე, მათ შორისაა კომიქსების მწერალი რობერტ კირკმენი, აგრეთვე რეჟისორები: სეთ გრემ-სმითი, ედგარ რაიტი და ჯეკ ტომას სმითი.

ჯორჯ რომერო გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 77 წლის ასაკში, 2017 წლის 16 ივლისს, ტორონტოში.

ფილმები

წელი ფილმი რეჟისორი სცენარისტი პროდიუსერი
1968 „ცოცხალი მკვდრების ღამე“ დიახ დიახ არა
1971 „როგორც ბუზები თაფლზე“ დიახ არა არა
1973 „ჯადოქრების სეზონი“ დიახ დიახ არა
„შეშლილები“ დიახ დიახ არა
1978 „მარტინი“ დიახ დიახ არა
„მიცვალებულთა განთიადი“ დიახ დიახ არა
1981 „მრბოლელი რაინდები“ დიახ დიახ არა
1982 „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ დიახ არა არა
1985 „მიცვალებულთა დღე“ დიახ დიახ არა
1987 „საშინელებათა კალეიდოსკოპი 2“ არა დიახ არა
1988 „მკვლელი მაიმუნი“ დიახ დიახ არა
1990 „ზღაპრები მუქი მხრიდან“ არა დიახ არა
„ორი გაბოროტებული მზერა“ დიახ დიახ არა
„ცოცხალი მკვდრების ღამე“ არა დიახ არა
1993 „ბნელი ნახევარი“ დიახ დიახ დიახ
2000 „თავზეხელაღებული“ დიახ დიახ არა
2005 „მიცვალებულთა მიწა“ დიახ დიახ არა
2007 „მიცვალებულთა დღიურები“ დიახ დიახ დიახ
2009 „მკვდრების გადარჩენა“ დიახ დიახ არა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

16 ივლისი194020174 თებერვალიაშშინგლისური ენაკანადელებისატირა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

წმინდა გიორგიაფრიკის ქვეყნების სიასაქართველოს სამხედრო წოდებებიაბრეშუმის ჭიააზოთეატრიარაგვისეფსისინეპოტიზმიბერლინის კედელიირემიბაგრატის ტაძარისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებიზენონი (იარაჯული)რომიჰიდროცეფალიასაქართველოს ფრინველთა სიაალპებიასტიგმატიზმიკაცია-ადამიანი?!მარო მაყაშვილისანტიმეტრივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალირთველიეგრისის დიდი ომიჩრდილოეთი კორეასხალთის ტაძარილუქსემბურგიანემიაგამზრდელი (პოემა)აზერბაიჯანიატმოსფერული წნევავეფხისტყაოსანისაქართველოს სახელმწიფო გერბიბენიტო მუსოლინიქრომოსომაოტელო (ვერდის ოპერა)ზედსართავი სახელიჩარლი ჩაპლინილიმფოციტებიტონაგიორგი სააკაძეპაბლო პიკასოესპანეთიმუსიკამზის სისტემააღმოსავლეთი საქართველოქართული ვაზის ჯიშებილობოტომიათეიმურაზ Iვაჟა მარგველაშვილიეკოლოგიალურჯი ვეშაპიენცეფალოპათიაილონ მასკითემურლენგიკავკასიაოტო ფონ ბისმარკიწყნარი ოკეანეეროზიაუნგრეთისტამბოლიერეკლე II-ის ოჯახიდანიაჯვაროსნული ლაშქრობებიმთავარი გვერდიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიგონიოს ციხეგანათლება საქართველოშიებრაელებიგალაკტიონ ტაბიძეტოლერანტობაქართლის ცხოვრებატურიზმიშოთა რუსთაველიამინომჟავებიარსებითი სახელიტუტე ლითონები🡆 More